IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

პროგრამული ინჟინერის ყოველდღიური რუტინა

789

პროგრამირება

01.09.2022

1149 დათვალიერება

პროგრამული ინჟინერის ყოველდღიური რუტინა უამრავ საინტერესო, ანალიტიკურ-ლოგიკური და მაღალინტელექტუალური სამუშაოსგან შედგება, ისინი აგებენ და ქმნიან კომპიუტერულ სისტემებს და აპლიკაციებს რეალური სამყაროს პრობლემების გადასაწყვეტად.მათ ხშირად პროგრამულ დეველოპერებსაც ეძახიან

 

თუ ანალიტიკური მოაზროვნე ხართ, მოგწონთ პრობლემების გადაწყვეტა და ციფრული პროდუქტების შექმნა ან გამარტივება, შესაძლოა პროგრამების ინჟინრის კარიერა თქვენთვის სასიამოვნო და ათი ათასობით დოლარის მომტანი აღმოჩნდეს.

 

 

რა არის პროგრამების ინჟინერია?

პროგ-ინჟინერია კომპიუტერული მეცნიერების განშტოებაა, რომლის საგანსაც დიზაინი, დეველოპმენტი, ტესტირება და აპლიკაციის ფუნქციონირებაზე ზრუნვა წარმოადგენს. პროგრამების ინჟინრები პროგრამული უზრუნველყოფისათვის იყენებენ ინჟინრულ პრინციპებსა და ცოდნას.

 

 

პროგრამების ინჟინრის ამოცანები და ვალდებულებები

წარმატებულმა ინჟინრებმა იციან თუ სწორად როგორ გამოიყენონ პროგრამული ენები, პლატფორმები და ინფრასტრუქტურა რათა განავითარონ ნებისმიერი პროექტი, დაწყებული კომპიუტერული თამაშებიდან, დამთავრებული ქსელური მართვის სისტემებით. გარდა იმისა რომ პროგრამების ინჟინრები საკუთარ სისტემებს ქმნიან, ისინი ასევე ცდიან, აუმჯობესებენ და უვლიან სხვა ინჟინრების მიერ შექმნილ პროგრამებს.

 

ამ როლის არჩევის შემთხვევაში თქვენი ყოველდღიური საქმიანობა შესაძლოა შემდეგ რამეებს მოიცავდეს: 

  • პროგრამირების სისტემური გეგმარება და შემდგომი მოვლა

  • ახალი პროგრამების შეფასება და დატესტვა

  • პროგრამების ოპტიმიზირება სიჩქარის და მასშტაბის მიმართულებით 

  • კოდის წერა და სხვადასხვა ტიპის დატესტვა

  • კლიენტების, ინჟინრების, უსაფრთხოების და სხვა ჩართული პირების კონსულტაცია

  • ახალი შესაძლებლობის ძიება და გუნდისთვის პრეზენტაცია

 

განსხვავება სისტემების დეველოპერს და აპლიკაციების დეველოპერს შორის

პროგრამების ინჟინრები როგორც წესი ორ კატეგორიად იყოფიან, სისტემების დეველოპერებად და აპლიკაციების დეველოპერებად.

სისტემის დეველოპერის შემთხვევაში (რომელსაც ზოგჯერ უკანა ხაზის ინჟინერს უწოდებენ),  თქვენ ააგებთ კომპიუტერულ სისტემებსა და ქსელებს, რომლის ინტერფეისსაც გამოიყენებენ მომხმარებლები. ამის გაკეთება შემდეგი გზებით შეგიძლიათ.

  • დარწმუნებით რომ სხვადასხვა ტიპის პროგრამები ერთმანეთთან კავშირში არიან ერთიდაიგივე პლატფორმაზე

  • შექმნით და აღსრულებით რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სტანდარტები ინფრასტრუქტურის პირობებში 

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების დოკუმენტაციის შენახვით

  • ახალი ტექნოლოგიები შეხედულებისამებრ განახლებით

  • თანამშრომლობით დეველოპმენტ გუნდებთან, სისტემების უფროსს არქიტექტორებთან და ინფორმაციული მეცნიერების პროფესიონალებთან 

 

აპლიკაციების დეველოპერის როლში მუშაობა უფრო მეტად კლიენტზე ორიენტირებულია. თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ როგორც სისტემის ფრონტზე, ასევე უკანა ხაზზე და შექმნათ პროგრამები რომლებთანაც მომხმარებელი ინტერაქციაში შევა. სხვადასხვა შესასრულებელი საქმე შეიძლება მოიცავდეს:

  • აპლიკაციების დეველოპმენტი iOS-სთვის, Android-ისთვის, Windows-ისთვის ან სხვა ოპერაციული სისტემებისთვის

  • პროგრამების ანალიზი და საჭირო ცვლილებების შეტანა საჭიროებისამებრ

  • პროგრამული განახლებების გამოშვება

  • მუშაობა გრაფიკულ დიზაინერებთან, კლიენტებთან ურთიერთობის გუნდთან, პროექტ მენეჯერებთან და სხვა დეპარტამენტებთან რომლებსაც ურთიერთობა აქვთ მომხმარებლებთან

 

 

რატომ უნდა აირჩიოთ პროგრამების ინჟინრის კარიერა?

თუ პრობლემების გადაწყვეტა გიყვართ და ძლიერი ანალიტიკური უნარები გაქვთ, პროგრამების ინჟინრის კარიერა შესაძლოა სახალისოც იყოს და ამავდროულად გამოწვევაც. ამავდროულად, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, მოთხოვნა პროგრამირების დეველოპერებზე განაგრძობს სწრაფად ზრდას (ამერიკის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემების მიხედვით).

პროგრამების ინჟინრის პროფესიის შერჩევით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა იმუშაოთ სხვადასხვა ინდუსტრიასა და სფეროში, იქიდან გამომდინარე რომ პრაქტიკულად ნებისმიერი ბიზნესი იყენებს პროგრამებს. არ აქვს მნიშვნელობა მოგწონთ ფინანსური სფერო, გართობა, სპორტი, უძრავი ქონება თუ რომელიმე სხვა ინდუსტრია, დიდი ალბათობით ნებისმიერ ამ სფეროში არის ვაკანსია პროგრამების ინჟინრისთვის.

ამავდროულად, ეს ის კარიერაა, რომელიც სამუშაო ადგილას მოქნილობას გულისხმობს. თქვენ შესაძლოა სახლიდან გაუსვლელად იმუშაოთ რამოდენიმე მრავალ მილიონიან პროექტზე ერთდროულად, მთავარია დედლაინებთან მუშაობის უნარი და დასახული ამოცანების დროულად შესრულება.

 

პროგრამების ინჟინრის სახელფასო ზღვარი

პროგრამების ინჟინრად მუშაობა შესაძლოა საკმაოდ მძიმეც აღმოჩნდეს, ამავდროულად აქ სასურველი პირობები და საოცნებო ხელფასებია. ამერიკის შრომის სტატისტიკის ბიუროს მიხედვით საშუალო ხელფასი პროგრამების ინჟინრის შემთხვევაში $210,140 - ია. პროგრამირების სფეროში სამსახურები გამორჩეულად კარგად ანაზღაურებადია.

 

თუ გადაწყვეტ კარიერა ტექნოლოგიურ სფეროს დაუკავშირო, მინიმუმ ერთი პროგრამირების ენის ცოდნა აუცილებლად დაგჭირდება - დაიწყე პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული!

→დარეგისტრირდი ახლავე!

 

კარიერული გზები პროგრამების ინჟინერიაში

ხსენებული კარიერის არჩევის შემთხვევაში, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა აირჩიოთ ის გზა რომელიც მოგწონთ (აპლიკაციები დეველოპმენტი ან სისტემები) და ის თუ სადამდე გინდათ მიხვიდეთ ამ გზაზე. შესაძლოა ისურვოთ გაიზარდოთ პროგრამების უფროს ინჟინრამდე, ან გააგრძელოთ სერტიფიკატების და გამოცდილების მოგროვება რათა განვითარდეთ პროექტის მენეჯერის ან სისტემების მენეჯერის როლამდე. პროგრამების ინჟინრის ამპლუაში თქვენ გაქვთ მოქნილობა და მობილობა თქვენთვის საინტერესო კარიერული გამოცდილების შექმნის გზაზე. 

 

როგორ გავხდეთ პროგრამების ინჟინერი?

პროგრამების ინჟინრის როლში აღმოჩენა როგორც წესი გულისხმობს სწორი ტექნიკური და სამუშაო ადგილას საჭირო უნარებზე მუშაობას. ზოგიერთი სამსახურები შესაძლოა ითხოვდნენ გარკვეულ სერტიფიკატს და აკადემიურ განათლებას, რათა დარწმუნდნენ თქვენს უნარებში. მოდით ახლოდან შევხედოთ იმ ზოგიერთ მოთხოვნას რომელიც საჭიროა იმისთვის რომ გახდეთ პროგრამების ინჟინერი.

 

პროგრამების ინჟინრისთვის საჭირო უნარები

პროგრამების დეველოპერის როლში თქვენ მოგიწევთ იმ პროგრამების შექმნა, რომელიც ადამიანებს დაეხმარებათ მათ წინ არსებული პრობლემების გადაწყვეტაში.  ეს ტექნიკური და მყარი საკომუნიკაციო უნარების ნაზავს მოითხოვს. თუ მსგავსი კარიერა გსურთ, მაშინ აქ ჩამოთვლილია ის უნარებია რომლებზეც ფოკუსირება მოგიწევთ:

  • კოდინგ ენები, მაგალითად Python, Java, C, C++, ან Scala

  • ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება

  • საინფორმაციო ბაზების არქიტექტურა

  • მოქნილი და გადატვირთული პროექტების მენეჯმენტი

  • ოპერატიული სისტემები 

  • ქლაუდ კომპიუტინგი

  • ვერსიების კონტროლი

  • დიზაინი ტესტირება და შეცდომების აღმოჩენა

  • ყურადღება დეტალების მიმართ

 

მჭირდება თუ არა ხარისხი რომ გავხდე პროგრამების ინჟინერი?

აკადემიური განათლების მიღების გზით, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი უნარები და ამით დააინტერესოთ პოტენციური დამსაქმებლები. ზოგიერთი სამსახური მოითხოვს სპეციფიკურ სერტიფიცირებას, ამიტომ კარგი იდეაა ჯერ გამოიკვლიოთ თუ რა ვაკანსიებია ამ მიმართულებით და მხოლოდ შემდეგ მოემზადოთ შესაბამისი სერტიფიცირების გამოცდილისათვის. აი, ყველაზე გავრცელებული ვარიანტები:

  • სერტიფიცირება პროფესიონალი პროგრამირების დეველოპმენტის მიმართულებით (CSDP)

  • სერტიფიცირებული პროგრამების ინჟინერი

  • C სერტიფიცირებული პროფესიონალი პროგრამისტი (CLP)

  • C++ სერტიფიცირებული პროფესიონალი პროგრამისტი (CPP)

  • Front-end | ვებ-პროგრამირება
  • PYTHON - პროგრამირება

 

მრავალი წელია ბაკალავრის დიპლომი კომპიუტერულ მეცნიერებებში არსად აღარ მოითხოვება, Stack Overflow-ს 2020 წლის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულ პროგრამების დეველოპერების 96 პროცენტს სჯერათ რომ ფორმალური განათლება საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი და საჭირო. 4 პროცენტს კი სჯერა რომ ის მცირედით მნიშვნელოვანია.

 

დაიწყეთ სტეპ აკადემიასთან ერთად

გადადგით შემდეგი ნაბიჯი პროგრამების ინჟინერიის მიმართულებით საჭირო უნარების დახვეწით - გამოყავით დრო თქვენს უნარებზე სამუშაოდ

  • ისწავლეთ თქვენს შეცდომებზე
  • ივარჯიშეთ ინფორმაციის რეალურ პროექტებზე
  • შემოუერთდით ინფორმაციის ონლაინ ჯგუფს
  • განავითარეთ თქვენი უნარები ეტაპობრივად

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდითსტეპერებისდიდოჯახში!

IT Academy StepლიდერიITსფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

https://www.facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა