IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

ხელოვნური ინტელექტის ერა

99

News

პროგრამირება

მოტივაცია

02.03.2023

2826 დათვალიერება

ხელოვნური ინტელექტის ერაში პროცესები დინამიკურად ვითარდება, რეალობას თვალს თუ გავუსწორებთ, ვიხილავთ სამყაროს, რომელშიც კონცერტზე David Guetta-მ ხელოვნური ინტელექტი ამღერა Eminem-ის ხმით, კორეელებმა გოგონების ვირტუალური K-პოპ ჯგუფი MAVE: შექმნეს და ოთხივე გოგო AI deepfake-ია, Google-ის CEO-მ  ChatGPT-ის გამო ჯერ განგაში გამოაცხადა შემდეგ კი საოცარი სიახლეები დაანონსა, ჩინელების Baidu Inc-იც უკვე მარტის ბოლოს რევოლუციურ სიახლეებს გვპირდება და ჩვენი ცხოვრების რითმიც სულ უფრო დაჩქარდება, თუმცა, როგორც ყველა სიახლეს, AI-საც (Artificial Intelligence) საზოგადოებიდ გარკვეული ნაწილი სკეპტიკურად უყურებდა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კი მათ საპირისპირო დაუმტკიცა.

  • უკეთესი მომავალი ჩვენს თვალწინ ციფრული ჯანდაცვის ტექნოლოგიების მიღწევებით ყალიბდება. მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, VR/AR, რობოტიკა და ნანოტექნოლოგიები. AI ეხმარება ჯანდაცვას როგორც პანდემიის მართვაში, ასევე უზარმაზარი ინფორმაციის დამუშავებასა და მისგან შესაბამისი მონაცემების ამოცნობაში. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ მსგავს სისტემებს დიდი პოტენციაილი აქვთ საერთოდ აღმოფხვრან მსოფლიოში არსებული დაავადებების 10%, რომელის საწყის კვლევებშიც ხელოვნური ინტელექტის ჩართვა წარმატებული აღმოჩნდა. მკვლევრებმა უკვე გამოავლინეს რამდენიმე დაავადება სადაც ნათელია პერსპექტივები AI-ს დახმარებით
  • AI უკვე 10 წელზე მეტია ბიზნესსაც ეხმარება გაცილებით მარტივად და ეფექტურად მიაღწიონ შედეგებს. თუმცა ჯერ-ჯერობით ამ სფეროს შესაძლებლობებს ბევრი კომპანია არ იყენებს (განსაკუთრებით ქართულ ბაზარზე)

 

განსაკუთრებით კი ხელოვნური ინტელექტი გვეხმარება ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, კომპანია OpenAI-ის მიერ ყველასათვის ცნობილი ჩატბოტის, ChatGPT-ის, გაშვების შემდეგ თანამედროვე საზოგადოებაში საძიებო შესაძლებლობები ერთი ორად გაიზარდა, რასაც Google-ში ვერ იპოვი ChatGPT გიპოვის, რასაც შენ ვერ დაწერ ChatGPT დაგიწერს, თუ ის რაიმეს სრულყოფილად ვერ დაგიწერს, შეგიძლია Jasper-ს მიმართო და ღილაკზე თითის ერთი დაჭერით დაწეროთ უფრო დეტალურად, Wordtune.com–თ შეგიძლია დახვეწო წინადადებები. ფოტო გჭირდება და ვერსად ვერ პოულობ? მიმართე DALL-E 2-ს და აქციეთ სიტყვები სურათებად, ან Wonder AI-ს რომელიც შეილება ითქვას DALL–E 2-ის მობილურის ვერსიაა.  თუ ვიდეოს გადაღებით დაიღალე მიმართე Gliacloud.com ან Synthesia.io-ს, თუ შენ გსურს, რომ რაიმე სახელი მოუფიქრო შენს იდეას ან ბრენდს, მაშინ ეს საიტი გამოგადგება https://namelix.com/, შემდეგ Looka ხელოვნური ინტელექტის დახმარებით რამოდენიმე წამში შემოგთავაზებს ასეულობით სტილის ბრენდბუქს შენი იდეისთვის...

და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ინსტრუმენტების რაც ხელოვნური ინტელექტის ერამ მოიტანა ჩვენი ყოველდღიურობის შესამსუბუქებლად

 

 

ისწავლე კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში, აღმოაჩინე წარმატების ახალი გზები 2023 წლიდან!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

რამოდენიმე დღის წინ, Google-მა ChatGPT-ს კონკურენტის, Bard-ის გამოშვება დააანონსა, Microsoft კი ხმის კლონირების AI-ზე მუშაობს, რომელსაც შეუძლია სპიკერის ხმის სიმულაცია შესანიშნავი სიზუსტით სულ რაღაც 3 წამში.

ხმის კლონირების შესახებ სიახლეებს Samsung-იც აანონსებს და ამბობ რომ მალე მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით თავიანთი ხმის ასლი შექმნან, რომლის საშუალებითაც AI ზარებს მათ მაგივრად უპასუხებს. ფუნქციას Custom Voice Creator ეწოდება და Samsung-ის მობილურ ასისტენტ Bixby-შია ჩაშენებული. ამ ეტაპზე იგი მხოლოდ ფირმის ზოგიერთ უახლეს ფლაგმანზეა ხელმისაწვდომი კორეაში.

 

ხელოვნური ინტელექტის აღმასვლის პროცესში აქტიურ მონაწილეობას იჭებს კომპანია მეტა “Ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ახალი თაობის შემოქმედებითი ინსტრუმენტის შექმნაზე, რომელიც დაეხმარება ნებისმიერ ადამიანს შრომატევადი მასალების დაგენერირებაში” - ამბობს მეტას დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგი

განსხვავებით Snapchat-ის My AI-სგან, რომელიც ChatGPT-ისა და DALL-E-ს ანალოგია, მეტას ხელოვნური ინტელექტი Microsoft - ის მრავალფეროვან ხელსაწყოებთან იქნება ინტეგრირებული... წინ კიდევ ბევრი სიახლე გველის, ბოლო კვირების განმავლობაში Google-ისა და Microsoft-ისგანაც არაერთი მნიშვნელოვანი განაცხადი მოვისმინეთ. საფიქრებელია, რომ მათი ნაბიჯების კვალდაკვალ ახლო მომავალში არაერთ ინოვაციურ პროდუქტს ვიხილავთ.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა