IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ილონ მასკისა და TESLA-ს პირველი რობოტი შესაძლოა 30 სექტემბერს ვიხილოთ

..

News

16.06.2022

762 დათვალიერება

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის თქმით, აგვისტოში დაგეგმილი "Ai Day" სექტემბრისთვის გადაიდება, რადგან კომპანიას სურს, რომ მათი რობოტის, Optimus-ის პირველი მუშა პროტოტიპი გვიჩვენონ.

Optimus სწორედ ის ჰუმანოიდი რობოტია რომლის შესახებაც მასკმა საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო. ეს იქნება რობოტი, რომელიც განმეორებითი, დამღლელი სამუშაოების შესრულებას შეძლებს და ადამიანებს შრომას შეუმსუბუქებს. ახალი რობოტი მასკმა პირველად 2021 წლის აგვისტოში გამართულ AI Day-ზე წარადგინა. მაშინ რობოტი მუშა მდგომარეობაში არ იყო და მხოლოდ მისი ვიზუალური მხარე ვიხილეთ. როგორც ჩანს, მასკს რობოტის მუშა ვერსიის ხილვა ძალიან სურდა და მისი შექმნის პროცესი ტესლამ მნიშვნელოვნად დააჩქარა, თუმცა ამ წლის აგვისტომდე მოსწრება მაინც ვერ მოხერხდა.

უნდა ითქვას, რომ Tesla-ს აქამდეც ბევრი გიჟური იდეა ჰქონია და მათგან საკმაოდ დიდ რიცხვს დღის სინათლე არც უნახავს. მაგალითად Tesla-ს 2013 წელს ჰქონდა იდეა შეექმნა გამოცვლადი ელემენტები, რომლებიც მეტი მანძილის გავლის საშუალებას მოგვცემდა. ასევე მასკს სურდა მზის სუპერდამტენების ქსელის შექმნა, რაც ასევე არ გამოვიდა. ჯერ კიდევ უცნობია როდის შეძლებენ მომხმარებლები ჰიპერლუპით მგზავრობას. შეიძლება ითქვას, რომ მასკს ეს ამბიციური გეგმაც მეტნაკლებად ჩაუვარდა.

მასკს მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა ძალიან კარგად გამოდსის და ამაში ბადალი ნამდვილად არ ჰყავს, თუმცა რეალობისთვის უნდა ითქვას, რომ ჰუმანოიდი რობოტის შექმნასთან ჯერ არცერთი კომპანია ახლოსაც კი არ არის და ეს ეხება Boston Dynamics-საც. ამ უკანასკნელს რობოტიკაში უდიდესი გამოცდილება აქვს, შეილება ითქვას, რომ ისინი ამ ინდუსტრიის ლიდერები არიან, მაგრამ მათი ბიპედალური რობოტებიც ამჟამად ექსპერიმენტალურ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ მიერ შექმნილ რობოტ Atlas-ს დღემდე უჭირს გამართულად სიარული და წონასწორობის შენარჩუნება, რაც ხშირად მისი დაცემით სრულდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ძალიან საინტერესოა რას შემოგვთავაზებს ილონ მასკი სექტემბერში.



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა