IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

უდიდესი მეცნიერები, რომლებმაც შეცვალეს ჩვენი ცხოვრება - ალბერტ აინშტაინი

02.10.2021

648 დათვალიერება

წარმოიდგინეთ, რა დიდი ადამიანი უნდა იყოთ, რომ თქვენი სახელი და გვარი მთელ კაცობრიობას საუკუნეების შემდეგ მუდამ ახსოვდეს.
სამყაროს განვითარების კვალდაკვალ, მეცნიერება მუდამ სწავლობს ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს და ყოველთვის პოულობს რაღაც ახალს.
თუმცა, დღევანდელ სამყაროში აღიარებული უდიდესი სამეცნიერო მიღწევებიც კი შეიძლება ვერ გაუტოლდეს იმ მეცნიერთა აღმოჩენებს, რომელთაც თავის დროზე სამყაროს, დროისა და სივრცის აღქმა არსებითად შეცვალეს.



„ცოდნაზე მიშვნელოვანი წარმოსახვის უნარია. ცოდნა შეზღუდულია. წარმოსახვა კი უსაზღვრო.“

 

ეს სიტყვები ალბერტ აინშტაინს ეკუთვნის, რომელმაც საუკუნის წინ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღმა გაიხედა და ფარდობითობის თეორია აღმოაჩინა.
მის მიერ აღმოჩენილ ფორმულას ,,E=mc2’’  რომელიც მასასა და ენერგიას შორის ურთიერთქმედებას გამოხატავს -  მთელი მსოფლიო იცნობს.





1915 წელს გენიოსის მიერ წამოყენებული თეორიის მიხედვით, გრავიტაცია კოსმოსში მოქმედი შემზარავი ძალა კი არ არის, არამედ სივრცისა და დროის დედაარსია.





1919 წელს სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში მომხდარმა მზის დაბნელებამ აინშტაინის თეორია დაამტკიცა და სამუდამოდ შეცვალა ჩვენი წარმოდგენა გრავიტაციის შესახებ.

აინშტაინის მოსაზრების თანახმად, მზის დაბნელებას უნდა დაებლოკა მისი სინათლე, რა დროსაც მეცნიერებს მზის სიახლოვეს გამავალი ვარსკვლავის სინათლის შესწავლა შეეძლებოდათ. მისი თეორია პროგნოზირებდა, რომ მზის გრავიტაციულ ველს მის უკან მოქცეული ვარსკვლავების სინათლე მნიშვნელოვნად უნდა გადაეადგილებინა იმ ადგილიდან, სადაც ისინი გრავიტაციის კლასიკური თეორიების შესაბამისად უნდა ყოფილიყო.

1919 წელს, ექსპედიციას ბრიტანელი ასტრონომი არტურ ედინგტონი, გაუძღვა, რომელიც დაბნელებას ორი ადგილიდან უნდა დაკვირვებოდა - ერთი ბრაზილიიდან და მეორე აფრიკის სანაპიროსთან მდებარე კუნძულ პრინსიპიდან.
ესქპერიმენტი დიდი მეცნიერის სასარგებლოდ ჩატარდა და ალბერტს მსოფლიო აღიარება, შემდგომ კი 1921 წელს ნობელის პრემია მოუტანა.


 

  ალბერტი ბრიტანელ მეცნიერთან და ასტროლოგთან, არტურ ედინგტონთან ერთად

 

                              ბავშვი ალბერტ აინშტაინი

 

პატარა ალბერტი მშობლებმა კათოლიკურ დაწყებით სკოლაში მიაბარეს და დედამისის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად ვიოლინოს მუსიკალურ კლასებში სიარულს აძალებდნენ.

ალბერტი რთულად ითვისებდა სასკოლო საგნებს, შესაძლოა დისლექსიის ან საერთო სიმორცხვის გამო, თუმცა გავრცელებული მოსაზრება, რომ ის ცუდი მოსწავლე იყო მცდარია. არსებობდა მიმართულებები, რომელშიც ალბერტი შესანიშნავად ერკვეოდა და სკოლაში კარგ ნიშნებს იღებდა. მაგალითად ფიზიკა მათემატიკაში.



                                            აინშტაინი ციურიხის უნივერსიტეტში

ახალგაზრდა სტუდენტისთვის კოლეჯში ჩაბარების პირველი ცდა უშედეგო აღმოჩნდა. ალბერტ აინშტაინს ჰუმანიტარული მეცნიერებების ათვისება უჭირდა, თუმცა განმეორებით ჯერზე გამოცდები წარმატებით ჩააბარა და დიპლომიც მიიღო.
 


 
სტუდენტობის შემდგომ წლებში, ალბერტ აინშტაინი  ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. 1933 წელს, გერმანიაში ფაშისტური რეჟიმის გაბატონების შემდეგ, აინშტაინმა პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა პრუსიის აკადემიის წევრობაზე და აშშ-ში გადასახლდა. აქ იგი მიიწვიეს პრინსტონის ფუნდამენტურ გამოკვლევათა ინსტიტუტში, სადაც გარდაცვალებამდე მუშაობდა.
პროფესორის კარიერამდე, ალბერტ აინშტაინი პროფესორ იოსტ ვინტელერის ოჯახში ცხოვრობდა. ოჯახის ქალიშვილი მილევა კი მისი პირველი სიყვარული გახდა. აინშტაინს იმდენად პრაგმატული დამოკიდებულება ჰქონდა სიყვარულის მიმართ, რომ 11 წლიანი ბედნიერი ქორწინების შემდეგ, გამოაქვეყნა შემაშფოთებელი წესების სია, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მისი აზრით ისინი ერთად ყოფნას შეძლებდნენ.



                     

            ალბერტ აინშტაინი პირველ მეუღლესთან, მილევა მარიჩთან ერთად

მართალია, აინშტაინის ნაშრომებიდან რომელიმე კონკრეტულ ნაწილს მეუღლეს ვერ აკუთვნებენ, თუმცა მეუღლეებს შორის ურთიერთობა საკმარის ინფორმაციას გვაძლევს, თუ როგორ თანამშრომლობდნენ ისინი გაცნობიდან (1896 წ) დაშორებამდე (1914 წ). ეს იყო წყვილი, რომელსაც აერთიანებდა ლტოლვა ფიზიკისადმი, მუსიკისა და ერთმანეთისადმი.

1899 წლის აგვისტოს ალბერტმა მილევას მიწერა: „ჰელმჰოლცის ნაშრომები პირველად რომ წავიკითხე, უცნაური შეგრძნება მქონდა, რომ ჩემ გვერდით არ იყავი და ამ მხრივ დღემდე არაფერი შეცვლილა. ერთად რომ ვშრომობთ, ძალიან კარგია, მარგებელი და უფრო ადვილიც.”

1899 წლის 2 ოქტომბერს კი მილანში ყოფნის დროს მეცნიერის მიერ გაკეთებულ ჩანაწერებში ვკითხულობთ: ,,აქაური კლიმატი საერთოდ არ შემეფერება, და მუშაობის მონატრებასთან ერთად შავბნელი აზრებით ვივსები –სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, მენატრება ის დრო, როცა გვერდით მყავდი და სულგრძელად მაკონტროლებდი, რომ გზიდან არ გადამეხვია.”



ალბერტ აინშტაინი და მისი მეორე მეუღლე ელზა კალიფორნიაში. 1933 წელი

ალბერტის მეორე მეუღლე ელზა აქტიურად იყო ჩართული ბიზნეს საქმიანობებში. ალბერტი ბევრს მოგზაურობდა, თუმცა ამის მიუხედავად მუდმივად წერდა წერილებს მეუღლეს. ინფორმაციის თანახმად, სწორედ ელზასთან ურთიერთობის დროს დაწერა თავისი ციტატების უდიდესი ნაწილი სიყვარულზე.



მაქს პლანკი, ცენტრში, უოლტერ ნერნსტინი, ალბერტ აინშტაინი, რობერტ ენდრიუს მილიკანი და მაქს ლაუესი. ნობელის პრემიის გამარჯვებული ფიზიკოსები ბერლინში, 1928 წელი.

უდიდესმა მეცნიერმა თავისი აღმოჩენებისა და ექსპერიმენტების წყალობით შეცვალა სამყაროს აღქმა. ალბერტ აინშტაინს დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში.
ალბერტ აინშტაინი იყო იმ უდიდეს მეცნიერთაგან ერთ-ერთი, ვინც სამყარო თავისი ცხოვრების გზით უკეთესობისკენ შეცვალა.


 

 

შემოგვიერთდი სტეპში და დაეუფლე ახალ პროფესას ჩვენთან .

ისწავლე გრაფიკა და დიზაინი - დარეგისტრირდი დღესვე.



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

რატომ არის Data Science და AI ინჟინერია მომავლის მთავარი პროფესია

გაიგე, რატომ ხდება Data Science და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინჟინერია თანამედროვე სამყაროს მთავარი პროფესია, რა პერსპექტივებს გვთავაზობს ეს სფერო და როგორ შეგიძლია დაიწყო შენი კარიერა დღესვე.

მონაცემების ეპოქა და ხელოვნური ინტელექტის როლი თანამედროვე ბიზნესში დღევანდელ ციფრულ სამყაროში კომპანიები ყოველდღიურად მილიონობით მონაცემს აგროვებენ, თუმცა ნედლი მონაცემები თავისთავად არაფერს ამბობს. იმისათვის, რომ ბიზნესმა სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღოს, აუცილებელია ამ უზარმაზარი ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და პროგნოზირება. სწორედ აქ ერთვება სა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ვერ ჩააბარე ? ეს არ ნიშნავს, რომ შენი წარმატების გზა დასრულდა

ვერ ჩააბარე? ეს არ ნიშნავს, რომ შენი პროფესიული გზა დასრულდა. გაიგე, რატომ აღარ განსაზღვრავს ერთი გამოცდა მომავალ წარმატებას და როგორ შეგიძლია პრაქტიკული ცოდნითა და თანამედროვე პროფესიების შესწავლით კარიერა დღესვე დაიწყო.

ერთი გამოცდა არ განსაზღვრავს შენს შესაძლებლობებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ ათასობით ახალგაზრდა რთულ ემოციებს განიცდის. მათგან ბევრი ფიქრობს, რომ თუ სასურველ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, კარიერული გეგმებიც დასრულდა. ეს განცდა ბუნებრივია, თუმცა რეალობა სულ სხვაა. ერთი გამოცდის შედეგი ვერ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობებს, მის შრომისმოყვარეო

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა