IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

უდიდესი მეცნიერები, რომლებმაც შეცვალეს ჩვენი ცხოვრება - ისააკ ნიუტონი

02.11.2021

1119 დათვალიერება

ლეგენდამ ხიდან ვაშლის ჩამოვარდნაზე და ნიუტონის თავზე დაცემაზე - სამუდამოდ შეცვალა ჩვენი სამყარო. მას შემდეგ კი ისააკ ნიუტონი და ვაშლი ერთმანეთთან სამუდამოდ დაკავშირებული ცნებები გახდა.

 

ისააკ ნიუტონი ბაღში

 

გაუნათლებელი ფერმერების ოჯახში დაბადებული ისააკ ნიუტონი ერთ-ერთ უდიდეს მეცნიერად მიიჩნევა. ასტრონომია, ქიმია, მათემატიკა და ფიზიკია - იმ დარგების ჩამონათვალია, რომელთა განვითარებაში მისი როლი ფასდაუდებელია. თუმცა, მეცნიერების გარდა ის პოლიტიკითა და თეოლოგიითაც იყო გატაცებული. მან ბიბლიის კვლევის საფუძველზე მსოფლიოს დასასრულის ზუსტი თარიღი ( 2060 წელი) იწინასწარმეტყველა.

ისააკ ნიუტონი 1643 წლის 4 იანვარს ინგლისში, ფერმერების ოჯახში დაიბადა. ნაადრევად დაბადებულს გადარჩენის ძალიან მცირე შანსი ჰქონდა.

ისააკ  ნიუტონის  ბავშვობის  სახლი

მამა მის დაბადებამდე გარდაიცვალა. ხოლო, როდესაც 3 წლის გახდა, დედა ხელმეორედ დაქორწინდა. ცნობილია, რომ მომავალ მეცნიერს მამინაცვალი არ უყვარდა. მეტიც, მას სახლის დაწვითაც კი დაემუქრა.

ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ სწორედ ოჯახისგან უარყოფა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ გახდა ნიუტონისთვის სწავლა ასეთი მნიშვნელოვანი. მას განსაკუთრებით იტაცებდა მათემატიკა. მეტიც, სწორედ სკოლის პერიოდში შექმნა მზის საათი, რომელიც დროს ზუსტად უჩვენებდა. ოჯახის წევრებმა სწორედ მაშინ გაანალიზეს რომ პატარა ბიჭი ინტელექტუალური ცხოვრებისთვის იყო დაბადებული.

1661 წელს ნიუტონმა კემბრიჯში ჩააბარა. სწორედ აქედან იწყება მისი მეცნიერული საქმიანობა.

ისააკ ნიუტონის ტელესკოპი

 

ნიუტონის პირველი საჯარო აღიარება მის ტელესკოპს მოჰყვა. სინათლის თეორიებზე დაყდრნობით, მეცნიერმა ძველი დიდი და მოუხერხებელი ტელესკოპის გაუმჯობესება შეძლო. ახალი ტექნოლოგია 10-ჯერ უფრო პატარა ზომის იყო, ხოლო ლინზის ნაცვლად სარკის გამოყენებით ბევრად გაიზარდა ტელესკოპის სიძლიერე.

 

 

იმ დროისთვის გავრცელებული იყო შეხედულება, რომ თითქოს ფერები სინათლისა და სიბნელის შერწყმით მიიღებოდა. ისააკ ნიუტონმა კი ეს თეორია სრულიად უარყო. მან ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის შემდეგ დაასკვნა, რომ თეთრი სინათლე ცისარტყელას სპექტრის ყველა ფერის ნარევია, მათი დანახვა კი მხოლოდ სინათლის სხივის სხვადასხვა კუთხით გარდატეხვისას შეიძლება. 

ისააკ ნიუტონი 1727 წლის 20 მარტს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ახალ სამეცნიერო ერას. მისი აღმოჩენები თანამედროვე ფიზიკისა და ინჟინერიის საფუძველი გახდა. თუმცა, მას მაინც ღრმად სწამდა, რომ დედამიწაზე ღვთის სიტყვის, „ბიბლიის“ გაშიფრისთვის იყო მოვლენილი.

სჯეროდა, რომ თეოლოგია და მათემატიკა ორივე ერთ მიზანს ემსახურებოდა - სამყაროს საიდუმლოს ამოცნობას.

 

 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა