IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

ტექნოლოგიის გავლენა ბავშვებზე პანდემიის პერიოდში

22.09.2021

1334 დათვალიერება

არაკომერციული ორგანიზაცია Common Sense Media-ს პანდემიამდე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი ბავშვები, 8-დან 12 წლამდე, საშუალოდ დღეში ხუთ საათს ატარებდნენ სხვადასხვა ეკრანთან; 8 წლამდე ბავშვები 3 საათს, ხოლო თინეიჯერები დღეში შვიდ საათზე მეტს ატარებდნენ ეკრანის ყურებაში. ეს არ გულისხმობს ეკრანებთან სასკოლო სამუშაოსთვის გატარებულ საათებს.  

 

  • ამერიკელი ბავშვების ნახევარზე მეტი (53%) ფლობს სმარტფონს სანამ შეუსრულდებათ 10 წელი და 90% ფლობს მას, სანამ შეუსრულდებათ 12 წელი.  
  • 8 წლამდე ბავშვები დღეში 2 საათს ატარებენ ონლაინ ვიდეოების ყურებაში (YouTube, TikTok და მსგავსი), ეს მაჩვენეებლი გაორმაგდა ბოლო 2 წლის განმავლობაში.

 

მონაცემები წინ უსწრებს COVID-19-ს და მის მიერ გამოწვეულ გლობალურ ჩაკეტვებს, რომელმაც 2020 წლის აპრილიდან 1,6 მილიარდი ბავშვი სახლში დასვა. სახლში დარჩენილმა ბავშვებმა უამრავი დრო გაატარეს ტელევიზორებთან, სმარტფონებთან, პლანშეტებთან. პანდემიის პირველ დღეებში ბავშვების მოწყობილობებზე ონლაინ აქტივობა გასამმაგდა

 

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიის გავრცელება ქმნის განათლებისა და სოციალური კავშირის შესანიშნავ შესაძლებლობებს, მისი გადაჭარბებული დოზით მოხმარება საზიანოა ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის — საკითხი, რომლებიც COVID-19-მა გაამძაფრა საჭიროებს დაფიქრებას, ინფორმაციის მიღებამ შეიძლება მშობლებს მისცეს საშუალება შეიმუშაონ სტრატეგია ტექნოლოგიების ჭარბი მოხმარებიგან წარმოქმნილი უარყოფითი ზემოქმედების გასანეიტრალებლად.

 

როგორ იყენებენ ბავშვები ტექნოლოგიებს კარანტინის პერიოდში

პანდემიით გამოწვეულმა უმოძრაობამ ოჯახები მიიყვანა ახალ რეალობასთან ადაპტირების აუცილებლობასთან - საძინებლები და მისაღები ოთახები ოფისებად გადაიქცა, ბავშვები კი სრულად ონლაინ სწავლაზე და ციფრულ ცხოვრებაზე გადავიდნენ. იმავდროულად, ბევრმა მშობელმა დაივიწყა გაჯეტების გამოყენებაზე დაწესებული ყოველგვარი დროის ლიმიტი,  რათა მათ შვილებს სახლის პირობებში შეძლებოდათ გართობა, ჩართულობა, მეგობრებთან ურთიერთობის შენარჩუნება - პანდემიის დროს ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობამ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები მოიტანა.

 

ტექნოლოგიის დადებითი ზემოქმედება

მოწყობილობების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მათ შეუძლიათ ბავშვებს მისცენ შესაძლებლობა სახლიდან გაუსვლელად გააგრძელონ სწავლა და შეინარჩუნონ ურთიერთობა თანაკლასელებთან და ოჯახთან.

 

  • დისტანციური სწავლება. კომპიუტერებმა, პლანშეტებმა და სმარტფონებმა საშუალება მისცეს სტუდენტებს იყვნენ კავშირში კლასთან, თუმცა ვირტუალურად. სტუდენტებმა დააფასეს დისტანციური სწავლების ნაკლებად სტრუქტურირებული ხასიათი და მუშაობის უნარი საკუთარი ტემპით და საკუთარი პირობებით. დისტანციურმა სწავლებამ ასევე ახალგაზრდებს შეუქმა უნიკალური შესაძლებლობა, ისწავლონ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და გაიარონ მათთვის საინტერესო კურსი, რომელსაც მოისურვებენ, ხელმისაწვდომ ფასად.
  • ურთიერთობების შენარჩუნება. სოციალური დისტანცირების პერიოდში, მოწყობილობები და ტექნოლოგიის სხვა ფორმები ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, სოციალური მაშველი იყო. ახალგაზრდები მიეჯაჭვნენ ეკრანებს, რათა უსაფრთხო კომუნიკაცია ჰქონოდათ ბებია-ბაბუებთან და ოჯახის სხვა წევრებთან, ესაუბრათ მეგობრებთან ონლაინ ვიდეო თამაშების პარალელურად. კვლევებმა აჩვენა, რომ სოციალური მედიის და შეტყობინებების გაგზავნის პლატფორმების გამოყენება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად აუმჯობესებს ფსიქიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კრიზისის დროს.

 

ტექნოლოგიის უარყოფითი ზემოქმედება

მოწყობილობების მინუსი არის რეალობა, რომ ბავშვებმა შეიძლება გამოიყენონ ისინი მხოლოდ სათამაშოდ და ეკრანთან გატარებულმა საათებმა შეიძლება ჩაანაცვლოს სწავლისთვის განკუთვნილი დრო.

 

  • ეკრანთან ზედმეტი დროის გატარება. პანდემიამდეც ტექნოლოგიებს უკვე ეკავათ ახალგაზრდების ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი — და კიდევ უფრო მეტად მის დროს. Qustodio იუწყება, რომ ბავშვები პანდემიის ადრეულ დღეებში საშუალოდ 97 წუთს ატარებდნენ YouTube-ზე, ორჯერ მეტს ვიდრე 2019 წელს. ეკრანთან გატარებული ძალიან ბევრი დრო იწვევს რამდენიმე პოტენციურ უარყოფით შედეგს, მათ შორის მხედველობის დაქვეითებას, უძილობას, შფოთვას და დამოკიდებულებას თავად მოწყობილობაზე.
  • ოჯახისთვის თავის არიდება. ზოგიერთ შემთხვევაში, რაც უფრო მეტ დროს ატარებდნენ ბავშვები თავიანთ ეკრანებთან, მით უფრო ნაკლებ დროს ატარებდნენ ოჯახთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ კარგი გზაა სხვებთან დასაკავშირებლად, მოწყობილობები შეიძლება იყოს ცუდი შემცვლელი პირად ურთიერთობებში, რაც ბავშვებს — განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებს — ეხმარება მნიშვნელოვანი სოციალური უნარების განვითარებაში. ამის საპასუხოდ, ბევრი მშობელი ცდილობს შეზღუდვები დაუწესოს შვილებს ტექნიკის გამოყენებისას.  

 

არ დაკარგოთ დრო, გამოიყენეთ ის უკეთესი მომავლის შესაქმნელად

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

უარყოფითი გავლენა ბავშვების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე პანდემიის დროს  

მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგადად, დღეს ბავშვები გაცილებით მეტ დროს ატარებენ ეკრანის წინ, ვიდრე სახლის გარეთ თამაშში. უამრავი მტკიცებულება აჩვენებს, რომ ისეთი საკითხები, როგორიცაა ჭარბი წონა, უძილობა და მხედველობის პრობლემები არის ზოგიერთი ის უარყოფითი გავლენა, რასაც ტექნოლოგია ახდენს ბავშვების ჯანმრთელობაზე.

 

მაშინ, როდესაც ყველა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები დღეში რამოდენიმე საათს ატარებენ ეკრანის წინ, ზოგიერთი შეფასების თანახმად, ისინი მხოლოდ ოთხ წუთამდე დროს უთმობენ ფიზიკურ აქტივობებს. COVID-19-მა გაამძაფრა ეს პრობლემა, დაიხურა სკოლები და მრავალი სპორტული კლუბი და წრე დროებით შეჩერდა ან გაუქმდა, რაც ზღუდავს ბავშვების შესაძლებლობებს როგორც სოციალური კავშირისთვის, ასევე ვარჯიშისთვის. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც კვირაში ორ ან მეტ საათს ატარებენ სპორტში ან სხვა ორგანიზებულ ფიზიკურ აქტივობას ეწევიან, ასევე ნაკლებად განიცდიან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს.

 

იმ სტანდარტული დროის გარდა, რომელსაც ახალგაზრდები უთმობენ ეკრანებთან სწავლას, ხშირად ასევე უამრავი დრო გადის თამაშში, რაც იწვევს მხედველობის მრავლობით პრობლემებს. თვალები შეიძლება დაიღალოს, დაიძაბოს, გამოშრეს და გააღიზიანდეს. 

 

უარყოფითი გავლენა ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

ტექნოლოგიის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზემოქმედების გარდა, არსებობს უამრავი კვლევა ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ტექნოლოგიის პოტენციურად ნეგატიური ეფექტების შესახებ. ტექნოლოგიის გადაჭარბებული გამოყენება ასოცირდება უძილობასთან, შფოთვასთან, დეპრესიასთან და სხვა პრობლემებთან. ამ ტიპის კვლევები მეტად აქტუალური გახდა COVID-19 პანდემიის დროს.
 

ასევე ნათელია კავშირი სოციალური მედიის გამოყენებასა, შფოთვისა და დეპრესიის მომატებულ შეგრძნებებს შორის, განსაკუთრებით ბავშვებში, დარგის ექსპერტების დაკვირვებით, რაც უფრო ნაკლებ დროს ატარებენ მოზარდები სოციალურ მედიაში, მით უფრო ნაკლებად განიცდიან დეპრესიას და მარტოობას.

 

უარყოფითი ფაქტორების მიუხედავად, მშობლებს უნდა გვახსოვდეს, რომ ტექნოლოგია საშუალებას აძლევს მოზარდს შეინარჩუნოს კონტაქტი მეგობრებთან და საზოგადოებასთან. ასევე, ციფრული სასწავლო ინსტრუმენტების შთამბეჭდავი ასორტიმენტი საშუალებას აძლევს მოზარდებს სახლში არამხოლოდ განაგრძონ სწავლა, არამედ მიიღონ საუკეთესო განათლება!

 

ახალგაზრდებს ტექნოლოგიების დამსახურებით შეუძლიათ:

  • სოციალიზაცია და ურთიერთობების დამყარება - ციფრული ინსტრუმენტები საშუალებას აძლევს მოზარდებს შეინარჩუნონ ურთიერთობა სკოლის მეგობრებთან ონლაინ ვიდეო ზარების, ჯგუფური შეტყობინებების ან სახალისო TikToks-ების გაგზავნის გზით, რომელთაგან ბევრი პოპულარული გახდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.
  • უწყვეტი განათლება და ციფრული სწავლების ინსტრუმენტები - მარტივი რეალობა ისაა, რომ დღევანდელი ბავშვები სწავლობენ იმ მეთოდებით, რომლებსაც ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, როდესაც ვიზრდებოდით. დღევანდელი მოზარდები იყენებენ Duolingo აპლიკაციას ენების შესასწავლად, Audible აპლიკაციას წიგნების მოსასმენად და Evernote აპლიკაციას კლასებში ჩანაწერების გასაკეთებლად. მართლაც, სმარტფონების აპლიკაციებით, სოციალური ქსელებითა და ინტერაქტიული ვებსაიტებით, 2-3 თვეში ერკვევიან და ითვისებენ ისეთ თანამედროვე პროფესიებს, როგორიც არის: IT მხარდაჭერა, ბრენდ დიზაინი, Front-end ვებ-პროგრამირება, 3D გრაფიკა, BACK-END | ვებ-პროგრამირება და სხვა... ახალი გამოწვევები და ყველაფრის ინტერნეტში მოგვარება მოზარდებისთვის ნორმატიულია. შედეგად, თინეიჯერები სწრაფად ეგუებიან ციფრულ ევოლუციას და კომპიუტერული სწავლების სხვადასხვა ინსტრუმენტს, რითაც ჯეროვნად ზრდიან საგანმანათლებლო შესაძლებლობებს.
  • ინტერაქტიული კრეატიულობა და ციფრული გამოხატვა - იული ვებ-საიტები მოზარდებს სთავაზობენ თავიანთი მხატვრული მისწრაფებების ფართოდ და ღრმად გაზიარების შესაძლებლობას. მაგალითად, მოზარდებს შეუძლიათ შექმნან მუსიკალური წარმოდგენა YouTube-ზე, შექმნან განწყობითი კედელი Pinterest-ზე, დაარედაქტირონ ფოტოები VSCO აპლიკაციაში, ან ისწავლონ ახალი TikTok ცეკვა და განათავსონ თავიანთ ანგარიშზე. ვიდეოს და ხმის გამოყენებით, მოზარდებს შეუძლიათ წვდომა მიიღონ სხვადასხვა ტიპის ციფრულ ინსტრუმენტებზე, რაც მათ ეხმარება თავის შემოქმედებითად გამოხატვაში და მათი ქმნილებების მარტივად გაზიარებაში. ის ასევე იძლევა წახალისებისა და შემოქმედებითი უკუკავშირის შესაძლებლობას.

 

ტექნოლოგიის გავლენა ბავშვებზე პანდემიის პერიოდში აისახა პრობლემის გადაჭრის ძვირფასი უნარის გამომუშავებაზეც, იმის სწავლით, თუ როგორ გამოიყენოს სხვადასხვა მოწყობილობები და აპლიკაციები, როგორ აყვეს ამა თუ იმ ტრენდს, მოზარდი დგას ახალი ინოვაციების გამოწვევის წინაშე, ტექნოლოგიის სწრაფი წინსვლის გათვალისწინებით. ამგვარი პრობლემის გადაჭრა შეიძლება მოიცავდეს იმის გარკვევას, თუ როგორ უნდა დაუკავშირო ახალი PlayStation ტელევიზორს ან გადაიტანო მონაცემები ერთი ტელეფონიდან მეორეზე. ან თუნდაც Google Maps-ის გამოყენებით სხვა ქალაქში ნავიგაცია. ინოვაციური აპლიკაციების და ტექნოლოგიური წინსვლის განვითარებასთან ერთად, მოზარდი იყენებს პრობლემის გადაჭრის საფუძვლებს ყოველ ახალ დაბრკოლებაზე, რომელიც მოგვიანებით რეალიზდება "რეალურ სამყაროში". მაგალითად, როდესაც ადამიანი მუშაობს ოფისში, ტექნოლოგიური ვირტუოზულობა არის ღირებული გამოცდილება.

 

ამ რთულ პერიოდში, მოზარდებს სჭირდებათ ტექნოლოგიები, ციფრული სასწავლო ინსტრუმენტები ხელს უწყობს მათ განვითარებაში, აქციეთ სმარტფონი და კომპიუტერი განვითარების წყაროთ, ჩართეთ თქვენი შვილი სხვადასხვა პროფესიის შემსწავლელ კურსებზე, რომ გაიჩინოს ახალი მეგობრები და განივითაროს ახალი, დროსთან შესაფერისი უნარები, შექმნას თამაშები, გააცოცხლოთ რობოტები და საფუძვლიანად შეისწავლოს ყველაფერი, რაც ელექტრონულია. ჩვენს აკადემიაშიც არის სპეციალურად მოზარდებისთვის შემუშავებული პროგრამები, რომლის მეშვეობით ბავშვები შეძლებენ გადაეშვან პროგრამირების სამყაროში

 

დაეუფლე მომავლის პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რას ნიშნავს უწყვეტი განათლება (Lifelong Learning) XXI საუკუნეში?

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ეპოქაში ერთი პროფესიის ან ერთხელ მიღებული ცოდნის იმედად ყოფნა აღარ არის საკმარისი. გაიგე, რას ნიშნავს უწყვეტი განათლება (Lifelong Learning), რატომ გახდა ის XXI საუკუნის ერთ-ერთი მთავარი უნარი და როგორ გვეხმარება მუდმივი სწავლა კარიერულ განვითარებაში.

ცოდნა, რომელიც არასდროს ჩერდება ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ცვლილებები ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ავტომატიზაცია და ახალი ციფრული ინსტრუმენტები მუდმივად ცვლიან იმას, თუ როგორ ვსწავლობთ, ვმუშაობთ და ვქმნით მომავალს. ცოდნა, რომელიც რამდენიმე წლის წინ საკმარისი იყო კონკრეტულ სფეროში წარმატებისთვის, დღეს შეიძლება განახლებას საჭიროე

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ხელოვნური ინტელექტი, როგორც შენი თანამშრომელი

ხელოვნური ინტელექტი უკვე ჩვენი ყოველდღიური დამხმარეა, ის ამარტივებს რუტინულ პროცესებს, გვიზოგავს დროს და გვაძლევს შესაძლებლობას, მეტი ყურადღება დავუთმოთ კრეატიულობასა და განვითარებას. გაიგე, როგორ შეიძლება AI გახდეს შენი ციფრული თანამშრომელი და დაგეხმაროს თანამედროვე სამყაროში წარმატებისთვის.

ხელოვნური ინტელექტი - ტექნოლოგია, რომელიც ჩვენს შესაძლებლობებს აძლიერებს ბოლო წლების განმავლობაში ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა. ის, რაც ადრე მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი გვეგონა, დღეს უკვე რეალური ინსტრუმენტია, რომელსაც მილიონობით ადამიანი იყენებს სწავლაში, მუშაობაში, კომუნიკაციასა და სხვადასხვა პროცესის გასამარტივებ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ დავისვენოთ სწორად?

დასვენება პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ნაწილია. გაიგე, როგორ აღადგინო ენერგია სწორად, შეინარჩუნო ბალანსი სწავლას, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის და რატომ არის პაუზა განვითარების აუცილებელი ნაწილი.

დასვენება პროდუქტიულობის ნაწილია - რატომ გვჭირდება პაუზა? თანამედროვე სამყაროში, სადაც ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციას ვიღებთ, ვსწავლობთ, ვმუშაობთ და მუდმივად ვცდილობთ განვითარებას, დასვენება ხშირად მეორე ადგილზე გადადის. ბევრს ჰგონია, რომ რაც უფრო მეტ დროს დაუთმობს მუშაობას, მით უკეთეს შედეგს მიიღებს, თუმცა რეალობა განსხვავებულია. გადაღლილი გონება კარგავს კონცენტრა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

AI წიგნიერება ახალი უნარი, რომელიც ყველას სჭირდება

ხელოვნური ინტელექტი უკვე ცვლის ჩვენს ყოველდღიურობას და სამუშაო პროცესებს. გაიგე, რატომ გახდა AI წიგნიერება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მთავარი უნარი და როგორ დაგეხმარება მისი ცოდნა პროფესიულ განვითარებაში.

ტექნოლოგიური ცვლილებები ყოველთვის ცვლიდა ადამიანების ცხოვრებას, თუმცა ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ ეს პროცესი ძალიან დააჩქარა. ის, რაც რამდენიმე წლის წინ მხოლოდ მომავლის იდეად ჩანდა, დღეს უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია - AI გვეხმარება სწავლაში, მუშაობაში, ინფორმაციის დამუშავებაში, იდეების განვითარებასა და რთული პროცესების გამარტივებაში. დღეს ხელოვნური ინტელ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა