IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

კოდირების მნიშვნელობა ბავშვებისათვის: სახელმძღვანელო მშობლებს (2021)

26.08.2021

662 დათვალიერება

კოდის წერა და კომპიუტერული პროგრამირება ბავშვებისთვის – იმდენად პოპულარული ხდება, რამდენადაც დამოკიდებული გახდა საზოგადოება ტექნოლოგიაზე (განსაკუთრებით ახლა), გასაკვირი არ არის, რომ კოდირებით ცოტაოდენი ფულის შოვნა შეუძლიათ პატარებსაც, მითუმეტეს რომ ბავშვობაშივე ასეთი ძვირფასი უნარის გამომუშავება წარმატებული მომავლის ნამდვილი გარანტია

 

მშობლებს განსაკუთრებით აინტერესებთ მათი შვილების მიერ კოდის წერის სწავლის იდეა; უახლესმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელი მშობლების 90%-ს სურს, რომ ბავშვებისთვის კოდირების სწავლა გახდეს სასკოლო პროგრამების ნაწილი.

და რატომაც არა? მცირე ასაკში კოდის წერის სწავლამ შესაძლოა თქვენი შვილის წარმატებაში დიდი როლი ითამაშოს. ონლაინ სწავლების ნორმალიზების წყალობით, უფრო მეტ ბავშვს მოსწონს დამატებითი გაკვეთილების იდეა

 

მოცემულ სახელმძღვანელოში ჩვენ განვიხილავთ კოდის წერას ბავშვებისთვის: სარგებელს, სტატისტიკას და რატომ არის კომპიუტერული წიგნიერების ეს კონკრეტული ბრენდი ახლა ასე მნიშვნელოვანი.

 

 

რას გულისხმობს კოდირება?

კოდირება (ან პროგრამირება) ძირითადად არის კომპიუტერული პროგრამისტების მიერ შესრულებული შემოქმედებითი პროცესი, სადაც ისინი უთითებენ კომპიუტერს როგორ შეასრულოს კონკრეტული დავალება. იგი მოიცავს შესრულებადი სკრიპტების წერას კომპიუტერული პროგრამირების ენების გამოყენებით, როგორიცაა Java ან Python.

 

ზოგი მიიჩნევს, რომ კოდირება არის კომპიუტერთან კომუნიკაციის საშუალება. პროგრამისტები აძლევენ კომპიუტერს მითითებებს და კომპიუტერი ასრულებს მათ. ადამიანებს, რომლებმაც იციან კოდირება (მაგ. კოდის დამწერები, პროგრამისტები, დეველოპერები) შეუძლიათ შექმნან თამაშები, აპლიკაციები, კომპიუტერული პროგრამები, ვებსაიტები და ინტერაქტიული ციფრული კონტენტი.

 

რას აძლევს კოდირების ცოდნა ბავშვებს?

 

ახალგაზრდა გონება ადაპტირებადი და მოქნილია. მათ შეუძლიათ სწრაფად აითვისონ და შეინარჩუნონ ცოდნა. ბავშვებს, რომლებიც ძალიან მცირე ასაკში იწყებენ კოდირებას, შეუძლიათ ისწავლონ სიტუაციის კრიტიკული შეფასება, შეისწავლონ განსხვავებული პერსპექტივები, შექმნან შემოქმედებითი გადაწყვეტილებები და ჩაერთონ ცდა-შეცდომის სწავლების პროცესში. რაც უფრო ადრე სწავლობენ ბავშვები კოდირებას, მით უფრო ადვილი იქნება მათთვის ამ უნარის და სხვა უნარების დაუფლება. ეს უნარები შემდეგია: 

 

კოდირება უმაღლეს ნიშნულამდე ავითარებს ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას

ბავშვებში კოდირება ხელს უწყობს ლოგიკის, მსჯელობის და მრავალმხრივი აზროვნების განვითარებას.

 

ბოლოდროინდელმა კვლევებმა დაადგინა პოზიტიური კორელაცია კომპიუტერულ პროგრამირებასა და კოგნიტურ უნარებს შორის. შედეგების თანახმად, სტუდენტებმა, რომლებმაც იცოდნენ კოდირება, როგორც წესი, კოგნიტური შესაძლებლობების ტესტებზე უფრო მაღალი ქულა მიიღეს, ვიდრე მათ, ვისაც პროგრამირების გამოცდილება მცირედ ან საერთოდ არ ჰქონდა. MIT-ის კვლევამ ასევე გაუსვა ხაზი, რომ კომპიუტერული პროგრამირება მომგებიანია კოგნიტური განვითარებისათვის.

 

როდესაც ბავშვები სწავლობენ კოდის წერას, მათ ასწავლიან, თუ როგორ უნდა დაიყოს რთული პრობლემები უფრო პატარა მართვად ნაწილებად, რათა დაიწეროს ფუნქციური სკრიპტები. ამ პროცესს ეწოდება დეკომპოზიცია და უკიდურესად ღირებული უნარია, რომელიც ბავშვებს წარმოუდგენლად გამოადგებათ ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი შეხვდებიან რეალური ცხოვრების სირთულეებს. 

 

და ეს არ მთავრდება დეკომპოზიციით. იმის გამო, რომ კოდირება იყენებს პრობლემის გადაჭრის მსგავს მიდგომას, ბავშვებს, რომლებიც კოდს წერენ, უპირატესობა აქვთ ყველა ამ უნარის გამომუშავებაში

 

კოდირებისას პროგრამისტმა უნდა:

(ა) ამოიცნოს პრობლემა, (ბ) გაანალიზოს იგი, (გ) შექმნას ეფექტური გადაწყვეტა, (დ) დატესტოს გადაწყვეტა და (ე) გაიმეოროს პროცესი, თუ პრობლემა არ მოგვარდება.

 

როდესაც ბავშვები სწავლობენ კოდირებას, ის ეზიარება პრობლემის გადაჭრის პროცესს და საბოლოოდ კომფორტულად გრძნობენ ამასთან თავს. რაც უფრო მეტად ეჩვევიან ისინი კოდის ხაზებზე სტრიქონების წერას, გადაწერას, პრობლემების აღმოფხვრას და გამართვას, მით უფრო ტრადიციული ხდება მათთვის საფეხურების გავლა და მათი სწორად შესრულება.

 

 

კოდირება ხელს უწყობს ფოკუსირებას და კრეატიულობის გავითარებას

იმის გამო, რომ კომპიუტერული პროგრამირება ასე ტექნიკურად გამოიყურება, ბევრი ადამიანი მას არ აიგივებს შემოქმედებით აზროვნებასთან –განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მეთოდური და პროცედურული შეიძლება იყოს კოდირების აქტი. მაგრამ პროგრამისტებმა ეს ძალიან კარგად იციან: კოდირებას შეუძლია ხელი შეუწყოს შემოქმედებას. უფრო მეტიც, შემოქმედებითი აზროვნების გარკვეული დონეა საჭირო, როდესაც პროგრამირებას ვსწავლობთ ნულიდან.

 

დაფიქრდით; ბავშვებს, რომლებმაც იციან კოდირება, შეუძლიათ განავითარონ აპლიკაციები, თამაშები, ანიმაციები, ვებსაიტები და სხვა. მათ შეუძლიათ შექმნან ინტერაქტიული კონტენტი არსებული კოდის სტრიქონების დაწერით (ან რამდენიმე ბლოკის ერთმანეთთან დაჭერით, რადგანაც ბლოკური კოდირება ბავშვებისთვის პოპულარული კოდირების ფორმატია), მაგრამ ამ შინაარსის რეალური გეგმა მათ წარმოსახვაშია.

 

მას შემდეგ რაც ბავშვები ისწავლიან კოდირებას, იცვლება მათ მიერ ციფრული მედიისა და ტექნოლოგიის მოხმარების გზა. ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი გამოსცდიან ახალ აპლიკაციას ან თამაშობენ ახალ ვიდეო თამაშს, მათ შეუძლიათ მიიღონ შთაგონება საკუთარი შემოქმედებისთვის. მათ შესაძლოა შეხედონ ონლაინ საბრძოლო თამაშს და გაიფიქრონ: რა მოხდება, ეს სათავგადასავლო თამაში რომ იყოს? და მათი კოდირების ცოდნით, მათ შეეძლებათ ეს ჰიპოთეტური იდეა რეალობად აქციონ.

 

კოდირება შეიძლება იყოს ეფექტური საშუალება მათი შემოქმედებითი გამოხატვისათვის. ზოგი ბავშვი ხატავს. ზოგი ბავშვი უკრავს ინსტრუმენტზე ან მღერის. ზოგიერთი ბავშვი წერს კოდს.

 

და ამ შემოქმედებითობას მოჰყვება გარკვეული დონის ფოკუსირებაც. როდესაც ბავშვები შეიმუშავებენ პროგრამას, მათ უნდა გაითვალისწინონ მისი ყველა ასპექტი, რათა დაწერონ შესაბამისი კოდი.

 

მაგალითისთვის ავიღოთ ვიდეო თამაშის შექმნა. ბავშვებს მოუწევთ კოდის დაწერა, რათა პერსონაჟმა იაროს წინ, უკან და შესაძლოა გვერდებზეც. მათ მოუწევთ კოდის დაწერა ისე, რომ პერსონაჟს შეეძლოს ახტომა ან დახრა. მათ ასევე უნდა გაითვალისწინონ, თუ როგორ ურთიერთობს პერსონაჟი გარემოსთან და შემდეგ დაწეროს კოდი, რომელიც მოიცავს ამ ურთიერთქმედების შემდეგ ყველა საბოლოო შედეგს (ანუ, თუ პერსონაჟი ხელში აიღებს ობიექტს, თუ პერსონაჟი ანადგურებს ობიექტს, თუ პერსონაჟი იყენებს ობიექტს, და ა.შ.).

საფიქრალი საკმაოდ ბევრიაა. თუ ბავშვს არ აქვს კონცენტრაციის და ორგანიზებულობის შესაბამისი დონე, მან შესაძლოა სკრიპტში ბევრი შეცდომა გაეპაროს

 

 

არ დაკარგო დრო! გამოიყენე ის შენი უკეთესი მომავლის შესაქმნელად. არ გადადო, დარეგისტრირდი დღესვე, იპოვე შენი წარმატების გზა

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

კოდირება ხელს უწყობს პიროვნების თავდაჯერებულობას

თუ თქვენ ოდესმე გიცდიათ კოდირება (ან თუნდაც გიყურებიათ ვინმესთვის ამ პროცესში), ალბათ გესმით რამდენად ზუსტი შეიძლება იყოს ეს. განსაკუთრებით ტექსტზე დაფუძნებული კოდირება! ბლოკური კოდირება ცოტა უფრო მოქნილია, მაგრამ ტექსტზე დაფუძნებული კოდირება სრულყოფილ სინტაქსს მოითხოვს. ერთი უადგილო მძიმით ან წერტილ-მძიმით შესაძლებელია მთლიანი კოდის არევა. 

 

როდესაც მათი სკრიპტები უფრო და უფრო რთულდება, ბავშვები უდავოდ კარგად გაეცნობიან კოდის წერის, გაშვების, გამართვის, ხელახალი წერის და ხელახალი გაშვების რთულ პროცესს. ეს ბავშვებს ასწავლის მოთმინებას და მედეგობას ისე, როგორც სხვა არაფერი.

 

უფრო მეტიც, ბავშვები, რომლებიც კოდს წერენ, უფრო დარწმუნებულები და თავდაჯერებულები ხდებიან თავიანთ გადაწყვეტილებებში (იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც არ წერენ კოდს). წარმატებული, მუშა სკრიპტების შექმნა საკმაოდ რთულია, თუმცა ბევრად რთული გახდება ეს პროცესი, თუ საკუთარ შესაძლებლობებს მუდმივად ეჭვქვეშ დააყენებთ.

 

ასე რომ, კოდის დამწერი ბავშვები სწავლობენ, როგორ იგრძნონ თავი კომფორტულად თავიანთ გადაწყვეტილებებთან და დარწმუნებული იყვნენ მათში. განმეორებითი წარუმატებლობის შემდეგ მათი ხელახალი ბრძოლის უნარი წარმოუდგენლად შთამაგონებელია და თავდაჯერებულობა, რომელიც საბოლოოდ მათში ჩნდება, მათი ცხოვრების მრავალ სფეროში იქნება გამოსადეგი (როგორც სოციალურში და პირადში).
 

 

რატომ არის კოდირება თქვენი შვილის მომავალში ჩადებული საუკეთესო ინვესტიცია?

მაშინ, როდესაც ჩვენი საზოგადოება სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ტექნოლოგიაზე და ინტერნეტზე, მოთხოვნა გამოცდილ პროგრამისტებზე და დეველოპერებზე ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება. პროგრამირება აღარ არის ის უნარი, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ ტექნოლოგიური სექტორით

 

განათლება, ფინანსები, ჯანმრთელობა, საცალო ვაჭრობა – ეს კატეგორიები, რომლებიც აშკარად შორს არის ტექნოლოგიისგან, მოიცავს კარიერებს, რომლებიც მოითხოვს პროგრამირების ცოდნის მაღალ დონეს. ბავშვებს, რომლებმაც იციან კოდირება, ყოველთვის ექნებათ გარკვეული უპირატესობა თანატოლებთან შედარებით, რომლებსაც არ გააჩნიათ იგივე ტექნოლოგიური ცოდნა და არც ზემოთ ხსენებული უნარები

 

რამოდენიმე საინტერესო ფაქტი, რომელზეც ღირს დაფიქრება:

  • 2016 წლის შრომის ბაზრის ანალიზის თანახმად, გამოცხადებული ვაკანსიები, რომლებიც საჭიროებდა კოდირების უნარს, წლიურად იხდიდა $42,000-ით მეტს ვიდრე ვაკანსიები, რომლებიც არ ითხოვდნენ მსგავს უნარს
  • სამუშაო ბაზრის იგივე ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგადი პროგრამირების სამუშაოების რაოდენობა გაიზარდა 19%-ით უფრო სწრაფად, ვიდრე ბაზრის საშუალო მაჩვენებელი
  • მარკეტინგის სპეციალისტები ცხადყოფენ, რომ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ საბაზისო ცოდნა, თუ როგორ მუშაობს პროგრამირების ენები, აშკარა უპირატესობა აქვთ იმათთან, ვისაც ეს ცოდნა არ გააჩნია
  • მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტმა (MIT) გამოაქვეყნა საპილოტე სქემა ნიუ ჰემფშირში სასწავლო გეგმაში კოდირების ეფექტურად დანერგვის ხელშეწყობის მიზნით
  • პროგრამირების ენები, რომლებზეც დიდი მოთხოვნაა, მოიცავს JavaScript-ს, HTML-ს, R და SAS-ს და AutoCAD-ს

 

როგორც ხედავთ, ნელნელა კოდირება ხდება ძირითადი უნარი, რომელსაც ბევრი დამსაქმებელი ეძებს კანდიდატებში, მიუხედავად პოზიციის დასახელებისა და კარიერისა. ეს ჰგავს კომპიუტერულ წიგნიერებას. ადრე, როდესაც კომპიუტერები იყო მასიური მანქანები, რომლებიც იკავებდნენ ოთახის ნახევარს, მათი გამოყენების ცოდნა იყო ძალიან სპეციფიკური უნარი, რომელიც ბევრს არ გააჩნდა; და ეს მდგომარეობა ნორმალური იყო. ახლა კი თუ არ იცით როგორ დაწეროთ და გაგზავნოთ მარტივი ელ.წერილი, ალბათ არც ისე შორს წახვალთ ახალი სამუშაო შესაძლებლობების ძებნისას.

 

კოდირება არის ახალი კომპიუტერული წიგნიერება. ბევრი დამსაქმებელი და ტექნიკური რეკრუტერი თანხმდება, რომ აპლიკანტები, რომლებმაც იციან კოდირების საფუძვლებიც კი, გამოირჩევიან. მათ უფრო მეტი შანსი აქვთ იმათთან შედარებით, რომლებიც არ ფლობენ იმავე ცოდნას. და როდესაც ძირითადი პროგრამირება საბოლოოდ გახდება საჭირო უნარ-ჩვევების ნაკრები (კომპიუტერული ცოდნის პირობებში), ბავშვებს, რომლებსაც უკვე აქვთ შესაბამისი საფუძვლები, არ ექნებათ ადაპტირების  პრობლემა

 

ბავშვებს, რომლებიც კოდს წერენ, გაუადვილდებათ იმ სამყაროშიში ცხოვრება, რომელსაც დიდწილად მართავს ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგია. ვებ-საიტები, აპლიკაციები, ჭკვიანი მოწყობილობები, ჭკვიანი ტექნოლოგია – ეს ყველაფერი ისაა, რის გარეშეც ჩვეულებრივ ადამიანს აღარ შეუძლია ცხოვრება. და ყველაფერი ეს დამოკიდებულია კოდზე, ფუნქციონირების მიზნით. დიდ ბრიტანეთში არაერთი პროფესიონალი მიიჩნევს, რომ პროგრამირების ენა საბოლოოდ ჩვენთვის ისეთივე აუცილებელი გახდება, როგორც ადამიანის ენაა დღეს.

 

რა ასაკიდან შეუძლია ბავშვს დაიწყოს კოდირება?

კოგნიტური განვითარების თეორიის თანახმად, რომელიც შვეიცარიელმა ფსიქოლოგმა ჟან პიაჟემ ჩამოაყალიბა, ბავშვები 5-6 წლის ასაკში იწყებენ სამყაროს სიღრმისეულ აღქმას, სიტყვებისა და სურათების გაანალიზებას, წარმოდგენებისა და ლოგიკის გავითარებას

ამ თეორიის – და საგანმანათლებლო ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიის თანამედროვე ხელმისაწვდომობით – ექსპერტები თანხმდებიან, რომ ბავშვმა კოდის წერის სწავლა 5 წლის ასაკიდან უნდა დაიწყოს.

 

როგორ შეგიძლიათ დააინტერესოთ ბავშვი კოდირებით?

თუ თქვენს შვილს უკვე აინტერესებს კომპიუტერული პროგრამირება, კოდირება და/ან თამაში/აპლიკაციის განვითარება, თქვენ ალბათ არ დაგჭირდებათ ბევრი ძალისხმევა მათ დასარწმუნებლად. საქმე უფრო ეხება ონლაინ კოდირების კურსების პოვნას, რომელზეც თქვენ ორივე შეძლებდით შეთანხმებას (ბიუჯეტის, სასწავლო გეგმის, გრაფიკის მიხედვით და ასე შემდეგ). მაგრამ თუ თქვენი შვილი არ არის აღფრთოვანებული კომპიუტერული მეცნიერებებით/STEM საგნებით, არსებობს დაინტერესების რამდენიმე მეთოდი:

 

შეუთავსეთ კოდირება ბავშვის ახლანდელ გატაცებას

კოდირების სილამაზე მის მრავალმხრივობაში მდგომარეობს, შეეცადეთ კოდირების იმპლემენტაცია სხვადასხვა ჰობში:

 

  • სათამაშოები. ურჩევნია თქვენს შვილს კომპიუტერის ეკრანზე არსებული სათამაშოებით თამაში? არ არის პრობლემაარსებობს უამრავი სახალისო სათამაშო, რომელიც მოიცავს STEM და კოდირების საფუძვლებს. ჩვენი რჩევა? „კოდი მანქანა: უსწრაფესი საწყისი აკრეფილი კოდირებით“, „ThinkFun Gravity Maze Marble Run ლოგიკური თამაში“ და „სასწავლო რესურსები, კოდირების მხეცები“.
  • რობოტები. თუ თქვენი შვილი რობოტებით არის დაინტერესებული, ისინი ძალიან ახლოს არიან კოდირებასთან, ამის გარანტიას გაძლევთ. ბავშვებისთვის უამრავი კოდირება მოიცავს პროგრამირებად რობოტს. „Cozmo კოდირების სათამაშო“ არის პოპულარული. ასევე „Wonder Workshop Dash - კოდირების რობოტი ბავშვებისთვის“. და თუ თქვენს შვილს უყვარს Sesame Street, WowWee Elmoji შესანიშნავი არჩევანია.
  • მშენებლობა. LEGO რჩება ერთ-ერთ საუკეთესო სათამაშოდ დამწყები მშენებლებისა და ჩხიკედელაობის მოყვარულთათვის. მათი უნარი აღიქვან და დააკმაყოფილონ საზოგადოების მოთხოვნა – LEGO ნაკრების თემებსა და კონცეფციებთან დაკავშირებით – გასაოცარია. გადახედეთ მათ LEGO Boost Robotics Creative Toolbox-ს ან მათ LEGO City Arctic Scout Truck-ს ზედმიწევნით, რომლებიც ბავშვებს ასწავლიან კოდირების ცნებებს მათი საყვარელი სამშენებლო ბლოკების გამოყენებით.
  • ხატვათუ თქვენს შვილს უყვარს ხატვა, შეგიძლიათ გააცნოთ მას ანიმაციური ინსტრუმენტები, რომლებიც დაგეხმარებათ მათი მხატვრული შემოქმედების გაცოცხლებაში! მაგალითად, Scratch არის საბავშვო კოდირების პლატფორმა, რომელიც ბავშვებს საშუალებას აძლევს შექმნან ინტერაქტიული ისტორიები, თამაშები და ანიმაციები Scratch-ის საკუთარი ბლოკზე დაფუძნებული პროგრამირების ენის გამოყენებით. ბავშვებს შეუძლიათ ატვირთონ საკუთარი ფონი და პერსონაჟები (სახელად Sprites) პლატფორმაზე თავიანთი პროექტების პერსონალიზაციისთვის.
  • ვიდეო თამაშები/მობილური თამაშები. ბავშვებს, რომლებსაც უყვართ კომპიუტერული თამაშები და მობილური თამაშები, შეიძლება დაინტერესდნენ საკუთარი პროდუქტის დამზადებით. მოყვარულ მოთამაშეებს შეუძლიათ ისწავლონ პროგრამირების ძირითადი უნარები ისეთი პოპულარული კომპიუტერული თამაშების საშუალებით, როგორიცაა Minecraft და Roblox.

 

 

           → დარეგისტრირდი ახლავე!

 

გახადეთ შვილი უფრო სოციალური

ეს შეიძლება ცოტა რთული იყოს მიმდინარე გლობალური პანდემიის გათვალისწინებით, მაგრამ შეეცადეთ კოდირების გაკვეთილები სოციალურ საქმიანობად აქციოთ. მაგალითად, ჩვენს აკადემიაში თქვენ შეგიძლიათ მასწავლებლებთან და სხვა მშობლებთან კოორდინაცია, რათა დაგეგმოთ რაიმე სახის აქტივობა რომლებშიც თქვენი ბავშვი და მისი ახალი მეგობრები მიიღებენ მონაწილეობას. ბავშვები იზიარებენ საერთო ინტერესებს თანატოლ ჯგუფთან ისე, რომ არ იგრძნონ თავი "გარიყულად". ბუნებრივი სოციალური პეპლებისთვის, თანამოაზრე პროგრამისტების ქსელის არსებობამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს მისი სწავლის და პრაქტიკის მოტივაცია..

 

ბონუს კითხვები:

 

რომელია ბავშვებისთვის კოდირების სწავლების საუკეთესო გზა?

იმის წყალობით, რომ ყველაზე თანამედროვე ბავშვები ტექნოლოგიებში ერკვევიან, მათთვის შეუძლებელი არ არის, რომ დამოუკიდებლად ისწავლონ კოდირება. ბევრი პროგრამისტი (როგორც ახალგაზრდა, ისე მოხუცი) რეალურად თვითნასწავლია! მაგრამ ეს გზა, ცხადია, საკმაოდ ნელია. და ეს შეიძლება იყოს საკმაოდ დამაბნეველი, თუ არ გექნებათ ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი ერთ-ერთზე მხარდაჭერა. ასე რომ, კოდირების თვითსწავლას ჩვენ არ ვუქევთ რეკომენდაციას.

 

ამის ნაცვლად, აქ მოცემულია სწავლის პრაქტიკული ვარიანტი:

  1. კომპიუტერული აკადემია
  2. პროფესია სკოლის პარალელურად
  3. პროგრამირების გაკვეთილები
  4. კოდირების ონლაინ აკადემია

 

ენდეთ სხვა მშობლების გამოცდილებას და მოიყვანეთ თქვენი პირმშო ჩვენთან.

 

რომელია საუკეთესო პროგრამირების ენა ბავშვებისთვის?

"საუკეთესო" საკმაოდ სუბიექტური ტერმინია. მაგრამ ზოგიერთი პროგრამირების ენა უდავოდ უფრო მეგობრულია ბავშვებისთვის, ვიდრე სხვები. მაგალითად; ბლოკზე დაფუძნებული კოდირების ენები (როგორიცაა Scratch ან Blockly). ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ ვიზუალური ბლოკური კოდირება არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ბავშვებისთვის პროგრამირების სწავლის დასაწყებად. ეს ამცირებს კოდის წერით გამოწვეულ დაბნეულობას და ტექნიკური დამახსოვრების აუცილებლობას, რაც ბავშვებს საშუალებას აძლევს მხოლოდ ძირითადზე გაამახვილონ ყურადღება.

 

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს მიდგომა კარგია 5-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, დიდ, უფრო გამოცდილ ბავშვებს შეიძლება მალე მოსწყინდეთ ან არ იყვნენ შთაგონებულნი ბლოკური კოდირების საზღვრებით. მათ შესაძლოა მალე მოინდომონ "რეალური პროცესის" დაგემოვნება, და "რეალური პროცესი" კი ტექსტზე დაფუძნებული კოდირებაა.

 

ამის გათვალისწინებით, აქ არის ტექსტზე დაფუძნებული პროგრამირების ენების მოკლე ჩამონათვალი, რომლებიც საკმაოდ მარტივია (სხვებთან შედარებით) და, შესაბამისად, არც ისე დამაბნეველი:

  • Java – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მარტივი პროგრამირების ენა. მას იყენებს ასობით ცნობილი თამაში, მათ შორის Minecraft. თქვენს შვილს შეუძლია ისწავლოს როგორ გააკეთოს Minecraft მოდები Java-ს გამოყენებით.
  • JavaScript – არ შეგეშალოთ Java-ში. JavaScript ასევე საკმაოდ ადვილი შესასწავლია და ის შესანიშნავი არჩევანია 2D ვებ თამაშების შესაქმნელად.
  • HTML – დამწყებთათვის მეგობრული, ტექსტზე დაფუძნებული ენა, რომელიც შესანიშნავია ვებსაიტების შესაქმნელად.
  • CSS – ჩვეულებრივ გამოიყენება HTML-თან ერთად. ასევე საკმაოდ მეგობრულია დამწყებთათვის და შესანიშნავია HTML ვებსაიტის დიზაინის ელემენტების დასაპროგრამებლად.
  • Scratch/Blockly – ბლოკზე დაფუძნებული პროგრამირების ენები, რომლებიც რჩება ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად კოდირების სწავლებისთვის 5-7 წლის ბავშვებისთვის.

 

შეჯამება

მოგწონს თუ არა, კოდირება ხდება 21-ე საუკუნის ენა. ეს გახდა საბაზისო წიგნიერება, რომლის ცოდნაც ბავშვებს, მოზარდებს და მოზრდილებსაც მოუტანს სარგებელს. დაფიქრდით; ჩვენ საკმაოდ ვართ დამოკიდებული მანქანების ინტელექტზე: სმარტფონები, ლეპტოპები, უსაფრთხოების სისტემები და ა.შ. ამგვარი ტექნოლოგიებით გარემოცულებმა, სულ მცირე, ხომ უნდა ვიცოდეთ, როგორ ველაპარაკოთ მათ? 

 

ასე რომ, კოდირება ბავშვებისთვის აღარ არის არჩევითი საქმიანობა. ახლა, ყველანაირი განზრახვისა და მიზნისთვის, ეს არის აუცილებელი უნარი, რომელიც მათ საბაზისო დონეზე მაინც უნდა ჰქონდეთ

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI თავდასხმა თუ AI თავდაცვა - კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები ციფრულ ეპოქაში

AI თავდასხმებს AI თავდაცვა უპირისპირდება - გაიგე, როგორ იცვლება კიბერუსაფრთხოების სფერო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და რატომ არის კიბერუსაფრთხოება მომავალის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი პროფესია.

წარმოიდგინე, ყველაზე ცუდი სცენარი: კიბერკრიმინალები – ის ადამიანები, ვინც თქვენი ციფრული ცხოვრების მოპარვას ცდილობენ – ახლა ისინი იყენებენ  AI-ის,  რათა თავდასხმები რეალური გახადონ. ხელოვნური ინტელექტი ქმნის მიზნობრივ ფიშინგს – ყალბ ელექტრონულ წერილებს, რომლებიც ისე ზუსტად ჰგავს რეალურს, რომ შესაძლოა ეჭვიც არ გაგიჩნდეს და გაებათ მათ მახეში. კიდევ უფრო საშიშია Deepfake  – AI-ის მიე

ШАГ логотип

დიზაინერი AI-ის ეპოქაში - ახალი კომპეტენციების საჭიროება

AI-ის ეპოქაში დიზაინერის როლი რადიკალურად ტრანსფორმირდება — ხელოვნური ინტელექტი ხდება მისი ასისტენტი და პარტნიორი, რაც მოითხოვს ახალ კომპეტენციებს: prompt engineering, AI ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება, მონაცემთა ანალიზი, ეთიკური პასუხისმგებლობა და უწყვეტი განვითარება. თანამედროვე დიზაინერი უკვე აღარ არის მხოლოდ შემსრულებელი, ის სტრატეგიულად მართავს AI-ს, აძლევს მას ადამიანურ ღირებულებებს და ქმნის ინოვაციურ, მომხმარებელზე ორიენტირებულ გამოცდილებებს.

ყველა ვხედავთ, ყველა ვამჩნევთ გარდამტეხ, რევოლუციურ ფაზას, რასაც ხელოვნური ინტელექტი ქმნის დიზაინის სფეროში. კრეატიული პროცესების ავტომატიზაცია, უკვე უპრეცედენტო შესაძლებლობებს იძლევა. ეს ტრანსფორმაცია არამხოლოდ ცვლის დიზაინერის ყოველდღიურ საქმიანობას, არამედ მოითხოვს მისგან ახალ კომპეტენციებსა და უნარებს, რომ წარმატებული იყოს, ამ მუდმივად ცვალებად გარემოში. AI როგო

ШАГ логотип

ერიკ ფინმანი - წარმატებული ისტორიები 20 წლამდე ასაკში

ერიკ ფინმანის შთამაგონებელი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გახდა 18 წლის ბიჭი მილიონერი. ახალგაზრდა ენტრეპრენერის წარმატების გზა.

ზოგჯერ ასაკი მხოლოდ რიცხვია. ერიკ ფინმანის ისტორია ამის კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითია - ახალგაზრდა ვიზიონერი, რომელმაც 12 წლის ასაკშივე გამოავლინა იმდენი გამჭრიახობა და მომავლის ხედვა, რომ 18 წლისთვის მილიონერი გახდა. 1998 წლის ოქტომბერში დაბადებული ერიკი, ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა გადაწყვიტა პირველი ნაბიჯის გადადგმა თავისი ფინანსური დამოუკიდებლობისკენ. 2011 წელს, მხო

ШАГ логотип

წარმატებული ისტორიები 20 წლამდე ასაკში: ბენ პასტერნაკის ფენომენი

ბენ პასტერნაკი - ავსტრალიელი ახალგაზრდა ანტრეპრენერი, რომელმაც 15 წლის ასაკში შექმნა "Flogg" და "Monkey" აპლიკაციები, ხოლო 17 წლის ასაკში გახდა მილიონერი. ამჟამად ვითარდება კვების ინდუსტრიაში SIMULATE კომპანიის საშუალებით.

თანამედროვე ტექნოლოგიური ეპოქა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ვიხილოთ იმ ახალგაზრდების წარმატების ისტორიები, რომლებიც ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში ახერხებენ გლობალური მასშტაბის პროექტების შექმნას. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაგალითია ბენ პასტერნაკი, რომელიც ავსტრალიელი წარმომავლობის ახალგაზრდა ანტრეპრენერია. ბენ პასტერნაკი დაიბადა 1999 წლის სექტემბერში (ზოგიე

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა