IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

ყველაზე გავრცელებული კიბერდანაშაულები

08.06.2021

742 დათვალიერება

კიბერდანაშაულის ახალ-ახალი სახეები ყოველდღიურად იჩენს თავს. თაღლითები დროსთან ადაპტირდებიან, ვითარდებიან და პერსონალური მონაცემების მოსაპოვებლად კომპლექსურ მეთოდებს იგონებენ, ამიტომაც ჩვენსა და კიბერთაღლითებს შორის ჩამოყალიბებულ ამ “რბოლაში” იმარჯვებს ის, ვინც ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინაა.

 

მავნე პროგრამები (Malware)

მავნე პროგრამები, მოწყობილობებში ელექტრონული ფოსტაზე მიმაგრებული დოკუმენტებით, ფლეშ-დრაივებით ან საეჭვო ვებსაიტებიდან ჩამოწერილი ფაილებით აღწევს. ის, თავის მხრივ, სისტემაზე წვდომას აძლევს შემქმნელს — კიბერდამნაშავეს. ასეთი პროგრამა არამხოლოდ საფრთხის ქვეშ აყენებს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის პაროლებსა თუ ფინანსურ ანგარიშებს, არამედ თავისუფლად შეუძლია, გაანადგუროს ინფორმაცია, თვალი ადევნოს თქვენს ონლაინ აქტივობებს ან შეზღუდოს სისტემების სათანადო ფუნქციონირება.

 

მავნე პროგრამები მხოლოდ კომპიუტერებს არ ებრძვის, ისინი ტელეფონებში, WiFi-ის როუტერებში და სათვალთვალო კამერებშიც კი აღწევენ. ასე რომ, ყველა ჩვენგანი რისკის ქვეშ დგას, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად “სანდოდ” მივიჩნევთ ამა თუ იმ მოწყობილობასა და ოპერაციულ სისტემას.

 

მავნე პროგრამების თავიდან ასაცილებლად აუცილებლად უნდა გაფილტროთ და გადაამოწმოთ ელექტრონულ ფოსტაზე მიბმული დოკუმენტები, არ შეაერთოთ სხვისი პორტატული მეხსიერების ბარათები (ფლეშკა), არ გამოიყენოთ ე.წ. Root და JailBreak მეთოდები სმარტფონების სისტემის შესაცვლელად. ეს ქარხნულად ჩაშენებულ დაცვის მექანიზმებს ანეიტრალებს და მავნე პროგრამების გავრცელებას უწყობს ხელს. რაც მთავარია, დარწმუნდით, რომ ოპერაციული სისტემა მუდმივად განახლებულია და უსაფრთხოების ყველა პროგრამა შეუზღუდავად მუშაობს.

 

ფიშინგი (Phishing)

კიბერთაღლითები ცდილობენ, “ანკესზე” წამოაგონ სხვა ადამიანები, სატყუარად კი რეალურთან მიმსგავსებულ, ყალბ ელექტრონულ ფოსტას იყენებენ. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდით, თაღლითები ელექტრონულ ფოსტას ვიზუალურად იმ ბანკის მეილს ამსგავსებენ, რომლის მომხმარებელიც თქვენ ხართ. განსხვავება უმცირეს დეტალებშია. მაგალითად, შეიძლება ელექტრონული ფოსტის მისამართში ასო-ნიშნები არეული იყოს, თუმცა ტექსტის შინაარსი ზოგჯერ ისე მიმზიდველად ჟღერს, მისი გახსნისა და მოთხოვნის შესრულების სურვილი ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება გაუჩნდეს.

 

ფიშინგს ორი რამ ახასიათებს: სენსაციური შეტყობინებით თაღლითები ცდილობენ, პერსონალური ინფორმაცია გამოგძალონ. ტექსტთან ერთად ისინი ყალბ ბმულებსაც გიგზავნიან, გთხოვენ, გახსნა და გადახვიდე საიტზე და რაიმე პრიზის მისაღებად, ან თითქოსდა შენივე მონაცემების “დასაცავად”, პირადი მონაცემები ჩაწერო.

 

“თქვენ მოიგეთ მილიონი! თანხის გასანაღდებლად გადადით ბმულზე და შეიყვანეთ ბარათის მონაცემები”, “ანგარიშიდან ჩამოიჭრა 200 ლარი, თუ თქვენ არ გაგიხორციელებიათ ტრანზაქცია, ეწვიეთ ბმულს” — ეს ფიშინგისთვის დამახასიათებელი ტექსტებია, რომელსაც არ უნდა დაუჯეროთ.

 

ყალბ შეტყობინებებს თაღლითები მავნე პროგრამებსაც აყოლებენ. ის Microsoft Office დოკუმენტს ან დაარქივებულ ფაილს ჰგავს. მათი გადმოწერისთანავე თქვენივე მოწყობილობაში აქტიურდება პროგრამა, რომელიც პაროლებს თუ სხვა სახის მონაცემებს კრებს და თაღლითებს აწვდის. ფიშინგ-შეტყობინებების დაახლოებით 93% სწორედ ამ ტიპის ფაილებს შეიცავს.

 

ფიშინგი სატელეფონო ზარებითაც ხორციელდება და SMS შეტყობინებებითაც, მათგან თავის დასაცავად კი მნიშვნელოვანია, არ დაუჯეროთ საეჭვო შეტყობინებას, არ გადახვიდეთ უცხო ბმულზე და არ შეასრულოთ ამა თუ იმ სახის მოთხოვნა. ინფორმაციის სანდოობაში დასარწმუნებლად დაუკავშირდით ბანკს ან სხვა ორგანიზაციებს მხოლოდ და მხოლოდ იმ ნომერზე თუ ჩატში, რომელიც მათ ოფიციალურ ვებსაიტზეა მითითებული.

 

რენსომვეარი (Ransomware)

ეს მავნე პროგრამა თქვენს სისტემაში ფაილებს შიფრავს და მათი გახსნის სანაცვლოდ, გამოსასყიდს ითხოვს. მას ყალბი ანტივირუსის ფორმაც აქვს ხოლმე, რომლის დაყენების შემდეგ შეტყობინება მოგდით — თითქოსდა, თქვენს კომპიუტერს ბევრი რამ “აწუხებს”, ამ ყველაფრის მოსაგვარებლად კი ფული ონლაინ უნდა გადაიხადოთ. ეს შეტყობინებები უმეტესად პოპ-აპების სახით მოდის, ფარავს მთელ ეკრანს და კომპიუტერს გამართულად მუშაობაში ხელს უშლის.

 

როგორც წესი, თავდამსხმელები რამდენიმე ასეულ დოლარს ითხოვენ, თუმცა გამორიცხული არაა, მეტიც გამოგძალონ, იმის გათვალისწინებით, რომ იციან, რამდენად მასშტაბური ფინანსური ზარალი შეიძლება მოგაყენონ როცა შენს მონაცემები “მძევლად ჰყავთ აყვანილი”. ზოგიერთი თაღლითი კრიპტოვალუტით გადახდას გავალდებულებთ, ზოგი კი პირდაპირ საბანკო ბარათის მონაცემებს ითხოვს, რითაც კიდევ უფრო დიდ ზარალს გაყენებთ. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, გადაუხდით თუ არა თაღლითებს ფულს, მაინც არ გაქვთ გარანტია, რომ ამის შემდეგ მართლა დაიბრუნებთ სისტემაზე სრულ წვდომას.

 

მავნე პროგრამების თავიდან ასაცილებლად დარწმუნდით, რომ უსაფრთხოების სისტემები ნამდვილად მუშაობს, თავი აარიდეთ საეჭვო ვებსაიტებს და შეტყობინებებს. სანდო ანტივირუსი კი მოწყობილობის საიმედოდ დაცვაში დაგეხმარებათ.

 

სერვისის უარყოფა (Denial of Service (DoS))

Denial of Service, იგივე “სერვისის უარყოფა” კიბერ-თავდასხმის ერთ-ერთი სახეა, სადაც თავდამსხმელი ხელს უშლის ინტერნეტის მომხმარებელს, წვდომა ჰქონდეს სასურველ ინფორმაციაზე. მასშტაბური შეტევისას (DDoS), ჰაკერები ბოტებსა და სხვა სახის ინსტრუმენტებს იყენებენ იმისათვის, რომ ბანკების ან სხვა ორგანიზაციების სერვერები ინფორმაციის მოთხოვნით გადატვირთონ და შედეგად, მომხმარებლებმა ვერ შეძლონ შესვლა ამა თუ იმ ვებსაიტზე. ეს პროცესი შეგვიძლია შევადაროთ სიტუაციას, როცა რაიმე დაწესებულებასთან უცხო ადამიანები დგანან და სხვებს (ჩვეულებრივ მომხმარებლებსა თუ თანამშრომლებს) შიგნით არ უშვებენ.

ამ რისკის ქვეშ, როგორც წესი, ინდივიდუალურ მომხმარებლებზე უფრო მეტად ორგანიზაციები — ბანკები ან სხვა ფინანსური ინსტიტუტები დგებიან, ამიტომაც მათ, ზარალის შესამცირებლად, ვებსაიტის ტრაფიკს რეგულარულად უნდა ადევნონ თვალი და წინასწარ შეიმუშაონ თავდასხმაზე საპასუხო გეგმა.

 

ნუ დარჩებით დროის შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული უნარების გარეშე

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

 

Watering Hole

ეს კიბერშეტევის ერთ-ერთი ხერხია, რომლის დროსაც ჰაკერები აკვირდებიან ან ცდილობენ გამოიცნონ, რა ვებსაიტებს სტუმრობენ ფინანსური ორგანიზაციების თანამშრომლები ხშირად და შემდეგ ამ ვებსაიტებს მავნე პროგრამებით ასნებოვნებენ. მათ იმედი აქვთ, რომ მას შემდეგ, რაც თანამშრომლის კომპიუტერი მავნე პროგრამით “ინფიცირდება”, მთლიანად ორგანიზაციის სისტემებზე მოიპოვებენ წვდომას.

 

იმისათვის, რომ ფინანსურმა ორგანიზაციებმა თავი დაიცვან ამ ტიპის თავდასხმისგან, ხშირად უნდა გააკონტროლონ ვებსაიტების ტრაფიკი, ყურადღებით დაათვალიერონ, ხომ არ მოჰყვებათ მავნე პროგრამები იმ საიტებს, რომლებსაც თანამშრომლები სტუმრობენ, ამასთან, აუცილებელია, გააახლონ სისტემები და ბრაუზერები.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არამხოლოდ ფინანსური ორგანიზაციების თანამშრომლებს ეხებათ, არამედ სხვა ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც არ სურს, თაღლითებმა მისი გავლით სამსახურის სენსიტიური მონაცემები მოიპოვონ და ზოგადად, უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენონ.

 

შეტევა პაროლებზე

პაროლი ფინანსური თუ არაფინანსური ანგარიშების დაცვის ყველაზე გავრცელებული მეთოდია. სწორედ ამიტომ ის კიბერთაღლითებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია. პაროლის ცოდნით მათ შეუძლიათ, მოიპოვონ ყველა სახის კონფიდენციალური მონაცემი, დაამყარონ კონტროლი საინფორმაციო სისტემებზე და მანიპულაციის საშუალებაც ჰქონდეთ.

 

თაღლითები უამრავ მეთოდს იყენებენ იმისათვის, რომ პაროლები გამოიცნონ, მათ შორის ცდილობენ, პაროლების მონაცემთა ბაზები თუ დაუშიფრავი პაროლები ჩაიგდონ ხელში, ან უბრალოდ, გამოიცნონ ისინი.

 

თაღლითებმა კარგად იციან, რა ტიპის პაროლებს ვიყენებთ ყველაზე ხშირად (123456789, (სახელი99), password და ა.შ.), შესაბამისად ყველა შესაძლო ვარიანტს ტესტავენ და ხშირად უმართლებთ კიდეც.

 

ამ ტიპის თავდასხმის თავიდან აცილება რთული პაროლის დაყენებითა და ორი ან რამდენიმესაფეხურიანი ავტორიზაციის გააქტიურებით შეგიძლიათ. ეს უკანასკნელი მობილურზე ან ელექტრონულ ფოსტაზე მოსული ერთჯერადი კოდის გამოყენებას გულისხმობს, რაც თაღლითებს საქმეს ბევრად ურთულებს.

 

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ კიბერსაფრთხეებისა, თუმცა როგორი ფორმითაც არ უნდა მოქმედებდნენ თაღლითები, მათი მიზნები, როგორც წესი, ერთნაირია — მათ სურთ, მოიპარონ, გამოსძალონ ფული ადამიანებს ან შეაფერხონ სისტემების მუშაობა ფინანსური სარგებლის მიღების სანაცვლოდ. მათთან დაპირისპირება მხოლოდ კიბერჰიგიენის შენარჩუნებითაა შესაძლებელი:

 

გამოიყენეთ ძლიერი პაროლები, არ გაუმხილოთ პერსონალური ინფორმაცია უცხო პირებს, განაახლეთ ოპერაციული სისტემები და აპლიკაციები, გამოიყენეთ სანდო ანტივირუსები, არ გადმოწეროთ უცნაური ფაილები უცხო ვებსაიტებიდან, ხოლო საფრთხის შემთხვევაში, დაუკავშირდით ბანკს, დაბლოკეთ საბანკო ბარათები და მიიღეთ უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა.

 

დაეუფლე მოთხოვნად და საუკეთესოდ ანაზღაურებად პროფესიებს

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა