IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

რეალობად ქცეული 1968 წლის პროგნოზები

03.07.2021

607 დათვალიერება

1968 წელს სამეცნიერო ფანტასტიკის ერთერთმა რიგითმა მწერალმა, სახელად ჯეიმს ბერიმ გამოაქვეყნა საოცრად ამაღელვებელი სტატია სათაურით  „მომავალი 40 წლის შემდეგ“. პირველად ჟურნალში „მექანიქს ილუსთრეითიდ“ გამოქვეყნებულმა ოცდამეერთე საუკუნის შესახებ 1500 სიტყვიანმა ფუტურისტულმა ხედვამ დახატა უაღრესად დახვეწილი საზოგადოების სურათი, რომელშიც დომინირებენ ტექნოლოგიები

 

ბევრი ქილიკის შემდეგ ჯეიმს ბერი ყველას მიავიწყდა, თუმცა, ამ წინასწარმეტყველებამ სამყაროზე, რომელშიც გვხვდება მანქანები მძღოლის გარეშე, ტაბლეტების მსგავსი მოწყობილობები, პლანეტარული არდადეგები და ტელეშოპინგი, შთამაგონა გადამედგა ნაბიჯი უკან და შემედარებინა მისი ათწლეულებით დაშორებული ხედვა ტექნოლოგიურად გაჯერებული, უაღრესად ურბანიზირებული საზოგადოების ახლანდელ რეალურ დროსთან

 

წარსულის მომავალი

მიუხედავად იმისა, რომ 1960-იანი წლების სოციალური რევოლუციის პერიოდი საკმაოდ რომანტიზებულია, როგორც დიდი სოციალური პროგრესის ეპოქა, მსოფლიო პარალელურად გარდაიქმნებოდა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მოვლენების მიერ, როგორიცაა ადამიანების კოსმოსური მოგზაურობა, ფერადი ტელევიზორები და ინტერნეტის დაბადება. და სწორედ ამ სამოქალაქო არეულობის და ტექნოლოგიური წინსვლის ფონზე, სამყარომ აღმოაჩინა მისი სიყვარული სამეცნიერო ფანტასტიკისადმი.

 

1965 და 1968 წლებში გამოიცა მსოფლიოსთვის ყველაზე საყვარელი სამეცნიერო ფანტასტიკის ნამუშევრები, მათ შორის: არტურ სი. კლარკის „2001: კოსმოსური ოდისეა“ (1964), ფრენკ ჰერბერტის „დიუნა“ (1965) და ფილიპ კ. დიკის „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“ (1968).
 

წარმოსახვის ეს ფანტასტიკური ნამუშევრები შთანთქა ტექნოლოგიით მოხიბლულმა ახალგაზრდა აუდიტორიამ, რომელსაც სწყუროდა მომავლის ნარატივი, სადაც ადამიანი მართავდა თავისი გარემოს ტექნოლოგიური გამოგონების საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ავტორებიდან ბევრის სახელი კულისებს მიღმა დარჩა, მინდა ერთ-ერთი ასეთი ავტორის მომავლის ხედვა აქ გაგიზიაროთ.

 

მისი სახელია ჯეიმს რ. ბერი, და მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად  რბილი თინეიჯერული სამეცნიერო ფანტასტიკის ნამუშევრები აქვს შექმნილი, ცოტა ხნის წინ წავაწყდი მის სტატიას, რომელიც მრავალი თვალსაზრისით კიდევ უფრო წინასწარმეტყველური აღმოჩნდა ვიდრე ერთად აღებული სხვა ყველა მწერლის

 

ტრანსპორტის მომავალი

როდესაც საკითხი ტრანსპორტის მომავალს ეხება, ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ, Y თაობის სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულები ბევრს ვოცნებობდით თვითმართვად მანქანებზე, მას შემდეგ რაც პირველად ვნახეთ არნი ფილმში Total Recall. 1968 წელს ბერისაც ჰქონდა ასეთი ხედვა:

 

თქვენ ჯდებით თქვენს გლუვ, ორ მგზავრიან საჰაერო ბალიშებიან მანქანაში, დააჭერთ ღილაკებს თანმიმდევრობით და ეროვნული საგზაო კომპიუტერი აღნიშნავს თქვენი დანიშნულების ადგილს, ადგენს მოძრაობის ამჟამინდელ მდგომარეობას და ნიშანს აძლევს თქვენს მანქანას გამოვიდეს ავტოფარეხიდან. ხელები თავისუფალია, თქვენ გადაწვებით და დილის გაზეთის კითხვას იწყებთ რომელიც ტელევიზორის ბრტყელ ეკრანზე იშლება მანქანაში აღმართულ დაფაზე. ღილაკზე დაჭერით გვერდი გადაიფურცლება. მანქანა ქალაქის გარეუბანში 150 კმ/სთ სიჩქარით დადის, შემდეგ კი ნაკლებადაშენებულ ადგილებში 250 კმ/სთ სიჩქარით განაგრძობს სვლას და გლუვ პლასტმასის გზაზე მოძრაობს.”

 

მიუხედავად იმისა, რომ ბერის ხედვაში დეტალები, როგორიცაა პლასტმასის გზები და 400 კმ/სთ სიჩქარე, რეალობისგან შორს არის, 2030 წლისთვის სავარაუდოდ, ავტომობილი მძღოლის გარეშე კომერციულად ხელმისაწვდომი იქნება. Mercedes-Benz- მა გამოიტანა თავისი განსაცვიფრებელი "ავტონომიური" ავტომობილის პროტოტიპი, F 015 Luxury in Motion ”Visionary concept” ავტომობილი ყოველწლიურ საერთაშორისო სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუზე, ასე რომ ავტომობილების მომავალი ნამდვილად გულისხმობს მძღოლების არარსებობას.

 

საყოფაცხოვრებო ნივთების მომავალი

მიუხედავად იმისა, რომ მე-19 საუკუნის 30-იანი წლების საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის გამოგონების შემდეგ ტექნოლოგიამ გაამარტივა ჩვენი საშინაო ცხოვრება, ჩვენ ვაღწევთ იმ ეტაპს, როდესაც სახლები თვითმართვადი იქნება. „მომავალი 40 წლის შემდეგ“ სტატიაში ჯეიმს ბერიმ ასეთი პროგრესი განჭვრიტა:

 

სახლები პრაქტიკულად თვითმართვადია. ელექტროსტატიკური გამწოვები ასუფთავებენ ჰაერს, კლიმატიზატორები კი ტემპერატურას და ტენიანობას ოპტიმალურ დონეზე ინარჩუნებენ. რობოტები ასრულებენ სახლის საქმეს და სხვა მარტივ საქმეებს. ნივთები და ინტერიერის მასალები თვითწმენდადია და არასდროს ცვდება, იხაზება ან იბზარება.”

 

მიუხედავად იმისა, რომ რობოტიკის ინჟინრები ჯერ კიდევ ცდილობენ წარმატებით განავითარონ სახლის დამხმარე რობოტები, რომელთაც შეუძლიათ სრულყონ ბერის ხედვა, მობილური მანიპულატორი რობოტები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი საშინაო საქმეების შესრულება, უკვე დიდი ხანია ვითარდებიან ტოკიოს უნივერსიტეტში (ინფორმაციული და რობოტული ტექნოლოგიის კვლევის ინიციატივა) და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ადამიანზე ორიენტირებული რობოტიკის ლაბორატორიაში.

 

ფულის მომავალი

სტატიის “მომავალი 40 წლის შემდეგ“ გამოცემისას ბანკის მიერ საკრედიტო ბარათების პრაქტიკა უკვე არსებობდა, მაგრამ ნაღდი ფული ჯერ კიდევ მეფობდა. 2003 წელს, მსოფლიოში ჯამურად 1 მილიარდი საკრედიტო ბარათიც კი არ იყო დაბეჭდილი, რადგან მას არავინ არ მოიხმარდა, ახლა კი პლანეტის მცხოვრებთა 68% იყენებს პლასტიკურ ბარათს თუნდაც ყველაზე მცირე შესყიდვისთვის

 

მიუხედავად იმისა, რომ მას სავარაუდოდ არც კი ჰქონდა საკრედიტო ბარათი, ჯეიმს ბერიმ განჭვრიტა ქაღალდის ფულის დასასრული:

ფული გაქრა. დამსაქმებლები ხელფასის ჩეკებს სვამენ უშუალოდ მათი თანამშრომლების ანგარიშებზე. საკრედიტო ბარათები გამოიყენება ყველანაირი სახის გადახდისთვის.”

 

ამასთან, 2015 წელს ფული კიდევ ერთხელ გარდაისახა – და ამჯერად ბერის ფუტურისტული ხედვის მიღმა – კრიპტოვალუტების, მაგალითად ბიტკოინის, განვითარებით და ფართო ადაპტირებით. 2015 წლის 11 იანვრისთვის მთელს მსოფლიოში მიმოქცევაში იყო 4,1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი და როგორც The Guardian-ის ეს შესანიშნავი განმარტებითი ვიდეო უსვამს ხაზს, ბიტკოინი არის გლობალური ეკონომიკის მომავალი

 

ნუ დარჩებით დროის შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული უნარების გარეშე, შეისწავლეთ ინტერიერის დიზაინი ჩვენთან

 დარეგისტრირდი ახლავე!

 

შოპინგის მომავალი

ბოლო ათი წლის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა სამომხმარებლო საქონლის შეძენისა გზები. დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა დღეები, როდესაც ფიზიკურად მივდიოდით მაღაზიაში ნივთების დასათვალიერებლად და შესაძენად. წლიდან წლამდე ონლაინ მაღაზიებში გახარჯული ფინანსების მოცულობა სტაბილურად 40%-თ მაინც იზრდება, თუმცა საინტერესო ფაქტია, როდესაც ჯეიმს ბერიმ გაამჟღავნა თავისი წინასწარმეტყველებები, მსოფლიოში პირველი პერსონალური კომპიუტერი Olivetti-სგან, Programma 101, ახალი გამოგონებული იყო; ინტერნეტის იდეა არც კი იყო ჩასახული და ტელეშოპინგი შორეული ფანტაზიის ნაყოფი გახლდათ:

 

კომპიუტერები არამარტო აკონტროლებენ ფულის ხარჯვის პროცესს, არამედ აადვილებენ ხარჯვას. ტელე-სატელეფონო შოპინგი მარტივია. შეძენისთვის უბრალოდ აკრეფთ გიგანტური სავაჭრო ცენტრის დანომრილ კოდს. თქვენ აკრეფთ სხვა კომბინაციას, რომ მოხვდეთ იმ დეპარტამენტში, რომლის საქონლითაც ხართ დაინტერესებული. როდესაც დაინახავთ სასურველ ნივთს, დააწვებით ნომერს, რომელიც ნიშნავს "ყიდვას", ხოლო საყოფაცხოვრებო კომპიუტერი იღებს თქვენს შეკვეთას, აცნობებს მაღაზიას სახლის მისამართს და აიღებს შესყიდვის თანხას თქვენი საბანკო ბალანსიდან.“

 

განათლების მომავალი

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 95% მიიჩნევს, რომ ონლაინ განათლება მნიშვნელოვანია მათი გრძელვადიანი სტრატეგიისთვის, ასევე 2015 წლის მონაცემებით 25 მილიონზე მეტი სტუდენტი იღებდა განათლებას აშშ-ში ონლაინ, შედეგად ინტერნეტმა უმაღლეს განათლებაში რევოლუცია მოახდინა. ამის გათვალისწინებით, ჯეიმს ბერის წინასწარმეტყველება განათლების მომავალთან დაკავშირებით საკმაოდ ზუსტად ახდა:

 

სწავლების უმეტესი ნაწილი - პირველი კლასიდან კოლეჯის ჩათვლით - მოიცავს პროგრამირებულ სატელევიზიო კურსებს ან ლექციებს. სტუდენტები სტუმრობენ კამპუსს კვირაში ერთხელ ან ორჯერ პერსონალური კონსულტაციებისთვის ან ლაბორატორიული სამუშაოსთვის, რომელიც უნდა გაკეთდეს ადგილზე. თითოეული სტუდენტის პროგრესს აკონტროლებს კომპიუტერი, რომელიც სემესტრის ბოლოს სტუდენტებს ანიჭებს საბოლოო შესაფესებებს სემესტრის განმავლობაში ტესტებში მიღებული ქულების მიხედვით.”

 

არდადეგების მომავალი

უმეტესი ჩვენგანისთვის დასვენება უახლოეს მომავალში უკავშირდება პლანეტა დედამიწას. თუმცა, მათთვის, ვისაც 250 000 დოლარის ღირებულების გადახდა შეუძლია, Virgin Galactic's SpaceShipTwo არის თამაშის შემცვლელი, როდესაც საქმე არდადეგებს ეხება. როგორც ნათქვამია, SpaceShipTwo-ს ბოლო სატესტო ფრენა 31 ოქტომბერს (რომელიც მოჰავეს უდაბნოში მხოლოდ 11 წამიანი ფრენის შემდეგ საბედისწეროდ ჩამოვარდა) არ იყო კარგი რეკლამა რეკრეაციული კოსმოსური მოგზაურობისთვის. ამ მხრივ, ჩვენმა კარგმა მეგობარმა ჯეიმს რ. ბერიმ იმაზე ოდნავ უფრო წინ წასულებად წარმოგვაჩინა, ვიდრე რეალურად ვართ:

 

2008 წელს ტიპური შვებულებაა ერთი კვირის გატარება წყალქვეშა კურორტზე, სადაც თქვენი სასტუმროს ოთახის ფანჯრიდან უყურებთ ტროპიკულ წყალქვეშა რიფს, ჩაძირულ გემს ან უძველეს, გათხრილ ქალაქს. სტუმრებისთვის ხელმისაწვდომია ორ და სამკაციანი წყალქვეშა ნავები, რომლებითაც კარგად იმოძრავებთ სპეციალურად მონიშნულ წყალქვეშა გზებზე ... კიდევ ერთი დასვენების ნაირსახეობაა სატელიტურ სასტუმროში ყოფნა. სარაკეტო ფრენა სატელიტისკენ და უკან, მათ შორის დედამიწისა და მთვარის ხედები, დასამახსოვრებელ არდადეგებს ქმნის.”

 

ჯანდაცვის მომავალი

ბოლოს, ჯანდაცვასაც მივადექით. სფერო, სადაც ტექნოლოგიური წინსვლა ფაქტობრივად გვიხანგრძლივებს სიცოცხლეს. სულ უფრო მეტად, ტექნოლოგია თამაშობს მნიშვნელოვან როლს ჯანდაცვის პროცესებში, პაციენტის რეგისტრაციიდან მონაცემების მონიტორინგამდე, ლაბორატორიული ტესტებიდან თვითზრუნვის ინსტრუმენტებამდე. მიუხედავად ღეროვანი უჯრედების კვლევის საოცარი მიღწევებისა და Calico-ს, Google-ის უახლესი ფუტურისტული საწარმოს წამოწყებისა, რომელიც ”მიზნად ისახავს ისეთი ჩარევების შემუშავებას, რაც ადამიანებს საშუალებას მისცემს უფრო დიდხნიანი და ჯანმრთელი ცხოვრებით იცხოვრონ”, ჯეიმს რ. ბერის ამ უტოპიური ხედვის შესრულება ჯერ ვერ მოვახერხეთ:

 

სამედიცინო კვლევის შედეგად გარანტირებულია, რომ 21- საუკუნეში დაბადებული ჩვილების უმეტესობა დიდხანს და ჯანმრთელად იცოცხლებს. გულის დაავადებები პრაქტიკულად აღმოიფხვრა წამლებისა და დიეტის საშუალებით. თუ გული ან სხვა მნიშვნელოვანი ორგანოები დაავადდება, მათი ჩანაცვლება შეიძლება ხელოვნური ორგანოებით.”

 

განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებთა შემთხვევაში ჩვილების უმეტესობას გარანტირებული აქვს ხანგრძლივი სიცოცხლე. თუმცა, ჯანდაცვის სფეროში მასობრივი გაუმჯობესების მიუხედავად, მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები გარანტირებული არ არიან ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრებით. თუმცა, როგორც ჰანს როსლინგის საინტერესო პრეზენტაცია „სიღარიბის ახალი ხედვები“ უსვამს ხაზს: მეოცე საუკუნეში კაცობრიობის ისტორიაში სიკვდილიანობის ყველაზე სწრაფი ვარდნა მოხდა.

 

შეჯამება

როგორც ჯეიმს ბერიმ იწინასწარმეტყველა, ტექნოლოგიურმა პროგრესმა მნიშვნელოვნად იმატა XX საუკუნის მეორე ნახევარში და ოცდამეერთე საუკუნეში, შეიცვალა ყველა ინდუსტრია განვითარებული მოვლენების შესაბამისად. თუმცა რეალური პროგრესი ჯერ კიდევ წინ გველის!

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

კიბერუსაფრთხოება ბიზნესში - რა საფრთხეები აქვს კომპანიებს?

სტატია ხსნის, რატომ არის კიბერუსაფრთხოება ბიზნესისთვის აუცილებელი და რა უარყოფით გავლენას ახდენს მისი უგულებელყოფა ოპერაციებზე, ხარჯებსა და მომხმარებელთა ნდობაზე.

რატომ არის კიბერუსაფრთხოება ბიზნესის დღის წესრიგში? ბიზნესის ციფრული ეკოსისტემა ყოველდღიურად ფართოვდება: ელფოსტა, ღრუბლოვანი სერვისები, თანამშრომელთა მობილური მოწყობილობები, SaaS-აპლიკაციები და მომწოდებელთა ჯაჭვი ქმნის დიდ „შეტევის ზედაპირს“. ერთი სუსტი პაროლი, საეჭვო ბმულზე დაწკაპება ან ღრუბლის არასწორი დაყენება საკმარისია, რომ გაჩერდეს მუშაობა, გაიზარდოს ხარჯები და

ШАГ логотип

როგორ ქმნის გრაფიკული დიზაინი მომხმარებელში ნდობას?

გრაფიკული დიზაინი ქმნის პირველ შთაბეჭდილებას, რომელსაც ხშირად მოჰყვება ნდობა. გაიგე, როგორ მოქმედებს ფერები, სტრუქტურა და თანმიმდევრულობა მომხმარებლის აღქმაზე და რატომ არის დიზაინი ერთ - ერთი ყველაზე ძლიერი ბიზნეს ინსტრუმენტი.

პირველი შთაბეჭდილება დიზაინით იწყება ბრენდისადმი ნდობა ხშირად ყალიბდება სწორედ იმ წამებში, როცა მომხმარებელი პირველად ეცნობა მის ვიზუალურ იდენტობას. ფერები, ფორმები, შრიფტები და კომპოზიცია ქმნიან იმ პირველ ემოციას, რომელიც განსაზღვრავს - დარჩება თუ არა მომხმარებელი შენს გვერდზე. დიზაინი ამ შემთხვევაში მხოლოდ ესთეტიკა კი არა - ძლიერი ფსიქოლოგიური მექანიზმია: როცა ვიზუა

ШАГ логотип

რომელი მოქნილი უნარები გახდება ყველაზე მოთხოვნადი

მომავლის კარიერაში ყველაზე მოთხოვნადი გახდება მოქნილი უნარები - კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა და ემოციური ინტელექტი. ისინი ქმნიან უნიკალურ ღირებულებას, რომელსაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის.

ციფრულ ეპოქაში ტექნიკური ცოდნა მარტო წარმატების გარანტია აღარ არის. კომპანიები სულ უფრო მეტად აფასებენ იმ უნარებს, რომლებიც ადამიანს სხვა ადამიანებთან მუშაობაში, ახალი იდეების შექმნაში და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, მოქნილი უნარები (soft skills) იქცა მომავლის პროფესიის მთავარი საფუძვლი. გლობალური კვლევების მიხედვით, 2030 წლისთვის 80%-ზე მეტი ახა

ШАГ логотип

სერტიფიცირებული პროფესიონალი - რატომ იღებს მეტ ანაზღაურებას?

სერტიფიკატი დამსაქმებლისთვის ნიშნავს გარანტიას, რომ თანამშრომელი უკვე შემოწმებულია და მის ცოდნას დამატებითი მტკიცებულება აქვს. შედეგად, ორგანიზაციები მზად არიან მეტი გადაიხადონ იმ სპეციალისტში, რომელიც მათ ნაკლებ რისკსა და მეტ სანდოობას სთავაზობს.

თანამედროვე შრომის ბაზარზე მთავარი კონკურენცია უკვე მხოლოდ გამოცდილებასა და უნარებში არ არის. დღეს დამსაქმებლები განსაკუთრებით აფასებენ იმას, თუ რამდენად არის სპეციალისტის ცოდნა საერთაშორისო დონეზე დადასტურებული. სწორედ ამიტომ სერტიფიცირებულ პროფესიონალებს თითქმის ყოველთვის უფრო მაღალი ანაზღაურება აქვთ – ეს შედეგია იმ სანდოობისა და მაღალი სტანდარტის, რასაც საერთა

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა