IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

ახალგზარდების ურთიერთობა ახალ ტექნოლოგიებთან

04.11.2021

1121 ხედი

ჩვენი ყოველდღიურობა ახალი ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. სმარტფონები, პლანშეტები, კომპიუტერები საყოველთაოდ გამოყენებადი ნივთები გახდა, შეუცვლელი და აუცილებელი ფულისა ან სახლის გასაღებების მსგავსად. ვის შეუძლია სახლში დარჩეს ტელეფონი და უკან არ გაბრუნდეს მის ასაღებად?

 

ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება ყველა თაობას: მოხუცებს, ახალგაზრდებს, მოზარდებს და ბავშვებსაც კი. ახალგაზრდობა ხომ ისედაც ყოველთვის იყო სიახლისა და თანამედროვეობის სინონიმი.

 

მოზარდები დროის უდიდეს ნაწილს ატარებენ ახალ ტექნოლოგიებთან: კონტაქტობენ, სწავლობენ და ერთობიან ვიდეო თამაშებით, ეძებენ საჭირო ინფორმაციას ინტერნეტში, ავითარებენ და ინარჩუნებენ ურთიერთობებს სოციალური ქსელების მეშვეობით. ტელეფონები, ტრადიციული მედია, როგორიცაა ტელევიზია, რადიო და გაზეთები, ხშირად ადგილს პოულობს მათი თავისუფალი დროის ყველაზე ბნელ კუთხეში.

 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი ტექნოლოგიები, ასევე სთავაზობს ახალგაზრდებს განვითარებისა და სწავლის უამრავ შესაძლებლობას. დაფიქრდით, რამხელა შესაძლებლობა ეხსნებბა საშუალო სკოლის ან უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც იყენებს ქსელს ინფორმაციის მოსაძიებლად, ნაშრომების დასაწერად, კვლევის ჩასატარებლად, ახალი ცნებებისა და აზრების შესასწავლად, ხშირად იმასთან ინტეგრირებით, რასაც წიგნებში პოულობენ.

 

ბავშვები და ახალი ტექნოლოგიები: როგორ შეიძლება ამის გამოყენება სწავლების სტიმულირებისთვის? 

ტექნოლოგიური სიახლეები არ ეხებათ მხოლოდ მოზარდებს, მეცნიერებმა XXl საუკუნეში დაბადებულ ბავშვებს "ციფრული თაობა - საწოვარათი ხელში" უწოდეს.

 

აღნიშნული მათთვის უდიდესი სარგებლის მომტანია, განსაკუთრებით ჩამოყალიბების კუთხით. მაგალითად, ყოვედღიურად ვვითარდება და იხვეწება კონკრეტული აპლიკაციები და ვებსაიტები, რომლებიც ეხმარება პატარებს განავითარონ თავიანთი შემოქმედობითობა და ინტუიცია, ასევე არსებობს ჩვილ ბავშვთა ონლაინ თამაშების მრავალფეროვანი არჩევანი, ხშირად ასევე უფასო, რაც ხელს უწყობს სწავლას.

 

ტექნოლოგიას შეუძლია შექმნას გართობის, ზრდის, ინტერაქციის შესანიშნავი შესაძლბელობები და კიდევ განავითაროს კავშირები მშობლებსა და მათ შვილებს შორის. აღნიშნულის უკეთესად გაცნობიერებისთვის, შეიძლება სასარგებლო იყოს სტატიების გადაკითხვა 10 საუკეთესო საბავშვო აპლიკაციის iPad-ზე და iPhone-ზე და ბავშვებისა და პლანშეტომანიის შესახებ.

 

არ დაკარგო დრო! გამოიყენე ის შენი უკეთესი მომავლის შესაქმნელად. არ გადადო, დარეგისტრირდი დღესვე, იპოვე შენი წარმატების გზა

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

ზოგადად, ბავშვები აღიქვამენ ტექნოლოგიას, როგორც რაღაც დადებითს, არსებითად იმიტომ, რომ ის დაკავშირებულია გართობასთან. ეს მათ ღიმილს სძენს. სურათი ზუსტად ამას ასახავს, მხიარული და მომღიმარი ბავშვის გამოსახულებას.

 

რა თქმა უნდა, ნათელია, რომ ყოველთვის მაქსიმალურად უნდა ხელი შეუვუწყოთ ბავშვის თვითკონტროლს ტექნოლოგიების გამოყენებაში. თქვენი შვილების თვითშეფასების ფორმირება ამ ასაკში გადამწყვეტია მათი განვითარებისა და ზრდის პროცესში.

 

მოზარდები და ახალი ტექნოლოგიები: როგორ წავახალისოთ კრიტიკულობის შეგრძნება?

მოდით, დავუბრუნდეთ მოზარდებს და მოვიშოროთ სტერეოტიპი, რომელიც შექმნილია ზოგიერთი ხისტი და უკომპრომისო მშობლებისა და აღმზრდელების მიერ: დიახ, ტექნოლოგია შეიძლება სასარგებლო იყოს მოზარდებისთვის.

 

მასზე უარის თქმა ან მისი დემონიზირება არ შეიძლება. თუმცა, მნიშვნელოვანია იცოდეთ როგორ გამოიყენოთ ის დაბალანსებულად, დამოკიდებულებებისა და გადაჭარბებულად მოხმარების წახალისების გარეშე. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ მოზარდებს ციფრული მედიის მიმართ კრიტიკული მიდგომა, რათა დაიცვან ბალანსი მოხმარებასა და დამოკიდებულებას შორის. რას ნიშნავს ეს?

 

ეს ნიშნავს, რომ ციფრულ მედიასთან ყოველდღიურ ურთიერთობაში საჭიროა გარკვეული ასპექტების გათვალისწინება:

 

1) გაეცანით ინფორმაციას მხოლოდ სანდო წყაროებიდან: ვებგვერდის გახსნა და წაკითხვა ყოველთვის არ ნიშნავს სანდო და ჭეშმარიტი ინფორმაციის მოძიებას. სამწუხაროდ, ინტერნეტი არ არის იდეალური სამყარო, სადაც გაბატონებულია სიმართლე. თქვენ უნდა იცოდეთ რას კითხულობს თქვენი შვილი ყოველდღიურად და აუხსნათ მას როგორ შეარჩიოს საიტები, სანდო და ზუსტი ინფორმაციის მისაღებად.

 

2) გაანალიზეთ თემები: ქსელში ნავიგაციისას, ხშირად გვხვდება სკანდალური სიახლეები, თუ მოახერხებთ და მას თქვენს შვილთან ერთად გააანალიზებთ ეს თქვენს ურთიერთობასაც გაამყარებს და მოზარდსაც სწორი შეხედულებების ჩამოყალიბებაში დაეხმარებით.

 

3) აჩუქეთ მოზარდს სასწავლო კურსი: სოც-ქსელებში დროის ხარჯვას ავტომატურად შეზღუდავს კარგი ონლაინ კურსი, თქვენი შვილი კი შეიძენს ახალ უნარებს. დროა ახალგაზრდებმა დაიწყონ მათი შესაძლებლობების გამოყენება და გაერკვნენ თანამედროვე პროფესიებში, როგორიც არის: გრაფიკა და დიზაინი, ბრენდ დიზაინი, Python პროგრამირება-პროფესია სკოლის პარალელურად, ინტერიერის დიზაინი...

 

 

სოც-ქსელი და ციფრული მედია არ უნდა იყოს ინფორმაციის და გართობის ერთადერთი წყარო. ინტერნეტში მარტივად შეგვიძლია ვიპოვოთ სასწავლო კურსები, საიტები ფილმების უფასო სტრიმინგით და სხვა...

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა