IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი საცხოვრებელი სახლის გარეშე

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი საცხოვრებელი სახლის გარეშე

მოტივაცია

16.07.2022

790 დათვალიერება

ილონ მასკი ნამდვილი ვარსკვლავი და სიახლეების შემოქმედია, რამოდენიმე დღის წინ პრესას რომ ვკითხულობდით ყველა გაგვაოცა მორიგმა სიახლემ

  1. „BYD”-იმ „TESLA”-ს გაყიდვების რაოდენობით გადაასწრო: „Tesla” უკვე აღარ არის ლიდერი ეკოლოგიურად სუფთა მანქანების გაყიდვებში...
  2. მასკი ტვიტერს აღარ შეიძენს, აღმოჩნდა რომ Twitter მას არასწორ ინფორმაციას აწვდიდა საკუთარ პლატფორმაზე არარეალური ანგარიშების რაოდენობასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შეთანხმების დარღვევად ჩაითვალოს...

და ბოლოს

3. ილონ მასკის დავალებითა და ჩართულობით, Starlink Georgia საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად ემზადება!

 

ვინ არის მასკი? - $230.4 მილიარდით ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია, მაგრამ სახლიც კი არ გააჩნია

კომპანიების SpaceX და Tesla აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი, TED-თან ინტერვიუში ამბობს, რომ უსახლკაროა და ღამეებს ტესლას ქარხანაში ათევს, კვირაობით კი სან-ფრანცისკოში, სხვადასხვა მეგობრის სახლს სტუმრობს, სამაგიეროდ, მასკი ფლობს თვითმფრინავს, ერთი კომპანიიდან მეორე კომპანიაში გადასვლისას რომ ბევრი დრო არ დაკარგოს. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ პლანეტის ოთხ მოწინავე პროექტზე ერთდროულად მუშაობს.

მისი სახელი უკვე დიდი ხანია, მომავალთან ასოცირდება. თვითმავალი მანქანებიდან დაწყებული მარსის კოლონიზაციით დამთავრებული, სამეცნიერო ფენტეზის მწერლებსაც შეშურდებათ მასკის კრეატიული გეგმების. მის სტარტაპებში მარტივად შეიძლება ჩაიკარგო. ზოგი დააარსა და შემდეგ სხვას მიანდო; ზოგი შეისყიდა და განვითარების თავისებური მიმართულება მისცა; ზოგს აქტიურად უდგას სათავეში და თავად მუშაობს პროდუქტის ტექნიკურ განვითარებაზე.

 

ილონმა განავითარა Tesla

ტესლას საბაზრო ღირებულება ერთ ტრილიონ დოლარს სცდება, რითაც ის თავის ცხრა უმსხვილეს კონკურენტს ერთად აღებულს უსწრებს.

თავად დამფუძნებლის მიერ, შვიდი Tesla-ს მოდელია შემუშავებული, რომელთაგან ოთხი აქტიურ წარმოებაში ჩაშვებულია, მასკის მთავარი ამოცანა ენერგოეფექტური მანქანების წარმოებაა. ამასთან, ტესლა ხელს უწყობს მანქანების გაზიარების სისტემის დანერგვას ნაკლები ხარჯისა და მეტი კომფორტისთვის. ამას ემატება მისი შვილობილი კომპანიის, SolarCity-ს აქტივობებიც, რომელიც Tesla-მ 2016 წელს შეისყიდა. ეს უკანასკნელი მზის ენერგიის შენახვისა და გამოყენების პროდუქტებს აწარმოებს, რაც ისევ და ისევ ბუნებრივი რესურსების დაზოგვას ემსახურება.

 

შექმნა SpaceX

ცნობილი ამბავია, რომ ილონ მასკმა სხვადასხვა პროექტიდან აღებული 180 მილიონი დოლარი სამ პროექტში, SpaceX-ში (100 მლნ.), Tesla-სა (70 მლნ.) და SolarCity-ში (10 მლნ.) გადაანაწილა და იმდენად გადაღლილი იყო რომ თავად ქირის ფულის სესხება დასჭირდა.

SpaceX-ი რაკეტების მწარმოებელი პირველი კერძო კომპანიაა. დაახლოებით წარმოგიდგენია, რამხელა იქნება კოსმოსური მოგზაურობის ბაზარზე გასვლის ფინანსური, ინტელექტუალური, თუ ემოციური ხარჯი, რისკებზე რომ არაფერი ვთქვათ? მასკმა ეს უკანასკნელი რესურსებით გაბედა.

 

“ვთვლიდი, რომ SpaceX-ის წარმატების შანსი 10%-ზე ნაკლები იყო და მე ეს ალბათობა მივიღე… ცოტათი მაინც რომ წავსულიყავით წინ და შემდეგ დავმარცხებულიყავით, იქნებ ვინმე მოსულიყო და გზა გაეგრძელებინა.”

 

SpaceX-ის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა რაკეტის ხელმეორედ გამოყენებაა, რაც წარმოუდგენლად ამცირებს კოსმოსური მოგზაურობის ხარჯებს. შეადარე ერთმანეთს სამსახურში ერთი და იმავე მანქანით სიარული ყოველ ჯერზე ახალი მანქანის აწყობას.

როცა საქმე პლანეტებს ეხება, მასკი არც დედამიწას ივიწყებს. ამას SpaceX-ის შვილობილი კომპანია, Starlink-ი, ემსახურება. პროექტი მთელი დედამიწის მასშტაბით ინტერნეტის უწყვეტ მიწოდებას ემსახურება.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე დიზაინის სწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

შექმნა OpenAI

მაშინ, როცა თითქმის ყველა მოწინავე სტარტაპერი, მეცნიერი, თუ ტექ-ენთუზიასტი ხელოვნური ინტელექტის უპირატესობებზე საუბრობს და ხალხში გავრცელებული ეჭვების გაქარწყლებას ცდილობს, ილონ მასკი დღემდე აქტიურად გვახსენებს AI-სთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს.

პარადოქსულად შეიძლება ჩანდეს, თუმცა სწორედ იმიტომ დააარსა AI კომპანია, რომ მის წარმოდგენაში ყველაზე დიდ საფრთხეს ავარიდოთ თავი.

 

“OpenAI-ც იმიტომ დავაარსეთ, რომ AI ტექნოლოგიის დემოკრატიზაცია და ფართო გავრცელება უზრუნველვყოთ, რათა ის არ კონცენტრირდეს რამდენიმე ადამიანის ხელში.”

დღეს ის OpenAI-ს საქმიანობებში ჩართული არ არის, თუმცა მაინც მის ნიშანდობლივ წამოწყებად ითვლება და აქვე ვიტყვი, რომ ეს ჩემი საყვარელი პროექტია მასკის კომპანიებიდან

 

დააფუძნა Neuralink

Neuralink-ი – კომპანია, რომელიც ტვინში ჩანერგილი პატარა მოწყობილობის მეშვეობით ჩვენს ფიქრებს პირდაპირ დაუკავშირებს კომპიუტერს. დაივიწყე კლავიატურა, მაუსი და მსგავსი შუამავლები. გაიფიქრე კომენტარი ამ სტატიაზე და ის ავტომატურად გამოჩნდება ჩვენს ფეისბუკ გვერდზე.

გონების ტექნიკასთან პირდაპირ დაკავშირებას მხოლოდ ილონ მასკი არ ცდილობს. ზოგი სტარტაპი საერთოდ არ საჭიროებს ინპლანტს. ისინი ისეთ ჩაფხუტზე თუ ხელის სამაჯურზეც კი მუშაობენ, რომლის მოხსნა-გაკეთებაც თავისუფლადაა შესაძლებელი. მასკის ინპლანტებით გატაცება არაინვაზიურ დანადგარებზე ბევრად უკეთესი შედეგის მოლოდინს უნდა მივაწეროთ. მიზანი ამ შემთხვევაშიც საკმაოდ კეთილშობილურია: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დახმარება. მიუხედავად ამისა, Neuralink-ი და მსგავსი ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიები ყველაზე მეტად იწვევენ ხალხში უნდობლობას.

ჯერ-ჯერობით, კომპანიამ მხოლოდ მაიმუნზე ჩაატარა ექსპერიმენტი, რაც ილონ მასკმა წარმატებულად გამოაცხადა. დაპირებების მიუხედავად, ადამიანებზე კლინიკური ექსპერიმენტები ჯერ არ დაწყებულა.

 

The Boring Company

ილონის სხვა წამოწყებებს თუ შევადარებთ, ეს უკანასკნელი მართლაც საკმაოდ მოსაწყენი სტარტაპია. The Boring Company მიზნად ისახავს ამერიკის მასშტაბით გვირაბების გაჭრას სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილებისთვის. მისი ერთ-ერთი სამომავლო პროექტი, Hyperloop-ი, 1100 კილომეტრ/საათში გადაადგილებასაც კი მოიაზრებს.

ამ ეტაპზე კომპანიას დიდი მიღწევები არ აქვს, თუმცა, ილონ მასკის თქმით, Hyperloop-ის ტესტირება წელს უნდა დაიწყოს.

 

 

მასკი არის ლეგენდა, რომელიც ღამეებს ტესლას ქარხანაში ათევს

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა