IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

ქალების როლი კინო ინდუსტრიაში

გ

მოტივაცია

08.03.2023

1757 დათვალიერება

არსებობენ ქალები, რომელთაც ჰოლივუდი შეცვალეს და არსებობენ ქალები, რომლებიც ჰოლივუდამდეც მონაწილეობდნენ ფილმებში ან როგორც მინიმუმ მცდელობა ჰქონდათ კინო სამყაროში თავის დამკვიდრების.

კინომდე იყო თეატრი, ქალთა პირველი ნაბიჯებიც აქედან იწყება. პირველი ქალი მსახიობის წოდება მარგარეტ ჰიუზს ეკუთვნის. მარგარეტი იყო ინგლისელი მსახიობი, რომელიც ხშირად მოიხსენიება როგორც პირველი პროფესიონალი მსახიობი სცენაზე, რომლის პერფორმანსიც 1660 წლის 8 დეკემბერს შედგა.

 

მარგარეტ ჰიუზი

 

მისი სახელის გვერდით უნდა ვახსენოთ ენ მარშალი - ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი მსახიობი სცენაზე, რომელიც დეზდემონას როლს ასრულებდა ოტელოში.

 

ენი მარშალი

 

 

1670 წელს - აფრა ბენმა, ერთ-ერთმა ადრეულმა დრამატურგმა ქალმა, მოამზადა თავისი პირველი პიესა, სახელწოდებით იძულებითი ქორწინება. ბენის კომედიები, განსაკუთრებით The Rover, დღესაც იწარმოება და ხორციელდება რეჟისორების მიერ.

 

 

აფრა ბენი

 

 

ისტორიის კვალდაკვალ იმართებოდა წარმოდგენები, სანხაობრივი გამოსვლები, თუმცა რადიკალური ცვლილებები მსოფლიო კინო ინდუსტრიაში ჰოლივუდმა შეიტანა.

ჰოლივუდის ზღაპარი 1911 წლიდან დაიწყო, როდესაც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დადგა და ნესტორ ქომფანიმ ჰოლივუდში პირველი კინოსტუდია გახსნა. ამავე წელს სესილ დემილმა ჰოლივუდის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გადაიღო. სულ მალე გრიფიტმა, მაკ სენეტმა და სხვებმა ედენდეილშიც გახსნეს კინოსტუდიები, ახლანდელ გლენდეილ ავენიუზე ექო პარკში. ამ პერიოდში დაიწყო ჰოლივუდის სრული გარდასახვა.

ჰოლივუდის სასოფლო სამეურნეო ცენტრი ბიზნეს ცენტრად იქცა. კინოსტუდიების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა ჰოლივუდში და სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ბევრმა კინოვარსკვლავმა დაიწყო ჰოლივუდში ბევერლი ჰილზე მოღვაწეობა. მათ შორის იყო ბევრი ქალიც.

 

 

 

კინოს პიონერი ქალები

1920-იანი წლებიდან კინო ინდუსტრიაში გაჩნდნენ კინოს პიონერი ქალები. ერთ-ერთი მათგანია იზაბელ აკუნა. მისი პირველი ნაბიჯები კინოში მომავალი მეუღლის, ხოსე ნეპომუჩენოს ფილიპინელი კინოს პიონერის გაცნობის შემდეგ გადაიდგა. ამ დროს, 16 წლის იზაბელი იღებდა თავის მესამე ფილმს  Un Capello Marchito / The Wited Rosebud . იზაბელის ფილმში საკუთარი და მონაწილეობდა. ორი წლის შემდეგ მათ გადაიღეს ყველაზე ადრეული ცნობილი მხატვრული ფილმი Dalagang Bukid. ფილმი დღემდე პირველ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმად ითვლება

 

იზაბელ აკუნა მეუღლესთან ერთად

 

ქალი კინო ინდუსტრიიდან რომელსაც უნდა იცნობდეთ


 

ელის ბლანჩი იმ მრავალ ქალთაგან ერთ ერთია, რომელთაც კინოს ისტორიაში დიდი წვლილი შეიტანეს. ელისი იყო ერთ-ერთი პირველი ფრანგი კინორეჟისორი, რომელმაც გადაიღო ნარატიული მხატვრული ფილმი. ასევე პირველი ქალი, ვინც ფილმის რეჟისორი გახდა და სრულად აიღო პასუხისმგებლობა ფილმზე.

1896 წლიდან 1906 წლამდე ელისი მსოფლიოში ერთადერთ ქალ კინორეჟისორად ითვლებოდა.

 

 

 

 

სწორედ ელისმა გადაიღო ფილმი A Fool and His Money, რომელშიც მხოლოდ აფრო-ამერიკელი მსახიობები მოანწილეობდნენ.

ფილმი დაცულია ამერიკის კინოს ინსტიტუტის კინოსა და ვიდეო კონსერვაციის ეროვნულ ცენტრში მისი ისტორიული მნიშვნელობის გამო.


 

კინოინდუსტრია ცვალებადი და მუდმივად ახალი სახეებით სავსეა, თუმცა სადამდეც არ უნდა განვითარდეს ეპოქა, მუდამ უნდა გვახსოვდეს საიდან და ვისი სახელით იწყება ქალების გამოჩენა კინოში.



 

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა