IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

მეცნიერების ტრიუმფი - ზარი, რომელმაც შეცვალა ისტორია

27.07.2021

774 დათვალიერება

როდესაც ადამიანმა ელექტროენერგია აღმოაჩინა, სამყარო უკეთესობისკენ კიდევ ერთხელ შეიცვალა.
 

დღევანდელი გადმოსახედიდან, კაცობრიობას აღარ უკვირს რობოტების, ჭკვიანი მოწყობილობების (IOT), სმარტფონებისა და სხვა მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობა იმიტომ, რომ დღეს 21-ე საუკუნეა, ,,ტექნოლოგიების ბუმი’’ და რას უნდა დაუთმოს დრო ადამიანმა, თუ არა ინოვაციას?

ჩვენ ფეხს ვუწყობთ ტექნოლოგიებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მრავალი წლის წინ, ის რაც დღეს ჩვეულებრივ ამბად გვეჩვენება, იმ დროინდელი საზოგადოებისთვის აღმოჩენა იყო.

კაცობრიობის განვითარების ერაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიღწევა, რომელიც ადამიანმა განახორციელა პირველი სატელეფონო ზარი იყო, ზარი, რომელმაც შეცვალა ისტორია.

პირველი ოფიციალური ტრანსკონტინენტური სატელეფონო ზარი 1915 წლის 25 იანვარს, ნიუ – იორკიდან სან – ფრანცისკოში, ამერიკულმა უმსხვილესმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ  AT&T -მ განახორციელა.

სატელეფონო ზარის დროს ტელეფონის გამომგონებელი, ალექსანდრე გრეჰემ ბელი ნიუ-იორკიდან თავის ასისტენტს, თომას უათსონს, სან ფრანცისკოში, 3 400 მილის მანძილზე დაუკავშირდა.


ალექსანდრე ბელი ახორციელებს პირველ ტრანსკონტინენტურ ზარს. 1915 წ. 25 იანვარი. ნიუ-იორკი.

ალექსანდრე ბელისა და თომას უათსონის სატელეფონო დიალოგი. 1915 წელი:

From New York:
-"Ahoy! Ahoy! Mr. Watson, are you there? Do you hear me?"

From San Francisco:
- "Yes, Mr. Bell, I hear you perfectly. Do you hear me well?"

From New York:
- "We are talking over 3,400 miles as easily and clearly as we talked over two miles 38 years ago."

 

გამოიწერე IT სიახლეები სტეპისგან

 




ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: ჯონ კარტი AT&T-ს მთავარი ინჟინერი, ჯორჯ მაკნეინი, ალდერმენების საბჭოს პრეზიდენტი, ბეთელი AT&T-ს ვიცე პრეზიდენტი, ალექსანდრე გრეჰემ ბელი (ცენტრში), ჯონ მიჩელი ნიუ იორკის მერი, იოსტი ნებრასკას სატელეფონო კომპანიის პრეზიდენტი და უილიამ პრინდერგასტი.

თავდაპირველად, ალექსანდრე გრეჰემ ბელსა და თომა უათსონს შორის პირველი სატელეფონო საუბარი 1876 წლის 9 ოქტომბერს, კემბრიჯსა და ბოსტონის შორის არსებული დამაკავშირებელი სატელეფონო ხაზის საშუალებით შედგა.

1892 წელს, სატელეკომუნიკაციო კომპანიამ AT&T-მ გაიყვანა სატელეფონო ხაზები ნიუ-იორკსა და ჩიკაგოს შორის.

გაყვანილი ხაზები წარმატებით ფუნქციონირებდა. შესაბამისად, 1899 წელს სატელეფონო ხაზებით უფრო დიდ მანძილზე სიგნალების გადაცემა შესაძლებელი გახდა, ამიტომ 1911 წელს, კომპანიამ გადაწყვიტა სატელეფონო ხაზები ნიუ-იორკსა და დენვერს შორისაც გაეყვანა.


1914 წლის 17 ივნისს,  AT&T-ს მუშაკები ამაგრებენ სატელეკომუნიკაციო ხაზების ბოლო ბოძს. იუტას შტატი, აშშ.

იმისათვის, რომ შორეულ მანძილზე სატელეფონო ხაზებს კარგად ემუშავა და სიგნალები წარმატებით გადაცემულიყო, AT&T-მ ამერიკელი გამომგონებელი და ინჟინერი, ლი დე ფორესტი მოიწვია. ფორესტმა სიგნალების უკეთ მუშაობისთვის მისი საუკეთესო გამოგონება, სამ ელემენტიანი ვაკუუმის მილი გამოიყენა, რომელიც ცნობილია როგორც ,,Audion’’.



ლი დე ფორესტს ხელში უჭირავს თავისი საუკეთესო გამოგონება - სამ ელემენტიანი ვაკუუმის მილი


მოგვიანებით, AT&T-მ ლი დე ფორესტის სამ ელემენტიანი ვაკუუმის მილი სატელეფონო ხაზებისთვის უფრო დახვეწა და სიგნალებიც უკეთესად გადაიცემოდა.


                         AT&T-ს მიერ გადაკეთებული სამ ელემენტიანი ვაკუუმის მილი


აღსანიშნავია, რომ 1876 და 1877 წლებში თომას უათსონი წლების განმავლობაში ეხმარებოდა ალექსანდრე გრეჰემ ბელს ტელეფონის გამართვასა და ფუნქციონირების აწყობაში.


ტელეფონი, რომლითაც 1915 წელს ალექსანდრე გრეჰემ ბელმა და თომას უათსონმა 3400 მილის მანძილზე ისაუბრეს.

ხაზის წარმატებით დასრულება AT&T-სთვის დიდი საინჟინრო მოვლენა იყო. პირველი ტრანსკონტინენტური სატელეფონო ზარის მონაკვეთი დენვერიდან სან ფრანცისკომდე განსაკუთრებულად რთული იყო, რადგან ხაზებმა გადაკვეთა კლდოვანი მთები და ნევადას უდაბნოს უკიდეგანო, განუვითარებელი მონაკვეთი.
 

 

გამოიწერე IT სიახლეები სტეპისგან.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა