IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და ნიჭიერი მოზარდები, ნაწილი II

23.07.2021

549 დათვალიერება

დიდი ხანია მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ქართველი მოზარდები ყველა სფეროში აღწევენ წარმატებას. ამჯერად ვისაუბრებთ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ცნობილ და ნიჭიერ მოზარდებზე

 

ბლოგის პირველი ნაწილი

 

ფენომენალური ნიჭიერების, ბევრი სწავლისა და შრომის გარდა, რა აქვთ ამ ბრწყინვალე ახალგაზრდებს საერთო? რა ხდით მათ ჭკვიანებს?

 

ეს ვერ იქნება მხოლოდ მათი აკადემიური მოსწრება, რაც ამ თინეიჯერებს განასხვავებს ჭკვიანების სამყაროში. მოცემული ახალგაზრდები არა მხოლოდ თეორიულად არიან ჭკვიანები, არამედ მათ თავიანთი ჭკუა გამოიყენეს უამრავი პრაქტიკული, გამოსადეგი, საოცარი გზებით - მათი გონება სავსეა საინტერესო, გამჭრიახი იდეებით, გული კი ამ იდეების ერთგულებით! 

 

კრტინ ნითიანანდამი

სურეი, გაერთიანებული სამეფო

ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი და გამომგონებელი და სკოლის მოსწავლეა. კრტინ ნითიანანდამი იყო 2015 „სამეცნიერო ამერიკელი ინოვატორი“ Google-ის სამეცნიერო გამოფენაზე, სადაც ის დაჯილდოვდა ტესტის შემუშავებისათვის, რომელსაც შეუძლია ალცჰეიმერის დაავადების დიაგნოზი 10 წლით ადრე რაიმე სიმპტომების გამოვლენამდე.

 

ორი წლის შემდეგ, მისმა კვლევამ ძუძუს კიბოს განსაკურნებლად მიიყვანა იქამდე, რომ აღმოაჩინა ცილის დაბლოკვის მეთოდი, რომელიც ამ კონკრეტული სახის ძუძუს კიბოს აქცევს ისეთად, რომელსაც შეუძლია რეაგირება მოახდინოს წამლებზე, ვიდრე მკურნალობის სხვა არსებულ, უფრო ინვაზიურ მცდელობებზე. მისმა ნამუშევარმა აიღო  Big Bang Fair-ის „Intermediate Science“ პრიზი. კრტინმა ასევე წარმოადგინა გაერთიანებული სამეფო სტოკჰოლმის ჯუნიორ ვოთერსის კონკურსზე აბსოლუტურად განსხვავებული პროექტით: ”ახალი, ფოტოკატალიტიკური, ტყვიის იზოლირებადი ბიოპლასტიკა წყლის გასუფთავებისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით.”

 

კრტინს, რომელსაც ადრე თავისუფალ დროს სქვუაშის თამაში მოსწოდა, მიიღო ტრავმა, რამაც ის დააშორდა აქუაშის კორტებს და დააახლოვა ლაბორატორიას. ახალგაზრდა მეცნიერი ფიქრობს კარიერა გააგრძელოს  სამი სფეროდან ერთში – მედიცინა, კვლევა ან კომპიუტერული მეცნიერება – ან იქნებ ისეთ საქმეს აირჩევს, რომელიც სამივე ინტერესს გააერთიანებს. 

 

 

ითან ნოვეკი

კონექტიკუტი, აშშ

ალბათ თქვენც გაგჩენიათ პატარა ოცნებები ზღვის სანაპიროზე დღის გატარების შემდეგ, თუმცა შემდეგ ამას ალბათ არ მიუყვანიხართ აივი ლიგის კვლევით ლაბორატორიაში?

 

როგორც მან National Geographic-ს განუცხადა, ითან ნოვეკი უბრალოდ ერთ დღეს სანაპიროზე ქვიშაში ორმოს თხრიდა, როდესაც მან რაღაც შენიშნა, რამაც მას გააფიქრებინა – ზღვის წყალი, რომელიც ორმოში ჩაედინებოდა, იმავე ტემპით იზრდებოდა, როგორიც ზღვის ტალღების დინებაა ნაპირზე. ამან ითანი დააფიქრა: რა მოხდება, თუკი ეს ნაკადი შეიძლება ენერგიის მისაღებად გამოიყენონ ხმელეთზე მდებარე ჭაბურღილებში, ვიდრე უფრო რთულ ოკეანეების გარემოში? ამ იდეამ, რომელსაც თან ერთვოდა მთელი რიგი ექსპერიმენტები იგი მიიყვანა იელის უნივერსიტეტის კვლევით ლაბორატორიაში.

 

ცნობილი, როგორც თინეიჯერი გამომგონებელი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მსოფლიო კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გზა, ითანი მუშაობს ტექნოლოგიაზე, რამაც შეიძლება შეანელებს გლობალური დათბობა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში უამრავი ნახშირბადია, ამ წიაღისეულის მოპოვება ადვილი არ არის ფართო, კომერციული მასშტაბით. ეთანი მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც საშუალებას მისცემს მსოფლიოს დაწვას წიაღისეული კლიმატის შემცვლელი გამონაბოლქვის გარეშე, რაც საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ ისე ცხოვრება, როგორც აქამდე, ნაკლები ზიანის გამოწვევის გარეშე, სანამ არ შევქმნით უფრო მდგრად ალტერნატივებს. მისი ტექნოლოგიით CO2 ჩაიმარხება მიწისქვეშ ღრმად ან გადაამუშავებენ სასარგებლო პროდუქტად.

 

ითანის მუშაობამ და გამოკვლევებმა წიაღისეული საწვავის გაწმენდის შესახებ, უბიძგა დაეარსებინა საკუთარი კომპანია Innovator Energy. კომპანია მუშაობს იმ პროდუქტებისა და ტექნოლოგიების შემუშავებაზე, რომლებიც ზრდის ცხოვრების დონეს, ამცირებს რესურსების მოხმარებას და დაბინძურებას ნახშირორჟანგის – მსოფლიოში უდიდესი ნარჩენების პროდუქტის მოპოვებით და გადამუშავებით.

 

სხვა წარჩინებულთა შორის, ითანს აქვს შვიდი პატენტი, იყო 20 მილიონიანი დოლარის NRG COSIA Carbon Xprize-ის ნახევარფინალისტი, ის წელს მოხვდა Forbes-ის სიაში „30 30 წლამდელის“ სიაში.

 

ესტერ ოკადი

უელსალი, გაერთიანებული სამეფო

როდესაც ესტერი მხოლოდ 3 წლის იყო, მან დაიწყო კვადრატული განტოლებების ამოხსნა. მან შემდეგი შვიდი წელი გაატარა საშინაო სკოლაში, შემდეგ კი, როდესაც ის 10 წლის იყო, იგი გახდა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კოლეჯის სტუდენტი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ოუფენ უნივერსიტეტში მოხვედრით. სამი წლის შემდეგ, 13 წლის ასაკში, ესტერი მიიღებს დოქტორანტის ხარისხს ფინანსურ მათემატიკაში იმავე უნივერსიტეტისგან.

 

ესტერი არის საბავშვო მათემატიკის სამუშაო წიგნების სერიის „გემრიელი, გემრიელი ალგებრას“ ავტორი, თუმცა მას გადაწყვეტილი აქვს საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი მისცეს. წარმოშობით ნიგერიელის ქალიშვილმა, ესტერმა, დედასთან ერთად შეიმუშავა სასწავლო გეგმა შემოთავაზებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ქვეყნის „დელტას რაიონში“. "შექსპირის აკადემია" ასწავლის ზნეობასა და ეთიკას, საჯარო გამოსვლას, მეწარმეობას და ეტიკეტს, აგრეთვე კითხვის, წერის, მათემატიკისა და მეცნიერების საფუძვლებს. სკოლა გეგმავს ორი ათასზე მეტი ბავშვის მიღებას.

 

განათლებაზე ორიენტირებული მისი ფილანტროპული მცდელობების გარდა, მომავალი დოქტორი ოკადი მომდევნო ორი წლის განმავლობაში გეგმავს საკუთარი ბანკის გახსნას, ამუშავებას და ფლობას. (ეს ყველაფერი კი დაგეგმილი აქვს, სანამ 16 წლის გახდება.)

 

ენი ოსტოიჩი

ინდიანა, აშშ

მიკროტალღური ღუმელების გამოყენება გასული საუკუნის 80-იან წლებში დიდი ამბავი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მას შემდეგ მათ მნიშვნელოვან კონცეფციას აღარავინ უსვამს ხაზს, გარდა ენი ოსტოიჩისა.

 

ენი, რომელსაც ბავშვობაში სიამოვნებდა სამზარეულოში ყოფნა და ე.წ.  ”სამზარეულო მეცნიერების” კეთება, არის ინოვატორი, მკვლევარი და სტუდენტი მუნსტერიდან, ინდიანადან. ენიმ გამოიგონა უკეთესი მიკროტალღური ღუმელი და აგრეთვე სისტემა, რომელიც მზის ენერგიას აგროვებს შიდა განათებიდან, და შემდეგ იყენებს სმენის აპარატის ელემენტების დასამუხტად. მისი მიკროტალღური გამოგონება წარმოადგენს ღრუს დიზაინს, რომელიც იყენებს ცილინდრულ პარაბოლურ რეფლექტორებს საკვების მთლიანად მოსამზადებლად, ამავე დროს ენერგიის შეგროვების მიზნით.

 

ენიმ ეს დიზაინი 2015 წელს შექმნა, როდესაც იგი ვილბურ რაითის საშუალო სკოლის მერვე კლასელი იყო. თავისი ნამუშევრისთვის ენი დასახელდა გრანდ პრემიის ლაურეატად და საშუალო სკოლის მეცნიერების საუკეთესო სტუდენტად ბროდკომის MASTERS-ში აშშ-ში და მიიღო სამუელის ფონდის 25 ათას დოლარიანი ფულადი პრიზი. მაშინდელი საშუალო სკოლის მოსწავლე ასევე გადიოდა კოლეჯის ქიმიის კურსებს ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტში. გარდა ამისა, ენიმ მიიღო მონაწილეობა INTEL-ის სამეცნიერო გამოფენაზე, როგორც საშუალო სკოლის ახალწვეულმა 2017 წელს, იყო ინდიანადან 14 დელეგატიდან ერთ-ერთი და ფინალისტი.

 

ახალგაზრდა გამომგონებელს ამჟამად ორი პატენტი აქვს დამზადების პროცესში და ყოფილ პრეზიდენტ ობამას ორჯერ შეხვდა თეთრ სახლში. იგი აპირებს კოლეჯში სამედიცინო ინჟინერიის შესწავლას.

 

 

ვალერიო პალიარინო

კალჩეა, იტალია

ციფრულ ეპოქაში სოფლად გაზრდა შეიძლება გამოწვევა იყოს, ვირჯინიის მთებში ცხოვრობთ თუ იტალიის პატარა ქალაქში. ასე იყო ვალერიო პალიარინოსთვის, რომელიც იტალიის პიემონტის რეგიონში გაიზარდა და ხშირად იმედგაცრუებული იყო მშობლიურ ქალაქში არსებული ინტერნეტ-კავშირით. მან იგრძნო, რომ არახელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და პრობლემა დროთა განმავლობაში უფრო რთულდებოდა, რადგან უფრო ახალი ტექნოლოგიები მოითხოვდა უკეთეს კავშირს. 

 

იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ პრეტენზია გამოეხატა ამ საკითხზე, ვალერიომ მოქმედება დაიწყო. მან გამოიგონა მცირე ლაზერზე დაფუძნებული, მაღალსიჩქარიანი ქსელი, რომელსაც შეეძლო არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენება და მოშორებული მიდამოებისთვის უკეთესი კავშირის უზრუნველყოფა. 

 

ვალერიომ პირველი პრემია მოიპოვა ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსში 2016 წელს თავისი პროექტისთვის, სახელწოდებით "LaserWAN: ლაზერული გამტარობის ინტერნეტ-კავშირი". მან ასევე მიიღო Intel Foundation-ის ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდო და 50 ათასი აშშ დოლარი თავისი ინოვაციისთვის. ვალერიო იმედოვნებს, რომ დააპატენტებს პროდუქტს და შეავსებს იმ უფსკრულს, რომელიც არსებობს ინტერნეტის მქონეთ და არმქონეთ შორის.

 

შეისწავლეთ პროგრამირება ჩვენთან

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

ტრისტან პანგი

ოკლენდი, ახალი ზელანდია

იმ დროს, როდესაც ტრისტან პანგი ორი წლის იყო, მას შეეძლო წაეკითხა და ემეცადინა მათემატიკაში საშუალო სკოლის დონეზე; ანუ აკეთებდაისეთ რამეებს, რითიც გასაოცარი ბავშვები გამოირჩევიან. როდესაც ის მხოლოდ 9 წლის იყო, ტრისტანი, რომელიც  ახალი ზელანდიის მკვიდრი, მაგრამ დიდ ბრიტანეთშია დაბადებული, ჩააბარა 11-ე წლის დონის კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდა მათემატიკაში და უმაღლესი ქულა მიიღო. მან ორი წლის შემდეგ გაიარა 13-ე წლის დონის ტესტი, მიიღო A და შემდეგ წელს გაუძღვა TED საუბრებს. ამ დროს ის მხოლოდ 11 წლის იყო.

 

ტრისტანის მშობლებმა გადაწყვიტეს გადასულიყვნენ ახალ ზელანდიაში, რათა ხელი შეეწყოთ ტრისტანის საგანმანათლებლო შესაძლებლობებისთვის. 12 წლის ასაკში ტრისტანი ჩაირიცხა ოკლენდის უნივერსიტეტში (UA), როგორც სრულ განაკვეთზე მყოფი სტუდენტი, რის გამოც იგი იყო უნივერსიტეტის ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი და ყველაზე ახალგაზრდა ბაკალავრიატი მკვლევარი. ტრისტანი 15 წლის ასაკში უნივერსიტეტის მათემატიკის კლუბის პრეზიდენტიც გახლდათ.

 

იმის გამო, რომ სხვებს დახმარებოდა უკეთ სწავლაში, ტრისტანმა შექმნა უფასო ონლაინ სასწავლო ვებსაიტი („ტრისტანის სასწავლო ჰაბი“), რათა მათემატიკის და სხვა მეცნიერების საკითხები ესწავლებინა ყველა ასაკის სტუდენტისთვის. მან ასევე დაიწყო საკუთარი პოდკასტებისა და რადიო შოუების წარმოება, მათ შორის „ახალგაზრდული ხმები ტრისტან პანგთან ერთად“, Planet FM რადიოზე.

 

ის იყო საჯარო დისკუსიის მონაწილე მსოფლიო სამეცნიერო ფესტივალზე, ბრისბენში, ავსტრალიაში 2017 წლის მარტში. ტრისტანის, როგორც ბაკალავრი მკვლევარის ზოგიერთი პროექტი Photon Factory-ში, მოიცავს კვლევას იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებს სინათლე გრაფენთან ულტრა მოკლე პულსის რეგიონში, და ასევე ტიტანის დიოქსიდის თვისებების მოდელირება და დაკვირვება. ტრისტანი მიიღებს მეცნიერის ბაკალავრის ხარისხს მათემატიკაში და ფიზიკაში 2018 წლის გაზაფხულზე. ის გეგმავს დოქტორანტის ხარისხის მიღებასაც, და, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდება, ის იქნება დოქტორი პანგი, სანამ მას 21 წელი შეუსრულდება. მომავალი დოქტორი პანგი, როგორც მათემატიკოსი და მეცნიერი, ისწრაფვის დაეხმაროს ახალ ზელანდიას გაუმჯობესებაში,

 

ბენ პასტერნაკი

სამხრეთ უელსი, ავსტრალია

ზოგჯერ მას "მარკ ცუკერბერგ 2.0"-საც უწოდებენ; ბენ პასტერნაკი არის ბიჭი, რომელიც დგას ძალიან პოპულარული აპლიკაციის, Impossible Rush-ის უკან. თამაში გადმოწერილია 1.3 მილიონზე მეტჯერ, რამაც ბენი 15 წლის ასაკში ტექნიკურ ვარსკვლავად აქცია, იმ ასაკში, ვიდრე მანქანის ტარების უფლება ექნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბენის ამბავი არაჩვეულებრივია, ის ასევე ბუნებრივიცაა. თითქმის ყველას გამოგვიცდია მეცნიერების გაკვეთილზე ჯდომა და მოწყენილობისგან თითქმის გონების დაკარგვის შეგრძნება. ამ სიტუაციაში, მოწყენილობისგან შეწუხებული ალბათ ბევრი შეეცდებოდა გონებაში წარმოედგინა თამაში, რომელსაც ითამაშებდა ახლა, კლასში ჯდომის ნაცვლად. დაახლოებით ასე შექმნა ბენმა თავისი პირველი, უაღრესად წარმატებული მობილური თამაში. მისმა შემდგომმა თამაშმა, Impossible Dial-მა, ისეთივე საოცარ წარმატებას მიაღწია.

 

ბენმა სწრაფი წარმატება მოიპოვა, რამაც მას სილიკონის ველის ინვესტორებისგან თითქმის ორი მილიონი დოლარი მოაპოვებინა, მეათე კლასიდან თავი დაანება სკოლას, მანჰეტენზე გადავიდა საცხოვრებლად და შექმნა საკუთარი სტარტაპი, Flogg. დაფინანსების მოპოვებითა და Flogg-ის წამოწყებით, ბენი გახდა ყველაზე ახალგაზრდა აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ოდესმე დაფინანსებულა სილიკონის ველის რისკიანი კაპიტალისტების მიერ. Flogg არის სოციალური ქსელის აპლიკაცია, რომელიც იყენებს Facebook აპლიკაციას, რათა ხალხმა შეძლოს საკუთარი არასასურველი ნივთების მიყიდვა სხვა ადამიანებზე, რომლებსაც ისინი უკვე იცნობენ ან დაკავშირებულნი არიან სოციალური მედიის პლატფორმაზე. მან ასევე დააარსა სოციალური ვიდეო აპლიკაციების კომპანია - Monkey.

 

ბენის წარმატება აღიარა Crain-ის New York Business Magazine-მა, შეიყვანა მის "20 20 წლამდელთა“ სიაში. ჟურნალმა Time ასევე აღიარა იგი, როგორც 2016 წლის ყველაზე გავლენიანი თინეიჯერი.

ამჟამად, ბენი ინდოეთში მოგზაურობს, რომ შემდეგი პროექტისთვის შთაგონება მიიღოს.

 

 

პეიტონ რობერტსონი

ფლორიდა, აშშ

მშობლების რჩევით, პრობლემებზე წუწუნის ნაცვლად მათ გადასაჭრელად, პეიტონ რობერტსონმა დაიწყო გამოგონება 8 წლის ასაკში და მას შემდეგ არ გაჩერებულა. გასაკვირი არ არის, რომ როდესაც 12 წლის პეიტონი აკვირდებოდა წყალდიდობის არსებულ პრობლემას თავის რაიონში ქარიშხლების სეზონზე, მან დაიწყო უკეთესი ქვიშის ტომრების შექმნა  პრობლემის შესამსუბუქებლად.

 

მისი მსუბუქი წონის, ინტუიციურად შემუშავებული და მრავალჯერადი გამოყენების გამოგონება „უქვიშო ოპერაციული ქვიშის ტომარა“, აღმოჩნდა პირველ ადგილზე Discovery Education 3M-ის ახალგაზრდა მეცნიერთა შეჯიბრზე იმ წელს და გახდა კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული.

 

ახლა უკვე 16 წლის სტუდენტი დაასახელეს 2017-18 წლების განათლების ეროვნული პრემიის ლაურეატად, რომელიც აღიარებს ინდივიდს, რომელიც ხსნის ბრწყინვალებას თეორიულ და პრაქტიკულ STEM განათლების სფეროებში და რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი STEM განათლებას. ის ასევე არის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო გამოწვევის მთავარი პრიზიორი, ბევანის სტიპენდიანტი და დევიდსონის სტიპენდიანტი. პეიტონმა დააფუძნა STEM განათლებაზე ორიენტირებული არაკომერციული ორგანიზაცია - Multiplied Foundation.

 

პეიტონს, რომელიც ამერიკის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერად დასახელდა, აქვს ხუთი მიღებული პატენტი და კიდევ ცხრა პატენტი პროცესში. მისი გამოგონებები ნაჩვენები იქნა ABC World News-ზე, Ellen DeGeneres Show-ზე, TED საუბრებზე და აღიარებულ იქნა თეთრი სახლის სამეცნიერო გამოფენაზე. იგი 2020 წელს დაამთავრებს სტენფორდის ონლაინ საშუალო სკოლას.

 

ზეინ სამდანი

რიდაჰი, საუდის არაბეთი

ზეინ სამდანი თავის თავს აღწერს, როგორც ”მილენიალს, რომელსაც სურს ინოვაციების საშუალებით შეუძლებელი შესაძლებელი გახადოს”. ამ შემართებამ მიიყვანა იგი Google-ის სამეცნიერო გამოფენაზე, სადაც ის „გლობალური ფინალისტი“ გახდა 2016 წელს.

 

ზეინს რობოტიკისადმი ინტერესი გაუჩნდა, როდესაც ის პატარა ბიჭი იყო და მას ყოველთვის სურდა სხვების დახმარება. მან დაიწყო ფიქრი, რისი გაკეთება შეეძლო იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც დაკარგული მამოძრავებელი ფუნქცია ჰქონდათ. შეეძლო მას გაეუმჯობესებინა მათი ფიზიკური თერაპია და რეაბილიტაცია რობოტიკის ცოდნის გამოყენებით? ამაზე ფიქრისას, მას კიდევ ერთი კითხვა დაებადა: შეძლებს თუ არა ეგზოჩონჩხური რობოტი პაციენტის ტვინის ისე გადამზადებას, რომ შეიქმნას ნერვული სისტემის სრულად ახალი გამყვანი და მთლიანად აღადგინოს ან გააუმჯობესოს მათი მამოძრავებელი ფუნქცია? ზეინმა ამის გარკვევა გადაწყვიტა.

 

შთაგონებისთვის ადამიანის ხელი გამოიყენა; ზეინმა შექმნა ინსტრუმენტი იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ვერ ამოძრავებდნენ მკლავს. მან შეიმუშავა ეგზო-ჩონჩხური რობოტული ხელთათმანი, რომელიც ბაძავს სენსორული ხელის მოძრაობას. ტესტირების შემდეგ მან დაადგინა, რომ გამოყენების შემდეგ გაუმჯობესდა საკუთარი „სასწავლო“ ხელის მამოძრავებელი უნარები. მსუბუქი და მფლობგელზე მთლიანად მორგებადი დიზაინის ხელებით, ზეინს სჯერა, რომ მისი "ExoHeal" აპარატი დაეხმარება შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობის მქონე პაციენტებს მთელ მსოფლიოში გამარტივებულ მოძრაობაში.  

 

ზეინის სხვა მიღწევებში შედის 2012 წელს Sony-ს შემოქმედებითი სამეცნიერო ჯილდოს ფინალისტობა, ინდოეთის ყველაზე დიდი რობოტიკის ჩემპიონატის საუკეთესო საერთაშორისო შემსრულებლის პრემიის მოპოვება და საუდის არაბეთის CBSE Cluster Meet Science Projects-ში მეორე ადგილის დაკავება. 

ზეინი, რომელიც სრულყოფილად ფლობს ხუთ ენას, წელს დაამთავრებს ალ იასმინის საერთაშორისო სკოლას.

 

ელიოტ სარი

მარონი, საფრანგეთი

როდესაც ელიოტ სარი იზრდებოდა, ის უყურებდა ბებიას, რომელიც  უსასრულოდ ბევრ დროს ატარებდა ბოსტანში, მაგრამ მან იცოდა, რომ ადამიანების უმეტესობას არ ჰქონდა კვირაში რვა საათი დამატებითი დრო ბაღების მოსაწყობად. მან ასევე იცოდა უამრავი ადამიანი, რომლებიც დიდ დროს უთმობდნენ მებაღეობის სიმულატორებს როგორიცაა პოპულარული თამაში Farmville.

 

ამ დაკვირვებამ მას აფიქრებინა: როგორ შეეძლოთ ხალხს თავიანთი ბაღების მოვლა მათზე ნაკლები დროის დახარჯვით? შეეძლო მას მებაღეობის თამაშის იდეა შეერწყა გართობასთან, რომელიც ნამდვილი ბოსტნეულის მოყვანას უკავშირდება? ელიოტს ჰქონდა იდეა, შეექმნა რობოტი, რომელიც შეასრულებს მებაღეობის რთულ დავალებებს, რომელსაც აკონტროლებს სმარტფონი, რომელიც მებაღეობას სახალისო, მარტივ, სმარტფონით კონტროლირებად თამაშად აქცევს.

 

ელიოტმა თავის მეგობარებთან ერთად თავის საშუალო სკოლაში შექმნა კომპიუტერული მეცნიერების კლუბი და რობოტიკის კლუბი. მას უკვე ჰქონდა ნასწავლი პროგრამირება და სახლში პატარა რობოტებს და რობოტულ იარაღს ქმნიდა. ელიოტმა აიღო თავისი გატაცება ვიდეო თამაშების პროგრამირების მიმართ – და  მამის დახმარებით – ააშენა მებაღე რობოტი, რომელსაც აკონტროლებდა სმარტფონში არსებული აპლიკაცია, რომელიც მან შექმნა. მან გამოგონებას Bot2Karot დაარქვა.

 

Bot2Karot იყენებს კამერას, სენსორებს და ავტომატიზირებულ მკლავს, რომ რობოტმა მორწყას და აკონტროლოს თქვენ ბოსტნეული. რობოტის ამ ინსტრუქციებით პროგრამირებით, რობოტი ასრულებს პროგრამისტის ოპერაციების სერიას. მაგალითად, Bot2Karot-ს შეუძლია დაადგინოს, როდის სჭირდება მიწას წყალი ან როდისაა საჭირო ნიადაგის დამუშავება.

 

ელიოტი პირველი ფრანგი სტუდენტია, რომელმაც მიიღო პრიზი Google-ის სამეცნიერო გამოფენაზე. მისი გამოგონება უზარმაზარ სარგებელს მოუტანს შეზღუდული მობილურობის მქონე ადამიანებს და სასარგებლო გამოყენება ექნება სოფლის მეურნეობის დარგში. ელიოტის სამომავლო მისწრაფებებში შედის აშშ-ში ჩასვლა, ინგლისურის ენის შესწავლა და განათლების მიღება.

 

კონორ შაგი

სამხრეთ ქეროლაინა, აშშ

თინეიჯერების უმეტესობის მსგავსად, კონორ შაგსაც უყვარს ვიდეო თამაშები და მუსიკა. შესაძლოა, ბევრი მოზარდისგან განსხვავებით, მან დააწყვილა ეს ორი გატაცება და შექმნა ჯილდოს მფლობელი მუსიკალური ვიდეო თამაში.

 

კონორი იყო ინფორმაციული ტექნოლოგიის აკადემიის წევრი ჩრდილოეთ კაროლინას აპექსის საშუალო სკოლაში. ამ პროგრამამ მას კომპიუტერული პროგრამირება გააცნო, რითიც იგი მოიხიბლა. მეორე კურსის განმავლობაში, მან ისწავლა თამაშების შექმნა C#-ით და XNA-ით. 2016 წელს კონორმა შექმნა Allegria, მუსიკის თემატიკის თამაში, რომელიც შთაგონებული იყო მისი გამოცდილებით, როგორც საყვირის დამკვრელით, საშუალო სკოლის მარშის ჯგუფში. ამ თამაშმა – რომელშიც მოთამაშეები იცავენ სამეფოს ბოროტი იმპერიის ხელყოფისაგან და აგროვებენ მუსიკალურ ნოტებს საბრძოლო მოქმედებების დროს, რომ ზიანი მიაყენონ მოწინააღმდეგეებს – მოიგო 2016 STEM ეროვნული ვიდეო თამაშის გამოწვევა საშუალო სკოლის ღია პლატფორმის კატეგორიაში.

 

მალევე, დამწყებმა ვიდეო თამაშების დიზაინერმა შექმნა The Calculus Test, შთაგონებული მათემატიკის გაკვეთილზე მიღებული გამოცდილებით. The Calculus Test არის თამაში, რომელიც იყენებს სიტყვის განტოლებებს, როგორც თითოეული დონის მთავარ თემას. კონორის ორიგინალურმა კონცეფციამ, მუსიკამ, გრაფიკამ და აქტივობებმა მოიპოვა „საშუალო სკოლის თამაშის შემქმნელის“ ტიტული 2017 STEM ვიდეო თამაშების გამოწვევაში.

 

კონორი ამთავრებს ვირჯინიის ტექნიკური სკოლის პირველ კურსს, სადაც ის საყვირს უკრავს Marching Virginians გუნდში. იგი ჩაირიცხა საინჟინრო კოლეჯში, სადაც ის განაგრძობს სწავლას კომპიუტერულ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხსთვის.

 

ჯერემი შულერი

ნიუ იორკი, აშშ

ჯერემი შულერმა, ორი კოსმოსური ინჟინრის ვაჟმა, კითხვა არამარტო 2 წლის ასაკში დაიწყო, არამედ ორ სხვადასხვა ენაზე (ინგლისურად და კორეულად). 11 წლის ასაკში თავად ისწავლა ქიმია და მიიღო ონლაინ სკოლის ატესტატი. შემდეგი ნაბიჯი იყო კოლეჯი. მოკლედ, 2016 წელს ახალგაზრდა ჯერემი შულერმა მიმართა აივი ლიგის უნივერსიტეტს და მიიღეს კორნელის უნივერსიტეტში, როგორც სკოლის ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი.

 

მისი ჩარიცხვის გამო ოჯახს მოუწია ტეხასიდან ნიუ იორკში გადასვლა. რადგან ის ჯერ თინეიჯერიც კი არ იყო, ჯერემი ჯერ კიდევ არ იყო მზად საერთო საცხოვრებელში და ზოგადად, კოლეჯის ტრადიციული სტილით ცხოვრებისათვის. ამჟამად ჯერემი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ასევე ესწრება ლექციებს კორნელის უნივერსიტეტში. 

 

ჯერემი ერთგულია მათემატიკისა და ფიზიკის სიყვარულისადმი და აპირებს კარიერის აწყობას აკადემიაში. იგი დაასრულებს დოქტორანტურას სანამ 21 წლის გახდება; ჩვეულებრივ, ეს არის დრო, როდესაც სხვები ბაკალავრის დიპლომს იღებენ. ამჟამად ის არა მხოლოდ კოლეჯზეა ორიენტირებული, არამედ ის მუშაობს, რათა შეიმუშაოს რადარის სიგნალის დაშიფვრის ალგორითმი Costas Array-ის გამოყენებით, რომელიც ეფუძნება სოფი ჟერმენის პრიმე რიცხვებს.

 

 

მპატსო სიმბაო

ლუსაკა, ზამბია

2016 წლის Google-ის სამეცნიერო გამოფენის National Geographic Explorer პრემია გადაეცა ზამბიელ სტუდენტს, მპატსო სიმბაოს. ისეთ ოჯახში გაზრდამ, რომელიც საზოგადოებაში და ადგილობრივ პოლიტიკაში აქტიურად იყო ჩართული, მპატსოს უბიძგა შეემჩნია მის გარშემო არსებული სამყარო და განეხორციელებინა პოზიტიური ცვლილებები იქ, სადაც შეეძლო; ამრიგად, მპატსო დაინტერესდა თავის საზოგადოებაში სიღარიბის შემცირების გზების ძიებით.

 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე გვალვისგან თავის დასაღწევად იბრძვის, ფერმერები ხედავენ, რომ მათი მოსავალი განადგურებულია, შესაბამისად მილიონობით ადამიანი შიმშილობს. ამ მეურნეობების დანგრევას აქვს შესაძლებლობა დაანგრიოს მთელი ეროვნული ეკონომიკა. ადგილობრივი ფერმერების დასახმარებლად პესტიციდებსა და სასუქებზე იაფი, ხელმისაწვდომი გადაწყვეტილებების პოვნაში, მპატსომ გამოიკვლია ფერმერებისთვის საჭირო მარაგების გამომუშავების ალტერნატიული გზები. მან შექმნა მარტივი, პორტატული საწარმოო სადგური, რომელიც მოითხოვს ძირითად მოსამზადებელ მასალებს, როგორიცაა ნახშირი და ადგილობრივი მცენარეების ფოთლები მიწიდან.

მისი მეთოდებიდან გამომდინარე, მპატსო მიიჩნევს, რომ ფერმერებს შეუძლიათ დაზოგონ ასობით ბრიტანული ფუნტი ხარჯებში, დაზოგონ 50% სასუქებზე და 80% პესტიციდებზე, რაც მათ დაეხმარება უფრო მდიდარი კულტურების წარმოებაში.

 

ქეითლინ სტანტონი

ნიუ იორკი, აშშ

ფართოდ მიჩნეული, როგორც კოდირების სამყაროში არსებული ძალა,  ქეითლინ სტენტონი ცნობილია იმით, რომ დაარსა საკუთარი კოდირების ჰაკათონი და პროგრამა, სხვა მიღწევებთან ერთად.

ამ ჩამონათვალში შეყვანილი სხვა ზოგიერთი სტუდენტისგან განსხვავებით, ქეითლინი არ გაზრდილა კომპიუტერის და კოდირების სიყვარულით და ოცნებებით; პირიქით, მანჰეტენში დაბადებული და გაზრდილი შთაგონებული იყო მისი ქალაქის ცათამბჯენებით და სურდა კარიერა არქიტექტურის მიმართულებით აერჩია. ქეითლინის აზრი შეცვალა ზაფხულის „კოდის დამწერი გოგოების“ სესიამ. მან აღმოაჩინა, რომ მოეწონა კომპიუტერული მეცნიერების პრაქტიკული გამოყენება და ახალი სიყვარულით დაბრუნდა სკოლაში. ქეითლინი დარეგისტრირდა კომპიუტერული მეცნიერების გაკვეთილებზე და რეგულარულად დაიწყო ჰაკათონებში მონაწილეობა.

 

#BuiltByGirls-ში სტაჟირების გავლის შემდეგ, ქეითლინი გახდა Def Hacks-ის თანადამფუძნებელი, რომელიც არის ბიკოსტალური 24 საათიანი ჰაკათონი, და Pixie Hacks-ის მთავარი ორგანიზატორი, ჰაკათონის, რომელიც კონცენტრირებული იყო გოგონების ტექნოლოგიურ სამყაროში შეყვანაზე. იგი ასევე არის FwdCode-ის თანადამფუძნებელი, ჯგუფის, რომელიც ჩამოყალიბდა უფრო და უფრო პოლარიზებული პოლიტიკური კლიმატის საპასუხოდ.

 

ქეითლინ სტენტონი არის კორნელი უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი და აპირებს სპეციალობის დაუფლებას ელექტრო და კომპიუტერულ ინჟინერიაში. იგი ასევე მსახურობს Alpha Omega Epsilon ინჟინერიის პრეზიდენტად და დაკავშირებულია შემდეგ პროგრამებთან: „ქალები და კომპიუტერი“, „ინჟინრული საქმიანობის გუნდი“, და „Cornell Daily Sun“.

 

როჰან სური

ვირჯინია, აშშ

როჰან სურის ძმა იყო არადიაგნოზირებული და უმკურნებელი ტრავმის მსხვერპლი; ვინაიდან იგი არ მკურნალობდა, მდგომარეობა გაუარესდა. აღმოჩნდა, რომ როჰანის ძმას ტვინის შერყევა ჰქონდა, მაგრამ რადგან მას ამ მდგომარეობზე არ უმკურნალეს, იგი იტანჯებოდა. როჰანს არ შეეძლო მისი ძმის ასეთი ტრაგიკული მდგომარეობის ყურება, ამიტომ მან გადაწყვიტა ემოქმედა და შეექმნა გაუმჯობესებული ტვინის შერყევის მაჩვენებელი ტესტი.

 

როჰანმა გამოიყენა მისი ცოდნა კომპიუტერული მეცნიერების დარგში, გამოიყენა უნარ-ჩვევები, რომლებიც მან შეიძინა თომას ჯეფერსონის სამეცნიერო და ტექნიკურ საშუალო სკოლაში – ხელოვნური ინტელექტი, პარალელური გამოთვლა, კომპიუტერული ხედვა და მრავალმხრივი გამოთვლა – თვალის დასადევნებელი მოწყობილობის შესაქმნელად ტვინის შერყევის დიაგნოზირებისთვის. როჰანის ინოვაცია გულისხმობს მარტივ ყურსასმენს სარკითა და განათებით, გამოიყენება ტელეფონის აპლიკაციასთან ერთად, უფრო ზუსტი და ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკური ტესტის უზრუნველსაყოფად. აპლიკაცია იყენებს ტელეფონის ვიდეოკამერას თვალის მოძრაობის დასაფიქსირებლად ვიზუალური სტიმულის საპასუხოდ. აპლიკაციაში არსებული პროგრამა წაიკითხავს ჩანაწერს და ერთ წუთში შეუძლია მიაწოდოს ინფორმაცია დაზიანების სიმძიმის ან მისი გაუმჯობესების შესახებ.

 

როჰანმა ასევე შეიმუშავა კომპიუტერული მოდელი ებოლას ეპიდემიის დროს რესურსების განაწილების ოპტიმიზაციისთვის და შექმნა აპლიკაცია დაავადების მონიტორინგისთვის. ის ამჟამად მუშაობს ნაშრომზე, რომელიც მეცნიერულად ამტკიცებს მის ნამუშევარს.

 

17 წლის ასაკში მან შექმნა საკუთარი კომპანია Averia Health Solutions და მას შემდეგ 60-ზე მეტი ტვინის შერყევის დიაგონზი გასვა. როჰანი 2017 წელს ჯანდაცვის სფეროში შეიყვანეს Forbes-ის სიაში "30 30 წლამდელი". ის სწავლობს სტენფორდის უნივერსიტეტში, სადაც 2021 წელს მიიღებს ბაკალავრის ხარისხს კომპიუტერულ მეცნიერებაში.

 

ნუ დარჩებით დროის შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული უნარების გარეშე

 დარეგისტრირდი ახლავე!

 

ფრენკლინ ვონგი

ვირჯინია, აშშ

როდესაც იგი მეშვიდე კლასში იყო, ფრანკლინ ვონგი ძალიან დაინტერესდა მათემატიკით და მონაწილეობა მიიღო MATHCOUNTS-ის ეროვნულ კონკურსში. იგი ამ კონკურსმა შეითრია იყო და ყოველწლიურად მონაწილეობას იღებდა მრავალ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო შეჯიბრებებში.

 

თომას ჯეფერსონის საშუალო სკოლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უფროსკლასელი 2017 წლის Siemens-ის კონკურსის მთავარი ფინალისტი გახდა, რომელმაც მიიღო 50,000 აშშ დოლარის სტიპენდია ჯილდოს სახით. ფრანკლინის ნამუშევარმა გადაჭრა ხანგრძლივი მათემატიკური პრობლემა, რომელსაც აქვს ფართო სპექტრის პოტენციური გამოყენება, ტელეკომუნიკაციების უკეთესი ალგორითმების შექმნიდან დაწყებული, უსაფრთხო გზებისა და ხიდების შექმნით დამთავრებული.

 

2017 წლის აშშ-ს კომპიუტერული ოლიმპიადის ფინალისტი, ფრანკლინი აშშ-ს ყველა საშუალო სკოლის კონკურენტთა შორის 26 საუკეთესოთა შორისაა. ის ასევე არის თავისი სკოლის ეროვნული სამეცნიერო თასის გუნდის კაპიტანი, რომელიც 2017 წელს მე-2 ადგილზე გავიდა ეროვნულ შეჯიბრზე.

 

ფრანკლინის გეგმებში შედის დევიდსონის უნივერსიტეტში სწავლა და მათემატიკის, კომპიუტერულ მეცნიერებათა ან ინჟინერიის მკვლევარის პროფესიის დაუფლება, რომლის მიზანია ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების გამოყენება პრობლემების გადასაჭრელად, რომელსაც კაცობრიობა აწყდება.

 

რამარნი უილფრედი

რომფორდი, გაერთიანებული სამეფო

დროთა განმავლობაში მსოფლიოს რამდენიმე ნამდვილი გენიოსი ჰყავს ნანახი. ორი ყველაზე ცნობილი ტვინი, რა თქმა უნდა, არიან ალბერტ აინშტაინი და სტივენ ჰოკინგი. შეიძლება მესამე აღმოცენდეს დღევანდელი ახალგაზრდა თაობის მოაზროვნეებიდან?

 

ალბათ, და შესაძლოა ეს ახალი დიდი გენიოსი არის რამარნი უილფრედი. რამარნი, ბრიტანელი თინეიჯერი, ნამდვილად ფლობს პოტენციალს. მისი ინტელექტის კოეფიციენტი უფრო მაღალია, ვიდრე აინშტაინის, ჰოკინგის და ბილ გეიტსის. რამარნიმ ისტორიულად მაღალი, 162 ქულა აიღო ინტელექტის კოეფიციენტის ტესტში.

 

რამარნი ნიჭიერთა პროგრამას ესწრებოდა სენტ ენტონის დაწყებით სკოლაში, ფორესტ გეითში. როდესაც ის მხოლოდ 10 წლის იყო, მან დაწერა ნაშრომი სამართლიანობის ფილოსოფიის შესახებ და მისმა ესეების საოცრად მაღალმა ქულამ კვალიფიკაცია მიანიჭა, ჩაებარებინა IQ  ტესტი  ბირბექის უნივერსიტეტში.

 

რამარნიმ გამოხატა თავმდაბლობა ყველა მედიის წინაშე მის მაღალ ქულაზე საუბრისას, და განმარტა, რომ მას არ შეუძლია დაინახოს თავი იმავე ლიგაში სხვა გენიოსებთან, რომლებიც მასზე ადრე მოღვაწეობდნენ და რომელთა ძალისხმევამ, შრომამ და შედეგებმა დაადასტურა, რომ მართლაც მიაღწიეს თავიანთ ინდივიდუალურ პოტენციალს.

 

იგი მიიწვიეს და მიიღეს მენსაში და იმედოვნებს, რომ ისწავლის ოქსფორდის უნივერსიტეტში და გახდება ასტროფიზიკოსი.

 

ალექსანდერ ვულფი

ნიუ იორკი, აშშ

ალექსანდერ ვულფის ცხოვრება ერთ მშვენიერ, უდიდეს გამომგონებლის გამოფენას გავს. აპლიკაციების შემქმნელმა და გამომგონებელმა, რომელმაც საშუალო სკოლა მხოლოდ შარშან დაამთავრა, საზოგადოების პრობლემების მრავალი გადაწყვეტა შეიმუშავა მას შემდეგ, რაც მან აღმოაჩინა, რომ ამის შესაძლებლობა ჰქონდა.

 

ალექსანდერმა შექმნა და ააწყო მოწყობილობა, რომელიც ცნობილია როგორც HaptoTech, რომელიც ეხმარება მხედველობდაქვეითებულ პირებს უცნობ გარემოში გადასაადგილებლად სპეციალური ჯოხის გარეშე. ის ასევე არის კომპანია Conifer Apps-ის დამფუძნებელი, რომელიც მან მეთერთმეტე კლასში სწავლის პერიოდში შექმნა. Conifer Apps დგას კომპანია WatchWeb-ის უკან, რომელიც არის ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული ვებ ბრაუზერი Apple საათისთვის და სხვა IOS აპლიკაციებისთვის, როგორიცაა RandomName, Short Domains, Photo2Celeb, Password Message და Facebrowse.

 

2019 წლის Intel-ის სამეცნიერო გამოფენის ფინალისტმა და გამომგონებელმა სწავლის გაგრძელება ჰარვარდის უნივერსიტეტში აირჩია, სადაც ის რობოტიკის კლუბის წევრია.

 

ჯეფრი სიონგი

ტეხასი, აშშ

მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო ზრდად ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ, არსებობს უამრავი ბავშვი, რომლებსაც ჭადრაკის თამაში ჯერ კიდევ უყვარს. ჯეფრი სიონგი ერთ-ერთი მათგანია და ძალიან კარგად თამაშობს. ჯეფრი შეერთებული შტატების მესამე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, ვინც ოდესმე გამხდარა ჭადრაკის დიდოსტატი.

 

იგი მხოლოდ 7 წლის იყო, როდესაც მონაწილეობა მიიღო თავის პირველ ტურნირში და მალევე მიიღო USCF ექსპერტის ტიტული 2009 წელს; ერთი წლის შემდეგ მან მოიპოვა FIDE მასტერის ტიტული ჭადრაკის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ის იყო რიგით 24-ე ჩიკაგოს ღია პირველობის პირველი მოთამაშე.

 

ჯეფრიმ, რომელსაც სახლში ამზადებდნენ, მოიგო 2017 წლის სამფორდის სტიპენდია და ცოტა ხნის წინ მოიგო კატეგორია XVII სენტ-ლუისის საგაზაფხულო ტურნირი.

 

ამბერ იანგი

ფლორიდა, აშშ

კინოს, როგორც ხელოვნების ფორმას, შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს აზრებზე და ემოციებზე. ამბერ იანგი ნამდვილად შთაგონებული დარჩა ფილმის „გრავიტაციის“ ყურების შემდეგ. საშუალო სკოლის მოსწავლემ დაიწყო ოცნება ფილმის მიხედვით, რომელშიც კოსმონავტი, კოსმოსური ხომალდის განადგურების შემდეგ დედამიწაზე გაქცევას ცდილობს. მას მოუნდა, რომ გამოსავალი ეპოვა კოსმოსური უსარგებლო ნარჩენების დაგროვების პრობლემასთან დაკავშირებით.

 

ამბერი ბოლო სამი წლის განმავლობაში მუშაობდა ნივთების გამოკვლევის გაუმჯობესებაზე, რათა კოსმოსურმა ხომალდებმა და თანამგზავრებმა ამოიცნონ უსარგებლო ნივთიერება, შეცვალონ ორბიტა და ამით თავიდან აიცილონ კატასტროფული შეჯახებები. მისი მოდელი 98% სიზუსტით პროგნოზირებს კოსმოსური უსარგებლო ნარჩენების მომავალ პოზიციონირებას, რაც სტატისტურად უკეთესია, ვიდრე NASA-ს მოდელები. მისმა ნამუშევარმა მას მოაპოვებინა Intel-ის ფონდის ახალგაზრდა მეცნიერის პრემია, ასევე CERN-ის პრემია Intel-ის გამოფენაზე. ამბერი ასევე იყო რეგენერონის სამეცნიერო ტალანტების ძიების ფინალისტი და NPR-ის Science Friday პროგრამის სპიკერი. 2017 წელს იგი ასევე დასახელდა Forbes-ის "30 30 წლამდელში".

 

სტენფორდის უნივერსიტეტში, ამბერი სწავლობს ფიზიკას და მართავს Seer Tracking-ს, კომპანიას, რომელიც მან დააარსა, რომ უზრუნველყოს კოსმოსური ნარჩენების კლასიფიკაცის და კონტროლის სერვისები კომერციული სატელიტური კომპანიებისთვის, კერძო კოსმოსური ფრენების ოპერაციებისთვის და სამთავრობო კოსმოსური სააგენტოებისთვის.

 

ივო ზელი

ლორჩი, გერმანია

როდესაც ის მხოლოდ 13 წლის იყო, გერმანელ სტუდენტ ივო ზელს დიდი ინტერესი გაუჩნდა სამოდელო თვითმფრინავების მიმართ. ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე ჰობი. მან წაიკითხა საჰაერო ხომალდის დიზაინზე ყველა წიგნი, რომელზეც ხელი მიუწვდებოდა და შეისწავლა ჰორტონის ძმების, გერმანელი მფრინავების ნამუშევრები,  რომლებმაც შექმნეს "მფრინავი ფრთების" თვითმფრინავების სერიები გასული საუკუნის 30-იან და 40- იან წლებში. ივომ შეიტყო, რომ მეორე მსოფლიო ომმა და მას შემდეგ მომხდარმა მოვლენებმა ჰორტონების მუშაობას უკანა პლანზე გადასწია; რატომ გაქრა მათი დიზაინები? ივომ გადაწყვიტა გაეგრძელებინა იქიდან, სადაც ჰორტონები გაჩერდნენ.

 

მფრინავი ფრთა – თვითმფრინავი, რომელიც შედგება აეროდინამიკური ზედაპირისგან, ჯუზელაჟის ან კუდის გარეშე – ფლობს ოპტიმიზირებულ აეროდინამიკას და მნიშვნელოვნად დაბალია საწვავის ხარჯი; თუმცა, მათი მართვა და ორიენტირება რთულია და მიდრეკილი არიან ბრუნვებისკენ.  ივომ აიღო ჰორტონების მუშაობის კრიტერიუმები და მფრინავი ფრთის განვითარებას, რომელიც ფრენისას სტაბილური იქნებოდა.

 

ივოს ნამუშევრებმა მოიპოვა პრიზები Platz-ის ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსზე ფიზიკის კატეგორიაში. მისმა კვლევითმა პროექტმა "ფრთ საკმარისია: გაუმჯობესებული მფრინავი ფრთა ზარის ფორმის ამწევის განაწილების საფუძველზე" მას მოაპოვებინა პირველი ადგილი 2017 წლის Intel-ის სამეცნიერო გამოფენაზე. ივო პირველი გერმანელი სტუდენტია, ვინც მოიგო გორდონ ე.მურის პრემია და 75 ათას დოლარიანი ფულადი პრიზი Intel-სგან. მისი საქმიანობა საყურადღებოა, მას აქვს პოტენციალი სამოქალაქო ავიაცია უფრო გარემოსდაცვითი იყოს.

 

ელვის იჰუი იანგი

კალიფორნია, აშშ

როდესაც ელვის იანგი 13 წლის ასაკში გადავიდა აშშ-ში საცხოვრებლად, მან დაიწყო დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის გზების ძიება. მისმა გამოკვლევებმა მან მიიყვანა იქამდე, რომ შეექმნა Oxy2, უნიკალური არქიტექტურული მასალა, რომელიც ხალხს შენობების შიგნით დაიცავდა ჰაერის დაბინძურებისაგან ნულოვანი გამონაბოლქვის გამოყოფით. ეს პროდუქტები უკვე დაეხმარა 80000-ზე მეტ ადამიანს აზიასა და სამხრეთ ამერიკაში.

 

ელვისი 2016 წელს გახდა YoungArts-ის ეროვნული გამარჯვებული და 2017 წელს Intel STS-ის სტიპენდიანტი. იგი ასევე დასახელდა Forbes-ის „30 30 წლამდელთა“ სიაში 2017 წლის შემოდგომაზე. იგი ამჟამად ატარებს კვლევებს პრინსტონის უნივერსიტეტში და მუშაობს Oxy2-სა და Citybreathe-ზე, პროექტზე, რომლის საშუალებითაც ნებისმიერს შეუძლია უფასოდ აკონტროლოს მისი ამჟამინდელი საცხოვრებლის დაბინძურების მაჩვენებელი. ელვისს სურს დაეხმაროს უფრო სუფთა ქალაქების მშენებლობაში და ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაში მეცნიერებისა და დიზაინის საშუალებით. იგი ასევე ხელმძღვანელობს Designership Press-ს სტენფორდში.

 

ხომ აივსეთ შთაგონებით?

თითოეული ახალგაზრდა ამ ჩამონათვალში არის ინტელექტის, მონდომების, ნიჭისა და ერთგულების საოცარი მაგალითი. მთელს მსოფლიოში მცხოვრები, სხვადასხავ სფეროებით და ინდუსტრიებით დაინტერესებული ეს სტუდენტები – მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ნიჭიერი მოზარდები – ნამდვილად არიან შემდეგი თაობის ლიდერები. ჩვენ მოუთმენლად ველით იმას, თუ როგორ ჩამოაყალიბებენ მომავალს მათი გამოგონებები, იდეები, კომპანიები, პროდუქტები და მოძრაობები!

 

დაეუფლე მომავლის პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა