ფრაზის "მსოფლიოს უნიჭიერესი მოზარდი“ მოსმენისას, ალბათ წარმოიდგინეთ ახალგაზრდა, რომელიც თავისუფალ დროს ბიბლიოთეკაში ან ფიზიკის ლაბორატორიაში ატარებს, 7-8 უცხო ენას ფლობს ან Pi-ს ციფრებს იმახსოვრებს
რეალურად კი ისინი განათლებას იძენენ სახლში, დადიან საჯარო და კერძო სკოლებში, ერკვევიან უახლეს ტექნოლოგიებში, იგებენ პრიზებს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სამეცნიერო გამოფენებზე. მონაწილეობენ TED საუბრებში და ა.ს.შ...
ფენომენალური ნიჭიერების, ბევრი სწავლისა და შრომის გარდა, რა აქვთ ამ ბრწყინვალე ახალგაზრდებს საერთო? რა ხდით მათ ჭკვიანებს?
ეს ვერ იქნება მხოლოდ მათი აკადემიური მოსწრება, რაც ამ თინეიჯერებს განასხვავებს ჭკვიანების სამყაროში. მოცემული ახალგაზრდები არა მხოლოდ თეორიულად არიან ჭკვიანები, არამედ მათ თავიანთი ჭკუა გამოიყენეს უამრავი პრაქტიკული, გამოსადეგი, საოცარი გზებით - მათი გონება სავსეა საინტერესო, გამჭრიახი იდეებით, გული კი ამ იდეების ერთგულებით!
ადიბ ალბლუში
დუბაი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები
არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან ყველაზე აღიარებული და ცნობილი გამომგონებელი თინეიჯერია, მაგრამ მას უკვე დიდი ისტორია აქვს მეცნიერების, მექანიკისა და უკეთესი საზოგადოებისთვის ტექნოლოგიების გამოგონების საკითხებში.
6 წლის ასაკში, ადიბმა მიზნად დაისახა პოლიომიელიტით დაავადებული მამისთვის შეექმნა საშუალება, რომ მას შესძლებოდა ცურვა პროთეზირებული ფეხის მიუხედავად, და ამისთვის შექმნა წყალგაუმტარი ალტერნატივა კომპლექსური სამედიცინო ცვილის საფარით. მალევე პატარა რობოტის შექმნაზე გადავიდა, რომელიც დედას საშინაო საქმეებში დაეხმარებოდა. დიდი დრო არ გასულა, სანამ ქვეყანამ შეამჩნია ახალგაზრდა გამომგონებელი. მთავრობის მეთვალყურეობითა და დაფინანსებით, მას შემდეგ შექმნა კიდევ ხუთი გამოგონება, მათ შორის ღვედი, რომელიც აკონტროლებს მგზავრის გულისცემას და დაუყოვნებლივ აფრთხილებს შესაბამის ორგანოებს, თუ მისი გულისცემის სიხშირე საშიშ ზღვარს მიაღწევს.
2015 წელს ადიბმა საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში იმოგზაურა ემირატების მოწინავე მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტთან ერთად და დაესწრო კონფერენციებს, შეხვდა მკვლევარებს და მონაწილეობა მიიღო კოსმოსურ ბანაკში, აშშ-ს კოსმოსურ და სარაკეტო ცენტრში. მას CNN-მა უწოდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავი სამედიცინო პიონერი და მიიღო „გაეროს საინფორმაციო ცენტრის ბრწყინვალების“ ჯილდო. არაბული რობოტიკის ასოციაციის წევრი ადიბი ითვლება ყველაზე ახალგაზრდა არაბ გამომგონებლად რობოტიკის დარგში, და მის სახელზე მიღებულია 60-ზე მეტი სერთიფიკატი მიღწევებისთვის.
შუბამ ბანერიე
კალიფორნია, აშშ
ყველაფერი დაიწყო სკოლის სამეცნიერო პროექტით, როდესაც მაშინ 12 წლის შუბამ ბანერიემ თავისი ლეგოს ბლოკები გამოიყენა ბრაილის პრინტერის ასაშენებლად. ამ საგამომგონებლო შემოქმედებით, მან კომპიუტერული ტექნიკა უფრო ხელმისაწვდომი გახადა მილიონობით მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანისთვის, და დაიბადა „ბრაიგო“ –ბრაილის და ლეგოს ნაზავი. „ბრაიგომ“ გაოცება გამოიწვია მსოფლიოში, რადგან იყო პირველი იაფი, ჩუმი, პორტატული და ნივთების ინტერნეტით გააქტიურებული პრინტერი და მისი შემქმნელი, ბელგიაში დაბადებული შუბამი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ანტერპრენერი, რომელმაც მიიღო საწარმოს კაპიტალი დაფინანსებით Braigo Labs-სთვის, კომპანიისთვის, რომელიც მან მალევე შექმნა, მისი ინოვაციისთვის ყურადღების მიქცევის შემდეგ.
„ბრაიგომ“ არა მხოლოდ Intel-ის ყურადღება მიიპყრო, არამედ მრავალი ჯილდო მიიღო ინოვაციისთვის. „ბრაიგო“ რეგულარულად ჩნდება მთელს მსოფლიოში ახალი ამბების წყაროების საშუალებით, მათ შორის CNN, NBC, ABC, PBS, NPR, CBC, BBC და Discovery.
ჰენრი ბარნერი
ვაშინგტონი, აშშ
ვის შეეძლო გამოეცნო, რომ დაწყებითი სკოლის სოციალური სწავლების პროექტი აყვავებულ ბიზნესს ჩაუყრიდა საფუძველს – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნოვატორსა და მფლობელს ჯერ საშუალო სკოლა არ ჰქონდა დამთავრებული? მაშინ, როდესაც რომ ჰენრი ბერნერის მეოთხე კლასი სწავლობდა სასაზღვრო სავაჭრო პუნქტებს, კლასის მოსწავლეები იყენებდნენ მძივებს, თანაკლასელების მიერ ხელნაკეთი ნივთების შესაძენად. ჰენრიმ გადაწყვიტა გამოეყენებინა მისი დედის ძველი ხელით დამუშავებული ღილების დასამზადებელი მოწყობილობა, რათა მას შეძლებოდა პროექტისთვის ღილების გაკეთება.
ჰენრიმ დაიწყო თავისი ღილების გაყიდვა ადგილობრივ ფერმერთა ბაზრებზე და ამაზონზე. მან დაიწყო Buttonsmith, Inc.-ის ხაზში სხვა პროდუქტების დამატება, მაგნიტების, თასმების და სამკერდეების ჩათვლით, მისი უახლესი პროდუქტი, რომელიც გულისხმობს სამკერდეებს შეცვლადი ზედა ნაწილით.
ამ სისტემის საშუალებით ღილების გაკეთება დროის მხრივ ეკონომიური აღმოჩნდა და ჰენრიმ დაიწყო მეთოდების გარკვევა, რათა უფრო ეფექტური გაეხადა პროცესი. 14 წლის ასაკში მან მიიღო პირველი პატენტი Tinker Reel-სთვის. ჰენრი მუშაობდა სხვა კომპანიასთან, Key-Bak-სთან, რათა ღილების წინა მხარე მაგნიტური ყოფილიყო და, შესაბამისად, ჩანაცვლებადი და რეგულირებადი.
მის კომპანიაშ ახლა ცხრა თანამშრომელი მუშაობს და ყოველი მათგანი ზრდასრული ადამიანია საოცარი ანაზღაურებით
გრეის ბუში
ფლორიდა, აშშ
არცთუ ისე ბევრი თინეიჯერი ამთავრებს ერთდროულად საშუალო სკოლასა და კოლეჯს, მაგრამ გრეის ბუში ერთ-ერთია იმ იშვიათთა შორის, ვისი რეზიუმეც გამოირჩევა ამ შთამბეჭდავი მიღწევით.
გრეისმა ერთსა და იმავე კვირაში მიიღო სკოლის ატესტატი და ბაკალავრის დიპლომი. როდესაც იგი დაკავებული იყო საშუალო სკოლის კურსების დასრულებით და ფლეიტის დაკვრით ორ ანსამბლში, გრეისმა ასევე მოიპოვა სისხლის სამართლის ბაკალავრის ხარისხი ფლორიდის ატლანტიკის უნივერსიტეტში (FAU).
ორმაგი ჩარიცხვის პროგრამამ მას საშუალება მისცა მიეღო კოლეჯის კურსის კრედიტი საშუალო სკოლის დიპლომის მიღების პარალელურად. გრეისმა გონივრულად ისარგებლა პროგრამით და დაიწყო კურსების გავლა ბროუარდის კოლეჯში, როდესაც იგი 13 წლის გახდა; ის ასევე ესწრებოდა გაკვეთილებს ზაფხულში, რათა დახმარებიდა მისი მიზნის მიღწევას, კოლეჯის ნაადრევად დასრულებას.
თინეიჯერმა, რომელიც სისხლის სამართლის სპეციალობის გარდა, ესპანურ ენასაც ეუფლებოდა, როგორც მეორად პროფესიას, დაამთავრა კოლეჯი 3.8 GPA-ით. გრეისმა განაგრძო სტუდენტური საქმიანობა FAU-ში, მუშაობდა ასპირანტის ასისტენტად და მიიღო მაგისტრის დიპლომი უნივერსიტეტში საჯარო მმართველობაში 2017 წელს. ამჟამად ის ამზადებს მათემატიკის სტუდენტებს და ემზადება LSAT-ის ჩასაბარებლად.
კაუტილია კატარაია
ნოთერთონი, ინგლისი
კაუტილიამ გინესის ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა IBM- ის ხელოვნური ინტელექტის სერთიფიცირებული კურსის წარმატებით გავლისა და დასრულებისათვის 6 წლის ასაკში, უკვე 9 თვეში აღიარებული იქნა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა კომპიუტერულ პროგრამისტად, მას შემდეგ რაც IBM– დან ოთხი პროფესიული სერთიფიკატი მიიღო Python– ისა და ხელოვნური ინტელექტის შესწავლისთვის
როცა მას თავისუფალი დრო გაუჩნდა სახლში, COVID პანდემიით გამოწვეული ჩაკეტვისა და არდადაგების გაუქმების გამო, აუტანელ სიცელქესქითა და ზღვა ენერგიით ის ჩაეფლო ტექნიკის სამყაროში… რათა საკუთარ თავს დახმარებოდა ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში, თავდაპირველად, Kautilya-მ შეისწავლა პროგრამული ენა Python, JavaScript და HTML-ის მხარდაჭერა, მაგრამ აქცენტი Python- ზე გააკეთა, რადგან მან გაარკვია, რომ Python არის პროგრამირების საუკეთესო ენა, რომლის სწავლაც ახლავე შეიძლება ხელოვნური ინტელექტის და მანქანების შესასწავლად, თქვა Ishwari Katariya-მ. მას Python– ის ასათვისებლად 6 თვე დასჭირდა.
Kautilya-მ IBM- ისგან ხუთი სერთიფიკატი მიიღო Python- სა და ხელოვნურ ინტელექტში, 2020 წლის ნოემბერში. მან დაასრულა IBM Foundations-ის ხელოვნური ინტელექტის პროფესიული სასერთიფიკატო კურსი edX და Python-ი მონაცემთა მეცნიერების კურსისთვის IBM Cognitive Class-დან.
კიანა ქეივი
ნიუ ორლეანსი, ლუიზიანა, აშშ
როდესაც ის მხოლოდ 15 წლის იყო, კიანა ქეივმა დაიწყო საკუთარი დამოუკიდებელი კვლევა BP ნავთობის დაღვრაზე, ფოკუსირებული იყო ნანოტექნოლოგიაზე ახალი ორლეანის უნივერსიტეტში. მის კვლევამდე, ნავთობის ნარჩენების გასუფთავების მეთოდები არ ითვალისწინებდა კანცეროგენებს, ამიტომ კიანამ გამოიგონა კანცეროგენთან ბრძოლის მოლეკულა. კიანამ შეიმუშავა, დააპატენტა და გამოაქვეყნა მეთოდი, რომელსაც EPA ახლა იყენებს ტოქსინების აღმოსაჩენად ნავთობის დაღვრის დროს, და შემდეგ იგი გადაიყვანეს ტულანში, ლაბორატორიაში; და მან ეს ყველაფერი გააკეთა მაშინ, როდესაც მისი ასაკის სხვა თინეიჯერების უმეტესობა ნერვიულობდა მართვის მოწმობის აღებაზე და იმაზე, თუ ვინ ვის დაპატიჟებდა სკოლის გამოსაშვებ საღამოზე.
ტულანში მუშაობისას აღიარებულმა კიანამ 2015 წლის Intel-ის საერთაშორისო სამეცნიერო და საინჟინრო გამოფენაზე მე-2 ადგილი დაიკავა (2,600-დან). სხვა აღიარებები მოიცავს 2017 წელს ფორბსის "30 30 წლამდელის“ სიაში მოხვედრას, და ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მიღწევის სერთიფიკატის მიღებას. გარდა ამისა, MIT-ის ლინკოლნის ლაბორატორიამ და NASA-მ ახალგაზრდა მეცნიერის სახელის საპატივსაცემოდ, ასტეროიდს, ორბიტულ ქვა 2000 GD136-ს, უწოდეს "Keianacave". კეიანა იყო MIT-ის გლობალური მეწარმეობის Bootcamp–ის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე, სადაც მან შექმნა მოლეკულა, რომელიც შეიძლება გახდეს მსოფლიოში მომავალი დომინანტი ნავთობის დაღვრის დესპერგატორი.
კიანა ქეივმა 2 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო Chevron-ისგან, რათა განეგრძო თავისი გამოგონებული კანცეროგენული მოლეკულის კვლევა და წამოიწყო სტარტაპი „Mare“, რომელიც ცდილობს მოლეკულების გამოგონებას პრობლემების გადასაჭრელად.
შეისწავლეთ Python პროგრამირება-პროფესია ჩვენთან
მარლი დიასი
პენსილვანია, აშშ
მარლი დიასს წიგნები შეუყვარდა იმ დროიდან, რაც კითხვა ისწავლა, თუმცა მალევე დაიღალა ისეთი წიგნების გადაკითხვით, რომლებიც ფოკუსირებული იყო თეთრკანიან მთავარ პერსონაჟ მამაკაცებზე. როგორც ახალგაზრდა შავკანიან ქალს, მარლის სურდა ეპოვნა პერსონაჟები, რომლებთანაც შეეძლო საკუთარი თავის გაიგივება. 11 წლის ასაკში მარლიმ დაისახა მისია, შეეგროვებინა და მოეხდინა 1000 წიგნის დონაცია, რომელთა მთავარი გმირები იქნებოდნენ შავკანიანი ქალები და გოგონები.
მან არამარტო შეძლო თავისი მიზნის მიღწევა, გადააჭარბა კიდეც, შეაგროვა 10 000-ზე მეტი წიგნი, რომელთა მთავარი პერსონაჟებიც შავკანიანი ქალები იყვნენ. მარლის #1000BlackGirlBooks კამპანიამ ჩამოაყალიბა მოძრაობა, რამაც იგი მიიყვანა პირდაპირ თეთრი სახლის ქალთა გაერთიანებულ სამიტზე.
მარლი 2017 წელს მოხვდა Forbes-ის "30 30 წლამდელის" სიაში და იმავე თვეში მიიღო Smithsonian Magazine's „ამერიკელი გენიალურობის ჯილდო“. მისი წიგნის, „მარლი დიასს ყველაფერი შეუძლია (ისევე, როგორც შენ!)“ დებიუტი შედგა 2018 წლის იანვარში.
ჩარლი ფენსკი
ედგართაუნი, მასაჩუსეტსი, აშშ
როდესაც ჩარლი ფენსკი იზრდებოდა „მართას ვენახის“ კუნძულზე და ყოველდღე ბორნით მიდიოდა მეინლენდზე სკოლაში, ის ბრუნდებოდა სახლში და იწყებდა საკუთარი სამოყვარულო რაკეტების აწყობას. დასაწყისში უბრალო ინტერესი კოსმოსისა და რაკეტებისადმი გადაიზარდა ენთუზიაზმში, რამაც ჩარლი მიიყვანა კოსმოსურ ბანაკში, დაასწრო რაკეტების გაშვებას და, საბოლოოდ, დააყენა Google-ის სამეცნიერო გამოფენის სცენაზე, როგორც გამარჯვებული.
ფალმუთის აკადემიის სტუდენტმა და ეგლის სკაუტმა მიიღო Virgin Galactic-ის პიონერის ჯილდო 2016 წელს, საპატიო ღონისძიების მთავარი საინჟინრო პრიზი უფრო სწრაფი და იაფი რაკეტის პროტოტიპისთვის. ჩარლიმ მიიღო ინჟინერიის მეორე ადგილის ჯილდო Intel-ის საერთაშორისო სამეცნიერო და საინჟინრო გამოფენაზე და 2017 წლის მასაჩუსეტსის სახელმწიფო სამეცნიერო და საინჟინრო ბაზრობაზე წარჩინებულთა ჯილდოები. მან გასულ ზაფხულს სტაჟირება გაიარა კენედის კოსმოსურ ცენტრში.
წელს ჩარლი საშუალო სკოლად ამთავრებს და MIT-სში დაესწრება შემოდგომაზე, როგორც MIT-ის 2022 წლის კლასის წევრი. ის გეგმავს სპეციალობას კოსმოსური ინჟინერიის განხრით და დოქტორანტურის ხარისხის მოპოვებას. შემდეგ მის მიზნებში შედის საკუთარი კომერციული კოსმოსური კომპანიის წამოწყება.
რუთ ამა გიან-დარკვა
კუმაში, განა
გაიცანით ყველაზე ახალგაზრდა, 14 წლის სტუდენტი სამეცნიერო და ტექნიკურ უნივერსიტეტში. ის არის 2021 წლის კლასის წევრი და გეგმავს 17 წლის ასაკში კოლეჯის დამთავრებას.
მიუხედავად იმისა, რომ კლასელებზე ოთხი წლით უმცროსი იყო, რუთმა დაამთავრა საშუალო სკოლა უმაღლესი ქულებით და მიიღო დააშვების უფლება განას ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში.
რუთი გეგმავს მეცნიერის დიპლომის ხარისხის მიღებას მათემატიკაში. როდესაც იგი ამ ხარისხს დაასრულებს, რუთი აპირებს მიიღოს კიდევ ერთი ბაკალავრის დიპლომი კომპიუტერულ მეცნიერებაში და გადაეშვას კოსმოსურ ინჟინერიაში, რათა მან თავისი წვლილი შეიტანოს განას კოსმოსურ გამოწვევებში, მას უკვე ეპატიჟებიან სხვადასხვა რუსულ და ამერიკულ გიგანტურ კოსმოსურ კომპანიებში.
ჰანა ჰერბსტი
ფლორიდა, აშშ
ისევე როგორც მრავალ ახალგაზრდა გამომგონებელს, ჰანა ჰერბსტსაც ჰქონდა მიზანი გადაეწყვიტა მძიმე პრობლემა, მას სურდა დახმარებოდა თავის 9 წლის მეგობარს, რომელიც ცხოვრობდა სამხრეთ-საჰარულ აფრიკაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს ენერგეტიკულ სიღარიბეში, ელექტროენერგიის მცირე რესურსებით.
ჰანამ მოახერხა აპარატის შექმნა, რომელიც იმუხტება ოკეანის ტალღებიდან – ოკეანის ენერგიის ზონდის პროტოტიპი. მის გამოგონებას BEACON ჰქვია, ის გულისხმობს „ქვეყნებში ელექტროენერგიის მოზიდვას ოკეანეის ენერგიის საშუალებით“. მისი პროექტი ღია წყაროსია და აპირებს სისტემის განთავსებას იმ ადგილებში, სადაც ენერგეტიკულ სიღარიბეს განიცდიან და შეუძლიათ გამოიყენონ BEACON წყლის გასუფთავებისთვის და სამედიცინო აღჭურვილობის ასამუშავებლად.
მისმა სამეცნიერო უნარ-ჩვევებმა და წარმატებებმა მალევე ჰპოვა აღიარება სოციალური ინოვაციების სამიტზე და მეცნიერებათა ეროვნული ოლიმპიადის კონკურსზე, Discovery Education ლიდერობის კონფერენციაზე და გაეროს STI ფორუმზე. ჰანამ კვლევა წარადგინა 2016 წლის თეთრი სახლის სამეცნიერო გამოფენაზე, ქალთა გაერთიანებულ შტატებზე თეთრ სახლში და Intel-ის საერთაშორისო სამეცნიერო და საინჟინრო გამოფენაზე.
დღეს ჰანა ფლორიდის ატლანტიკის უნივერსიტეტის საშუალო სკოლაში სწავლობს, სადაც ის სტუდენტურ ფეხბურთს თამაშობს და ძირითად დროს ამ ტექნოლოგიის დახვეწას უთმობდ
ჟენევა ჰივარდი
ნიუ იორკი, აშშ
ადამიანებს მოწონთ პერსონაჟები, რომელთანაც თავს აიგივებენ, იქნება ეს წიგნში, ფილმში თუ სატელევიზიო შოუში. ჟენევა ჰივარდმა, თამაშის ახალგაზრდა დიზაინერმა, გადაწყვიტა იგივე პრინციპი გამოეყენებინა ვიდეო თამაშებში, და მუშაობდა ამგვარი საინტერესო პერსონაჟების შექმნაზე. ჩვიდმეტი წლის ჟენევამ გადაწყვიტა შეექმნა მთავარი პერსონაჟი, რომელიც დროს ხარჯავდა საერთო, ყოველდღიური საქმეების შესრულებაში და დაიბადა მისი „მწვანე გმირი“.
ჟენევას ყოველთვის აინტერესებდა ვიდეო თამაშები და იგი შთაგონებული დარჩა თამაშის დიზაინი შემდეგ საფეხურზე აიყვანა, NYU-ს „თამაშის მომავალი დიზაინერის“ პროგრამაზე დასწრების შემდეგ. „მწვანე გმირი“ არის თამაში, რომელიც ცდილობს გაზარდოს ეკოლოგიური პასუხისმგებლობა ახალგაზრდა თაობების ჩართვით. თამაში აღიარებულ იქნა 2017 წლის „სტუდენტების გამოწვევების შეცვლის თამაშად“ (გრანდ პრიზიორის მეორე ადგილი) და მიიღო საშუალო სკოლის ერთობის ტიტული 2017 National STEM-ის „ვიდეო თამაშის გამოწვევაში“.
ვიდეო თამაშების შექმნით გატაცებული, დაესწრო სავანას ხელოვნების და დიზაინის კოლეჯის საზაფხულო სემინარს და ჩაირიცხა ინტერაქტიული ხელოვნების კოლეჯისთვის მოსამზადებელ პროგრამაში. იგი იმედოვნებს, რომ გააგრძელებს თამაშის შექმნის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლას და გახდება ინდი თამაშების შემქმნელი.
კიმორა ჰადსონი
ჯორჯია, აშშ
სკოლამდელი ასაკის ბავშვების უმეტესობა პრაქტიკულად სწავლობს ანბანს და მუშაობს მათემატიკის საბაზისო კონცეფციებზე, მაგრამ ეს ასე არ იყო კიმორა ჰადსონისთვის. როდესაც მას სკოლამდელი ასაკი შეუსრულდა კიმორა უკვე მუშაობდა მეოთხე კლასის სასწავლო გეგმაზე. მალევე დედამ ის ჩარიცხა მრავალფეროვან სწრაფ სწავლაზე ორიენტირებულ პროგრამებში, როგორიცაა „დუკის ტალანტის აღმოჩენის პროგრამა“ და „ვანდერბილთის საზაფხულო აკადემია“, რომლებიც ორიენტირებულია საშუალო სკოლების მოსწავლეებზე.
კიმორა ჰადსონმა ჩააბარა ACT გამოცდა როდესაც მეშვიდე კლასში იყო და ორი წლის შემდეგ ჩაირიცხა უესტ ჯორჯიის უნივერსიტეტში (UWG). უესტ ჯორჯიის უნივერსიტეტში მას უფლება ჰქონდა დარეგისტრირებულიყო ორმაგი ჩარიცხვის კურსზე, რომელიც განკუთვნილი იყო საშუალო სკოლის მეორე კურსელებისთვის, დაბალკლასელებისა და უფროსკლასელებისთვის
კიმორას ამჟამად არ აქვს არჩეული ძირითადი სპეციალობა, თუმცა იმედი აქვს, რომ იმუშავებს ისეთ მეცნიერულ სფეროებში, როგორიცაა საზღვაო ბიოლოგია, ვეტერინარიული მეცნიერება, ქირურგია ან ფსიქოლოგია. 13 წლის ასაკში მას ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვს სამყაროს დასაპყრობად
ენდრიუ კომო
მერილენდი, აშშ
გასაკვირი არ არის, რომ Siemens-ის კონკურსის 2017 წლის გამარჯვებულმა რთულ ფაზლებზე მუშაობა 3 წლის ასაკში დაიწყო. ალბათ არც ის, რომ მას გაუჩნდა ინტერესი კრიპტოგრაფიის მიმართ, როგორც კი გაიგო რას ნიშნავს ეს სიტყვა.
ენდრიუ კომომ, ბეთესდა მონტგომერის საშაულო სკოლის უფროსკლასელმა, შეიმუშავა კრიპტოგრაფიული პროტოკოლი, რომლის მიზანი იყო ონლაინ სატენდერო წინადადებების დაცვა თაღლითობისგან, ყველა სხვა მხარისგან სრულიად გასაიდუმლოებული პრეტენდენტების შეთავაზებების უზრუნველყოფით. წინაპირობა შემდეგია: აუქციონის დახურვისთანავე ვლინდება კრიპტოგრაფიული ინფორმაცია, რომ პრეტენდენტები და აუქციონისტები დარწმუნდნენ, რომ აუქციონმა გამართულად ჩაიარა. სამუშაოსთვის „კრიპტოგრაფიულად უსაფრთხო სატენდერო წინადადებების აღმავალი აუქციონის პირობებში“ ენდრიუს მიენიჭა ყველაზე მაღალი, 100,000 აშშ დოლარიანი პრიზი ინდივიდუალურ კონკურსში. ენდრიუს სისტემა, როდესაც ის დაინერგება, ხელს შეუწყობს მასშტაბურ აუქციონს, რომელიც მილიარდობით დოლარის ოპერაციებს უფრო გამჭვირვალედ, სამართლიანად და უსაფრთხოდ გამართავს
მაანასა მენდუ
ოჰაიო, აშშ
13 წლის იყო, მაანასამ გამოიგონა ენერგიის მიმღები მოწყობილობა, რომელიც მზის სინათლეს, ქარს და წვიმას განახლებად ენერგიად აქცევს. გლობალური, თამაშის შემცვლელი მოწყობილობის შექმნა და განვითარება ასეთ ადრეულ ასაკში თავისთავად შთამბეჭდავია, მაგრამ მის გამოგონებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რომ მოწყობილობა მხოლოდ 5 აშშ დოლარი ღირს.
მაანასა მენდუს ხელმისაწვდომი და ინოვაციური მოწყობილობა შთაგონებული იყო იმით, რასაც შეესწრო ინდოეთში ოჯახთან ყოველწლიური ვიზის დროს. იმის ნახვის შემდეგ, რომ ამდენი ხალხი განიცდიდა სუფთა წყლის და ელექტროენერგიის ნაკლებობას, ის სახლში მივიდა და გადაწყვიტა რამე გაეკეთებინა ენერგიის უკმარისობის გამოწვევებთან საბრძოლველად.
მას შთაგონება ეწვია, როდესაც ქარში მოქანავე ხის ტოტებს უყურებდა. მან შეამჩნია, რომ მოძრაობა პიეზოელექტრულ მასალებს ჰგავდა (პატარა მოწყობილობები, რომლებიც ენერგიას ქმნიან ვიბრაციის საშუალებით). ამ შთაგონებამ, სამთვიანმა კვლევამ, მონდომებამ და მენტორთან თანამშრომლობამ იგი მიიყვანა განახლებადი ენერგიის გაჯეტის შექმნასთან.
მეისონის საშუალო სკოლის სტუდენტი Discovery Education 3M-ის „ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსის“ გამარჯვებულად დასახელდა და მიიღო 25,000 აშშ დოლარი შემდგომი სამუშაოებისთვის და წოდება "ამერიკის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი". მაანასამ პირველი TED საუბრები ჩაატარა 2017 წლის დეკემბერში, დაასახელა Teen Vogue-ის „21 21 წლამდელში“ და Mars Gen-ის „24 24 წლამდელში“, და ის საშუალო სკოლას 2020 წელს ამთავრებს. ასე რომ, თვალი ვადევნოთ მის მუშაობას და იმას, თუ სად გადაწყვეტს ეს ბრწყინვალე სტუდენტი სწავლის გაგრძელებას.
შეისწავლეთ პროგრამირება ჩვენთან
კრისტიან მენსა
პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა
კრისტიანი – ანუ მისტერ კრისი, იგი ცნობილია არქიტექტურის ჰუმანიზირებით და მისი მარტივი ნახატების ზედაპირზე მატერიალური საგნების ფენებით. მისი ნამუშევრები და გენიალური ხედვა Huffington Post-ის ყურადღების ცენტრში მოექცა, სადაც ის გამოჩნდა მათ ახალგაზრდა ინოვატორთა "20 20 წლამდელში".
ექსცენტრიული ახალგაზრდა მხატვარი ცხოვრობს პრაღაში, სადაც ის მუშაობს ილუსტრატორად, მისი ნაშრომები შეუფასებლად ძვირია
გაბრიელ მესა
კონექტიკუტი, აშშ
გაბრიელ მესა 2015 წლიდან სწავლობს კოლეჯის მათემატიკის და ინჟინერიის კლასებში ნიუ-ჰეივნის უნივერსიტეტსა და ჰარტფორდის უნივერსიტეტში. ის შთაგონებულია პიეზოელექტრიკით, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მისი ნახშირბადის ბატარეა (ბიოდეგრადირებადი ენერგიით მოძრავი ენერგიის წყარო) და მისი სტიმუპედი (დიაბეტური ნეიროპათიის მკურნალობა) პიეზოზე მუშაობს.
გაბრიელის გამოგონებები არაერთხელ იყო ნაჩვენები თეთრი სახლის სამეცნიერო გამოფენაზე, გამოგონებათა ეროვნულ გამოფენაზე/მეწარმეთა ექსპოზე, Discovery/3M-ს ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსზე. ამ ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდოების სიას კონკურენციას უწევს ნებისმიერი პროფესორის რეზიუმეს. სულ ცოტა ხნის წინ, იგი დაასახელა Forbes-ს მომავალ აღმოჩენად
გაბრიელი, რომელიც ასევე არის Mesa Foundry-ის დამფუძნებელი და მსახურობს კონექტიკუტის გამომგონებელთა კონვენციის დირექტორთა საბჭოში, ამჟამად ახორციელებს მისი გამოგონებების კომერციალიზაციას და ეძებს შემდგომი ეტაპის მენტორებს ფაბრიკაციის და დისტრიბუციის მიმართულებით.
ანუშკა ნაიკნავარი
ორეგონი, აშშ
ანუშკა საბავშვო ბაღიდან მონაწილეობს სამეცნიერო გამოფენებში. როდესაც მას 13 წელის შეუსრულდა Google-ის სამეცნიერო გამოფენის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულიც გახდა,მალევე ლეგოს საგანმანათლებლო მაშენებლის პრემიაც წაიღო სახლში. მისი პრიზი ასევე მოიცავდა 15 ათას დოლარიან სტიპენდიას, მოგზაურობას დანიის სათაო ოფისებში მდებარე ლეგოს სამყაროში, დღეს ის უწევს მენტორობას ლეგოს კომპანიის აღმასრულებელ წარმომადგენლობას.
ასევე, 2019 წლიდან, დღემდე, ანუშკას მუშაობა ფოკუსირებული იყო ჭრილობის ქრონიკული მოვლის პრობლემაზე და შექმნა სენსორი, რომელიც ექიმებს ეხმარება ჭრილობის მდგომარეობის გაანალიზებაში სახვევის მოხსნის გარეშე; შესაბამისად, ექიმებმა იციან, როდის არის შესაფერისი დრო სახვევის შესაცვლელად. მისი პროექტი "ჭრილობის ჭკვიანური მოვლა მომავლისთვის" გულისხმობს ბიოთავსებადი ნანოტექნიკური სახვევის გამოყენებას, რომლის დამზადებაც იაფია.
გამოგონებას აქვს შესაძლებლობა დაეხმაროს მათ, ვისაც ქრონიკულად უწევს ჭრილობების მოვლა, რათა უფრო სწრაფად მოხდეს მოშუშება; ანუშკა მუშაობს გზების საპოვნელად მის სამეწარმეო მენტორთან, რათა FDA-მ დაამტკიცოს მისი სახვევები, ფართო წარმოებისა და დისტრუბუციის იმედით. იგი ასევე მუშაობს სხვა პროექტზე, რომელიც ხელს შეუწყობს უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლას თანხების განაწილების გზით.
ნიხალ გოპალი
ნიუ ჯერსი, აშშ
ახალგაზრდა და მოუსვენარმა ნიხალმა, ფერმენტების ანალიზის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით, შექმნა სისხლის ტესტი, რომელიც ადგენს მალარიის დონეს. მის ტესტს სჭირდება მხოლოდ სმარტფონი და მასალები, რომელთა ღირებულება 50 დოლარზე ნაკლებია, და ტესტი არ საჭიროებს ლაბორატორიის ან დიდი მოცულობით ელექტროენერგიის გამოყენებას.
ამ კვლევისა და სამუშაოსთვის, რომელიც მან 2016 წელს Intel-ის სამეცნიერო გამოფენაზე წარადგინა, როგორც ”მალარიის დასადგენი ტესტირება სმარტფონისა და მიკროფლუოტიკური ELISA ჩიპის გამოყენებით ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად”, მან მოიპოვა მეორე ადგილი, ფულადი ჯილდო და მისი სახელი ასტეროიდსაც კი უწოდეს
ის ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) და ბილ და მელინდა გეითსის ფონდთან, მსოფლიოში მალარიის დასადგენი ტესტის გადაწყვეტის განაწილების გეგმის შემუშავებაზე.
კიარა ნირგინი
იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა
ზოგჯერ ბავშვს ვაძლევთ უბრალო სამეცნიერო ექსპერიმენტს იმის იმედით, რომ გავართობთ სულ რაღაც ერთი საათით მაინც. როდესაც კიარა ნირგინი ბავშვობაში ექსპერიმენტებს ატარებდა ძმრითა და სოდით, ეს მისთვის ბევრად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე გართობა: ამან გამოიწვია მეცნიერების, ექსპერიმენტების და პრობლემების გადაჭრის სიყვარული. მალევე თინეიჯერმა გოგონამ იოჰანესბურგიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, მოიგო 50,000 აშშ დოლარის ოდენობის მთავარი პრიზი Google-ის სამეცნიერო გამოფენაზე თავისი ინოვაციისთვის, რაც ფორთოხლის უბრალო ქერქიდან დაიწყო.
კიარამ თავისი პროექტი შეიმუშავა 30 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი გვალვის საპასუხოდ, რომელიც სამხრეთ აფრიკამ ნახა. ქვეყნის ცხრა პროვინციიდან რვა ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ათასობით თემი და მილიონობით ოჯახი წყლის დეფიციტს განიცდიდა. გვალვამ ასევე საშინლად უარყოფითი გავლენა იქონია რეგიონის სოფლის მეურნეობაზე, რამაც გამოიწვია კულტურების განადგურება და ცხოველების სიკვდილი.
კიარას წინადადება ფოკუსირებული იყო გვალვის წინააღმდეგ ბრძოლაზე ხილით. მან გამოიყენა ფორთოხალი, რათა მისი საშუალებით ადამიანებს შექმნა იაფი და სუპერშემწოვი მასალა, რომელიც ნიადაგს წყლის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა. მისი პროექტი, სახელწოდებით "აღარცერთი გამომშრალი ნერგი", გვთავაზობს ძვირადღირებული და არაბიოდეგრადირებადი სუპერშემწოვი პოლიმერების (SAP) ალტერნატივას. ფორთოხლის ქერქისა და ავოკადოს კანის გამოყენებით, კიარამ გამოიგონა პოლიმერი, რომელსაც შეეძლო მასზე ასჯერ მეტი მოცულობის წლის რეზერვის შენარჩუნება. ეს არის ასევე გადამუშავებადი და ბიოდეგრადირებადი.
კიარა გეგმავს დატესტოს წყლის ფილტრაცია და წყლისგან ნავთობის ამოღება ფორთოხლის ქერქის პოლიმერით, და დიდი რაოდენობით პოლიმერი გახადოს ხელმისაწვდომი სამხრეთ აფრიკის ღარიბი სამეურნეო თემებისთვის. საშუალო სკოლის მოსწავლე ისწრაფვის გახდეს სოფლის მეურნეობის მეცნიერი და მოლეკულური გასტრონომი.
ხომ აივსეთ შთაგონებით?
თითოეული ახალგაზრდა ამ ჩამონათვალში არის ინტელექტის, მონდომების, ნიჭისა და ერთგულების საოცარი მაგალითი. მთელს მსოფლიოში მცხოვრები, სხვადასხავ სფეროებით და ინდუსტრიებით დაინტერესებული ეს სტუდენტები – მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ნიჭიერი მოზარდები – ნამდვილად არიან შემდეგი თაობის ლიდერები. ჩვენ მოუთმენლად ველით იმას, თუ როგორ ჩამოაყალიბებენ მომავალს მათი გამოგონებები, იდეები, კომპანიები, პროდუქტები და მოძრაობები!
დაეუფლე მომავლის პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!
IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!
+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23
+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ
https://www.facebook.com/itstep.ge