უკანასკნელი ვინც სამყაროს მოევლინა იყო Threads… 1- მილიონი რეგისტრაცია 7 საათის განმავლობაში, 70 მილიონამდე მომხმარებელი 2 დღეზე ნაკლებ დროში. Meta-ს მორიგი სწრაფად მზარდი აპლიკაცია. თუმცა, Meta-ს ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ახალი სოციალური ქსელი Threads კიდევ უამრავ სიახლეს შემოგვთავაზებს
რა ტექნიკური სტეკი დგას Threads-ის უკან?
2023 წლის 5 ივლისს გაშვებულ აპლიკაციაში მომხმარებლების რაოდენობამ 5 დღეში 100 მილიონზე მეტს გადააჭარბა და ChatGPT-საც კი გაუსწრო. მარკ ცუკერბერგის თქმით, Threads „ახალ გამოცდილებას უქმნის ინსტაგრამის მომხმარებლებს ტექსტის გაზიარების გზით“ და აძლევს მომხმარებლებს საშუალებას უპასუხონ და გამოაქვეყნონ ერთმანეთის პოსტები. ეს ყველაფერი ნაცნობია ხომ? დიახ, Threads ძალიან გავს Twitter-ს. მაგრამ შესაძლებელია მან Twitter ჩაანაცვლოს? დრო გვიჩვენებს.
საინტერესოა რა ტექნოლოგიების გამოყენებით მუშაობს Threads? ისევე, როგორც სხვა ბევრი მობილური აპლიკაცია, Threads იყენებს Apple-ის iOS-ისა და Google-ის Android-ის მიერ შემოთავაზებულ ტექნოლოგიებს. აპლიკაცია IOS-ისთვის Swift-ის გამოყენებით შეიქმნა, ხოლო Android-ისათვის დეველოპერებმა Java და Kotlin გამოიყენეს. Threads-ის შემქმნელები გეგმავენ, რომ აპლიკაცია თავსებადი გახდეს ActivityPub-თან, რომელიც W3C-ის მიერ შემუშავებულ სოციალური ნეთვორქინგის პორტოკოლს წარმოადგენს. ეს ტექნოლოგია Threads-ს თავსებადს გახდის სხვა აპლიკაციებთან, რომლებიც ასევე მხარს უჭერენ ActivityPub-ს, როგორიცაა Mastodon და WordPress.
რა ტექნოლოგია დგას სხვა სოციალური ქსელების აპლიკაციების უკან?
-
Instagram
-
TikTok
-
Facebook
-
WhatsApp Messenger
-
Snapchat
-
Telegram
-
Shopee
-
Facebook Messenger
-
Spotify
-
Zoom Cloud Meetings
Instagram მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სოციალურ ქსელს წარმოადგენს, სადაც მომხმარებლებს შუეძლიათ ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარება. აპს ჰყავს მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი და ხელმისაწვდომია iOS და Android პლატფორმებზე.
მობილური აპლიკაციის დეველოპმენტი:
-
Instagram აპლიკაცია iOS-ისათვის თავდაპირველად Objective-C-ის გამოყენებით დაიწერა, შემდეგ კი Swift-ზე “გადაეწყო”. Android-სათვის აპლიკაცია კი Java-სა და Kotlin-ის გამოყენებით შეიმუშავეს.
მონაცემთა ბაზები და მეხსირება:
-
PostgreSQL: Instagram ერთ-ერთ თავის ძირითად მონაცემთა ბაზად PostgreSQL-ს იყნებებს, სადაც განთავსებულია ისეთი ინფორმაცია როოგორიცაა მომხმარებლების ინფორმაცია და პოსტები.
-
Cassandra: მასიური მასშტაბისა და მონაცემთა მაღალი გამტარუნარიანობისთვის, Instagram იყენებს Cassandra-ს განაწილებულ NoSQL მონაცემთა ბაზას.
-
Redis: Instagram-ი Redis-ს იშვიათად გამოყენებადი მონაცემების შესანახად იყენებს, იმისათვის, რომ პალტფორმის მუშაობის სისწრაფე გაუმჯობესდეს.
ინფრასტრუქტურა და ხელსაწყოები:
-
Amazon Web Services (AWS): Instagram იყენებს AWS-ს ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურისთვის, შენახვისა და კონტენტის მიწოდებისთვის, რათა უზრუნველყოს მაღალი ხელმისაწვდომობა და მასშტაბურობა.
-
CDN: Content Delivery Network გამოიყენება იმისათვის, რომ გამოსახულებები და მედია ფაილები მარტივად მიეწოდოთ მომხმარებლებს. იგი ასევე ჩატვირთვის დროსაც ამცირებს.
-
RabbitMQ: Instagram-ი RabbitMQ-ს მესიჯების მენეჯმენტისათვის იყენებს.
მანქანური სწავლება და ხელოვნური ინტელექტი:
-
Instagram ასევე იყენებს მანქანური სწავლების ალგორითმებს, რათა მოხდეს კონტენტის რეკომენდება, გამოსახულებების ამოცნობა და სპამების აღმოჩენა.
TikTok
Tiktok წარმოადგენს Gen Z-ის საყვარელ სოციალურ მედია პლატფორმას. იგი წარმოადგენს აპლიკაციას, სადაც მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეუძლიათ შექმნან მოკლე ვიდეოები და გაუზიარონ სხვებს.
მობილური აპლიკაციის დეველოპმენტი:
-
როგორც Instagram, TikTok-ის მობილური აპლიკაციაც iOS-სათვის Objective-C-ის გამოყენებით შეიქმნა, მოგვიანებით კი Swift-ზე “გადაეწყო, რომელიც Apple-ის თანამედროვე პროგრამირების ენას წარმოადგენს iOS დეველოპმენტისთვის.
-
Android-სათვის აპლიკაცია Java-სა და Kotlin-ის საშუალებით შეიმუშავეს.
მონაცემთა ბაზები:
-
TikTok იყენებს ისეთ მონაცემთა ბაზებს, როგორიცაა MongoDB, SQL Cassandra და MySQL.
ღრუბლოვანი სერვისები:
-
ტიკტოკი იყენებს ისეთ ღრუბლოვან სერვისებს, როგორიცაა Amazon Web Services (AWS) და Google Cloud Platform (GCP), იმისათვის, რომ გამართულად იმუშავოს აპლიკაციის backend ინფრასტრუქტურამ.
მანქანური სწავლება და ხელოვნური ინტელექტი:
-
TikTok აქტიურად იყენებს მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს, იმისათვის, რომ მომხარებლევმა მიიღონ მორგებული კონტენტის რეკომენდაციები, ვიდეოების შინაარსის ფილტრაცია და სხვადასხვა სახის ანალიტიკა.
Facebook წარმოადგენს სოციალურ მედია პლატფორმას, რომელსაც დაახლოებით 2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. Facebook არა მხოლოდ პოპულაური აპლიკაციია, არადამედ იგი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ვებ საიტიცაა.
პროგრამირების ენები:
-
PHP: Facebook-ის backend თავდაპირველად PHP-ის გამოყენებით შეიქმნა და დღემდე პლატფორმის კოდის ბაზის უდიდესი ნაწილი PHP-ის იყენებს.
-
Hack: Facebook-მა Hack შეიმუშავა, რომელიც PHP-ის ვარიანტს წარმოადგენს, რომელიც მისი გაუმჯობესებული ვარიანტია.
მონაცემთა ბაზები:
-
MySQL: Facebook-ის მომხმარებლების მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის შესანახად ძირითადად MySQL გამოიყენება.
-
Cassandra: Facebook-მა მოგვიანებით შეიმუშავა და დანერგა Cassandra, რომელიც NoSQL ბაზას წარმოადგენს და მას დიდი მოცულობის მონაცემების შესანახად იყენებენ.
ინფრასტრუქტურა და ხელსაწყოები:
-
Hadoop: Facebook Handoop-ს დიდი ზომის მონაცემების დასამუშავებლად იყენებს, რომელიც ძალიან კარგია “გადაწყვეტაში”.
-
Presto: Presto წარმოადგენს open-source განაწილებილ SQL query სისტემას, რომელსაც Facebook ინტერაქტიული ანალიტიკისათვის იყენებს.
-
Hive: Hive წარმოადგენს SQL-ის მსგავს მონაცემთა შენახვის query ენას, რომელიც გამოიყენება მონაცემთა ჯგუფური დამუშავებისა და ანალიზისათვის.
-
Thrift: იგი შექმნილია Facebook-ის მიერ, Thrift წარმოადგენს cross-language ფრეიმვორქს, რომელიც უზრუნველყოფს inter-service კომუნიკაციას.
მობილური აპლიკაციის დეველოპმენტი:
-
Facebook-ის მობილური აპლიკაცია შექმნილია native ტექნოლოგიების გამოყენებით, Java/Kotlin გამოყენებულ ინქა Android-სათვის, ხოლო iOS-სათვის Objective-C/Swift.
როგორც ხედავ, ტექნოლოგიური სამყარო საინტერესო თავგადასავლებს გპირდება. სწორედ ახლა არის კარგი დრო, დაეუფლო მომავლის პროფესიას და წარმატებით განვითარდე კარიერულად. ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი შესაბამისი ცოდნის შეძენაა, რაც დღეს ძალიან მარტივია.
თუკი Front-end Development-ის შესწავლა გსურს, IT აკადემია სტეპში შენთვის ძალიან საინტერესო კურსი დაგხვდება, რომელიც განსაკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, Web Development 0-დან ისწავლოს. გარდა ამისა, სწავლება პრაქტიკაზე არის დაფუძნებული, რაც მოიცავს დავალებებსა და ინდივიდუალურ ფინალურ პროექტს. ეს კი მოგცემს შესაძლებლობას, დახვეწო და განივითარო შესაბამისი უნარები და დააგროვო პრაქტიკული გამოცდილება - დაეუფლე ახალ პროფესიას, დაიწყე სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!
Telegram
Telegram წარმოადგენს Cloud-based messaging პლატფორმას, რომელცი სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით არის შექმნილი, იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს მობილურ აპლიკაციებს, სერვერულ ინფრასტრუქტურასა და ა.შ. Telegram უფასოდ არის ხელმისაწვდომი Android-ზე, iOS-ზე, Windows Phone-ზე, macOS-სა და Linux-ზე.
პროგრამირების ენები:
-
Windows Telegram Desktop აპლიკაციის ძირითად კომპონენტები და სერვერის მხარის ფუნქციონალი C++-ის გამოყენებით შეიმუშავეს.
-
macOS-ის აპლიკაცია Objective-C-ის, C-ისა და Swift-ის გამოყენებით შექმნეს.
-
iOS აპლიკაცია Telegram-ისათვის Objective-C-ის გამოყენებით შეიქმა და მოგვიანებით Swift-ზე “გადაეწყო”.
-
Telegram-ის Android-ის აპლიკაცია Java-ს, C-ისა და C++-ის გამოყენებით შეიმუშავეს.
ვებ ვერსია:
-
Telegram-ის ვებ ვერსია ისეთი ვებ ტექნოლოგიების გამოყეენებით, როგორიცაა HTML, CSS და JavaScript. ვებ ვერსია მოიცავს NodeJS და AngularJS როგორც frontend და backend ფრეიმვორქებს.
Bot API:
-
Telegram გთავაზობთ Bot API-ს, რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს შექმნან ბოტები მომხმარებლებთან ურთიერთობისთვის და სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად. API ხელმისაწვდომია HTTP მოთხოვნის საშუალებით.
WhatsApp Messenger
WhatsApp არის შეტყობინებების აპლიკაცია ტელეფონებისთვის, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაგზავნონ ტექსტური, აუდიო და ვიდეო შეტყობინებები უფასოდ. ზედიზედ თითქმის 15 წელიწადია, WhatsApp რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შეტყობინებების აპად მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტი მომხმარებლით.
მობილური აპლიკაციის დეველოპმენტი:
-
iOS-სათვის აპლიკაცია დაიწერა Objective-C-ის გამოყენებით და შემდგომ “გადაეწყო Swift-ზე. Android-სათვის აპლიკაცია Java-ს გამოყენებით შეიმუშავეს.
Frontend დეველოპმენტი:
-
WhatsApp-ის UI მობილურ მოწყობილობებზე UIKit-ით iOS-სათვის და Android UI კომპონენტებით შეიმუშავეს.
Backend დეველოპმენტი:
-
Erlang: WhatsApp-ის backend შეიქმნა Erlang-ის გამოყენებით, რომელიც WhatsApp-ს საშუალებას აძლევს დიდი რაოდენობით კავშირი აკონტროლოს და რეალურ დროში შეტყობინებების გაგზავნა უფრო სწრაფი გახადოს.
-
Ejabberd: WhatsApp-ის შეტყობინებების ინფრასტრუქტურა დაფუძნებულია open source XMPP (Extensible Messaging and Presence Protocol) სერვერზე, სახელწოდებით Ejabberd.
მონაცემთა ბაზები და მეხსიერება:
-
არც ისე დიდი ხნის წინ, WhatsApp გახდა Facebook-ის ნაწილი და შესაბამისად მისი ტექნოლოგიებიც Facebook-ის არსებულ ტექნოლოგიებთან გახდა თავსებადი, რომელიც მოიცავს MySQL-სა და NoSQL-ს.
ხმოვანი დარეკვა:
-
WhatsApp-მა შემოიტანა ხმოვანი დარეკვის ფუნქციები VoIP (Voice over Internet Protocol) ტექნოლოგიების გამოყენებით.
Snapchat
Snapchat-იც messaging აპლიკაციას წარმოადგენს, როემლიც მომხმარებლებს ეხმარებათ, რომ გააზიარონ გამოსახულებები, ვიდეოები და ტექსტები. ეს აპლიკაცია პოპულარული მისი ფილტრების გამო გახდა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ ვიდეოების და ფოტოების ვიზუალი შეცვალონ.
მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი:
-
Snapchat-ის მობილური აპლიკაცია iOS-ისათვის Objective-C-ის გამოყენებით შეიქმნა (სამომავლოდ კი Swift-ზე გადაეწყო).
-
Android-სათვის Snapchat-ის აპლიკაცია Java-სა და Kotlin-ის გამოყენებით შეიმუშავეს.
მონაცემთა ბაზები და მეხსიერება:
-
Snapchat ისეთ ფრეიმვორქებს იყენებს, როგორიცაა NoSQL და MongoDB.
ფრეიმვორქები და ბიბლიოთეკები:
-
Snapchat ისეთ ფრემივორქებსა და ბიბლიოთეკებს იყენებს, როგორიცაა Cocoa Touch, Bootstrap, Angular JS, JQuery და React.
ღრუბლოვანი სერვისები:
-
Snapchat-ისათვის გამოყენებულია Amazon Web Services (AWS) და Google Cloud Platform (GCP).
ყველაზე პოპულაური ონლაინ თამაშების აპლიკაციები
ყველაზე პოპულარული ონლაინ თამაშების აპლიკაციების სია ასე გამოიყურება:
-
Minecraft
-
Apex Legends
-
Fortnite Battle Royale
-
Call of Duty
-
CrossFire
სიაში ყველაზე პოპულაური თამაშის Minecraft-ის მთავარ ტექნოლოგიას Java წარმოადგენს.
აი რას აკეთებს Java Minecraft-ში:
-
თამაშის ძრავი: Minecraft-ის ძრავი Java-ს გამოყენებით შეიქმნა. იგი მოიცავს კოდს, რომელიც პასუხისმგებელია, თამაშის სამყაროს შექმნაზე, მოთამაშეთა ურთიერთქმედების მართვასა და თამაშის მექანიკაზე.
-
Cross-platform: Java საშუალებას აძლევს Minecraft-ს, რომ იყოს თავსებადი სხვადსახვა პლატფორებისათვის, რაც ნიშნავს, რომ იგი შესაძლოა გაეშვას Windows-ზე, macOS-სა და Linux-ზე. იგი Java-ს “Write Once, Run Anywhere (WORA) ბუნებითაა განპირობებული.
-
Modding community: Java-ს მოქნილობა და ღიაობა modder-ებისათვის უფრო მარტივს ხდის თამაშისათვის სხვადასხვა მოდიფიკაციების შექმნის პროცესს.
-
Bukkit და Spigot: Bukkit და Spigot არის პოპულარული სერვერის დანერგვა Minecraft-ისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს მოთამაშეებს უმასპინძლონ მრავალმოთამაშიან სერვერებს მორგებული დანამატების გამოყენებით. ორივე Bukkit და Spigot აგებულია Java პროგრამირების ენისა და CraftBukkit API-ზე.
-
Minecraft Forge: Minecraft Forge კიდევ ერთ ფართოდ გამოყენებულ modding პლატფორმას წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს API-ს, რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს შექმნან მოდიფიკაციები და დამატებები Java-ს გამოყენებით.
-
Minecraft launcher: Minecraft launcher გამოიყენება თამაშის გასაშვებად და განახლებისთვის იგი დაწერილია Java-ში და გეხმარებათ თამაშის ინსტალაციის, მომხმარებლის ავთენტიფიკაციისა და განახლებების მართვაში.
შეჯამება
წამყვანი აპლიკაციების წარმატება ხაზს უსვამს სანდო და ეფექტური ტექნოლოგიის მნიშვნელობას აპლიკაციების შემუშავებაში. Java, როგორც ბევრ აპლიკაციაში ჩანს, მიმზიდველი არჩევანია მისი მრავალფეროვნებისა და მრავალპლატფორმული შესაძლებლობების გამო.
ამ უაღრესად წარმატებული აპლიკაციების შექმნაში მისი როლის გათვალისწინებით, ცხადია, რომ Java-ს სწავლა რჩება დამაჯერებელ გადაწყვეტად დეველოპერებისთვის, რომლებიც ცდილობენ შექმნან ფუნქციებით მდიდარი და მასშტაბური აპლიკაციები, რომლებსაც შეუძლიათ მსოფლიოში რევოლუცია მოახდინონ.
დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!
IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!
+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23
+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ
გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში