IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

ჟურნალმა TIME - 2021 წლის პერსონად ილონ მასკი დაასახელა

15.12.2021

431 ხედი

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი ჟურნალ Time-ის მიერ „2021 წლის ადამიანად“ დასახელდა. Reuters-ის შეფასებით, მიმდინარე წელს მასკის „ელექტრო მანქანების კომპანია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილების მწარმოებელი გახდა, ხოლო მისმა სარაკეტო კომპანიამ კი მთლიანად სამოქალაქო ეკიპაჟით, კოსმოსის კიდეს მიაღწია.“


 

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი არ ფლობს სახლს და ბოლო დროს აქტიურად ყიდის თავის ქონებას. ის ორბიტაზე აგზავნის თანამგზავრებს და იმორჩილებს მზეს; ყოველდღიურად მართავს მის მიერ შექმნილ მანქანას, რომელიც არ მოიხმარს საწვავს და თითქმის არ საჭიროებს მძღოლს. მისი თითის ერთი მოძრაობით საფონდო ბირჟა იზრდება ან დრამატულად მცირდება. ერთგულ ადამიანთა ლაშქარი თვალს ადევნებს მის ყოველ გამოჩენას. ის ოცნებობს მარსზე, და ამავდროულად „მართავს“ დედამიწას ოთხკუთხა მკაცრი ყბებითა და შესაშური სითამამით. ბოლო დროს, ილონ მასკს ასევე უყვარს ლაივ-ტვიტების გამოქვეყნება მისი ყოველდღიურობის შესახებ.

 

„რამდენიმე მეგობარი აუზზე მივიყვანე“, - აცნობა 50 წლის მილიარდერმა Twitter-ის 66 მილიონ გამომწერს 29 ნოემბერს საღამოს; 21 წუთიანი ინტერვალის შემდეგ კი განახლებული ინფორმაცია მოგვაწოდა: „შხაპ-შხუპ“ ("Splish Splash").

 

„ზოგჯერ ვიღებ გარკვეულ რეზონანსულ შენიშვნებს ჩემს წრფელ იუმორთან დაკავშირებით,“ - ამბობს მასკი თავისი ბავშვური გამონათქვამების შესახებ. ეს არის თბილი, ქარიანი დეკემბრის დღე Starbase-ში, მისი ახალი რაკეტების დამზადებისა და გაშვების ობიექტი ტეხასის სამხრეთ მწვერვალზე. მისი ორი Starship-ის რაკეტა — მბზინავი, წვეტიანი ცხვირით, 160 ფუტიანი, უჟანგავი ფოლადის სილოსები —მის უკან არის სილუეტირებული მზის ჩასვლისას. ”მაგრამ ხომ იცით, რომ ყველა ხუმრობა არ ‘ჯდება’ პლანეტაზე.”

 

ეს არის ადამიანი, რომელიც ისწრაფვის გადაარჩინოს ჩვენი პლანეტა და სანამ ცოცხალია საცხოვრებლად ახალი პლანეტაც მოგვცეს: კლოუნი, გენიოსი, ენამახვილი, მეოცნებე, ინდუსტრიალისტი, შოუმენი, უხეში; თომას ედისონის, პ.ტ. ბარნუმის, ენდრიუ კარნეგის და Watchmen-ის ექიმი მანჰეტენის შეშლილი ჰიბრიდი, მოაზროვნე, კაცი-ღმერთი, რომელიც იგონებს ელექტრო მანქანებს და საცხოვრებლად მიდის მარსზე. მისმა სტარტაპმა სარაკეტო კომპანიამ SpaceX-მა გადაფარა Boeing და სხვები, რათა დაუფლებოდა ამერიკის კოსმოსურ მომავალს. მისი ავტომობილების კომპანია Tesla აკონტროლებს მრავალმილიარდ დოლარიანი ელექტრომობილების ბაზრის ორ მესამედს, რომლის პიონერადაც ითვლება, და მისი ღირებულება 1 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული.


ამან მასკი, რომლის სუფთა ქონება 250 მილიარდ დოლარზე მეტია, გახადა ისტორიაში ყველაზე მდიდარი მოქალაქე, ყოველ შემთხვევაში ქაღალდზე. ის არის მოთამაშე რობოტებისა და მზის, კრიპტოვალუტისა და კლიმატის, ტვინის კომპიუტერის იმპლანტანტების საკითხებში, ხელოვნური ინტელექტის მიერ გამოწვეული საფრთხის თავიდან ასაცილებლად და ხალხისა და ტვირთების სუპერ სიჩქარით გადაადგილებისთვის. ის დომინირებს უოლ სტრიტზე: „ფინანსების ამჟამინდელ მუშაობაზე დაყრდნობით, ნივთები ღირებულია არა მათი ფულადი ნაკადების, არამედ მათი ილონ მასკთან სიახლოვის მიხედვით“, წერდა Bloomberg-ის ავტორი მეტ ლევინი თებერვალში მასკის „Gamestonk!!“-ის შემდეგ. ტვიტმა სტრატოსფეროში შეაჯამა მიმთან დაკავშირებული სიგიჟე.

 

ონლაინ სწავლა შენი განვითარების საუკეთესო საშუალებაა! შეისწავლე პროფესია რომელსაც ვერანაირი პანდემია ვერ შეაჩერებს, ნუ დარჩებით დროის შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული უნარების გარეშე

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

2021 იყო „დაუოკებელი ილონის“ წელი. აპრილში SpaceX-მა მოიგო NASA-ს ექსკლუზიური კონტრაქტი ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე გაგზავნის შესახებ 1972 წლის შემდეგ პირველად. მაისში მასკმა Saturday Night Live-ს უმასპინძლა. ოქტომბერში მანქანების გაქირავების გიგანტმა Hertz-მა გამოაცხადა, რომ აპირებდა თავისი ფლოტისთვის 100 000 Tesla დაემატებინა.

 

მისი Twitter-ის ანგარიშის უტყუარად ფალოსური ავატარით გადმოცემული თინეიჯერული გზავნილი მივიღეთ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მისმა ერთ-ერთმა რაკეტამ NASA-ს პირველი ანტიასტეროიდული პლანეტარული თავდაცვის ტესტი გაუშვა; რამდენიმე კვირით ადრე სხვამ გაუშვეს თავისი სახის პირველი მისიის შესასრულებლად, რაც გულისხმობს კოსმოსური იქს-სხივების შესწავლას; და მასკის მიერ Tesla-ს აქციების 10%-ის გაყიდვის ფონზე, პროცესი, რომელმაც ააფორიაქა ბაზრები, მას მილიარდები დაუჯდა და საკმარისი საგადასახადო შემოსავალი უნდა გამოიმუშავოს კომერციის დეპარტამენტის დასაფინანსებლად ერთი წლის განმავლობაში. გაყიდვა გამოიწვია Twitter-ზე გამოკითხვამ, რომელიც მასკმა გამოაქვეყნა აჟიტირებულად ლიბერალური სენატორების მიერ მილიარდერების დაბეგვრის შესახებ წინადადებების გამო.

 

ბევრი ადამიანი აღწერილია, როგორც თავად სიცოცხლეზე აღმატებული, მაგრამ ცოტა თუ იმსახურებს ამას. რამდენი ჩვენგანი სცილდება რეალურად სიცოცხლის ხანგრძლივობას? რამდენი მოხვდება ციფრულ სახელმძღვანელოებში, რომლებსაც ჩვენი კოსმოსური შთამომავლები შეისწავლიან? როგორც შექსპირმა შენიშნა ‘იულიუს კეისარში’, ბევრად უფრო ადვილია დაგიმახსოვრონ ბოროტების კეთებისთვის, ვიდრე სიკეთისთვის. რამდენი დატოვებს კვალს მსოფლიოზე —მით უმეტეს სამყაროზე —მათი წვლილისთვის და არა დანაშაულისთვის? რამდენიმე წლის წინ მასკს ძალიან დასცინოდნენ, როგორც შეშლილ თაღლითს, რომელიც კოტრდებოდა. ახლა ეს მორცხვი სამხრეთ აფრიკელი ასპერგერის სინდრომით, რომელიც გადაურჩა სასტიკ ბავშვობას და გადალახა პირადი ტრაგედია, იმორჩილებს მთავრობებს და ინდუსტრიას თავისი ამბიციების გასახორციელებლად.

 

მასკისთვის უზარმაზარი ქონება მხოლოდ გვერდითი ეფექტია მისი ზეციური უნარების, რომ არა მხოლოდ დაინახოს, არამედ აკეთოს ის, რაც სხვებს არ შეუძლიათ, არენაზე, სადაც ფსონები არის ეგზისტენციალური. "ის გაიზარდა რთულ გარემოში თუმცა დაიბადა განსაკუთრებული ტვინით", - ამბობს ანტონიო გრასიასი, მასკის ორი ათწლეულის ახლო მეგობარი, რომელიც იკავებს ადგილს Tesla-სა და SpaceX-ის მმართველთა საბჭოებში. ”ასეთ სიტუაციაში მყოფი ადამიანების 99.5 პროცენტი ვერ გამოდის ჯოჯოხეთური სიღარიბიდან. გარკვეული მცირე პროცენტი გამოდის მისგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების უნარით განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ და კაცობრიობის კურსის შესაცვლელად დაუსრულებელი სწრაფვით, თუმცა 200+ მილიარდს მხოლოდ მასკი თუ დააგროვებდა"

 

მისი პერსონალის მკაცრი მართვის სტილი ლეგენდარულია. ყოფილმა თანამოაზრეებმა მასკი აღწერეს, როგორც მეწვრილმანე, სასტიკი და გულგრილი, განსაკუთრებით სიბრაზის ან გამოწვევის მდგომარეობაში. ის ცოტა ხნის წინ დაშორდა ექსპერიმენტულ მუსიკოს გრაიმსს, მისი მეშვიდე შვილის დედას. "ის არის მცოდნე, როდესაც საქმე ეხება ბიზნესს, მაგრამ მისი უნარი არ არის თანაგრძნობა სხვის მიმართ", - ამბობს მისი ძმა და ბიზნეს პარტნიორი კიმბალ მასკი.   „ის ჰუმანისტია - არა იმ გაგებით, რომ კარგი ადამიანია“, - ამბობს რობერტ ზუბრინი, „მარსის საზოგადოების“ დამფუძნებელი, რომელიც მასკს 2001 წელს შეხვდა, როდესაც ახალგაზრდა, ახლად გამოჩენილმა ‘dot-com’ მილიონერმა საკითარი სურვილით დიდი ჩეკი გაუგზავნა ორგანიზაციას. „მას სურს მარადიული დიდება დიდი საქმეების კეთებისთვის და ის არის ფასეული კაცობრიობისთვის, რადგან ის განსაზღვრავს დიდ საქმეს, როგორც რაღაც დიდებულს კაცობრიობისთვის. ის ხარბია დიდებისთვის. ფული მისთვის არის საშუალება და არა მიზანი. ვინ აფასებს დღეს თომას ედისონს იმის მიხედვით, თუ მისმა რომელმა გამოგონებამ მოიტანა მოგება?”

 

მისი ყველა გამორჩეული და მკვეთრად ნეგატიური თვისების მიუხედავად, მასკი არის ჩვენი უსასრულო შესაძლებლობების ავატარი, ჩვენი წინამძღოლი ხელახლა შექმნილი სამყაროსკენ, სადაც გაცვეთილი პრაქტიკა განზეა გაწეული და უპრეცედენტო რაღაცები ხდება ლოგიკური, სადაც დედამიწისა და კაცობრიობის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ალბათ ერთ კაცს არ უნდა ჰქონდეს მთელი ეს ძალა. შესაძლოა დიდი სიკეთის ამ ხედვას ადამიანური ფასი მოჰყვეს. მაგრამ ვისაც არასოდეს მიუცია ხმა ან არ დარეგისტრირებულა მასკის ველური ნულოვანი გრავიტაციის მოგზაურობაზე, ეს მისთვის არანაირი მნიშვნელობის არ არის.

 

მასკს ახასიათებს ხელის ნაზი ჩამორთმევა და აქვს თანაბარი ხმა, რომელიც გამოხატავს სიბრაზეს, სიხარულს და ამბიციას ერთსა და იმავე მშვიდ რეგისტრში. Tesla შეიძლება იყოს მისი საოცარი სიმდიდრისა და დიდების მთავარი წყარო, ისევე როგორც მისი უდიდესი გავლენა პლანეტაზე ამ დღემდე. მაგრამ სივრცე არის ის, რაც აცოცხლებს მის ყველაზე ველურ, უკიდურეს ამბიციებს. მასკის პატარა შვილმა, X Æ A-Xii-მა (გამოითქმის "იქს"), ახლახან დაიწყო სიტყვა „მანქანის“ თქმა, რაზეც მისი მამა პასუხობს: "რაკეტა!"

 

„საერთო მიზანი არის, ცხოვრება მრავალპლანეტარული გავხადოთ და კაცობრიობას მივცეთ საშუალება გახდეს კოსმოსური ცივილიზაცია“, - ამბობს მასკი —არა იმიტომ, რომ ეს მომგებიანი იქნება, არამედ იმიტომ, რომ ეს იქნება „ამაღელვებელი“, ყოველ შემთხვევაში მისთვის. და შემდეგი მართლაც დიდი რამ არის მარსზე თვითფუნქციური ქალაქის აშენება და დედამიწის ცხოველებისა და არსებების იქ წაყვანა. რაღაც ფუტურისტული ნოეს კიდობანივით. თუმცა, ჩვენ ორზე მეტს წამიყვანთ; ცოტა უცნაური იქნება, მხოლოდ ორი რომ წავიყვანოთ.

 

როგორ შეიძლება მასკს სჯეროდეს რაღაც ასეთი წარმოუდგენელის, უფრო ადვილი გასაგებია, როცა გაიგებთ, როგორია მისი ამჟამინდელი წარმატება კოსმოსში. სანამ ამერიკის პასპორტი გახდებოდა მზის სისტემაში, SpaceX-მა თითქმის გააკოტრა მასკი. მისმა პირველმა რაკეტამ, Falcon-მა, სამჯერ განოცადა წარუმატებლობა 2008 წელს. კომპანიამ შექმნა Falcon 9 და შემდეგ Falcon Heavy, რომელსაც აქვს ცხრა ძრავის სამი კლასტერი. ძრავების კლასტერირება ადრე ცუდ იდეად ითვლებოდა მოძრავი ნაწილების რაოდენობის გამო, რომლებიც შეიძლება აფეთქებულიყო —ერთ-ერთი იმ მრავალი ვარაუდიდან, რომელიც მასკმა შეცვალა. „როდესაც პირველად შევხედე Falcon 9-ის ძრავების კლასტერებს, თვალები ავატრიალე“, ამბობს სკოტ პეისი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კოსმოსური პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი. ”თუმცა, ამიტომ არის ილონ მასკი ჩემზე ჭკვიანი.”

 

რაკეტები ასევე კოსმოსში ვერ უნდა გაფრენილიყვნენ ერთზე მეტჯერ. ათწლეულების განმავლობაში სარაკეტო გამშვები პუნქტები ზღვაზე იყო მიტოვებული. „არავის არასოდეს გაუკეთებია რაიმე სახის სრულად ხელახლა გამოსაყენებელი ორბიტალური რაკეტა“, - ამბობს მასკი. „ჩვენ უბრალოდ ვცხოვრობთ პლანეტაზე, სადაც ეს ძალიან რთული სამუშაოა.“ ის აშკარა კმაყოფილებით აღწერს გამოწვევას. ”ეს რომ ვიდეო თამაში იყოს, პარამეტრი მაქსიმუმზეა, მაგრამ არა შეუძლებელი.” გასული ექვსი წლის განმავლობაში SpaceX-მა წარმატებით დაუშვა Falcon 9-ის 90 რაკეტის პირველი ეტაპი და 72 მათგანი ხელახლა გააფრინა. მასკმა ჯერ კიდევ უნდა მიაღწიოს  სრულ ხელახლა გამოყენებას რაკეტის ორივე ეტაპის ხელახლა გადაფრენით.

 

 

NASA-სთვის და კერძო კოსმოსური კომპანიების უმეტესობისთვის, ერთი ავარიაც კი არის წარუმატებლობა, საიდან გამოსვლასაც შეიძლება წლები დასჭირდეს. SpaceX-ს მიზანია სწრაფად წარუმატებლობა, გამოცდილების დაგროვება და კვლავ გამეორება. მადლიერების დღეს მასკმა თანამშრომლებს გაუგზავნა ელექტრონული ფოსტა შეტყობინებით, რომ Starship-ის ახალი Raptor ძრავა "წარმოების კრიზისის" წინაშე დგას, რამაც შეიძლება გააკოტროს SpaceX, თუ არ მიაღწევს "Starship ფრენის სიჩქარეს მინიმუმ ორ კვირაში ერთხელ მომავალ წელს". „ყველაზე უარეს სიტუაციაში“, ამბობს ის TIME-სთან, „გაკოტრება არ არის გამორიცხული, თუმცა ამას არ ველით“. მისი თქმით, მიზანი იყო თანამშრომლების შეხსენება, რომ „ჩვენ არ შეგვიძლია დავკარგოთ ჩვენი მდგომარეობა ან ვიყოთ თვითკმაყოფილნი“.

 

სისრულეში მოდის Starlink-ის პროგრამაც, SpaceX იმედოვნებს, რომ 42000 თანამგზავრისგან შემდგარი თანავარსკვლავედი გაუშვას მსოფლიოსთვის ინტერნეტ სერვისის უზრუნველსაყოფად. მაგრამ ასეთი ორბიტული გროვა „გადატვირთავს“ ცას. "რამდენი რამის განთავსება გინდა იქ?" ეკითხება ნილ ლეინი, რაისის უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უფროსი მეცნიერი. „ასტრონომები სათანადოდ ტეხენ აურზაურს იმასთან დაკავშირებით, რომ ერევიან მათი დაკვირვების უნარში“. (გვინ შოთველი, SpaceX-ის პრეზიდენტი, უცხადებს TIME-ს, რომ კომპანია მუშაობს ამ პრობლემაზე.)

 

SpaceX კერძო კომპანიაა, ამიტომ, საჯაროდ ცნობილი არ არის ის მომგებიანია თუ არა, ეს არ არის მნიშვნელოვანი, ამბობს მასკი. ერთ დღეს, ის იმედოვნებს, რომ რაკეტები ერთდროულად 100 ადამიანს გადაიყვანს მარსზე, სადაც ხომალდების საწვავით შევსება შესაძლებელია წითელ პლანეტაზე წარმოებული საწვავით და შემდეგ დედამიწაზე დაბრუნება. კითხვაზე, როდის ხედავს ამის გახორციელებას, მასკი დიდხანს ჩუმდება, თითქოს მაჩვებენლებს ითვლიდეს, ფედერალურ რეგულაციებს და წარმოების განრიგს, სატესტო ფრენის სამიზნეებს და ეკიპაჟის საპირფარეშოს მოთხოვნებს. "გაკვირვებული დავრჩები, თუ მარსზე 4-5 წელიწადში არ ჩავფრინდებით", - თქვა მან ბოლოს.

 

რას გააკეთებენ იქ ადამიანები და რამდენ ხანს? ჩვენ ნაკლებად გამოვიყენეთ მთვარე მას შემდეგ, რაც 50 წლის წინ მასზე დავფრინდით. მასკი ამტკიცებს, რომ პლანეტათაშორისი სიცოცხლე არის ევოლუციის შემდეგი დიდი ნახტომი, როგორიცაა მრავალუჯრედიანი ორგანიზმების გაჩენა და ასევე, რომ მარსს შეუძლია კაცობრიობა სახლით უზრუნველყოს, თუ დედამიწა საცხოვრებლად უვარგისი გახდება. ექსპერტები არც ისე დარწმუნებულები არიან. „ნამდვილი ეჭვი მაქვს მარსზე დიდი დასახლების სიცოცხლისუნარიანობაში“, ამბობს ჯონ ლოგსდონი, კოსმოსური პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი. „რას გააკეთებს ხალხი იქ საარსებო სახსრებისთვის? რა იქნება მარსის ეკონომიკის საფუძველი?”

 

მასკი არ შინდება. იგი აცნობიერებს, რომ მის უახლეს რაკეტას შეუძლია მისი პირველი სამი გზა გაიაროს. ”მე არ ვიტყოდი, რომ ჩვენი ორბიტაზე პირველივე ჯერზე მოხვედრის შანსები მაღალია”, - ამბობს ის. ”ოპტიმისტურად ვიტყოდი, რომ შანსი არის 50%. მექსიკის ყურეს მუქი ზედაპირი გადაჭიმულია მის მხრებზე; მობილური ტელეფონები აქ იღებენ სიგნალებს მექსიკიდან; როგორია ფიქრი იმაზე, რომ ყველაზე მძლავრი რაკეტა, რომელიც ოდესმე აშენებულა შესაძლოა აფეთქდეს? "საკმაოდ საშიში!" ამბობს ის ღიმილით. ”ასე რომ, აღფრთოვანება გარანტირებულია გაშვების დღეს!”

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

 

ელექტრო მანქანები, ისევე როგორც თვითნაკეთი რაკეტები, იყო ინვესტიციების სასაფლაო, სანამ მასკი არ მოვიდა ინდუსტრიაში, რომელშიც აკადემიური ცოდნა არ ჰქონდა. ათწლეულების განმავლობაში, მემკვიდრეობითი ავტომწარმოებლები აფერხებდნენ ელექტრო მანქანების განვითარებას, ლობირებდნენ საწვავის ეფექტურობის სტანდარტების წინააღმდეგ და საჩივრებს აწარმოებდნენ სახელმწიფო მანდატების წინააღმდეგ მანქანების განვითარების შესახებ. Tesla-ს ბიზნესი ნაწილობრივ შენარჩუნებული იყო ფედერალური მთავრობის გულუხვი მხარდაჭერით, თუმცა კომპანია მანამდე დადგა ფეხზე, სანამ ის ხელმისაწვდომი გახდებოდა. 2010 წელს 465 მილიონი აშშ დოლარის ფედერალურმა სესხმა ხელი შეუწყო Tesla-ს გადამწყვეტ მომენტში და მისმა კლიენტებმა ისარგებლეს სოლიდური საგადასახადო შეღავათებით.

 

მასკს თავიდანვე სჯეროდა, რომ ლითიუმ-იონური ბატარეების ტექნოლოგიის მიღწევები შესაძლებელს გახდიდა შორი მოქმედების ელექტრო მანქანების წარმოებას. პრაქტიკაში, ეს არც ისე ადვილი იყო. Tesla-ს პირველ ათწლეულში ადგილი ჰქონდა დაგვიანებულ დედლაინებს, ტექნიკურ პრობლემებს და ხარჯების გადაჭარბებას. 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს ფულადი სახსრები იმდენად მჭიდრო იყო, რომ კომპანია ხელფასების დაგვიანებამდეც კი მივიდა. მცირე ქონებით, მასკმა 20 მილიონი აშშ დოლარი ისესხა SpaceX-ისგან კომპანიისთვის სესხის სახით მისაცემად, კიდევ 20 მილიონი აშშ დოლარი სთხოვა ინვესტორებს და გაზარდა კომპანიის სადებიუტო სპორტული მანქანის ფასი, გადარჩენისთვის.

 

Tesla-ს ავტომობილი დღის სინათლეზე 2010 წელს გამოვიდა, მაგრამ წლების განმავლობაში კომპანია კრიზისულ რეჟიმში რჩებოდა. წარმოება ჩამორჩებოდა გრაფიკს და გუნდი ყველაფრის დაკარგვის რისკის წინაშე იდგა, მასკმა 2018 წლის უმეტესი ნაწილი ქარხანაში იატაკზე ძილში გაატარა, როდესაც ცდილობდა კონვეიერის ხაზის პრობლემების მოგვარებას. „იღვიძებდა, კედელზე მონიტორებს შეხედავდა და შეზღუდვებს ეძებდა“, - ამბობს მასკის მრჩეველი ომეად აფშარი, რომელსაც საწოლში ეძინა. „ის იქ რჩებოდა და სისტემას განიხილავდა, თავად ასწორებდა კოდს, აგვარებდა პრობლემებს, დარბოდა სადგურიდან სადგურში. ის გაუძლებს ყველაზე დიდ ტკივილს იმისთვის, რომ მაგალითი მისცეს სხვებს, და მის ირგვლივ მყოფი ადამიანები ნამდვილად ვერ ვიწუწუნებთ, როცა ასე დატვირთვით არ ვმუშაობთ.” მასკის 47 წლის იუბილეზე იმ ივნისში, ის მცირე ხნით შეჩერდა სასურსათო მაღაზიაში ნაყიდი ტორტის გასასინჯად, შემდეგ კი ისევ მუშაობას დაუბრუნდა.

 

ტესლამ მასკი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე დიდი კერძო კონტრიბუტორი გახადა, სულ ახლახანს გაყიდული 800 000 Teslas რომ ყოფილიყო საწვავზე მომუშავე მანქანა, ისინი გამოყოფდნენ 40 მილიონ ტონაზე მეტ ნახშიროჟანგს, რაც ფინეთის წლიური ემისიების ექვივალენტია. მაგრამ ელექტრომობილები შეიძლება რეალურად იყოს ნაკლებად მნიშვნელოვანი კლიმატის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ვიდრე ცენტრალური ინოვაცია, რამაც შესაძლებელი გახადა მათი ფუნქციონირება: ბატარეები. Tesla-მ ხელახლა გამოიყენა მსუბუქი, ენერგიით დამუხტული უჯრედები, რომლებიც მის მანქანებს კვებავს უზარმაზარი ქსელის მასშტაბის ბატარეებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ განახლებად ენერგიას. მოთხოვნა Tesla-ს პატარა Powerwall-ზე, რომელსაც შეუძლია ელექტროენერგიის შენახვა სახურავის მზის სისტემებიდან, გაიზარდა, რადგან მომხმარებლები ეძებენ ქსელის ალტერნატივას, რაც გამოწვეულია თებერვლის ტეხასის ელექტროენერგიის დეფიციტით დაწყებული კალიფორნიაში ხანძრის რისკებით დამთავრებული, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა. ზოგიერთ რაიონში, პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას აძლევს კომუნალურ მომსახურებებს გამოიყენონ სახლის ენერგიის რეზერვები, როდესაც ქსელი გამორთულია, ნაცვლად იმისა, რომ ჩართონ მაღალი დაბინძურების გენერატორები. გერი ჰოუკსი, 72 წლის მეტყევე ვუდსტოკიდან, 2017 წლიდან მონაწილეობს ერთ-ერთ ასეთ პროგრამაში, რაც მის ადგილობრივ კომუნალურ სერვისს საშუალებას აძლევს გამოიყენოს ენერგია Tesla-ს წყვილი სარეზერვო ბატარეებიდან მის სარდაფში. „ეს აზრიანია ეგერგიის რეზერვაციის კითხით, და გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებაზე“, ამბობს ჰოუკსი.

 

მიწოდების ჯაჭვის დეფიციტის მიუხედავად, Tesla-მ ბოლო კვარტალში შექმნა 241,300 მანქანა, რაც ავტომობილების მწარმოებლისთვის რეკორდია. Ford-ისა და GM-ის ერთობლივი საბაზრო კაპიტალი Tesla-ს მეხუთედზე ნაკლებია, მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთად გაყიდეს სამნახევარჯერ მეტი მანქანა. Tesla Model 3 სექტემბერში ევროპაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდა და კომპანია ახალი შეკვეთებით არის სავსე. მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მასკი აფართოებს წარმოებას, ემზადება გააორმაგოს თავისი პროდუქცია ახალი ქარხნებით გერმანიასა და ტეხასში.

 

Tesla-ს მოგებამ შთააგონა ინვესტორები, დახარჯონ მილიარდობით დოლარი ელექტრომობილების სტარტაპებში, როგორიცაა Rivian და Fisker. ერთ-ერთ კონკურენტს, Lucid Motors-ს მართავს Tesla-ს ყოფილი ინჟინერი, რომელიც დაეხმარა Model S-ის შექმნაში. Lucid Air სედანი ცოტა ხნის წინ დასახელდა MotorTrend წლის ავტომობილად. Ford-მა და GM-მა ფული დახარჯეს შიდა ბაზრის ყველაზე მომგებიან სეგმენტში, ფურგონიან მანქანებში, Tesla-ს გაფართოების საპასუხოდ. მაგრამ მასკი ამბობს, რომ მას არ აწუხებს კონკურენციის მიღმა ყოფნა. „თუ ვინმე ჩვენზე უკეთეს მანქანებს აწარმოებს და შემდეგ ჩვენზე მეტ მანქანას გაყიდის, ვფიქრობ, ეს სრულიად ნორმალურია“, - ამბობს ის. ”ჩვენი განზრახვა Tesla-სთან ყოველთვის იყო ის, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მაგალითი მანქანის ინდუსტრიისთვის და იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი ასევე აწარმოებენ ელექტრო მანქანებს, რათა დავაჩქაროთ გადასვლა მდგრად ტექნოლოგიაზე.”

 

მასკის დედა მოდელი იყო, მამა კი მონსტრი. 1971 წელს პრეტორიაში დაბადებული ილონს უყვარდა ჩუმად ყოფნა და ენციკლოპედიის სწრაფად კითხვა. როდესაც ის 12 წლის იყო, მან დაწერა კოდი ვიდეო თამაშისთვის, სახელად Blastar, რომელიც მიყიდა კომპიუტერულ ჟურნალს 500 დოლარად. ”ის ყოველთვის განსხვავებული იყო. ის ჩემი პატარა გენიოსი ბიჭი იყო“, - ამბობს TIME-სთან მისი დედა, მაი მასკი. ”მა სსამი წლიდან ასე ვეძახდით - გენიოსი ბიჭი.”

 

 

30 წლის ასაკში მასკი ზღაპრულად მდიდარი იყო, მაგრამ პერსონალურად მისთვის აშენებულ იახტაზე გატარებული დღეები მას არ აღაფრთოვანებდა. მას შემდეგ, რაც 2001 წელს მალარიის ძლიერმა შეტევამ ის თითქმის მოკლა, როგორც ახლობლები ამბობენ, თითქოს გადაუდებელ სურვილს გრძნობდა, რომ მეტი დრო გაეტარებინა დედამიწაზე. დაახლოებით მაშინ, ის შოკში ჩავარდა, როცა აღმოაჩინა, რომ NASA-ს მარსზე გაფრენის გეგმები არ ჰქონდა. ზუბრინმა, მარსის საზოგადოებიდან, მასკი გააცნო სერიოზული კოსმოსური ადამიანების საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ იგი სკეპტიკურად იყო განწყობილი ასტრო ფეტიშებით მდიდარი კაცი-ბიჭების მიმართ. გლობალურმა ინჟინერმა, სახელად ჯიმ კანტრელმა, მასკს მისცა კოლეჯის რაკეტების სახელმძღვანელოები, რომლებიც მასკმა „შთანთქა“ და დათანხმდა რუსეთში წაყვანაზე, სადაც მასკი იმედოვნებდა, რომ იყიდდა ძველი საბჭოთა კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას და გადააქცევდა მას სარაკეტო გამშვებად. ”ის არ აღმოჩნდა ისეთი სანდო,” იხსენებს კანტრელი. „ვინ არის ეს შარლატანი? ეს ბიჭი გიჟია; ის ვერ შექმნის რაკეტას. ”

 

რამდენიმე მოგზაურობის შემდეგ, მასკმა დაასკვნა, რომ რუსები მის „გაძარცვას“ ცდილობდნენ და ეს რაკეტები არც თუ ისე კარგი იყო. ის სახლში გაფრინდა კენტრელთან და მაიკ გრიფინთან ერთად, რომელიც გააგრძელებდა NASA-ს ადმინისტრატორად მუშაობას პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს და თავდაცვის მდივნის მოადგილედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დროს. „მე და გრიფინი უკან დავბრუნდით და ვსვამთ ვისკის, მაიკი კი ამბობს: „როგორ ფიქრობ, რა საკეთებს იქ იდიოტი სწავლული?“ საკმარისად ხმამაღლა, რომ ყველას გაეგო“, - იხსენებს კენტრელი. ”ილონი ჩვენს წინ ზის რიგში. და ის შემობრუნდა და გვეუბნება: „ჰეი ბიჭებო, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თვითონ შეგვიძლია ავაშენოთ ეს რაკეტა. მე მაქვს ცხრილი.“ ვიწყებთ ცხრილის ყურებას, და ვეკითხებით: „ილონ, საიდან მოიტანე ეს?“ მე დღესაც ვიყენებ რაღაც მსგავსს რაკეტის მოდელირებისთვის. ის უბრალოდ ადგა და თავისით ამოხსნა ეს ამოცანა.” დაახლოებით იმავე პერიოდში, მასკი შეხვდა სტენფორდში ნასწავლ ინჟინერს, სახელად ჯეიბი სტრაუბელს, რომელიც ცდილობდა ძველი პორშეების ელექტრომობილებად გადაქცევას. ენერგიის შენახვა ყოველთვის იყო ყველაზე დიდი დაბრკოლება - ჩვეულებრივი ბატარეა ისეთი დიდი და მძიმე უნდა ყოფილიყო, რომ მანქანა თავისი ენერგიის უმეტეს ნაწილს დახარჯავდა საკუთარი წონის გადაზიდვაში. სტრაუბელს სჯეროდა, რომ ლითიუმ-იონური ბატარეების ბოლოდროინდელი მიღწევები საშუალებას მისცემდა ბევრად უფრო მკვრივ, მსუბუქ ელექტრო უჯრედებს, თუ ვინმე მისცემდა მას ამის დასამტკიცებლად ფულს. ინვესტორების უმეტესობამ, რომელსაც ის შეხვდა, უგულებელყო იგი, როგორც გიჟური მომაბეზრებელი იდეა. მასკმა მოახდინა გამოთვლები და ადგილზევე დაასკვნა, რომ სტრაუბელი მართალი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ მასკმა 6,5 მილიონი დოლარი ჩადო ლითიუმ-იონის მანქანების სტარტაპში სახელად Tesla, გახდა მისი უდიდესი ინვესტორი და საბოლოოდ დაეუფლა მას. „მე ვნახე ადამიანების უამრავი მაგალითი, რომლებსაც ჰქონდათ უზარმაზარი სიმდიდრე და ძალიან ფრთხილები იყვნენ“, - ამბობს სტრაუბელი. ”ილონს კი სრულად საპირისპირო აზროვნება ჰქონდა.”

 

მასკმა მიიღო წარმოუდგენლად სარისკო გადაწყვეტილება, გადაეტანა თავისი ქონება ერთდროულად სტარტაპებში, ინდუსტრიებში მაღალი ხარჯებით, განვითარების ხანგრძლივი ვადებით და შესვლის მასიური ბარიერებით. ბოლო წარმატებული სტარტაპი ამერიკულ საავტომობილო ინდუსტრიაში, Chrysler, დაარსდა 1925 წელს. „მე ვთქვი: „უბრალოდ აირჩიე ერთი: მზის პროექტი ან მანქანები ან რაკეტები“, იხსენებს მაი მასკი. ”ცხადია, მან არ მომისმინა.”

 

2008 წლისთვის აშკარა გახდა გამოწვევის მასშტაბები. Tesla-მ 1000-ზე მეტი ელექტრომობილების ენთუზიასტებისგან 60,000 დოლარამდე დეპოზიტი აიღო, და რამდენიმე ნიმუში ავტომობილის მიწოდება ჯე რკიდევ უწევდა. საავტომობილო ბლოგი რეგულარულად იუწყებოდა „Tesla-ს სიკვდილის საათს“. SpaceX-მა წყნარი ოკეანის შორეული ატოლიდან სამი ერთძრავიანი Falcon რაკეტის გაშვება სცადა და ყველა აფეთქდა. შემდეგ ფინანსური კრიზისი დაიწყო.

 

"სამყარო დაიშალა. GM და Chrysler გაკოტრდნენ. ჩვენ არ გვინდოდა Tesla-ს გაკოტრება“, - იხსენებს კიმბალ მასკი. „მახსოვს, ოქტომბერში დამირეკა და მკითხა, ფული ხომ არ მქონდა. ფული არ მქონდა - ყველაფერი გაქრა, გარდა დაახლოებით 1 მილიონი დოლარისა, რომელსაც ვზოგავდი რეცესიისგან გადასარჩენად. მე მივაწოდე ეს ფული მას რომ Tesla-ში ჩაედო. მე ვუთხარი მას, თუ ყველაფერი ჯოჯოხეთში წავა, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ერთად მაინც ვიქნებით ჯოჯოხეთში. მასკმა საკუთარი ფულიდან 8 მილიონი დოლარი შეკრიბა ერთი კვირის ხელფასების დასაფარად.შემდეგ, საბოლოოდ, მეოთხე რაკეტა წარმატებით გაეშვა. და შობამდე ორი დღით ადრე, NASA-მ მიიღო შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება, დაეჯილდოვებინა SpaceX 1,6 მილიარდი დოლარით ISS-ში 12 ფრენისთვის. „ხანდახან ვფიქრობ, სხვა ადამიანებს უფრო ხომ არ უადვიდკებათ ბიზნესების შენება, რადგან ჩვენი ყველა ბიზნესი მართლაც საშინლად რთული იყო“, - ამბობს კიმბალ მასკი. ”არსებობს რაღაც ჩვენს აღზრდასთან დაკავშირებით, რაც გვაიძულებს მუდმივად ზღვარზე ვიყოთ.”

 

ცნობილია, რომ მასკი თავის ემოციებს გულწრფელად განიხილავს "თუ არ ვარ შეყვარებული, თუ არ ვიქნები დიდი ხნის თანამგზავრთან, ვერ ვიქნები ბედნიერი", - აღიარა მან ერთხელ. მან რამდენიმე ინტერვიუში იტირა და შაბათს ღამის პირდაპირ ეთერში გამოაცხადა, რომ მას აქვს ასპერგერის სინდრომი, აუტისტური სპექტრის აშლილობა. მასკმა ეს ინტიმური განცხადება ისე უხერხულად წარმოთქვა, რომ ბევრმა მაყურებელმა ეს ხუმრობად მიიღო.მისი რწმენა კოსმოსის დაპყრობის შესახებ არ არის აბსოლუტური. მან დააარსა AI კომპანიები Neuralink და Open AI სადაც ანვითარებს უამრავ იდეას

 

ზუბრინი, მარსის საზოგადოების წარმომადგენელი, თვლის, რომ მასკი შესაძლოა მისმა სამმა თვისებამ წააქციოს: მისი გადაჭარბებული მუშაობა, უგუნურობა ან ერთგვარი გამომუშავებული ქედმაღლობა. ”ხშირად დიდი ლიდერები კარგავენ კრიტიკის მოსმენის უნარს,” - ამბობს ის. „რატომ დამარცხდა ნაპოლეონი რუსეთში? რადგან მანამდე ყოველ ჯერზე წარმატებას აღწევდა. უამრავი ფრანგი გენერალი ამბობდა: ‘ავიღოთ მხოლოდ პოლონეთი და კარგად ვინქებით’ მაგრამ წარსულში ყოველთვის, ადამიანები, რომლებიც სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ, ცდებოდნენ“.

 

მიუხედავად ამისა, ზუბრინი თავისი ძველი მეგობრის წინააღმდეგ არ დადებს ფსონს. „გენიოსი არის სიტყვა, რომელიც ხშირად ასოცირდება მასკთან; სიბრძნე არ ასოცირდება მასთან - ამბობს ის . "მაგრამ არის ერთი აზრი, რომელშიც მასკი ბრძენია-მას ესმის, რომ არ აქვს განუსაზღვრელი დრო."

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

სამუშაოების ახალი ევოლუცია

როგორ იცვლება პროფესიები ტექნოლოგიური ბუმის ფონზე? გაიგე, რატომ სჭირდებათ ახალ თაობებს ჰიბრიდული უნარები და როგორ ამზადებს IT აკადემია Step აკადემია მომავალ პროფესიონალებს ცვალებადი სამუშაოსთვის.

21-ე საუკუნის დასაწყისში „პროფესია“ აღიქმებოდა როგორც სტაბილური რუტინა: კაბინეტი, ფიქსირებული გრაფიკი და ვიწრო სპეციალიზაცია. თუმცა ტექნოლოგიურმა ბუმმა ეს სტრუქტურა თავდაყირა დააყენა. დღეს, როცა ხელოვნური ინტელექტი ქმნის დიზაინს, წერილებს და კოდსაც კი, სამუშაოს ახალი ევოლუცია იწყება იქ, სადაც ადამიანური უნარები ციფრულ შესაძლებლობებთან იკვეთება. სწორედ ამიტომ ჩნდება ახ

ШАГ логотип

დიზაინერი AI-ის ეპოქაში - ახალი კომპეტენციების საჭიროება

AI-ის ეპოქაში დიზაინერის როლი რადიკალურად ტრანსფორმირდება — ხელოვნური ინტელექტი ხდება მისი ასისტენტი და პარტნიორი, რაც მოითხოვს ახალ კომპეტენციებს: prompt engineering, AI ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება, მონაცემთა ანალიზი, ეთიკური პასუხისმგებლობა და უწყვეტი განვითარება. თანამედროვე დიზაინერი უკვე აღარ არის მხოლოდ შემსრულებელი, ის სტრატეგიულად მართავს AI-ს, აძლევს მას ადამიანურ ღირებულებებს და ქმნის ინოვაციურ, მომხმარებელზე ორიენტირებულ გამოცდილებებს.

ყველა ვხედავთ, ყველა ვამჩნევთ გარდამტეხ, რევოლუციურ ფაზას, რასაც ხელოვნური ინტელექტი ქმნის დიზაინის სფეროში. კრეატიული პროცესების ავტომატიზაცია, უკვე უპრეცედენტო შესაძლებლობებს იძლევა. ეს ტრანსფორმაცია არამხოლოდ ცვლის დიზაინერის ყოველდღიურ საქმიანობას, არამედ მოითხოვს მისგან ახალ კომპეტენციებსა და უნარებს, რომ წარმატებული იყოს, ამ მუდმივად ცვალებად გარემოში.  AI როგ

ШАГ логотип

მოტივაცია

სამაირა მეჰტა - წარმატებული ისტორიები 20 წლამდე ასაკში

სამაირა მეჰტას ისტორია - 8 წლის ასაკში შექმნილი "CoderBunnyz" თამაშიდან ბიზნესამდე. ახალგაზრდა მეწარმის წარმატების ისტორია და გაკვეთილები IT სფეროში.

2016 წელს, მხოლოდ 8 წლის ასაკში, სამაირა მეჰტამ შექმნა "CoderBunnyz" - პროგრამირების სასწავლო თამაში ბავშვებისთვის. ეს იყო მომენტი, როდესაც ახალგაზრდა გოგომ პირველად აჩვენა, რომ ასაკი არ არის ბარიერი ინოვაციისა და წარმატებისთვის. მისმა იდეამ დაუყოვნებლივ მოიპოვა აღიარება და 9 წლის ასაკში სამაირა უკვე გამოდიოდა სპიკერად Microsoft-ისა და Google-ის ღონისძიებებზე. მისი იდეა მარტივი, მაგრამ გენიალურ

ШАГ логотип

AI თავდასხმა თუ AI თავდაცვა - კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები ციფრულ ეპოქაში

AI თავდასხმებს AI თავდაცვა უპირისპირდება - გაიგე, როგორ იცვლება კიბერუსაფრთხოების სფერო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და რატომ არის კიბერუსაფრთხოება მომავალის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი პროფესია.

წარმოიდგინე, ყველაზე ცუდი სცენარი: კიბერკრიმინალები – ის ადამიანები, ვინც თქვენი ციფრული ცხოვრების მოპარვას ცდილობენ – ახლა ისინი იყენებენ  AI-ის,  რათა თავდასხმები რეალური გახადონ. ხელოვნური ინტელექტი ქმნის მიზნობრივ ფიშინგს – ყალბ ელექტრონულ წერილებს, რომლებიც ისე ზუსტად ჰგავს რეალურს, რომ შესაძლოა ეჭვიც არ გაგიჩნდეს და გაებათ მათ მახეში. კიდევ უფრო საშიშია Deepfake  – AI-ის მიე

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა