IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

ტენდენციები ინტერიერის დიზაინში , რომლებიც უნდა დავივიწყოთ 2023 წელს

256

დიზაინი

14.02.2023

1978 დათვალიერება

ხანდახან უმჯობესია, სანამ ძალიან დაგვიანდება, ნელ-ნელა უკან მოვიტოვოთ ზოგიერთი ტენდენცია. გვსურს გაგაცნოთ ინტერიერის დიზაინის ის ტრენდები, რომლებიც 2023 წელს, დიდი ალბათობით, მოძველებული იქნება. მაგრამ საჭიროა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევებშიც კონტექსტს დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ტენდენციები იცვლება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გემოვნება სუბიექტურია და იმ სივრცეში, რომელიც თქვენ გაბედნიერებთ, თავს უსაფრთხოდ და მყუდროდ გაგრძნობინებთ, ნეგატიურ აზრების ადგილი არ არის. დღესდღეობით ინტერიერის დიზაინის ციკლები არ არის ისეთი სწრაფად ცვლადი, როგორიც ტანისამოსის მოდაა: ცოტა რთულია გადააგდო ყველაზე კომფორტული დივანი მხოლოდ იმიტომ, რომ იგი მომავალ წელს მოდაში აღარ იქნება (თუ ცოტა ხანი დაელოდები, გპირდები, აუცილებლად დაუბრუნდება მას თავისი პოპულარობა). ჩვენ საოცარი სისწრაფით ცვალებად ციფრულ ერაში ვცხოვრობთ, სადაც სიგიჟეები იქცევა ჰიპერ-ობსესიებად, ძალიან სწრაფად აღწევენ თავიანთ პიკს, ხდებიან მასობრივი, შემდეგ კი კარგავენ თავიანთ პირველობას. 

 

 

The blob boom-მა თავისი ნოსტალგიური ამორფული ფორმებით წელს ინტერნეტში აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციიდან ბევრი ლამაზი და უკვდავი ობიექტი წარმოიშვა, მაინც სავარაუდოა, რომ სტრუქტურირებული ფორმები თავიანთ პოპულარობას დაიბრუნებენ. სხვა ტენდენციები, რომლებიც მოძველების პირასაა და დიდი სურვილი გვაქვს, რომ ასეც დარჩეს, არის: შეხამებული ფერების დეკორაცია (მაგ., შავ-თეთრი, ცისარტყელის ფერები და ა.შ.). მათ მსგავსად სიცოცხლის ნაკლებობას განიცდის (და, ალბათ, სწორედ ამიტომ გადადის მოდიდანაც) მთლიანად თეთრი ან ნაცრისფერი ინტერიერი, უპატერნო სამზარეულოები და ა.შ. დაბლა მოცემულია ტოპ 10 ინტერიერის დიზაინი, რომლებიც კარგავენ თავიანთ პოპულარობას 2023-ში. 

 

ყველგან ყველაფერი მრგვალი

სტრუქტურა დაბრუნდა! მიუხედავად იმისა, რომ ავეჯის მრგვალი და დაკლაკნილი ფორმები ჩვენში ბავშვობის სათამაშოების ემოციებს აღძრავს, უფრო მკვეთრად გამოხატული ხაზები ოთახს მეტ ფორმას სძენს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც მომრგვალებული და დაკლაკნილია, უნდა გადავაგდოთ.

პრიალა სუფთა სამზარეულოები

იმავე კატეგორიაში ხვდება უკიდურესად თანამედროვე მინიმალისტური სამზარეულოებიც, რომლებსაც ხშირად შეხვდებით მთლიანად თეთრ ან ნაცრისფერ ინტერიერში. ასეთ სამზარეულოებში ვერ დაინახავ ვერც ერთ თეფშს მაგიდაზე და ღმერთმა არ ქნას, რომ რაიმე დეტალი ექსცენტრიული მარმარილოსი იყოს. ხშირ შემთხვევებში, კარადებს ძალიან პრიალა ლაკის ზედაპირი აქვთ, მაგრამ სხვა პრიალა მოწყობილობას სამზარეულოში ვერსად ვერ შეხვდებით. ეს არის საშინელი ადგილი საჭმლის მოსამზადებლად. სამზარეულო კი რისთვისაა საჭირო? წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ბევრი ჭურჭელია, მცენარეები და სანებლები ყველა ზედაპირზე. იგი არის თბილი, სასიამოვნო, შინაურული და მყუდრო - ისეთი, როგორიც სამზარეულო უნდა იყოს. 

 

ღია სივრცეები

წლის დასაწყისში დიზაინის გურუებმა გაგვაფრთხილეს, რომ ღია სივრცეების ტენდენცია ისევ დიდხანს დარჩებოდა აქტუალური. როგორც ითქვა, პოსტ-პანდემიურ ვითარებაშიც რეალობა იგივე რჩება: თუ ცხოვრობთ ქალაქში, სადაც სივრცითი შესაძლებლობები შეზღუდულია, ხოლო სახლი არის ადგილი მუშაობის, ძილისა და ყველაფრისთვის, მაშინ თქვენი სურვილი იქნება, რომ მისი დანიშნულებაც შესაბამისი იყოს. გარდა ამისა, სახლის ყველაზე მომხიბვლელი ნაწილი, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ის პატარა სივრცეები ხდება, რომლებსაც ყველაზე მყუდროდ აწყობთ, სასტუმრო ოთახის თავდაპირველი კონცეფცია შესაძლოა უკვე აღარ არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უარი უნდა თქვათ სივრცეების ერთმანეთისგან გამოყოფაზე. საზღვრები მნიშვნელოვანია!

 

სრულიად თეთრი და პირქუში ნაცრისფერი ინტერიერი

მთლიანი მონაცრისფრო-ყავისფერი პალიტრა ზედმეტად დამღლელი და მოსაბეზრებელია, ამიტომ ნებისმიერი ფერი, რომელიც არ არის თეთრი ან ნაცრისფერი, მისაღებია! მართალია, სრულიად თეთრი ინტერიერი არის მინიმალისტური და პრიალა, მაგრამ მასში ნაკლებად იგრძნობა ინდივიდუალიზმი და მხიარულება. თუ ამ ესთეტიკის რაიმე უკეთეს ინტერპრეტაციას ეძებთ, მაშინ სცადეთ მთლიანად თეთრი დიზაინი, მაგრამ სხვა ფერებთან ნაზ კომბინაციაში. თუნდაც ისე, როგორც ამ ფოტოშია მოცემული - მხოლოდ ერთი კედელია სხვა ფერში, მაგრამ იგი სივრცეს სრულიად სხვა განზომილებას სძენს. გარდა ამისა, ნაცრისფერს ინტერიერს რეალურად შეუძლია ხასიათის გაფუჭება. ალბათ, არ გსურთ, რომ თქვენი სახლი ისეთი შეგრძნებას ტოვებდეს თითქოს „არავის სახლია“.

კოორდინირებული ფერების დეკორი

შავ-თეთრი ფოტოკოლაჟებით დაწყებული, წიგნების ფერადი თაროებით დასრულებული, ეს დახვეწილი, თუმცა არაბუნებრივი ვიზუალი გიჩენს ისეთ შთაბეჭდილებს, თითქოს Pinterest-ის გვერდს ათვალიერებ და არა ვინმეს რეალური სახლის პირად სივრცეებს. უნდა შეგეძლოს სადმე დადო ახალი წიგნი მიუხედავად იმისა, რომ ადგილი მხოლოდ ვარდისფერებშია დარჩენილი. გახსენი გონება ნივთების დალაგებისას.

 

უფუნქციო საგნები

ლიმიტირებულ სივრცეებში დეკორაციის საგნებიც ლიმიტირებულია. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ უფუნქციო ნივთებიდან მოხდეს გადასვლა ნივთებზე, რომლებსაც აქვთ როგორც ლამაზი ვიზუალი, ასევე საკუთარი დანიშნულება. (რჩევა: განათება არის შესანიშნავი დასაწყისი, თუ გსურს რომ ოთახს შემატო უნიკალური ნივთი, რომელსაც დანიშნულება აქვს). 

ბოლო წლებში, საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა ინტერიერის დიზაინერის დაქირავება, როგორც კომერციულ, ასევე ინდივიდუალურ პროექტებზე, დაიწყე პროფესიის შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული!

დარეგისტრირდი ახლავე!

 

ტელევიზორზე ორიენტირებული საცხოვრებელი ოთახები

ამ ეპოქაში ეკრანები ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ცენტრალური ნაწილია, განსაკუთრებით საღამოობით. შესაბამისად, თუკი დივანს ტელევიზორის პირდაპირ მოათავსებთ, რთული იქნება ყურადღება რაიმე სხვაზე გადაიტანოთ. ამიტომ, მაშინაც კი, როდესაც თქვენი სივრცე პატარაა, ეცადეთ მოაწყოთ ისე, რომ მეტი ინტერაქცია შეძლოთ. ეს შეიძლება გულისხმობდეს ორ დივანს, რომლებიც ერთმანეთს უყურებს, ან კუთხეში დამატებითი სავარძლის დადგმას.

 

ჩესტერფილდის დივნები

მიუხედავად იმისა, რომ ჩესტერფილდის დივნები უპირობოდ მომხიბვლელია და წარმოადგენს მოდერნ ფერმჰაუსის სტილის მარტივ გზას, რომელიც გააგრძელებს დომინირებას ამ წელსაც, დროა შესვენება ავიღოთ. დროა არჩევანი შევაჩეროთ ალტერნატიულ დივნებზე, რომლებსაც მსგავსი რუსტიკული და შინაურული ვიზუალი აქვს. 

 

Duped to death designs

ეტტორე სოტტსასსას Ultrafragola სარკე, მარიო ბელინის Camaleonda დივანი, პიერ ჟანერის Chandigarh სკამები, როჯერ ლეკალის პომადის სარკეები... რეპლიკების გარჩევა დღითიდღე უფრო რთული ხდება. ხანდახან სხვაობა ძალიან მცირე დეტალებშია: იცოდით, რომ ჟანერის სკამების რეპლიკებსა და ორიგინალებს შორის ერთადერთი განმასხვავებელი დეტალი მისი კუთხეებია (ისინი უნდა იყოს მომრგვალებული). მიუხედავად ამისა, მათ უამრავ სახლში შეხვდებით და ვერც გაარკვევთ ნამდვილია თუ არა. რა თქმა უნდა, ორიგინალები დიზაინის უკვდავი ძირითადი ელემენტებია, რაც გახდა მათი რეპლიკების შექმნის საბაბი და ისინი არასდროს გადავა მოდიდან, მაგრამ ჩვენ ძალიან განვიცდით კრეატიულობის ნაკლებობას. იმის ნაცვლად, რომ იყიდოთ რეპლიკა მისაღებ ფასში, დაფიქრდით რაიმე უნიკალურისა და დამწყები დიზაინერის პროდუქტის შეძენაზე, ან გაიარეთ კონსულტაცია ვინტაჟური ავეჯის სანდო გამყიდველთან. 

 

ბუკლეზს მოსასვენებელი კუთხე

დიახ, ბუკლე ყველა ფერის არსებობს, მაგრამ იგი არის ერთ-ერთი იმ ნივთებს შორის, რომელიც ძირითადად ყოველთვის კრემისფერი წარმოგვიდგენია. შესაძლოა იგი ასახავს სრულიად თეთრ პანიკის ოთახს და არის რაღაც ისეთი მასში, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. მიუხედავად ამისა, ბუკლეს რაღაც პერიოდის განმავლობაში ყველგან ვხვდებოდით და დროა სხვა რამეც ვცადოთ.

 

სხვა ასეთ და კიდევ უფრო საინტერესო პროექტებს, ჩვენთან, IT აკადემია სტეპში, ინტერიერის დიზაინის კურსზე გაიგებთ და განიხილავთ, იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

ინდუსტრია 5.0 უკვე აქ არის: რას ნიშნავს ადამიანის და ტექნოლოგიის თანაცხოვრება?

ინდუსტრია 5.0 უკვე რეალობაა - ეპოქა, სადაც ადამიანი და ტექნოლოგია ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ბლოგში გაიგებ, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე პროფესიებს, რატომ ხდება ტექნოლოგიური უნარები აუცილებელი თითქმის ყველა სფეროში და რა შესაძლებლობებს ქმნის მომავლის სამყაროში AI-სთან ერთად მუშაობა.

რამდენიმე წლის წინ ტექნოლოგიები ადამიანებისთვის უბრალოდ ხელსაწყო იყო. დღეს კი ისინი უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია - მუშაობაში, სწავლაში, კომუნიკაციაში და გადაწყვეტილებების მიღებაშიც კი. მსოფლიო სწრაფად გადავიდა Industry 4.0-დან ახალ ეტაპზე - Industry 5.0-ზე. თუ Industry 4.0 ძირითადად ავტომატიზაციასა და მანქანების ეფექტურობას ეხებოდა, Industry 5.0 უკვე ადამიანსა და ტექნოლოგიას შორის თანამშ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვაქციოთ შიში მოკავშირედ: რჩევები მათთვის, ვისაც საკუთარი თავის არ სჯერა

რატომ კარგავენ ბავშვები საკუთარ თავში რწმენას და როგორ შეუძლია მშობელს შიშის მოტივაციად ქცევა? სტატიაში გაიგებთ, როგორ ეხმარება სწორი გარემო, მხარდაჭერა და თანამედროვე უნარების განვითარება ბავშვს თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში.

როცა ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების აღარ სჯერა ყველა მშობელს უნდა, რომ მისი შვილი თავდაჯერებული, მოტივირებული და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული გაიზარდოს. თუმცა, თანამედროვე სამყაროში ეს სულ უფრო რთული ხდება. ბავშვები ყოველდღიურად უამრავ ზეწოლას განიცდიან -სოციალური ქსელები, მუდმივი შედარება, მაღალი მოლოდინები და სწრაფად ცვალებადი გარემო ხშირად მათში შიშს და

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი უნარები გახდება ყველაზე მოთხოვნადი

მომავლის კარიერაში ყველაზე მოთხოვნადი გახდება მოქნილი უნარები - კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა და ემოციური ინტელექტი. ისინი ქმნიან უნიკალურ ღირებულებას, რომელსაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის.

ციფრულ ეპოქაში ტექნიკური ცოდნა მარტო წარმატების გარანტია აღარ არის. კომპანიები სულ უფრო მეტად აფასებენ იმ უნარებს, რომლებიც ადამიანს სხვა ადამიანებთან მუშაობაში, ახალი იდეების შექმნაში და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, მოქნილი უნარები (soft skills) იქცა მომავლის პროფესიის მთავარი საფუძვლი. გლობალური კვლევების მიხედვით, 2030 წლისთვის 80%-ზე მეტი ახ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ სწრაფად და ეფექტურად IT მიმართულებები

IT სწავლება, პროგრამირება, სწრაფი სწავლა, IT კარიერა, ტექნოლოგიები, IT აკადემია STEP, განათლება, კოდირება, ვებ დეველოპმენტი, ციფრული უნარები, პრაქტიკული სწავლება, სწავლის მეთოდები, მომავლის პროფესია, IT კურსები, AI სწავლებაში.

IT სფერო დღეს ყველაზე დინამიკური და სწრაფად მზარდია, რაც სწავლისადმი განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. იმისათვის, რომ დროის მცირე მონაკვეთში მაქსიმალური ცოდნა დააგროვო, აუცილებელია ფოკუსირება პრაქტიკულ დავალებებზე და თანამედროვე სტანდარტებზე. თუ გსურს, საფუძვლიანად დაეუფლო ტექნოლოგიებს, IT აკადემია Step- ის პროგრამირების კურსი საუკეთესო გზაა პროფესიული სტარტისთვის. სწრაფი

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა