IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

კარიერის ტიპები IT ინდუსტრიაში

.

25.07.2023

1189 დათვალიერება

კარიერის ცვლილებას გეგმავთ, თუმცა არ იცით, რომელი სამსახური იქნება თქვენთვის საუკეთესო? სტეპის ბლოგში გაგაცნობთ იმ კარიერის ტიპებს, რომლებსაც IT ინდუსტრიაში შეხვდებით

 

IT-ის  (ინფორმაციული ტექნოლოგიები) პროფესიონალები პასუხისმგებლები არიან ორგანიზაციის ციფრული ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობაზე. და, რაც უფრო სწრაფად ვითარდება ტექნოლოგია, მით უფრო იზრდება მოთხოვნა IT პროფესიონალებზე.

 

 

IT ინდუსტრია მრავალფეროვანია და აქ ბევრ პროფესიას შეხვდებით:

 

1.     IT ტექნიკოსი

 

IT ტექნიკოსები მხარდაჭერის სპეციალისტებთან ერთად კომპიუტერული პრობლემების გამოსწორებას ცდილობენ. ისინი ახდენენ მონაცემთა დამუშავების პროცესის მონიტორინგს, პასუხისმგებლები არიან პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების ჩაწერასა და კომპიუტერული მოწყობილობების დატესტვაზე. მათ მოვალეობაში ასევე შედის კომპანიის თანამშრომლებსა და კლიენტებისთვის ახალი კომპიუტერული პროგრამების გამოყენებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

 

2.     IT მხარდაჭერის სპეციალისტი

 

IT მხარდაჭერის სპეციალისტის მოვალეობა კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების გამართვაა.ისინი ორგანიზაციებს, კომპანიის თანამშრომლებს ან მომხმარებლებს ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრაში ეხმარებიან. 

 

3.     QA ტესტერი 

 

QA ტესტერი, იგივე ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინერია, რომელიც ამოწმებს, თუ რამდენად შეესაბამება ინდუსტრიის სტანდარტებს  ციფრული და კომპიუტერული პროგრამები. ამ პროფესიის წარმომადგენლები განსაკუთრებით ხშირად მუშაობენ გეიმინგ სისტემებზე, მობილურ აპლიკაციებსა და სხვა ისეთ ტექნოლოგიებზე, რომლებსაც მუდმივი ტესტირება სჭირდებათ.

 

4.     ვებ დეველოპერი

 

ვებ დეველოპერი არის ადამიანი, რომელიც იღებს დიზაინერების მიერ შექმნილ ვებ დიზაინს და აქცევს მას საიტად. არსებობს 3 ტიპის ვებ დეველოპერი:

 

  • ფრონტ-ენდ დეველოპერები - პასუხისმგებელნი არიან ვებ-საიტის იმ მხარეზე, რომელსაც ხალხი ხედავს და ინტერაქციას ახდენს,
  • ბექ-ენდ დეველოპერები - პასუხისმგებელნი არიან კოდებზე, რომელიც აკონტროლებს როგორ იტვირთება საიტი და როგორ მუშაობს,
  • ფულ-სტაკ დეველოპერები - ნაწილობრივ ყველაფერზე არიან პასუხისმგებელნი.

 

თითოეულ მიმართულებას თავისი სპეციფიკური ტექნიკური ცოდნა სჭირდება. 

 

5.     IT უსაფრთხოების სპეციალისტი

 

IT უსაფრთხოების სპეციალისტები მუშაობენ ორგანიზაციების ინტელექტუალური საკუთრებისა და მონაცემების უსაფრთხოებაზე. ასევე ქმნიან თავდაცვის სტრატეგიებს იმ შემთხვევისთვის, თუ ორგანიზაციის სერვერზე კიბერ თავდასხმა განხორციელდა. ამ პროფესიის წარმომადგენლებს ყველა ინდუსტრიაში შეუძლიათ მუშაობა. ისინი

 

6.     კომპიუტერული პროგრამისტი

 

კომპიუტერული პროგრამისტები ქმნიან ახალ კომპიუტერულ პროგრამებს სხვადასხვა პროგრამირების ენების გამოყენებით. ისინი ძირითადად იყენებენ Java, Phyton და C++ ენებს, რათა შექმნან აპლიკაციები, რომლებსაც სპეციფიკური დავალების შესრულება შეუძლიათ. 

 

7.     პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი

 

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები ქმნიან ახალ software-ებს. ისინი მუშაობენ აპლიკაციებზე, საოპერაციო სისტემებსა და კონტროლის სისტემებზე, რომელთა საშუალებითაც ორგანიზაციებს შეუძლიათ შეაფასონ კომპანიის IT ინფრასტრუქტურა.

 

8.     UX დიზაინერი

 

UX  დიზაინერი არის ადამიანი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლის გამოცდილებაზე ციფრული პროდუქტის მოხმარებისას. ისინი მონაწილეობას იღებენ პროდუქტის შექმნის პროცესში, რათა ის იყოს ფუნქციური და გამოყენებადი. ასევე აანალიზებენ მომხმარებლების უკუკავშირს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ცვლიან პროდუქტს. 

 

9.     მონაცემთა მეცნიერი

 

მონაცემთა მეცნიერების მთავარი ფუნქცია მონაცემთა ორგანიზებაა, რათა გაიგონ, თუ რა ახდენს გავლენას ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებისას. ისინი იყენებენ IT ხხელსაწყოებს, სტატისტიკებს და მანქანურ სწავლებას მონაცემთა შეგროვების და გადამუშავების პროცესში. 

 

10.  IT ხელმძღვანელი

 

IT ხელმძღვანებელს ორგანიზაციის IT სტრატეგიებისა და მისი აღსრულების მართვა აბარიათ. მათი პასუხისმგებლობაა, რომ დეპარტამენტის შექმნილი პროდუქტი ერგებოდეს კომპანიების მიზნებს. 

 

ამ 10 ყველაზე გავრცელებული IT კარიერის გარდა, არსებობს სხვა მიმართულებები, რომლებიც IT ინდუსტრიის ნაწილია მათ შორისაა:

 

·      აპლიკაციების მართვის ინჟინერი

·      ქლაუდ სისტემების ინჟინერი

·      მონაცემთა ხარისხის მენეჯერი

·      IT კოორდინატორი

·      ვებ ადმინისტრატორი.

 

IT ინდუსტრია მუდმივად განვითარებადი და ცვალებადი ინდუსტრიაა. ამასთან ერთად, IT პროფესიონალებზე მოთხოვნა ყველა ინდუსტრიაშია, ამიტომაც, კარიერის შეცვლისას, IT ერთ-ერთი საუკეთესო სფეროა. 

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა