IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

UX-ის პროფესიონალურად დაწერის სასტარტო ნაკრები

05.07.2020

638 დათვალიერება

რას ნიშნავს UX-ის დაწერა და როგორ შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენი კარიერა პროდუქტის დიზაინის ამ სწრაფად მზარდ სფეროში? UX-ის მწერალი Alysa Yamada გაგვაცნობს UX-ის მწერლების როლს და ისაუბრებს თემაზე, თუ როგორ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი კარიერა ამ სფეროში.

 

UX-ის მწერლებზე დღეს დიდი მოთხოვნაა, ისინი სწრაფად იკავებენ ვაკანტურ სამუშაო ადგილებს UX დიზაინერების გვერდით. ტექ კომპანიები აშკარად ამჩნევენ იმ ღირებულებას, რისი მოტანაც ამ წყვილს შეუძლია, როცა ისინი ერთად მუშაობენ.

 

თუ გაინტერესებთ გსურთ, რომ გახდეთ UX-ის მწერალი, ალბათ ისიც დაგაინტერესებთ რა უნარ-ჩვევების ათვისება დაგჭირდებათ და როგორ უნდა დაიწყოთ საკუთარი კარიერის შექმნა ამ სფეროში. ამ სტატიაში გაგაცნობთ UX-ის მწერლების როლს, რატომ არის საჭირო ამ ტიპის წერა პროდუქტის დიზაინში და რით შეგიძლიათ დაიწყოთ ამ სფეროში.

 

რას აკეთებს UX-ის მწერალი?

UX-ი არის User Experience (მომხმარებლის გამოცდილება) ეს სწორედ ის ასპექტია, რომელიც UX-ის მწერლებს კოფირაითერებისგან, ტექნიკური მწერლებისგან, მარკეტერებისგან და ბლოგერებისგან განასხვავებს - თუმცა, თუ უკვე გაქვთ გამოცდილება რომელიმე ციფრულ კონტენტ სტრატეგიაში, ამან შეიძლება გადასვლა გაგიადვილოთ.

 

UX-ის ნაწილი უზრუნველყოფს ჩვენი მხრიდან ორიენტაციას იმაზე, რომ ადამიანებმა ციფრული პროდუქტების გამოყენებისას რაც შეიძლება შეუფერხებლად და ეფექტურად ისარგებლონ. იმის ნაცვლად, რომ წეროთ ისეთი კონტენტი, რომელიც შთაბეჭდილებას ახდენს, გვსურს ვაცნობოთ ხალხს და მიმართულება მივცეთ იმის გასაგებად, თუ რა ხდება მათ ეკრანებზე და რას უნდა ელოდონ შემდგომ

 

რას აკეთებენ UX-ის მწერლები

UX მწერლები მჭიდროდ თანამშრომლობენ UX დიზაინერებთან, რათა შექმნან დიზაინის ნაკადები და მიკროკოპია, რომელსაც ამდენი აზრი აქვს, თქვენ ნამდვილად არ გჭირდებათ ამაზე ფიქრი. ყოველ შემთხვევაში ეს ასე უნდა იყოს. ჩვენი საქმის საფუძველია ცხოვრება გავამარტივოთ ინტერნეტით, ასლის შექმნის დროს გონებაში მუდმივად მოგზაურობაზე ფიქრით.

 

შეგიძლიათ UX მწერლებზე იფიქროთ, როგორც სანავიგაციო სახელმძღვანელოზე. გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ ადგილს, სადაც UX წერის შემთხვევებს ნახავთ:

  • ონბორდ ნაკადები (login-ი, რეგისტრაცია, როგორ უნდა დაიწყოთ)
  • ჩექაუთ ნაკადები (ელექტრონული კომერცია და ა.შ.)
  • ნებისმიერი ნაკადი ან პროცესი, სადაც მომხმარებლებს ინსტრუქციები სჭირდებათ
  • ინსტრუმენტის განმარტება/ტექსტი მინიშნება
  • შეცდომის და დადასტურების შეტყობინებები
  • ღილაკები
  • ნოტიფიკაციები
  • 404 გვერდი

ახლა, როცა უკვე ვიცით, სად და რატომ არსებობს ეს როლი, მსურს გაგიზიაროთ UX წერის საკუთარი საწყისი ნაკრები, რომელიც შევკრიბე გამოცდილების, კვლევის და ბევრი გამოცდის/შემოწმების და შეცდომების საფუძველზე, რომ დაგეხმაროთ. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული დამწყებებისთვის განკუთვნილი ნაკრები შეიძლება განსხვავდებოდეს ყველა ადამიანისთვის და კომპანიისთვის, მაგრამ ეს არის ის, რაც მე ვთვლი, რომ ყველაზე სასარგებლო და გავრცელებულია როგორც დამწყებთათვის, ისე კორპორაციებისთვის.

 

UX მწერლის საწყისი ნაკრები

რადგან UX მწერლები ძალიან მჭიდროდ მუშაობენ დიზაინის გუნდთან ერთად, ძალიან სასარგებლოა იმის ცოდნა, თუ როგორ მოერგებით ამ პროცესს და გაეცნოთ რამდენიმე იმ ინსტრუმენტს და ტერმინოლოგიას, რომლებთან ერთადაც მოგიწევთ მუშაობა. ზოგიერთი დიზაინი არა მარტო გაგიტაცებთ, არამედ მისი დიდი ნაწილი ასევე გააკეთებს მოკვლევას და სხვადასხვა კონცეფციების გაგებას, რათა მოემზადოთ ინფორმირებული UX გადაწყვეტილებების მისაღებად.

 

გირჩევთ გაეცნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი მასალას:

  • დიზაინის მაკეტის ან კარკასული მოდელის ნავიგაცია (Figma, InVision, Sketch, Adobe XD და ა.შ.)
  • კოლაბორაციული პროექტის და კონტენტ მენეჯმენტის ინსტრუმენტები, მაგალითად, როგორიცაა Notion ან Trello
  • დაათვალიერეთ სტილის სხვადასხვა სახელმძღვანელოები და ნახეთ რამდენად დიდი კომპანიები იყენებენ მათ (Shopify, Google, Mailchimp)
  • UX დიზაინის პროცესის და ზოგადი ნიმუშების მცნება/გაგება, თუ რას ნიშნავს მომხმარებელზე იროენტირებული დიზაინი
  • მომხმარებლის ინტერფეისისთვის დაწერა (front-loading content (დასკვნის ჩვენება პირველ რიგში, შემდეგ - დეტალების), თანმიმდევრობა, რამდენიმე სიტყვით გამოხატული/მოკლე, ზუსტი)
  • გამოყენებადობისა და წვდომის მნიშვნელობის გაცნობიერება
  • მოქნილი და შესასრულებელი სამუშაოების ფრეიმვორქების და მეთოდოლოგიის ცოდნა
  • გაეცანით ინფორმაციულ არქიტექტურასა და ინფორმაციის იერარქიას
  • საკუთარი პორტფელის შექმნა თქვენი ნამუშევრის საჩვენებლად (თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოცდილება, ნუ შეგეშინდებათ თქვენი ახალი ასლით შექმნათ არსებული ბრენდების მოდელები)
  • გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, წერას აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ნუ ინერვიულებთ, თუ წერის კარგი ხარისხი არ გაქვთ. მიუხედავად ამისა, ეს ნამდვილად დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ როგორ დაწეროთ კარგად, ინტერფეისებისთვის წერა არის სრულიად ახალი თამაში, რომელიც უფრო მეტად დაეყრდნობა თქვენი კომპანიის წერის სტილის სახელმძღვანელოს UX პრინციპების დაცვით.

 

სხვა უნარები, რომლებიც დიდხანს გაგყვებათ:

  • კვლევის უნარი ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად.
  • გამოხატეთ თანაგრძნობა თქვენი მომხმარებლების და მათი ონლაინ მოგზაურობის მიმართ
  • არ შეგეშინდეთ კითხვების დასმა თქვენთვის საჭირო მონაცემების ან ინფორმაციის მისაღებად
  • სხვა საიტებზე და აპებში შაბლონზე არსებული UX ასლზე შაბლონებზე ყურადღების მიქცევა
  • UX– ის სხვა მწერლებში იდეების გაღვიძება და მათთან დამეგობრება
  • გუნდებში მუშაობის უნარი, ჯვარედინ ფუნქციურად თანამშრომლობა

 

შესაძლებლობების დიდი რაოდენობა არსებობს

რადგან ეს სფერო კვლავ იზრდება, უამრავი შესაძლებლობები არსებობს დაინტერესებული UX მწერლებისთვის. უბრალოდ გახსენით თქვენი LinkedIn Job- ის გვერდი და მაშინვე დაინახავთ მზარდ მოთხოვნილებას მთელს მსოფლიოში, ასე რომ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ პერსპექტიულ გზაზე ხართ.

მას შემდეგ რაც დაიწყებთ ყველა დეტალის გარკვევას და კონცეფციების გაგებას, ნუ შეგეშინდებათ განათავსოთ თქვენი საკუთარი ასლი და ონლაინ გააზიაროთ თქვენი პორტფელი. მოუთმენლად გელით ახალგაზრდა UX მწერლებო!

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!


გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

ვერ ჩააბარე ? ეს არ ნიშნავს, რომ შენი წარმატების გზა დასრულდა

ვერ ჩააბარე? ეს არ ნიშნავს, რომ შენი პროფესიული გზა დასრულდა. გაიგე, რატომ აღარ განსაზღვრავს ერთი გამოცდა მომავალ წარმატებას და როგორ შეგიძლია პრაქტიკული ცოდნითა და თანამედროვე პროფესიების შესწავლით კარიერა დღესვე დაიწყო.

ერთი გამოცდა არ განსაზღვრავს შენს შესაძლებლობებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ ათასობით ახალგაზრდა რთულ ემოციებს განიცდის. მათგან ბევრი ფიქრობს, რომ თუ სასურველ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, კარიერული გეგმებიც დასრულდა. ეს განცდა ბუნებრივია, თუმცა რეალობა სულ სხვაა. ერთი გამოცდის შედეგი ვერ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობებს, მის შრომისმოყვარეო

ШАГ логотип

მშობლებისთვის

რატომ არ არის ტრაგედია, თუ თქვენი შვილი წელს უნივერსიტეტში არ წავიდა (თანამედროვე შრომის ბაზრის რეალობა)

უნივერსიტეტში წაუსვლელობა არ ნიშნავს განათლების დასასრულს. თანამედროვე შრომის ბაზარზე პრაქტიკული უნარები და ტექნოლოგიური წიგნიერება არის ის მყარი საფუძველი, რომელიც შვილის წარმატებულ კარიერას განსაზღვრავს.

აკადემიური დიპლომის მიღმა: თანამედროვე რეალობა დღევანდელ მუდმივად ცვალებად შრომის ბაზარზე, უმაღლესი განათლების შესახებ წარმოდგენები ფუნდამენტურად შეიცვალა. ტრადიციული ხედვა, სადაც უნივერსიტეტის დიპლომი წარმატების ერთადერთ გარანტად ითვლებოდა, თანდათან პოზიციებს თმობს. დამსაქმებლები სულ უფრო მეტად აფასებენ არა ფორმალურ განათლებას, არამედ კონკრეტულ, პრაქტიკულ უნარ

ШАГ логотип

მოტივაცია

„ყველამ ჩააბარა, ჩემს გარდა“ - როგორ გავუმკლავდეთ საზოგადოების წნეხს და ვიპოვოთ ჩვენი გზა

გრძნობ საზოგადოების წნეხს და გეჩვენება, რომ „ყველამ ჩააბარა, შენს გარდა“? გაიგე, რატომ არ განსაზღვრავს საგამოცდო ქულები შენს რეალურ პოტენციალს და როგორ გადააქციო დროებითი დაბრკოლება ახალი, ბევრად უფრო პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი კარიერის დასაწყისად თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში.

როცა რეალობა მოლოდინებს არ ემთხვევა: საზოგადოებრივი წნეხის ფენომენი ეროვნული გამოცდების, საუნივერსიტეტო ტესტირებების ან თუნდაც სამსახურებრივი სერტიფიცირების პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე სტრესულია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. როდესაც შედეგები ცხადდება და გარშემო მხოლოდ მილოცვებსა და წარმატებულ ისტორიებს ვხედავთ, მარტივია საკუთარი თავი იზოლირებულად და ხელმოცარუ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ პროფესია 1 წელიწადში და გავუსწროთ მათ, ვინც უნივერსიტეტში 4 წელი უნდა ისწავლოს

გაიგე, როგორ შეგიძლია 1 წელიწადში აითვისო მოთხოვნადი პროფესია, დაზოგო დრო და წარმატებით დაიწყო კარიერა ტექნოლოგიების სფეროში უნივერსიტეტის 4-წლიანი ლოდინის გარეშე.

ტრადიციული განათლების გამოწვევები და დინამიური სამყაროს მოთხოვნები დღევანდელ დინამიურ და მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ სამყაროში საბაზრო მოთხოვნები ხშირად იცვლება. კლასიკური უნივერსიტეტები თავიანთი ბიუროკრატიული და ხანგრძლივი აკადემიური პროცესებით ხშირად ვერ ასწრებენ სასწავლო პროგრამების დროულ განახლებას. შედეგად, სტუდენტები 4-წლიანი სწავლის დასრულების შ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა