IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

VR და AR: ტრანსფორმაცია, რეალური გამოცდილებით

111

News

19.04.2023

1811 დათვალიერება

ვირტუალური (VR) და აუგმენტირებულ რეალობა (AR) სწრაფად მზარდ ტექნოლოგიებს წარმოადგენენ, რომლებიც ჩვენს ცვლიან ურთიერთობას გარშემო არსებულ სამყაროსთან

ვირტუალური რეალობის ტექნოლოგია მომხარებელს კომპიუტერში გენერირებულ გარემოს სთავაზობს, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს დაუკავშირდნენ ერთამენთს და განიცადონ ყველაფერი ისე, თითქოს ეს რეალურ სამყაროში ხდებოდეს... VR ტექნოლოგიები შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად როგორიცაა თამაშების ინდუსტრია, განათლება, თერაპია და ა.შ. 

 

AR ტექნოლოგია ახდენს ციფრული ინფორმაციის რეალურ სამყაროში გადმოტანას. ეს შესაძლოა გაკეთდეს სმარტფონების, ტაბლეტების ან სულაც AR სათვალეების გამოყენებით. მოცემულ ტექნოლოგიას აქვს მრავალი გამოყენება, მათ შორის განათლების, დიზაინისა და მედიცინის სფეროებშიც კი. 

 

უნდა აღვნიშნოთ, რომ VR და AR ტექნოლოგიებს ყველაზე ხშირად თამაშების ინდუსტრიაში იყენებენ. VR გეიმინგი უკვე დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო ხელმისაწვდომი და პოპულარული გახდა. VR ჰედსეთები, როგორიცაა Oculus Quest და Playstation VR, მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ სრულიად ჩაეფლონ თამაშში და მიიღონ რეალურლი სამყაროს მაქსიმალური განცდა. მეორეს მხრივ, AR თამაშები ერთ-ერთ ციფრულ ხელსაწყოდ იყენებენ მოთამაშეების რეალურ გარემოს, რაც ქმნის უნიკალურ და ამავდროულად ინტერაქტიულ გამოცდილებას. 

 

თამაშების ინდუსტრიიდან გაცოცხლებული ზღაპრებამდე

როგორც ვირტუალური რეალობების მიმოხილვისას აღვნიშნეთ, მხატვრული ნაწარმოებები ამ ტექნოლოგიის გამოყენების კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა. ტაბლეტით, სმარტფონით, ან VR სათვალეებით გაცოცხლებული მოთხრობები ამ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ტრენდულ მიმართულებად დამკვიდრდა.

 

 

აუგმენტური რეალობის აპლიკაცია Wonderscope-ი ამის კარგი მაგალითია. პროექტი კომპანია Within-ს ეკუთვნის, რომელიც, ძირითადად, ვირტუალური რეალობის ტექნიკაზე მორგებულ სიუჟეტებზე მუშაობს: სათავგადასავლო ნაწარმოებებზე, დოკუმენტურ და საშინელებათა ჩვენებებზე, სავარჯიშო პროგრამებზე… მოკლედ, ყველაფერზე, რაც შეიძლება ვირტუალურ რეალობაში საინტერესო გამოდგეს.

 

კიდევ ერთი სფეროს, სადაც VR და AR ტექნოლოგიას ფართო გამოყენება აქვს, წარმოადგენს განათლება. VR-ის გამოყენებით შესაძლებელია ინტერაქტიული საგანმანათლებო გარემოს შექმნა, რაც სწავლას უფრო მიმზიდველსა და ეფექტურს ხდის. ის შესაძლოა გამოყენებულ იქნას ისტორიული მოვლენების სიმულაციისთვის, ვირტუალური საველე დაგეგმარებისთვის, ან თუნდაც ადამიანის ანატომიის შესწავლისთვის. AR ტექნოლოგიის საშუალებით, შეგვიძლია გავაუმჯობესოთ საგანმანათლებლო მასალები, რაც გულისხმობს, მათზე ციფრული ინფორმაციის დამატებას. მოცემული ტექნოლოგიები ინტერაქციის ხარჯზე სწავლის პროცესს უფრო საინტერესოს ხდიან. 

 

სკოლის შერეული რეალობის სათვალეები

არანაკლებ საინტერესო სტარტაპია ასევე განათლებაზე ორიენტირებული შერეული რეალობის კომპანია Zspace. Wonderscope-ისგან განსხვავებით, კომპანია VR და AR ტექნოლოგიის სკოლებში დანერგვაზე მუშაობს. ის სასწავლო დაწესებულებებს სპეციალური ლეპტოპებითა და ვირტუალური რეალობის სათვალეებით ამარაგებს, რომელთა წყალობითაც ბავშვებს ლამის ხელში უჭირავთ გული და ფილტვები ანატომიის გაკვეთილზე, მარსი და იუპიტერი კი - ასტრონომიის. პროექტის მნიშვნელოვან უპირატესობად ისიც ითვლება, რომ მოსწავლეები ერთად ხედავენ ვირტუალურ ობიექტებს, რაც კოლაბორაციის შესაძლებლობას იძლევა.

 

ახალგაზრდები დაინტერესებული არიან ტექნოლოგიებით, მაგრამ არ იციან როგორ ან სად დაიწყონ სწავლა, ჩვენსკვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში, მოზარდებს შეუძლიათ პროგრამირების შესწავლა!

→დარეგისტრირდი მარტივად
 

 

 VR და AR ასევე აქტიურად გამოიყენება მედიცინის სფეროშიც. იგი შეასძლოა ჩართული იყოს PTSD-ის (პოსტ ტრამვული სტრესული აშლილობა), ფობიებისა და მძიმე ქრონიკული ტკივილის მქონე პირების თერაპიის პროცესში. ვირტუალური რეალობა ასევე გამოიყენება სტუდენტებისა და ქირურგებისთვის სიმულიციური გარემოს შესაქმნელად, რათა შეძლონ უსაფრთხო გარემოში პრაქტიკის გავლა. AR-ის მეშვეობით ხდება პაციენტების სამედიცინო ინფორმაციის დამატებითი ციფრული გამოსახულებებით გადაფარვა, რაც ექიმებს უადვილებს დიაგნოსტირებასა და მკურნალობას. 

 

ნამდვილი რევოლუცია მოახდინა რენტგენული ხედვის სათვალეებმა

Statista-ს მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში, ექიმების სამუშაო განაკვეთის 35% აუგმენტური და ვირტუალური რეალობების გამოყენებით ხორციელდებოდა. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ფართო ათვისებისკენ მიმავალ გზას კვალავს, ექიმებს რენტგენული ხედვის უნარს ანიჭებს.

Augmetics-ი შექმნილი პროდუქტი, Xvision, სპეციალურად ხერხემლის ოპერაციებისთვისაა განკუთვნილი. უნიკალურისათვალეების მეშვეობით, ქირურგი ოპერაციის დროს პირდაპირ ხედავს პაციენტის ხერხემლის რენტგენს. ეს მას პროცედურის ზუსტ წარმოებაში ეხმარება, რადგან, სათვალის მეშვეობით, 3D მოდელში ხერხემალთან ერთად ექიმის ხელთ არსებული სამუშაო იარაღიც ჩანს.

 

მედიცინის სექტორში გაფართოებული რეალობა, ექიმებთან ერთად, პაციენტების ცხოვრებაშიც პოულობს გამოყენებადობას. ამ მიმართულებით ერთ-ერთი საინტერესო სტარტაპია Vivid Vision-ი, რომლის ვირტუალური რეალობის სათვალეები ზარმაცი თვალის სამკურნალოდ გამოიყენება.

მხედველობის ეს პრობლემა ბავშვობაში ყალიბდება და ცალი თვალით ცუდ ხედვაში ვლინდება. Vivid Vision-ი ვირტუალური რეალობის პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სხვადასხვა თამაშებით ზარმაცი თვალის ‘გამოფხიზლებას’ უწყობს ხელს.

 

AR/VR ტექნოლოგიები სწრაფად პროგრესირებენ, შესაბამისად სულ უფრო აქტუალური ხდება მათი სხვადასხვა სფეროებში გამოყენება. ამ სფეროს შეუძლია შეცვალოს ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროსთან ურთიერთობა. განვითარების ამ ტემპებისა და სტატისტიკის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მომავალში ვიხილავთ კიდევ უფრო ინოვაციურ და საინტერესო აპლიკაციებსა VR-ისა და AR-ისთვის. 

 

VR/AR ინდუსტრია: რა უნარების გჭირდებათ კარიერული წარმატებისთვის? 

არსებობს გარკვეული უნარების ჩამონათვალი, რომლებიც საჭიროა VR/AR ტექნოლოგიების სფეროში მუშაობისთვის. ჩვენ გაგაცნობთ რამდენიმე ძირითად მათგანს: 

  1. პროგრამირება: პროგრამირების ენების საფუძვლის გაგება, როგორიცაა C++, C# და JavaScript. ისინი მნიშვნელოვან ხელსაწყოებს წარმოადგენენ VR და AR აპლიკაციებისა თუ თამაშების შექმნისთვის. 
  2. 3D მოდელირება და ანიმაცია: 3D მოდელირება და ანიმაცია წარმოადგენს ვირტუალური გარემოს შექმნის უმთავრეს უანარს. 
  3. User Experience (UX) დიზაინი - ეფექტური VR და AR აპლიკაციების შესაქმნელად გადამწყვეტია იმის გაგება, თუ როგორ უნდა შექმნათ მოსახერხებელი და მიმზიდველი ინტერფეისი. 
  4. Game Development: თამაშების შექმნის გამოცდილება აუცილებელია VR და AR ტექნოლოგიების ინტეგრაციისთვის თამაშებში. 
  5. აპარატურული მოწყობილებების ცოდნა: ისეთი მოწყობილობების გაცნობა, როგორიცაა VR და AR ჰედსეთები, კონტროლერები და ტაქტილური უკუკავშირის მექანიზმები ერთ-ერთ მნიშვნელოვან უანარად არის მიჩნეული მოცემულ ინდუსტრიაში. 
  6. პროექტის მენეჯმენტი: პროექტების მართვის უნარი მნიშვნელოვანია ამ სფეროში მუშაობისთვის, რადგან აუცილებლად მოგიწევთ VR და AR აპლიკაციებისა და თამაშების დეველოპერების გუნდში მუშაობა, მენჯმენტი კი მათ შესაქმნელად და გასავითარებლად აუცილებელი უნარია. 
  7. ტექნიკური ცოდნა: VR და AR ტექნიკური ნაწილის ცოდნა, როგორიცაა ოპტიკა, სენსორები და გამოსახულების ტექნოლოგია, მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის ვირტუალური და გავრცობილი რეალობის რეალისტური გამოცდილების შესაქმნელად. 
  8. კრეატივი და პრობლემის გადაჭრის უნარი: კრეატიულად აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი მნიშვნელოვანია ინოვაციური VR და AR აპლიკაციების შესაქმნელად. 
  9. კომუნიკაცია: გუნდის წევრებთან და კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია ყველა დარგსა თუ პროფესიაში მნიშვნელოვანია, გამონაკლისი არც VR და AR ინდუსტრიაა.

 

 ზემოთ ჩამოთვილი უნარები საჭირო კომპეტენციების ამომწურავ სიას არ წარმაოდგენენ, ციფრული უნარები დამოკიდებულია კონკრეტულ როლზე, რომლის შესრულებაც VR/AR სფეროშიც მოგიწევთ, ასე, რომ ისინი შესაძლოა მიმართულებების მიხედვით განსხვავდებოდნენ

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა