კომპიუტერული პროგრამირების სამყაროში შესვლისას, თქვენს წინაშე მრავალი მიმართულება იშლება. პროგრამული ენების მრავალფეროვნება, სპეციალიზაციის სფეროები - ვებ დეველოპმენტიდან ხელოვნურ ინტელექტამდე, კიბერუსაფრთხოებიდან მობილური აპლიკაციების შექმნამდე - შესაძლოა თავბრუდამხვევი აღმოჩნდეს. ამასთან, გადაწყვეტილების მიღება გიწევთ, თუ სად ჯობია მიმართოთ თქვენი დრო და ფინანსები, რადგან სწორი არჩევანის გაკეთება განაპირობებს თქვენს პროფესიულ განვითარებას და მომავალ კარიერას
სტატიაში შევკრიბეთ რჩევები და ხშირად დასმული კითხვები სფეროს შესახებ, რომლებიც დამწყებებს დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში
რამდენხანს გასტანს სწავლა?
სწავლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მაგალითად რა არის თქვენი მიზანი? რა დონის პროფესიონალი გსურთ გახდეთ? საბაზისო უნარების შეძენა შეიძლება რამდენიმე თვეში, მაგრამ ექსპერტობას წლები სჭირდება.
თუ მაინც გაინტერესებთ რა დრო დაგჭირდებათ გეტყვით, რომ რთულია საკუთარი თავს დაუწესო წესები განუსაზღვრო ყოველდღიური სასწავლი დრო და არ გაგეფანტოს სხვა ფაქტორებზე ყურადღება, ამიტომ მეტად ნაყოფიერი იქნება თუ აარჩევ სასწავლებელს სადაც გასწავლიან საფუძვლიანად, გაგიზიარებენ სფეროს ყველა მიმართულებას და ფეხ და ფეხ მიყვები სიახლეებს, სწორედ ასეთ გარემოს გთავაზობთ IT Academy Step და მისი პროფესიონალი გუნდი, არ გადადო, პროგრამირების კურსზე ადგილები შეზღუდულია
თუ მაინც დამოუკიდებლად შესწავლას გადაწყვეტთ, მოემზადეთ მაქსიმალური დისციპლინისთვის, რადგან დღეში მინიმალური, 2 საათიანი პრაქტიკით, დაახლოებით 2 თვე პროგრამირების საფუძვლების შესწავლას მოანდომებთ (Control flow statements, Loops, ADT), კიდევ 2 თვე პოპულარული ალგორითმების შესასწავლად და მონაცემთა სტრუქტურის სრულყოფილად დანერგვისთვის დაგჭირდებათ. მომდევნო 2-4 თვე, რომ შექმნათ თქვენი საკუთარი პროექტი ნასწავლი კონცეფციების გამოყენებით, ჯამში დაახლოებით 6-8 თვე.
დამოკიდებულება
მოემზადეთ ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად. კოდინგი, ეს პატარა პრობლემების დიდი ძალისხმევით აღმოფხვრის ხელოვნებაა - და გამოცდილების 80%-ს მისგან იღებთ, ის უფრო მეტია ვიდრე ხელოვნება. ნუ დააბრალებთ კოდს - დააბრალეთ მის ავტორს. კომპიუტერი თითქმის არასოდეს ცდება, გაითავისეთ და მიიღეთ ეს აზრი რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე და პრობლემების მოგვარების გზები ბუნებრივად მოვა, როცა გარე ფაქტორებს არ დაადანაშაულებთ მის არსებობას.
თეორიაზე მეტი ყურადღება დაუთმეთ პრაქტიკას
წარმოიდგინეთ, რომ პროგრამირებას სწავლობთ მხოლოდ ვიდეო გაკვეთილებით, კლავიატურასთან შეხების გარეშე. ეს იგივეა, რაც ცურვის სწავლა მხოლოდ თეორიულად, წყალში ჩასვლის გარეშე. მხოლოდ თეორიული მომზადებით გადატვირთული იქნებით ინფორმაციით და პრაქტიკული საქმე უკანა პლანზე გადაიწევს. მუდმივად უნდა ეცადოთ პრაქტიკულად შეასრულოთ ის რასაც სწავლობთ ეს გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ თეორიის დაზეპირება.
სწორად შერჩეული ენა
ალბათ ბევრი "ინფლუენსერისგან" გსმენიათ, რომ პროგრამირების სწავლა უნდა დაიწყოთ C, C++-ით და შემდეგ გადახვიდეთ უფრო მაღალი დონის ენებზე? არ მოუსმინოთ მათ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი ენით, სანამ სწავლობთ საფუძვლებს, როგორიცაა "კონტროლის ნაკადი" ( Control flow), Loops, ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება (OOP), მონაცემთა სტრუქტურები, ალგორითმები და ფაილების მართვა. როგორც ვთქვი, კონცეფცია ყველა ენას ერთნაირი აქვს, ნუ იფიქრებთ ამაზე. ბევრი ენა არსებობს და ყველა მათგანს საკუთარი სწავლების მრუდე გააჩნია. თუმცა ენებსა და ტექნოლოგიურ პროცესებში კონცეფცია საერთოა. ისინი უბრალოდ ინსტრუმენტებია იმისათვის, რომ A წერტილიდან B წერტილამდე მიგიყვანოთ. თქვენ უბრალოდ უნდა ისწავლოთ ერთი ენა საფუძვლიანად, რომელიც დამაჯერებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გასაუბრებაზე.
ჩვენ გირჩევთ დაიწყოთ Python-იდან. Python დამწყებთათვის მოსახერხებელია მისი ადვილად შესასწავლი სინტაქსისა და უფრო მცირე სწავლის მრუდის წყალობით. ჩვენს აკადემიაში Python კურსს მარტივად იპოვით, რომელსაც დისტანციურად შეისწავლით, თქვენზე მორგებული გრაფიკით.
დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები
პრობლემის გადაჭრა
იმისთვის რომ კარგი პროგრამისტი გახდეთ არ არის აუცილებელი კომპიუტერულ ტექნოლოგიებში მეცნიერი იყოთ. მაგრამ, აუცილებლად გჭირდებათ პრობლემების გადაჭრის უნარი. და ამასთან დაკავშირებით, საუკეთესო რესურსები უფასოდ არის ხელმისაწვდომი. Hackerrank, Leetcode, Codechef და სხვები. ჰარვარდის კურსი CS50 - ერთ-ერთი საუკეთესო კურსია რომელიც პრობლემების გადაჭრაზეა ორიენტირებული და უფასოდ არის ხელმისაწვდომი.
პროექტები
თქვენი სასწავლო მოგზაურობის ბოლო ეტაპი პროექტებია. პროექტი დაგეხმარებათ წარმოაჩინოთ თქვენი უნარები და ასევე მოგცემთ საშუალებას მიიღოთ მეტი გამოცდილება პრაქტიკული აპლიკაციების შესაქმნელად, რომლებიც პრობლემებს მოაგვარებენ. თუ არ გაქვთ იდეა ან გსურთ სწრაფად შექმნათ პროექტი უნარებით რომელიც ახლახან მიიღეთ, ჰაკათონები საუკეთესო გამოსავალია. ჰაკათონები საშუალებას გაძლევთ შეზღუდულ დროში შექმნათ სრულმასშტაბიანი პროექტები , რაც მოტივაციის შენარჩუნებაში და პროექტის დასრულებაში დაგეხმარებათ.
განვითარებადი გარემო
განვითარებისთვის კარგი გარემოს არჩევა და ამ გარემოში კომფორტულად ყოფნა აუცილებელია, რათა შეძლოთ გქონდეთ უწყვეტი, სტრუქტურირებული და ფოკუსირებული სამუშაო პროცესი. ეს ასევე მოიცავს თქვენი "რედაქტორის" მუშაობის გაცნობას წვრილმან დეტალებამდე. კლავიატურაზე საჭირო ღილაკების კომბინაციების ცოდნა დაზოგავს თქვენს დროს და თქვენი გამოცდილება ნაკლებად რთული იქნება. VS Code - ყველას საყვარელი რედაქტორია, თავისი გაფართოების წყალობით, რომელიც სამუშაოს გამარტივებისთვის ფაქტობრივად ნებისმიერ სფეროში შეგიძლია გამოიყენო. ასევე თემებით შეგიძლიათ ითამაშოთ და სანამ კოდს წერთ მომხიბვლელი, მოტივაციის მომცემი დიზაინი მიანიჭოთ .
ისწავლეთ GIT
ისწავლეთ Git და წყაროს კონტროლი. როცა ჰაკათონის პროექტზე ან ინდუსტრიაში სხვა ადამიანებთან ერთად მუშაობთ, წყაროს კონტროლი აუცილებელია, რადგან ხდება ყველა მონაწილის მიერ შესრულებული სამუშაო გაერთიანება იმისთვის, რომ შეიქმნას ერთი მუშა სერვისი. როდესაც დამწყები ხართ არ გჭირდებათ ყველა ბრძანების ან CLI-ს სწავლა, Github დესკტოპი საკმარისი უნდა იყოს და ისეთი ძირითადი ბრძანებები როგორიცაა - pull , commit, rebase, merge და push.
კომპიუტერული ქსელი
კონკურენცია კომპიუტერულ მეცნიერებებში უბრალოდ არარეალურია. იმისთვის, რომ დამაკმაყოფილებელი სამუშაო იპოვო, შექმნა საკუთარი პროგრამული სერვისი ან ვებგვერდი, ამისთვის აუცილებელია მიიღოთ გარკვეული ინფორმაცია და რჩევები სხვა ადამიანებისგან, რომლებიც უკვე მოღვაწეობენ ამ სფეროში და შემოსავალი აქვთ ამ საქმით. ასევე უნდა ესაუბროთ დამსაქმებლებს, გაარკვიოთ, რა სჭირდება ამჟამინდელ ბაზარს და რა თვისებებს ეძებენ კომპანიები დამწყებებისგან და დეველოპერებისგან. ყოველთვის იყავით ღია, ეგრეთ წოდებული "უხერხული ელექტრონული ფოსტის" გაგზავნისთვის, იქონიეთ მიმოწერა თქვენთვის საინტერესო ადამიანებთან LinkedIn-ზე და სხვა პლატფორმებზე. ბევრი რამ არის სასწავლი.
კოდირების სფერო მუდმივად ვითარდება, მნიშვნელოვანია იყოთ ცვლილებების წინა ხაზზე. რეგულარულად გადიოდეთ ონლაინ კურსებს, ეცნობოდეთ ახალ ტექნოლოგიებს - არ დაკმაყოფილდეთ ნაკლებით, როცა შეგიძლიათ მეტი!
გაეცანით ჩვენს ბლოგს დისტანციურად მუშაობა საქართველოდან, შეარჩიეთ ახალი პროფესია და დაიწყეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა!
დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები
IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!
+995 577 538 549 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4
+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ
გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში