IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

დისტანციურად მუშაობა საქართველოდან

1000

მოტივაცია

28.06.2024

1941 ხედი

თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევებით, ახალი შესაძლებლობებით, სწორად შედგენილი რეზიუმის და დამსაქმებლის შესაბამისი დამოკიდებულების მეშვეობით, შესაძლებელია მუშაობა ნებისმიერი ადგილიდან

ჩვენს გასახარებლად, უფრო და უფრო მეტი კომპანია, ევროპის, ამერიკის და მსოფლიოს მასშტაბით ითვისებს დისტანციური მუშაობის პოლიტიკას და ქირაობს უმაღლესი დონის ნიჭიერ პროფესიონალებს, ეს შესაძლებლობა კი ჩვენთვის, როგორც განვითარებადი ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია

თუ გაინტერესებთ სხვა ქვეყანაში დისტანციურად მუშაობა, ეს შესაძლებელი და უკვე ძალიან მარტივია. იქნება ეს შალე საფრანგეთში თუ კონდო ბაჰამის კუნძულებზე!

ამ ბლოგში ჩვენ ვუპასუხებთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებს და ხაზს გავუსვამთ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ არ დატოვოთ ჩვენი ლამაზი ქვეყანა, თუმცა, ევროპის შესაფერისი ანაზღაურება გქონდეთ!

 

პანდემიამ უმრავი რამ შეცვალა ჩვენს ყოველდღიურობაში, თუმცა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამუშაო გარემოა, პოსტ-პანდემიურ მსოფლიოში კი საზღვარგარეთ დასაქმება პრობლემას აღარ წარმოადგენს, თითქოს ეს ყველაფერი ბიძგი იყო კომპანიებისთვის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ეპოვნათ ტალანტები და დაესაქმებინათ საოცნებო პოზიციებზე, ისე, რომ მათ ქვეყნის დატოვება არ მოუწევდათ

 

დასაწყისისთვის

საინტერესო ვაკანსიის მოსაძიებლად და უცხოური ვალუტის გამოსამუშავებლად საჭიროა თქვენი პროფილის რეგისტრაცია რამოდენიმე პლატფორმაზე

  • Upwork - ყველაზე პოპულარული დასაქმების პლატფორმაა, რომელიც დამსაქმებელს საშუალებას აძლევს, მოძებნოს ფრილანსერი ერთჯერადი ან ხანგრძლივი პროექტებისთვის. 2024 წლის მონაცემებით, პროგრამირების ყველა მიმართულება იქნება ეს Python თუ სხვა, საკმაოდ მოთხოვნადია!
  • Indeed Jobs - აკრიფე სამსახურის დასახელება და ადგილმდებარეობა. ატვირთე რეზიუმე და დარეგისტრირდი. როცა საშენო ვაკანსია გამოჩნდება, ელ.ფოსტაზე შეტყობინებას მიიღებ
  • Glassdoor - ხელფასებისა და კომპანიის მიმოხილვებისთვის შექმნილი პლატფორმის მიღმა, ეს ერთ-ერთი საუკეთესო სივრცეა სამუშაოს მაძიებელთათვის, შესანიშნავი ინტერფეისით
  • LinkedIn - აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: პირველი გთავაზობთ სამუშაოს შესანიშნავ ჩამონათვალს. მეორე, ის შესანიშნავი სოციალური ქსელია, რაც დამსაქმებელთა მიმოწერის შესაძლებლობას იძლევა. მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან უფასო ანგარიში, განათავსონ ფოტოები, პოსტები და დაუკავშირდნენ ინდუსტრიაში მთავარ მოთამაშეებს.
  • Google for Jobs - რატომ უნდა ეძებო სხვა სივრცეები, როცა ვაკანსიის შესახებ შეგიძლია პირდაპირ „გუგლიდან“ გაიგო? უბრალოდ მოძებნე სამსახურის დასახელება, მაგალითად, პროდუქტის მენეჯერის სამუშაო. Google შესაბამის სიას გთავაზობს.
  • ZipRecruiter - 10 მილიონზე მეტ ვაკანსიას ნახავ. პლატფორმა დროის დაზოგვის საშუალებას გაძლევს - ერთი „კლიკით“ თქვენი რეზიუმე კონკრეტულ ვაკანსიაზე მორგებული ხდება და დამსაქმებელთან იგზავნება.
  • CareerBuilder - პლატფორმას შეუძლია ვაკანსია რეზიუმეს საკვანძო სიტყვებს შესაბამისად გიპოვოს. ასევე, Hire Insider ინსტრუმენტი გაძლევს დეტალურ ანგარიშს, თქვენი კონკურენტებისა და კონკურენციის დონის შესახებ. საიტზე განთავსებული კარიერული ტესტები საკუთარი თავის შეფასებაში დაგეხმარება.
  • LinkUp - მოცემულ სივრცეში დაცული ხარ სპამებისა და ყალბი შეთავაზებებისგან, პროფესიონალებში ძალიან პოპულარული დასაქმების პლატფორმაა

 

მოცემულ საიტებზე რეგისტრაციისთვის საჭიროა მხოლოდ თქვენი ელ-ფოსტა ან Apple ID ანგარიში

ამის შემდეგ დაამატებთ თქვენს პირად დეტალებს და სამუშაო ისტორიას. ძალიან მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, რომელ სფეროში აპირებთ მუშაობას. პირველი შეცდომა, რომელსაც ფრილანსერები უშვებენ, სწორედ ეს არის – “მე ვარ მაჩო, რომელიც ასევე დაკავებული კიბერუსაფრთხოებით”… ნამდვილად არაფერია ცუდი იმაში, რომ რამდენიმე მნიშვნელოვან უნარს ფლობდეთ, მაგრამ დასაქმების პლატფორმაზე, დამსაქმებელი ეძებს ერთი კონკრეტული სპეციალობის პროფესიონალს

ამიტომ, უნარების არჩევისას, დარწმუნდით, რომ რასაც ჩაწერთ, მართლაც მაღალ დონეზე ფლობთ. გახსოვდეთ, რეგისტრაციის დროს საქმეს მიუდექით ისე, როგორც სპეციალობის არჩევის დროს – დაფიქრდით, რამდენად რელევანტურია თქვენი უნარები სამუშაოსთან მიმართებით?

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები 

→დარეგისტრირდი მარტივად

 

შექმენით ოფისი სახლში, გადააწყეთ ოთახი, შემოუშვით სუფთა ჰაერი...

კომფორტული სამუშაო სივრცის მოსაწყობად დაგჭირდებათ კომფორტული მაგიდა, რბილი სავარძელი, რამდენიმე საკანცელარიო ნივთი და ინტერიერის მინიმალური ცვლილება. მთელი ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ სამუშაო სივრცე დაგეხმარება კონცენტრაციის მოკრებაში, საკანცელარიო ნივთები კი, მუშაობის პროცესსაც გაგიმარტივებს და თავს ოფისში გაგრძნობინებს.

რაც შეეხება სუფთა ჰაერს, საერთაშორისო კორპორაცია World Green Building Council-ის კვლევის მიხედვით, სუფთა ჰაერი 19%-ით ზრდის პროდუქტიულობას მუშაობისას. დამეთანხმები, არც ისეთი ურიგო მაჩვენებელია.

 

შეადგინე განრიგი და დღის რეჟიმი

სამუშაო დღის სტრუქტურირება და შესასრულებელი დავალებებისთვის განრიგის შექმნა პრიორიტეტების სწორად განაწილებაში დაგეხმარება და დროსაც დაგიზოგავს.

შექმენი ყოველი დღის და შემდეგ უკვე თვის გრაფიკი და მიჰყევი გეგმას. თუ წინა რჩევაში ნაყიდი საკანცელარიო ნივთებიდან ერთი დიდი თეთრი ფურცელი დაგრჩა, გააკარი სამუშაო მაგიდის წინ და მონიშნე დღის მიზნები.

 

ჩაერთე ონლაინ სივრცეში

საჭირო პროგრამული ინსტრუმენტების გარეშე დისტანციურად მუშაობა არ არის კარგი იდეა. ჩამოტვირთე და აითვისე აპლიკაციები, როგორებიცაა: Zoom-ი, Google Drive-ი, Hubstaff-ი, Slack-ი რომლებიც ონლაინ მუშაობას გაგიმარტივებს და გააციფრულებს შენს სამუშაო სივრცეს

გამოიყენე Google Drive-ის მეხსიერების საცავი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საჭირო დოკუმენტაციის ონლაინ სივრცეში ატვირთვა და გუნდის წევრებთან გაზიარება.

 

და ბოლოს

გახსოვდეთ, რომ დისტანციურად დასაქმება გულისხმობს სახლში მუშაობას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ ხართ დიდი გუნდის ნაწილი.  კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი აუცილებელია. ეს გულისხმობს თქვენი მოვალეობების კარგად და დროულად შესრულების, ანგარიშვალდებულებას გუნდის სხვა წევრების წინაშე და მათ ინფორმირებას.

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ სწრაფად და ეფექტურად IT მიმართულებები

IT სწავლება, პროგრამირება, სწრაფი სწავლა, IT კარიერა, ტექნოლოგიები, IT აკადემია STEP, განათლება, კოდირება, ვებ დეველოპმენტი, ციფრული უნარები, პრაქტიკული სწავლება, სწავლის მეთოდები, მომავლის პროფესია, IT კურსები, AI სწავლებაში.

IT სფერო დღეს ყველაზე დინამიკური და სწრაფად მზარდია, რაც სწავლისადმი განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. იმისათვის, რომ დროის მცირე მონაკვეთში მაქსიმალური ცოდნა დააგროვო, აუცილებელია ფოკუსირება პრაქტიკულ დავალებებზე და თანამედროვე სტანდარტებზე. თუ გსურს, საფუძვლიანად დაეუფლო ტექნოლოგიებს, IT აკადემია Step- ის პროგრამირების კურსი საუკეთესო გზაა პროფესიული სტარტისთვის. სწრაფი

ШАГ логотип

მშობლებისთვის

ზრდასრულთათვის

რატომ აღარ არის მხოლოდ სკოლა საკმარისი - და რა უნარები სჭირდება ბავშვს რეალურად

რატომ აღარ არის მხოლოდ სკოლა საკმარისი? გაიგე, რა უნარები სჭირდება ბავშვს თანამედროვე სამყაროში და როგორ შეგიძლია დაეხმარო მას წარმატების მიღწევაში.

თანამედროვე სამყაროში განათლება რადიკალურად იცვლება. თუ ადრე სკოლა იყო მთავარი და ხშირად ერთადერთი ცოდნის წყარო, დღეს ეს უკვე აღარ არის საკმარისი. ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და სწრაფად ცვალებადი პროფესიული გარემო ბავშვებს სრულიად ახალ გამოწვევებს უქმნის - ისეთებს, რომელთათვისაც მხოლოდ თეორიული ცოდნა აღარ მუშაობს. დღეს ბავშვებს სჭირდებათ პრაქტიკული გამოცდილება,

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ავირჩიოთ პროფესია, რომელიც მომავალშიც მოთხოვნადი იქნება

გაიგე, როგორ შეარჩიო მომავლის პროფესია, რომელიც ტექნოლოგიური ცვლილებების მიუხედავად მოთხოვნადი დარჩება. სტატიაში განვიხილავთ სტრატეგიულ ნაბიჯებს, განათლების როლს და იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია 21-ე საუკუნის შრომის ბაზარზე წარმატების მისაღწევად.

დღევანდელ სწრაფად განვითარებად სამყაროში პროფესიის არჩევა აღარ არის მხოლოდ ინტერესების განსაზღვრა, ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება შენი მომავლისთვის. ტექნოლოგიური პროგრესი და ავტომატიზაცია მუდმივად ცვლის შრომის ბაზარს, ამიტომ მნიშვნელოვანია ფოკუსირება ისეთ სფეროებზე, რომლებიც დროს უძლებს. კარიერული სტაბილურობის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ახალი ტექნოლოგიების ათვი

ШАГ логотип

მშობლებისთვის

ზრდასრულთათვის

რატომ არის IT ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი თქვენი შვილისთვის

დღევანდელ სწრაფად ცვლებად სამყაროში, ტექნოლოგიური განათლება აღარ არის მხოლოდ დამატებითი უნარი , ის წარმატებული მომავლის ფუნდამენტია. გაიგეთ, როგორ ეხმარება IT სფერო ბავშვებს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში, შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებასა და იმ პროფესიების დაუფლებაში, რომლებიც ხვალ სამყაროს მართავენ.

თანამედროვე ეპოქაში ტექნოლოგიები ყველგანაა, შესაბამისად, IT მიმართულების ცოდნა ბავშვს აძლევს შესაძლებლობას, იყოს არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ პროცესების შემოქმედიც. როდესაც ბავშვი ეუფლება პროგრამირების საფუძვლებს, ის სწავლობს პრობლემების ლოგიკურ გადაჭრას და რთული ამოცანების მარტივ ნაწილებად დაშლას. IT აკადემია Step-ის IT კურსები ბავშვებისთვის სპეციალურად არის შექმნილი

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა