IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

რა საფრთხის წინაშე დგანან ბავშვები ციფრულ სამყაროში და რა არის „ონლაინ უსაფრთხოება“

.

მშობლებისთვის

09.06.2023

14072 დათვალიერება

ინტერნეტის გამოგონებამ ადამიანების რეალობა სრულიად შეცვალა. 2023 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ინტერნეტზე წვდომა 5.18 მილიარდ ადამიანს აქვს. ეს იმას ნიშნავს, დედამიწის მოსახლეობის 64.6% ყოველდღიურად ონლაინ სივრცეში არის ჩართული.

 

თუმცა, ეს სივრცე უსაფრთხო საერთოდ არ არის. ინტერნეტი სავსეა სახიფათო ვებ-საიტებით, ინფორმაციითა თუ კიბერ რისკებით. სწორედ ამიტომ, სწრაფად განვითარებად მსოფლიოში, ჯერ არასდროს არ ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი ონლაინ უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

 

 

 

 

რა არის „ონლაინ უსაფრთხოება?“

 

ონლაინ უსაფრთხოება ადამიანის ინტერნეტში დაცულობის უზრუნველყოფას გულისხმობს. ხშირად მას ინტერნეტ უსაფრთხოებას, e-უსაფრთხოებას და კიბერუსაფრთხოებასაც უწოდებენ და მოიცავს ყველა იმ ტექნოლოგიურ მოწყობილობას, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა აქვს (პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები, სმარტფონები, ტაბლეტები და სხვ.).

 

ინტერნეტში არსებულმა საშიშროებებმა, შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს ადამიანის პირადი ინფორმაცია, რამაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ინდივიდის მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.

 

განსაკუთრებული რისკის წინაშე დგანან ბავშვები და თინეიჯერები. მათ მფლობელობაში არსებული ჭკვიანი მოწყობილობებისა და მათთვის ხელმისაწვდომი კონტენტის რიცხვი სწრაფად იზრდება. აშკარა რისკებს შორისაა - ონლაინ ბულინგი, მოწყობილობებზე დამოკიდებულება, ყალბი სიახლეები, ონლაინ თამაშები, სოც.მედია ინფლუენსერები და სხვა.

 

ხშირად, ბავშვების ინტერნეტ უსაფრთხოება არის ის საკითხი, რომელსაც სწორად არ უდგებიან. ბევრმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც ონლაინ აქტივობამ შეიძლება გამოიწვიოს.

 

ბავშვების ონლაინ უსაფრთხოების უახლესი სტატისტიკა:

 

  • ბავშვების 70% ინტერნეტში საშინაო დავალების შესასრულებლად საჭირო რესურსების მოძიებისას სექსუალური ან ძალადობრივი ხასიათის კონტენტს აწყდება
  • ბავშვების 17% (8-12 წლის) იღებს ონლაინ შეტყობინებებს ფოტოებითა და სიტყვებით, რომლებიც მათ თავს არაკომფორტულად აგრძნობინებს. აქედან მშობლების მხოლოდ 7%-მა იცის ამის შესახებ.
  • თინეიჯერების 69%-ს ონლაინ ეკონტაქტებიან უცხო ადამიანები მშობლებისგან დაფარულად
  • 8-14 წლის ბავშვების 65% არის კიბერბულინგის მონაწილე
  • თინეიჯერების (12-დან 17 წლამდე) 37% ონლაინ ბულინგის მსხვერპლია.
  • მაღალკლასელთა მოსწავლეების 16% ფიქრობს სუიციდზე კიბერბულინგის გამო
  • ბავშვების 75% მზადაა გასცეს პირადი ინფორმაცია საქონლის ან მომსახურების სანაცვლოდ

 

ონლაინ სივრცეში ბავშვებისთვის არსებული საფრთხეები კი შეიძლება შემდეგ კატეგორიებად დავყოთ:

 

კიბერბულინგი - ეს არის ნებისმიერი სახის შევიწროება, მუქარა, დამცირება ან შერცხვენა ონლაინ რეჟიმში. როგორც წესი, კიბერბულინგი ბოროტი კომენტარების, ონლაინ ჭორებისა და სექსუალური კომენტარების მეშვეობით ხორციელდება. ისინი უმეტესად დაკავშირებულია ადამიანის ვიზუალთან, ინტელექტთან, რასასთან ან სექსუალობასთან.

 

 

 

 

კიბერბულინგი თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სტატისტიკურად, თინეიჯერების 90% აიგნორებს კიბერბულინგის იმ შემთხვევებს, რომლებსაც შეესწრნენ. ხოლო ბავშვებს, რომლებიც კიბერბულინგის მსხვერპლი არიან, შეიძლება ისეთი სერიოზული დაავადებები განუვითარდეს, როგორებიცაა შფოთვა და დეპრესია.

 

ფიშინგი - კიბერთაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, როდესაც ინდივიდები ან ორგანიზაციები ცდილობენ, რომ მსხვერპლს მოჰპარონ პერსონალური, მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

 

ფიშინგის მსხვერპლი ბავშვები ხშირად ხდებიან. 1-დან 7 წლამდე ბავშვების 18%-ს უკვე აქვს საკუთარი ანგარიში სოციალურ ქსელში. ამიტომაც, უფრო დიდი შანსია, რომ პატარა ასაკის წარმომადგენლებმა მოტყუებით გახსნან თაღლითური ლინკები, ვებსაიტები, მეილები და ფიშინგის სხვა ცნობილი ხერხები.

 

 

 

 

სექსტინგი და ონლაინ გრუმინგი - ესაა სექსუალური ხასიათის შეტყობინებების, სურათების ან ვიდეოების გაგზავნა, მიღება ან გავრცელება. სექსტინგისთვის, ყველაზე გავრცელებული საშუალებაა მობილური ტელეფონებია, თუმცა ტერმინი ნებისმიერი მოწყობილობით გაგზავნილ სექსუალური ხასიათის შეტყობინებას ეხება.

იგი შეიძლება გაგზავნილ ან მიღებულ იქნას მეგობრისგან, შეყვარებულისგან ან ნებისმიერი ვინმესგან, ვისაც ბავშვი ან თინეიჯერი ენდობა. სექსტინგს ხშირად ხსნიან, როგორც ფლირტის ახალ სახეობას ბავშვებში, მაგრამ იგი არალეგალურია ნებისმიერი არასრულწლოვანისთვის. ბავშვების ამ უნებლიე გადაწყვეტილებამ შეიძლება დაანგრიოს მათი ცხოვრება, დააზარალოს მათი თვითშეფასება და მომავალი კარიერული პერსპექტივებიც კი.

ონალინ გეიმინგი - ნებისმიერი ვიდეო თამაში, რომელშიც სხვა მოთამაშეებთან ონლაინ ინტერაქციაა შესაძლებელი ონლაინ გეიმინგია. სწორედ მისი უნივერსალური ხასიათის გამო, შეიძლება რომ ბავშვები უხამს ლექსიკასა და ბულინგს შეეჩეხონ. ამასთან ერთად, ინტერაქციისას ხშირია გრუმინგისა და ფიშინგის შემთხვევებიც.

ზოგიერთი თამაში ბავშვებს დამატებითი ელემენტების შეძენისკენ მოუწოდებს - ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები გაუაზრებლად ხარჯავენ დიდ თანხებს ამ ელემენტების შესაძენად.

 

 

 

 

ციფრული ნაკვალევი - ონლაინ სივრცეში ჩვენი ყველა ქმედება: საიტზე შესვლა, რაიმეს შეძენა, საძიებო სისტემის გამოყენება, სოციალურ ქსელში დაპოსტვა, ონლაინ თამაშების პლატფორმაზე საუბარი და სხვა - ჩვენს ციფრულ კვალს ტოვებს ინტერნეტში.

პატარებმა არ იციან, რომ ხშირად, მხოლოდ წაშლის ღილაკზე დაჭერით, ინტერნეტში განთავსებული ინფორმაცია არ ქრება.

 

როგორც ვხედავთ ბავშვების ონლაინ ცხოვრება ისეთივე მნიშვნელოვანი საკითხია, როგორიც მათი რეალური ცხოვრება. როდესაც ბავშვებს ყოველდღიური წვდომა აქვთ ვებსაიტებზე, მნიშვნელოვანია ვასწავლოთ კიბერუსაფრთხოების ძირითადი ჰიგიენა, რათა დავიცვათ ისინი სწავლისას, ინტერნეტში ძიებისა და ონლაინ სოციალიზაციისას.

 

 

☝️ დეპრესია, შფოთვა, სოციალური იზოლაცია - კიბერბულინგს სერიოზული გავლენა აქვს მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

IT აკადემია STEP მოსწავლეებისთვის იწყებს სპეციალურ #მასტერკლასებს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ.

#დაფიქრდი სანამ დაკლიკავ! 

ყურადღება! მასტერკლასებზე დასწრება #სკოლებისთვის არ არის შეზღუდული. დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ გაიაროთ

რეგისტრაცია  



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა