IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

რა არის ონლაინ გეიმინგი?

.

მშობლებისთვის

29.03.2022

1765 დათვალიერება

რა არის ონლაინ გეიმინგი?

ონლაინ გეიმინგი აღნიშნავს ნებისმიერ ვიდეო თამაშს, სადაც სხვა მოთამაშეებთან ონლაინ ინტერაქციაა შესაძლებელი. ვიდეო თამაშების კლასიფიკაციისთვის Online Content PEGI დესკრიპტორი გამოიყენებოდა, რომელიც აღნიშნავდა თამაში ონლაინი იყო თუ არა. თუმცაღა, ვინაიდან დღეს მათი უმეტესობა ინტერაქციულია, ეს განმასხვავებელი ნიშანი უკვე აღარ გამოიყენება.

თამაშების ერთადერთ განმასხვავებელ ნიშნად ინტერაქციის დონეები დარჩა. ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლებსაც მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, არის - თუ რა ინფორმაციას ავრცელებენ ბავშვები ონლაინ და თუ რამდენ ადამიანთან აქვთ მათ კომუნიკაცია.

 

ონლაინ თამაშები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი უზრუნველყოფენ გართობას, სიამოვნებას, გუნდურობას, კოლაბორაციასა და წარმოსახვით თავგადასავალს ბავშვისთვის. ვიდეო თამაშები წარმოადგენს ბავშვების განვითარებისა და სოციალიზაციის მნიშვნელოვან ნაწილს.

თუმცაღა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლები ფლობდნენ საჭირო ინფორმაციას ონლაინ გეიმინგის შესახებ, რათა ხელი შეუწყონ ბავშვებში უსაფრთხო და ჯანსაღი ჩვევების განვითარებას მცირე ასაკიდანვე.

 

ის, რაც ონლაინ გეიმინგის შესახებ უნდა იცოდე:

თამაში არის დროის გატარების სახალისო და კომუნიკაბელური გზა, რომელიც ხელს უწყობს გუნდურობისა და სხვა უნარების ჩამოყალიბებას. მას ბევრი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ:

ზოგიერთი თამაშის საშუალებით ბავშვებს შეუძლიათ ეკონტაქტონ ნებისმიერ ადამიანს მთელი მსოფლიოს გარშემო. ეს ნიშნავს, რომ ისინი შეიძლება შეეჩეხონ უხამს ლექსიკასა და ბულინგს.

ზოგიერთი ადამიანი იტყუება თავისი იდენტობის შესახებ. ამიტომ ბავშვები უნდა მოერიდონ პირადი ინფორმაციის გავრცელებას, რაც მათი იდენტიფიცირებისა და ადგილმდებარეობის დადგენას გაამარტივებს.

 

 

 

გაიგე მეტი ონლაინ უსაფრთხოებაზე 

 

ზოგიერთი თამაში ბავშვებს დამატებითი ელემენტების შეძენისკენ აქეზებს - ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები გაუაზრებლად ხარჯავენ დიდ თანხებს ამ ელემენტების შესაძენად. 

ზოგიერთ შემთხვევაში ბულინგი, ასევე ცნობილი, როგორც „გრიფინგი“, წარმოადგენს გამარჯვების ერთ-ერთ ტაქტიკას. ბავშვები შესაძლოა აღმოჩნდნენ როგორც მჩაგვრელის, ასევე ჩაგრულის როლში.

ჩაერთეთ შვილისთვის თამაშების შერჩევის პროცესში. აღმოაჩინეთ, რა ტიპის თამაშები მოსწონს და დარწმუნდით, რომ ისინი მისი ასაკის შესაბამისია.

ასევე რთულია თამაშის შუა ბრძოლაში მიტოვება, რადგან ამის გამო ბავშვები შესაძლოა დაჯარიმდნენ და იმედი გაუცრუონ თავიანთ თანაგუნდელებს.

 

რას აკეთებენ ბავშვები ონლაინ თამაშისას?

თამაშობენ სხვებთან ერთად

ვაჭრობენ ვირტუალური ნივთებით

აზიარებენ ინფორმაციას

თამაშობენ სოციალურ ქსელებში

უყურებენ სხვების თამაშს

 

რამდენად პოპულარულია ონლაინ გეიმინგი?

 

რამდენი ბავშვი თამაშობს ვიდეო თამაშებს?

ამას თითქმის ყველა მშობელი ამტკიცებს.

 

რა ასაკიდან იწყებენ?

4-5 წლის ბავშვების სამ მეოთხედს უკვე აქვს პლანშეტით თამაშის გამოცდილება. 

 

რამდენ ხანს თამაშობენ?

სამუშაო დღეების განმავლობაში ბავშვები დღეში დაახლოებით 2 საათს თამაშობენ, შაბათ-კვირას კი დაახლოებით 5 საათს. სტატისტიკა განსხვავდება სქესის მიხედვითაც:

2 საათი და 7 წუთი:

ბიჭები - 2 საათი და 29 წუთი

გოგოები - 1 საათი და 40 წუთი

 

4 საათი და 49 წუთი:

ბიჭები - 5 საათი და 40 წუთი

გოგოები - 3 საათი და 50 წუთი.

 

 

მცირე აკადემიაში მიღება გრძელდება 

 

ონლაინ გეიმინგზე დახარჯული დრო ასაკთან ერთად იზრდება

3-4 წლის ბავშვები კვირის განმავლობაში დაახლოებით 6 საათსა 12 წუთს თამაშობენ, ხოლო 12-15 წლის ბავშვები დაახლოებით 13 საათსა და 48 წუთს.

 

თამაშის დროს მეგობრებთან ჩათაობა

ახალგაზრდებში 2-ჯერ უფრო მოსალოდნელია, რომ დაელაპარაკებიან თავიანთ ნაცნობებს თამაშისას, ვიდრე მათ, ვისაც მხოლოდ ვიდეო თამაშის ფარგლებში იცნობენ (8-11 წლის ბავშვების 34%, 12-15 წლის ბავშვების 53%).

 

ვებ ბრაუზერის თამაშები

გეიმინგ კონსოლების გარდა, სმარტფონები და ტაბლეტები ბავშვებისთვის პორტატიულ სათამაშო მოწყობილობებად იქცა. ვებ ბრაუზერებისა და აპლიკაციების მეშვეობით მოზარდებს მიეცათ წვდომა თამაშების უსაზღვროდ დიდ რაოდენობაზე, რომლებიც გათვლილია ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანზე. ქვემოთ ჩამოთვლილია თამაშების ტიპები, რომლებსაც ბავშვები იყენებენ და მოყვანილია მათი მაგალითები.

 

ფლეშ გეიმები ან ვებზე დაფუძნებული თამაშები

ესენია მარტივი თამაშები, რომლებზე წვდომაც ვებ ბრაუზერის მეშვეობით ხორციელდება. ისინი, უმეტესად, უფასოა და არ საჭიროებენ რაიმე დამატებით სოფტვეარს. ზოგიერთს შეიძლება ჰქონდეს ჩეტის ფუნქციაც სხვა მოთამაშეებთან საკომუნიკაციოდ. ხოლო უფრო დიდ თამაშებში ამ და სხვა მახასიათებლების გამოყენება შესაძლოა ფასიანიც იყოს. ასევე ზოგიერთ ნაკლებად ცნობილ საიტს შესაძლოა ჰქონდეს ბევრი რეკლამა, რომელიც მელვეირისა და სპაივეირის შემცველია.

 

  • მათ ხშირად ათავსებენ ისეთ საბავშვო ვებსაიტებზე, როგორიცაა CBBC და Nickelodeon;
  • MiniClip და Krongergate წარმოადგენს ყველაზე პოპულარული ონლაინ გეიმინგ პლატფორმების მაგალითს;
  • ისინი ხშირად მიმართულია მცირეწლოვან ბავშვებსა და დაწყებითი კლასის მოსწავლეებზე.

 

Multiplayer role-playing games (RPG) - მრავალმოთამაშიანი როლური თამაშები

ესაა ონლაინ თამაშების ყველაზე გავრცელებული ფორმა. იგი შეიძლება იყოს მარტივი, ვირტუალური გარემოს მქონე თამაში, როგორიცაა Minecraft, ან რთული, ალტერნატიული რეალობის მქონე, როგორიცაა World of Warcraft. RPG საშუალებას გაძლევს შექმნა და განავითარო შენი გმირი.

ისინი დაუსრულებელია, განსხვავებით იმ თამაშებისა, რომლებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ მთავრდება. მათ სამიზნე აუდიტორიას, ძირითადად, 13 წელს ზემოთ მოსწავლეები წარმოადგენენ, რადგანაც თამაში ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებების მეშვეობით ონლაინ ინტერაქციის საშუალებასაც იძლევა. ზოგიერთ მათგანში შესაძლებელია ვირტუალური ნივთების შეძენაც. ამ ტიპის თამაშების ცნობილი მაგალითებია Fortnite და War of Warcraft.

 

 

მთავარი გეიმინგ ტრენდები

MMORPG - Massively Multiplayer Online Games - მასობრივი მრავალმოთამაშიანი ონლაინ თამაშები

მობაილ გეიმინგი

აუგმენტირებული რეალობა (AR) და ვირტუალური რეალობა (VR)

სოციალური თამაშები

ლაივ-სტრიმინგ თამაშები

კრიპტოვალუტები

eSPORTS

ღრუბლოვანი თამაშები

 

 

 

რჩევები ონლაინ თამაშის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად

ზემოთ მოცემულია ის ასპექტები, რომელთა შესახებაც მშობლებმა უნდა იცოდნენ. ამიტომ რჩევის სახით მივუთითებთ იმ ნაბიჯებზეც, რომელთა გამოყენებაც თქვენი შვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაგეხმარებათ.

  • ჩაერიეთ იმის აღმოჩენაში, თუ რა ტიპის თამაშები მოწონს თქვენს შვილს და დარწმუნდით, რომ ისინი მისი ასაკის შესაფერისია.
  • ითამაშეთ მათთან ერთად. განათავსეთ ტექნოლოგიები საერთო ოთახებში და არა მათ საძინებლებში.
  • ესაუბრეთ, თუ ვისთან ერთად თამაშობენ და რა სახის ინფორმაციას უზიარებენ სხვებს.
  • უთხარით, თუ რა სახის ინფორმაციის გაზიარებაა დაშვებული და რა სახის - არა. ხაზი გაუსვით ისეთ ინფორმაციას, რომელიც მათ იდენტიფიცირებასა და ადგილმდებარეობის დადგენას გაამარტივებს.
  • ესაუბრეთ თამაშის ფინანსურ ხარჯებზე და შეთანხმდით, თუ როგორ გამოიყენებენ საკუთარ ფულს ონლაინ თამაშებზე.
  • განიხილეთ, თუ როგორ მოიქცევიან ონლაინ ბულინგის დროს და თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ასეთ შემთხვევაში.
  • დარწმუნდით, რომ მათი ანგარიშები შექმნილი გაქვთ ისეთი მეილით, რომელსაც რეგულარულად ამოწმებთ და რომ თამაშის პარამეტრები შესაბამისია ბავშვის ასაკისთვის.
  • შეთანხმდით, რამდენი ხანი შეუძლია ითამაშოს ერთ სესიაზე და თუ რამდენი სესიაა დაშვებული დღეში. შემდეგ კი ერთად დააყენეთ ეს შეზღუდვები მშობლის პარამეტრებიდან.

 

 

შეამოწმეთ PEGI რეიტინგები

PEGI (Pan European Gaming Information) თამაშების საშემფასებლო სისტემაა. მისი იარლიყი განთავსებულია თამაშების შეფუთვაზე, რომელიც მიუთითებს, თუ რა ასაკისთვისაა დაშვებული თამაში. ეს ასაკობრივი დონეებია: 3, 7, 12, 16 და 18. იგი წარმოადგენს სანდო ინდიკატორს თამაშების ასაკობრიობის განსაზღვრისას. აღწერაში მოცემული იქნება მთავარი მიზეზები, რის გამოც თამაშს კონკრეტული შეზღუდვა მიენიჭა. არსებობს 8 ასეთი მიზეზი: უხამსი ენა, დისკრიმინაცია, ნარკოტიკები, შიში, გემბლინგი, სექსი, აპლიკაციის შიგნით შეძენის შესაძლებლობა და ძალადობა.

 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ხელოვნური ინტელექტის როლი დასაქმების სფეროში შესაძლებლობები და გამოწვევები

თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი (AI) აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა, ის აქტიურად ცვლის შრომის ბაზარს, ქმნის ახალ პროფესიებს და გარდაქმნის არსებულ სამუშაო პროცესებს. გაეცანი, თუ რა შესაძლებლობებს უხსნის AI დასაქმებულებს, რა გამოწვევების წინაშე აყენებს მათ და როგორ უნდა მოვემზადო მომავლის კარიერისთვის, სადაც ტექნოლოგია და ადამიანი ერთად მუშაობენ.

ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სამუშაო ადგილებზე რევოლუციურ ცვლილებებს იწვევს. ავტომატიზაცია საშუალებას აძლევს კომპანიებს, ოპტიმიზაცია გაუკეთონ რუტინულ დავალებებს, რაც თანამშრომლებს უფრო კრეატიული და სტრატეგიული საკითხების გადაჭრისთვის ათავისუფლებს. ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება შესაბამისი ცოდნის შეძენა.  IT აკადემია Step-ის AI – ხელოვნური ინტელექტის ინ

ШАГ логотип

AI

პროფესიები რომლებიც გაქრება (გადაშენების პირას) რა გავლენას ახდენს AI და ავტომატიზაცია?

გაიგე, რომელი პროფესიები დგას გადაშენების პირას AI-სა და ავტომატიზაციის ეპოქაში. ტექნოლოგიური გავლენა შრომის ბაზარზე გარდაუვალია, ამიტომ მნიშვნელოვანია იმ სფეროების ცოდნა, რომლებსაც ჩანაცვლება ემუქრებათ. აღმოაჩინე გზები, რომლებიც მომავლის კარიერის შენარჩუნებასა და განვითარებაში დაგეხმარება.

ციფრული ერა და შრომის ბაზრის ტრანსფორმაცია თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი (AI) და ავტომატიზაცია აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი. ისინი ჩვენი ყოველდღიური სამუშაო გარემოს განუყოფელი ელემენტები გახდნენ. ტექნოლოგიური პროგრესი რადიკალურად ცვლის შრომის ბაზარს, რაც გარკვეული ტრადიციული პროფესიების გაქრობას ან მათ სრულ ტრანსფორმაციას იწვევს. პროც

ШАГ логотип

AI

Generative AI-ს გავლენა კრეატიული პროფესიების შემცირებაზე

ტექნოლოგიური პროგრესი მუდმივად ცვლის შრომის ბაზარს, თუმცა Generative AI-ს გამოჩენამ კრეატიულ სფეროში განსაკუთრებული კითხვები გააჩინა. რეალურად, ემუქრება თუ არა საფრთხე დიზაინერებსა და ქოფირაითერებს, თუ ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ ახალი ეპოქის დამხმარე ხელსაწყოა, რომელიც შემოქმედებით პროცესს უფრო ეფექტურს ხდის.

საფრთხე თუ ახალი შესაძლებლობა? ბოლო პერიოდში Generative AI (გენერაციული ხელოვნური ინტელექტი) ტექნოლოგიურ სამყაროში ნამდვილ რევოლუციად იქცა. ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა Midjourney და ChatGPT, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ადამიანის ექსკლუზიურობა კრეატიულ პროცესებში. ბევრი ფიქრობს, რომ ალგორითმები, რომლებსაც წამებში შეუძლიათ რთული ილუსტრაციების შექმნა, ჩაანაცვლებენ სპეციალისტებს და

ШАГ логотип

ძირითადი უნარების გარდაქმნა რა ცოდნას ითხოვს მომავალი

ნოლოგიური ევოლუცია ჩვენს თვალწინ ცვლის სამუშაო გარემოსა და მოთხოვნად უნარებს. გაიგე, რა ცოდნას ითხოვს მომავალი, როგორ უნდა გარდაქმნა შენი ძირითადი უნარები ახალ რეალობასთან მოსარგებად და რატომ არის უწყვეტი განათლება წარმატების მთავარი ფორმულა ციფრულ ეპოქაში.

ეპოქალური ცვლილება შრომის ბაზარზე ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება ფუნდამენტურად ცვლის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ის, რაც გუშინ უალტერნატივო უნარად ითვლებოდა, დღეს შესაძლოა ავტომატიზებულმა სისტემამ ჩაანაცვლოს. სწორედ ამიტომ, გადამწყვეტი ხდება არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნა, არამედ ადაპტაციის უნარი და ახალი ეპოქის მოთხოვნებზე მორგება. მ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა