IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

რა არის სექსტინგი და ონლაინ გრუმინგი?

.

მშობლებისთვის

10.03.2022

4155 დათვალიერება

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა სექსტინგის შესახებ

 

სექსტინგი - ესაა სექსუალური ხასიათის შეტყობინებების, სურათების ან ვიდეოების გაგზავნა, მიღება ან გავრცელება. სექსტინგისთვის, ყველაზე გავრცელებული საშუალებაა მობილური ტელეფონებია, თუმცა ტერმინი ნებისმიერი მოწყობილობით გაგზავნილ სექსუალური ხასიათის შეტყობინებას ეხება.

იგი შეიძლება გაგზავნილ ან მიღებულ იქნას მეგობრისგან, შეყვარებულისგან ან ნებისმიერი ვინმესგან, ვისაც თქვენი შვილი „სანდოდ“ მიიჩნევს.

სექსტინგს ხშირად ხსნიან, როგორც ფლირტის ახალ სახეობას ბავშვებში, მაგრამ იგი არალეგალურია ნებისმიერი არასრულწლოვანისთვის. სექსტინგის გავრცელებული პლატფორმებია:

  • Snapchat
  • Tinder
  • WhatsApp
  • Facebook Messenger
  • Instagram
  • Kik.

 

სექსტინგი არალეგალურია

სექსტინგი არალეგალურია, თუ აზიარებ, ქმნი, იღებ ან ავრცელებ არასრულწლოვანთა უხამს ფოტოებს ან ვიდეოებს. იგი წარმოადგენს ბავშვთა დაცვის, სისხლის სამართლისა და მძიმე დანაშაულის კანონდარღვევას. სექსტინგი ითვლება არალეგალურ ქმედებად ბავშვებს შორისაც, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ ურთიერთობა.

 

სექსტინგი ხუმრობად აღქმა

უამრავი მოზარდი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის 18 წლის, სექსტინგს ხუმრობად აღიქვამს და მიაჩნია, რომ იგი ნდობისა და მოწონების გამოხატვის მარტივი გზაა.

მიუხედავად იმისა, რომ სექსტინგი არალეგალურია, მის გაზიარებას შეიძლება ძალიან უწყინარი მიზეზები ჰქონდეს და იყოს ზრდის, საკუთარი თავის აღმოჩენისა და ურთიერთობების ჩამოყალიბების ნაწილი. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ სურათებისა და ვიდეოების უმეტესობის გაზიარება საკუთარი ნებაყოფლობით ხდება, მას შეიძლება მოჰყვეს გაუთვალისწინებელი შედეგები, სირცხვილი, დამცირება და ემოციური ზიანი.  

 

სინანული სექსტინგის დროს

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების ნაწილი სექტინგის ხასიათის შეტყობინებებს, სურათებს ან ვიდეოებს საკუთარი ნება-სურვილით ავრცელებს, ბევრი მათგანი ნანობს, რომ გააგზავნა.

გაგზავნის შემდეგ აღარ არსებობს უკან დასახევი გზა და თქვენმა შვილმა შეიძლება იგრძნოს სირცხვილი, შიში და დაუცველობა, რომ შესაძლოა მისი სურათები მოგვიანებით გამოაშკარავდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი ურთიერთობა მეგობართან ან შეყვარებულთან დასრულდება.  

 

უკონტროლობა სექსტინგის დროს

მას შემდეგ, რაც ფოტო ან ვიდეო გაიგზავნება, არ არსებობს გზა, რითაც გავიგებთ, თუ რამდენმა ადამიანმა შეინახა ან გაავრცელა იგი.

ბავშვებს ხანდახან სურთ აჩვენონ საკუთარი თავი მათ ახლობლებს, მაგრამ მოულოდნელად შეტყობინება ადრესატის მიღმა, მათ კლასელებთან, მეგობრებთან და უცხოებთან აღმოჩნდება ხოლმე. როგორც კი ფოტო ან ვიდეო ინტერნეტში გაზიარდება, არ არსებობს გზა, რითაც შევაჩერებთ მის შენახვასა და გავრცელებას.

 

ონლაინ შანტაჟი ან ბულინგი სექსტინგის დროს

სექსტინგი დიდი რისკის წინაშე აყენებს მოზარდებს გახდნენ პედოფილიისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. მოძალადეები აშანტაჟებენ მოზარდებს, რათა მიიღონ მათგან სექსუალური ხასიათის სურათები, მომსახურება და ხანდახან ფულიც კი. გარდა ამისა, მსგავსი შინაარსის შეტყობინებების გაგზავნისას თქვენი შვილი შესაძლოა განიცდიდეს ზეწოლას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს იძულება, შანტაჟი და მზრუნველობის გამოხატვაც კი, რაც მომავალში შესაძლოა მათვე საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული.

 

 

 

რა არის ონლაინ გრუმინგი?

 

ონლაინ გრუმინგი - პროცესი, როდესაც ადამიანი, სექსუალური შევიწროების მიზნით, ინტერნეტის საშუალებით უმეგობრდება და ამყარებს ემოციურ კავშირს არასრულწლოვანთან.

ამ ტიპის ძალადობას ნებისმიერ პლატფორმაზე შეხვდებით. სოციალური მედიიდან დაწყებული, ონლაინ გეიმინგითა და ლაივ-სტრიმინგით დასრულებული. ხშირად იგი გულისხმობს არასრულწლოვანთა მოტყუებას, იძულებასა და შევიწროებას, რომ გააკეთონ ის, რასაც ნორმალურ პირობებში არ გააკეთებდნენ. უმეტეს შემთხვევებში, მოძალადის მიზანს მსხვერპლთან შეხვედრა და მასთან სექსუალური ან ფიზიკური კავშირის დამყარება წარმოადგენს. ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვები ხდებიან კიდევაც ასეთი ძალადობის მსხვერპლი ან განიცდიან გრძელვადიან ფსიქოლოგიურ ტრავმებს.  

 

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა ონლაინ გრუმინგის შესახებ?

 

ყველაზე დიდი რისკის წინაშე ბავშვები დგანან. მოძალადეებისთვის ისინი წარმოადგენენ მარტივ სამიზნეს, რადგან მათ ნაკლებად შეაქვთ ეჭვი იმ ადამიანში, ვინც ესაუბრებათ.

გრუმერები იყენებენ ფსიქოლოგიურ მეთოდებს, რათა მოახდინონ ბავშვების იზოლირება ოჯახისა და მეგობრებისგან. მათ მთავარ სამიზნეს ყველაზე დაუცველი ბავშვები წარმოადგენენ, რომელთა მანიპულაციაც მარტივია.  მოძალადეები თვალყურს ადევნებენ ისეთ აპლიკაციებსა და ვებსაიტებს, რომლებიც პოპულარულია მოზარდებში. მსხვერპლის საპოვნელად კი წერენ ასობით ბავშვს, რათა გაზარდონ „წარმატების“ შანსი.

 

რა უნდა აღმოაჩინო რეალურად ონლაინ გრუმინგის დროს?

სამწუხაროდ, ბავშვების უმეტესობისთვის „გრუმინგის“ პროცესი სასიამოვნოა (შეხვედრამდე), რადგან მოძალადე, მათი ნდობის მოსაპოვებლად, ბავშვებს სხვადასხვა კომპლიმენტით, წამახალისებელი და ლამაზი სიტყვებით ამკობს. ეს კი ხშირ შემთხვევაში ართულებს რეალური სურათის დანახვასა და დროულ რეაგირებას.

მოძალადეების აღმოჩენა განსაკუთრებით რთულია ისეთ შემთხვევებში, როდესაც იგი ბავშვისთვის ნაცნობი და ახლობელი ადამიანია.

 

გრუმინგი და ლაივ სტრიმინგი

მოძალადეებს შეუძლიათ გამოიყენონ ლაივ ვიდეოები, რათა დაიჭირონ ბავშვები რეალურ დროში და სხვადასხვა ხერხის გამოყენებით მოახდინონ მათი მანიპულირება. გრუმინგი ხშირად თამაშის სახესაც იღებს, სადაც ბავშვები თითოეული სექსუალური აქტის სანაცვლოდ „მოწონებას“ ან შესაძლოა თანხასაც კი იღებდნენ. სოციალური მედია არხებს, როგორიცაა YouTube, Facebook, Instagram  და Snapchat, აქვთ ლაივ სტრიმის ფუნქციები, მაგრამ გარდა ამისა, არსებობს სხვა ბევრი აპლიკაციაც, რომელთა გამოყენებაც ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია, მაგალითად, Omegle, Live.me, BIGO Live, YouNow და ა.შ.

 

ღიადან კომუნიკაციიდან, დახურულ მესიჯობამდე

ონლაინ მოძალადეები მსხვერპლთან საკომუნიკაციოდ სხვადასხვა საშუალებას იყენებენ, როგორიცაა სოციალური მედია პლატფორმები, ფორუმები, ჩეტ-რუმები, გეიმინგ ქომიუნითი ან ლაივ-სტრიმ აპლიკაციები. ხანდახან მოძალადეს მსხვერპლთან დამეგობრებაც კი არ სჭირდება, რადგან ბავშვს შესაძლოა უკვე გაზიარებული ჰქონდეს თავისი პირადი ინფორმაცია და ღიად ურთიერთობდეს ყველასთან. ბავშვები ასევე მზად არიან დაიმატონ უცხო ადამიანები, რათა გაზარდონ მეგობრების სია და მოიპოვონ მეტი „ონლაინ სანდოობა“. მოძალადეები გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას, რათა ნელ-ნელა დაუმეგობრდნენ მსხვერპლს და შემდეგ გადაიტანონ საუბარი უფრო დაცულ და პირად სივრცეში, როგორიცაა პირადი შეტყობინებები.

 

ნებისმიერი შეიძლება იყოს გრუმინგ-მოძალადე

ინტერნეტმა უცხოებთან ურთიერთობა ძალიან გაამარტივა. ბევრი საიტი და აპლიკაცია დამოკიდებულია ინდივიდებზე, რომლებსაც რეგისტრაციისას თავიანთი პირადი ინფორმაცია შეჰყავთ. თუმცა ინდივიდებს შეუძლიათ შეინარჩუნონ ანონიმურობა მცდარი ინფორმაციის შეყვანით.

ონლაინ ძალადობის უმეტეს შემთხვევებში გრუმერები სწორედ ამ ტექნიკას მიმართავენ. ხანდახან უფრო დიდი საშიშროებას ის ზრდასრულები წარმოადგენენ, რომლებიც არ მალავენ თავიანთ ნამდვილ იდენტობას და უმეგობრდებიან ბავშვებს.

 

ემოციური მიჯაჭვულობა გრუმინგის დროს

ონლაინ მოძალადეები იყენებენ ემოციურ ენას, რათა დაამყარონ უფრო ახლო და სანდო კავშირი თავიანთ მსხვერპლთან. ამისათვის ისინი იყენებენ კომპლიმენტებს, რითაც მსხვერპლს თავი კარგად აგრძნობინონ.

ხშირად ბავშვები მოძალადეებს შეყვარებულს არქმევენ. ამ შემთხვევაში კი ძალიან რთულია დააჯერო მათ, რომ მოატყუეს. ეს კი მათზე, თან უმეტესწილად, გრძელვადიან ტრამვებს იწვევს და დიდ ფსიქოლოგიურ ეფექტს ტოვებს. 

 

 

 

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step - ნაბიჯი მომავლისკენ

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

მშობლებისთვის

რატომ არ არის ტრაგედია, თუ თქვენი შვილი წელს უნივერსიტეტში არ წავიდა (თანამედროვე შრომის ბაზრის რეალობა)

უნივერსიტეტში წაუსვლელობა არ ნიშნავს განათლების დასასრულს. თანამედროვე შრომის ბაზარზე პრაქტიკული უნარები და ტექნოლოგიური წიგნიერება არის ის მყარი საფუძველი, რომელიც შვილის წარმატებულ კარიერას განსაზღვრავს.

აკადემიური დიპლომის მიღმა: თანამედროვე რეალობა დღევანდელ მუდმივად ცვალებად შრომის ბაზარზე, უმაღლესი განათლების შესახებ წარმოდგენები ფუნდამენტურად შეიცვალა. ტრადიციული ხედვა, სადაც უნივერსიტეტის დიპლომი წარმატების ერთადერთ გარანტად ითვლებოდა, თანდათან პოზიციებს თმობს. დამსაქმებლები სულ უფრო მეტად აფასებენ არა ფორმალურ განათლებას, არამედ კონკრეტულ, პრაქტიკულ უნარ

ШАГ логотип

მოტივაცია

„ყველამ ჩააბარა, ჩემს გარდა“ - როგორ გავუმკლავდეთ საზოგადოების წნეხს და ვიპოვოთ ჩვენი გზა

გრძნობ საზოგადოების წნეხს და გეჩვენება, რომ „ყველამ ჩააბარა, შენს გარდა“? გაიგე, რატომ არ განსაზღვრავს საგამოცდო ქულები შენს რეალურ პოტენციალს და როგორ გადააქციო დროებითი დაბრკოლება ახალი, ბევრად უფრო პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი კარიერის დასაწყისად თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში.

როცა რეალობა მოლოდინებს არ ემთხვევა: საზოგადოებრივი წნეხის ფენომენი ეროვნული გამოცდების, საუნივერსიტეტო ტესტირებების ან თუნდაც სამსახურებრივი სერტიფიცირების პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე სტრესულია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. როდესაც შედეგები ცხადდება და გარშემო მხოლოდ მილოცვებსა და წარმატებულ ისტორიებს ვხედავთ, მარტივია საკუთარი თავი იზოლირებულად და ხელმოცარუ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ პროფესია 1 წელიწადში და გავუსწროთ მათ, ვინც უნივერსიტეტში 4 წელი უნდა ისწავლოს

გაიგე, როგორ შეგიძლია 1 წელიწადში აითვისო მოთხოვნადი პროფესია, დაზოგო დრო და წარმატებით დაიწყო კარიერა ტექნოლოგიების სფეროში უნივერსიტეტის 4-წლიანი ლოდინის გარეშე.

ტრადიციული განათლების გამოწვევები და დინამიური სამყაროს მოთხოვნები დღევანდელ დინამიურ და მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ სამყაროში საბაზრო მოთხოვნები ხშირად იცვლება. კლასიკური უნივერსიტეტები თავიანთი ბიუროკრატიული და ხანგრძლივი აკადემიური პროცესებით ხშირად ვერ ასწრებენ სასწავლო პროგრამების დროულ განახლებას. შედეგად, სტუდენტები 4-წლიანი სწავლის დასრულების შ

ШАГ логотип

წარმატება დიპლომის გარეშე - ცნობილი ადამიანები, რომლებსაც უნივერსიტეტი არ დაუმთავრებიათ

უნივერსიტეტის დიპლომი დიდი ხანია წარმატების ერთადერთი გარანტია აღარ არის - ამას ბილ გეითსის, სტივ ჯობსისა და კვენტინ ტარანტინოს მაგალითებიც ადასტურებს. სტატიაში იმ ცნობილ ადამიანებზე გიამბობთ, რომლებმაც მსოფლიო აკადემიური ხარისხის გარეშე შეცვალეს. გაიგე, რა ძალა აქვს თვითგანათლებას, პრაქტიკულ უნარებსა და თანამედროვე ციფრულ პროფესიებს და აღმოაჩინე, როგორ ააწყო წარმატებული კარიერა ტრადიციული უნივერსიტეტის მიღმა.

ტექნოლოგიური გიგანტები, რომლებმაც წესები შეცვალეს თანამედროვე საზოგადოებაში ხშირად შეხვდებით სტერეოტიპს, რომ უმაღლესი განათლება და წითელი დიპლომი კარიერული წინსვლისა და ფინანსური სტაბილურობის ერთადერთი საწინდარია. თუმცა, თუ გადავხედავთ იმ სფეროებს, რომლებმაც ჩვენი ყოველდღიურობა ფუნდამენტურად შეცვალეს, აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე დიდი რევოლუციები სწორედ მათ მიერ მოხ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა