IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

რა არის Web3.0? – რა სხვაობაა Web 1, 2 და 3 შორის?

12.02.2022

753 დათვალიერება

 

სამყარო მოსაწყენი და ერთფეროვანი იყო, დიქტატორები, რეპრესიები, შეზღუდული კომუნიკაცია, ჩვენი პირადი ინფორმაცია, ფინანსები და სხვა ყველაფერი სახელმწიფო კონტროლის და მეთვალყურეობის ქვეშ იყო იქამდე, სანამ ქვეყანას Web3.0 ან უბრალოდ Web3 მოევლინებოდა!

 

ყველაფერი კი პირველი თაობის სტატიკური ინტერნეტით დაიწყო (Web1), რომელიც ძირითადად იმეილისა და მარტივი ვებგვერდების გაშვებას ემასახურებოდა. ვებ-გვერდები ონლაინ გაზეთებივით ფუნქციონირებდნენ, ყველანაირი ინტერაქციის ფუნქციონალის გარეშე. გახსენი, წაიკითხე, დახურე. შესაბამისად, კონტენტიც მხოლოდ ძლიერი და განვითარებული კომპანიების მხრიდან იქმნებოდა. Web1-ზე მხოლოდ ინფორმაციის მიღება ხდებოდა. არ არსებობდა არავითარი აპლიკაცია

 

2004 წლიდან იჩენს თავს Web2. ტექნოლოგიების განვითარებამ, როგორებიც არიან, Javascript, CSS და HTML5, ინტერნეტის მომხმარებლებისთვის შესაძლებელი გახადა ვებ-გვერდებთან ინტერაქცია დაეწყოთ. გაჩნდა შესაძლებლობა მომხმარებლებს თვითონ დაეგენერირებინათ კონტენტი და ცალმხრივი კომუნიკაცია ორმხრივი გახდა. კარგი მაგალითებია YouTube და Facebook. თუ Web1 მარტო წაიკითხე-ინტერნეტი იყო, Web2 წაიკითხე-წერე-შექმენი გახდა. 2007-ში პიველი მობილური აპლიკაციები გამოჩდნენ და Web2-ც სოციალურ ვებად გადაიქცა. კომპანიებმა, რომლებმაც პირველი წარმატებული აპლიკაციები შექმნეს (FB, Google, Uber, Twitter, etc.) ტრილიონობით დოლარის ღირებულება შექმნეს მილიარდობით ადამიანის მონაცემების გამოყენებით. აპლიკაციებმა შეცვალეს, თუ როგორ ვგზავრობთ, ვიხდით, ვჭამთ, ვისვენებთ, ვურთიერთობთ, ვერთობით და ა.შ..

 

თუმცა, ისევ და ისევ, ყველა აპლიკაციის უკან, კონკრეტული ცენტრალიზებული კომპანია დგას და ამ ტრილიონობით შექმნილი ღირებულების დიდი ნაწილიც მათთან მიექანება. ისინი სახელმწიფოსთან კოლაბორაციით აშენდნენ, მომხმარებლები კი კვლავ კონტროლის ქვეშ დავრჩით

 

იმისათვის, რომ შეიძინო მოთხოვნადი პროფესია, შენ არ გჭირდება ეროვნული გამოცდების ჩაბარება და 4 წელი სწავლა, დაგვიკავშირდი, სტეპი შენი გარანტირებული მომავალია!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

Web3-ი ახალი თაობის, უფრო სამართლიანი ინტერნეტია და თუ Web2 წაიკითხე-წერე-შექმენი იყო, Web3 წაიკითხე-წერე-შექმენი-ფლობდე-მართავდე გახდა. საწყისი 2009 წელი იყო, როდესაც Bitcoin-ი გამოჩნდა, მერე 2013-ში Ethereum და ა.შ. რათქმაუნდა კრიპტო პროექტები ისეთივე software კომპანიებია, როგორებიცაა Apple და Microsoft, უბრალოდ განსხვავებული ტექნოლოგიითა და მართვის მოდელით. მათ არ ყავთ CEO-ები და ბორდის წევრები, გადაწყვეტილებებს ხალხი/community იღებს და შედეგებიც ყველაზე ნაწილდება - კარგიც და ცუდიც. სამართლიანობა ვახსენეთ ზემოთ და რომ განვმარტოთ, ყველა ცენტრალიზებული ორგანიზაცია, მომხმარებლებს სხვადასხვანაირად ექცევა მათი სტატუსიდან გამომდინარე. ქვეყნის ლიდერებს სხვანაირად ემსახურებიან, მილიარდერებს სხვანაირად და მოსახლეობის 99% სხვანაირად. ბლოკჩეინ კომპანიების მზე კი ყველას ერთნაირად მოეფინების. Bitcoin-ი ქართველი 19 წლის ნოდარისთვისაც ისე მუშაობს, როგორც შენთვის, მასკისთვის და ტიმ კუკისთვის. მომხმარებლების მონაცემებიც ყველასთვის მეტნაკლებად ერთნაირად ხელმისაწვდომია და ამით მხოლოდ ერთეულები ვერ ხეირობენ.

Web3-ის ერთერთი ძლიერი ფუნქცია, ნებართვის გარეშე მონაწილეობაა. ანუ ე.წ. permissionless ტექნოლოგიაა, სადაც არავის ნებართვა არ გჭირდება რომ ამ სისტემის ნაწილი გახდე. ვინმეს უნდა კითხოთ Cardano რომ იყიდოთ ან Ethereum-ის DeFi პროტოკოლზე სესხი აიღოთ? არა. Web3-ი პირველი საშუალებაა ჩვეულებრივი ადამიანებისათვის, რომ კოდის შექმნაში/წერაში ჩაერთონ და მომხმარებლის მონაცემებზე თანაბარი წვდომა ქონდეთ. ანუ იმ სარგებლის მონაწილეები გახდნენ, რასაც ეს სისტემა ქმნის. Web3-ის დაპირებაა, რომ მომავლის ტექნოლოგიების დეველოპერებიც, გამომყენებლებიც და მფლობელებიც ჩვენ ვიქნებით და ამით სამყარო უფრო სამართლიანი და თანაბარი გახდება. მომავალში აღარ უნდა გვყავდეს ადამიანები, რომლებსაც 300 მილიარდზე მეტი აქვთ, არამედ უნდა გვყავდეს 300,000-ით მეტი ადამიანი, რომლებსაც მილიონზე მეტი აქვთ. ამის მიღწევა, მხოლოდ დეცენტრალიზებული ტექნოლოგიების საშუალებითაა შესაძლებელი.

 

მაინც როგორ მუშაობს Web3?

ეს JS ბიბლიოთეკების კოლექციაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაუკავშირდეთ Ethereum კვანძს დისტანციურად ან ადგილობრივად, რათა ადვილად ვიმუშაოთ ბლოკჩეინთან. Web3 მუშაობს როგორც დანამატი JSON RPC-სთვის, რათა დაუკავშირდეს დისტანციურ ან ადგილობრივ Ethereum კვანძს HTTP ან IPC კავშირით. ის ძირითადად არის კავშირი Ethereum ბლოკჩეინსა და თქვენს ჭკვიან კონტრაქტს შორის.

 

ფრონტ-ენდი, Web3, და ბლოკჩეინი

ტრადიციულ ვებ 2.0 აპლიკაციაში, თქვენი მომხმარებელი ურთიერთქმედებს აპლიკაციის ფრონტ-ენდთან, როგორიცაა React ან Ember, რათა გააგზავნო თხოვნა ბექ-ენდთან, რომელსაც ექნება მონაცემთა ბაზები, API-ები და მოდელები, რომლებიც შემდეგ დააბრუნებს პასუხს ბექ-ენდიდან. ფრონტ-ენდი მოემსახურება მონაცემებს ბექ-ენდიდან ფრონტ-ენდამდე, ხოლო ფრონტენტი აჩვენებს მას თქვენს მომხმარებელს.

 

Web3.0 Vs მეტავერსი – ძირითადი განსხვავებები

ახალი ტექნოლოგიების გამოჩენა ყოველთვის აშინებს ადამიანების გარკვეულ ჯგუფს, სიახლეებს მარად მოჰყვებოდა შერეული დამოკიდებულებები ნებისმიერ სცენარში. ეს შიშები ჩანს ვებ 3.0 და მეტავერსის შედარებებშიც

რამდენადაც მსოფლიო იბრძვის მეტავერსის საფუძვლების გაცნობისთვის, ვებ 3.0-ის შესახებ დისკუსიები ასევე არ წყდება თუმცა, თქვენ შეგიძლიათ შეიქმნათ მკაფიო შთაბეჭდილება მეტავერსისა და ვებ 3.0-ს შორის განსხვავების შესახებ ამ ორის უკეთ გაცნობით. ორივე ტერმინს ექნება მასიური და მდგრადი გავლენა დეცენტრალიზებულ მომავალზე.

 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა