IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

რა უნდა იცოდეთ STEM განათლების შესახებ?

69

მშობლებისთვის

26.09.2022

1175 დათვალიერება

რა არის STEM განათლება?

 

STEM ჰგავს სხვდასხვა სპორტის თამაშს, იმ განსხვავებით რომ თქვენ არ გიწევთ არჩევა იმის თუ რომელ სპორტს ანიჭებთ უპირატესობას. ეს იმიტომ რომ STEM განათლება მოიცავს STEM-ის ინტეგრაციას ერთ საერთო პროგრამაში, რომელიც ხდება რელევანტური რეალურ სამყაროში.

 

STEM მეცნიერება მოიცავს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტს იმიტომ, რომ მეცნიერება ხილულია და შეიგრძნება ყველგან სამყაროში; ტექონოლოგია ახლა ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია; ინჟინერია საჭიროა ჩვენი სამყაროს გარდაქმნისთვის უფრო გლობალური და ეკოლოგიურად სუფთა სამყაროსთვის, ხოლო მათემატიკას დაპყრობილი აქვს ყველა პროფესია.

 

სასწავლო გეგმა STEM განათლებასი მოიცავს სიტუაციებს ნამდვილი ცხოვრებიდან, რაც მოსწავლეებს აძლევს ისეთ შესაძლებლობეს, რომლებიც მათ ვნებას აღვივებს კარიერისადმი STEM-ის სფეროში. ეს ნისნავს, რომ STEM-ის განათლებაში ჩართული სტუდენტები მიიღებენ სრულ პროგრამას და არ ფოკუსირდებიან მხოლოდ საგანზე, რომელიც მათთვის წარმოადგენს სასურველს, რაც პროექტის დანიშნიშნულების სრულ შეკვრის შესაძლებლობას იძლევა.

 

რა უნდა იცოდეთ STEM-ის შესახებ?

STEM-ის უმეტესობა ორიენტირებულია მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის ძირითად საგნებზე, თუმცა, მეცნიერება და მათემატიკა მთავარი საგნებია. განსხვავება ამ ოთხ ძირითად საგანს შორის არის ის, რომ მაშინ, როდესაც ინჟინერია და ტექნოლოგია გულისხმობს რამის შექმნას, რაც ჟღერს ძალიან საინტერესოდ, მეცნიერება და მათემატიკა მოიცავს პრობლემის გადაჭრას და ხშირად არ განიხილება როგორც გამამხნევებელი რამ.

 

არ აქვს მნიშვნელობა რომელ შემთხვევას მიეკუთვნებით, თქვენ დაგჭირდებათ დაეუფლოთ STEM-ის ინტეგრარულ ყველა საგანს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ STEM მიუღწეველია, თუ აღნიშნულ საგნებთან გამოწვევები გქონიათ წარსულში.

 

ეს მხოლოდ ნიშნავს იმას, რომ STEM ცოტა უფრო რთული იქნება თქვენთვის სხვებთან შედარებით. თუმცა, შეიძლება თქვენ გაგიადვილდეთ ყველა საგნის შესწავლა STEM-ის პროგრამაში ამ საგნების პრაქტიკული გზით შესწავლის გამო.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე დიზაინის სწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!

დარეგისტრირდი ახლავე!

 

STEM-ის დანიშნულების შესწავლისას, მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხის გათვალისწინება.

#1. STEM ქმნის ახალ სასწავლებელ სტილს

რამდენიმე კურსის ერთ დისციპლინაში გაერთიანება არის ახალი სტილი, რომელიც მოდის სწავლის ტრადიციული მეთოდიდან. STEM-მა შეძლო პლატფორმის შექმნა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დისციპლინის სტუდენტებს პრობლემის გადასაჭრელად.

 

აქ თვენგან ელოდებიან, რომ უნდა იცოდეთ რა არის პრობლემა და მისი გადაჭრის საუკეთესო გზა. ამ მომენტში, უთქმელად თქვენი შემოქმედებითი და მოქნილი აზროვნების ბუნება ამუშავდება. თუმცა, ეს არის STEM-ის სწავლის ერთ-ერთი ახალი სტილი.

 

როდესაც ასეთი სიტუაციები წარმოიქმნება, თქვენი უნარი იფიქროთ საკუთარი თავით და არ დაელოდოთ იმას, თუ რა უნდა გააკეთოთ, არის ის,

 

რაც გაგხდით წარმატებულს STEM პროგრამაში. ეს მოლოდინი არ არის მკაცრი მოსწავლის მიმართ, რადგან დროთა განმავლობაში მათ გაუძღვებიან STEM მასწავლებლები და მიუთითებენ თუ რა უნდა გააკეთონ, როდესაც პრობლემები წარმოიქმნება.

 

პრობლემის სწრაფი გადაჭრდის უნარი დამყარებულია იმაზე, თუ რა იცით და არა უბრალოდ რა დაიზეპირეთ, და ეს არის სწავლის ახალი სტილი.

 

#2. STEM-ის პროგრამები მოიცავენ ძაან ბევრ სამუშაოს

STEM პროგრამებში მოცემული სწავლისა და საშიანო სამუშაო, როგორც წესი დიდად არ განსხვავდება სხვა სასწავლო სისტემებისგან. STEM პროგრამები შესაძლოა კიდევ უფრო რთული იყოს, ვინაიდან ის აერთიანებს ოთხ დისციპლინას.

 

STEM სტუდენტებს ხშირად თვლიან, რომ არიან შემოქმედებითი უნარის მქონე და ნიჭიერები, ამიტომ STEM პროგრამები, როგორც წესი, შედგება დამატებითი დატვირთვისგან უკიდურესად რთული საგნების დასაფარად. აქ წარმატების მისაღწევად, STEM სტუდენტებს სჭირდებათ საათობით იმეცადინონ კლასის გარეთ.


მოდით განვიხილოთ ის ფაქტიც, რომ STEM-ის სტუდენტებს არ აქვთ ფუფუნება ნება მისცენ თავს უყურადღებო მოიქცნენ, რადგან ერთი შეცდომა შეიძლება ნიშნავდეს სამუშაოს თავიდან სრულად ხელახლა დაწყებას.  ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ სამუშაო დატვირთვა არაფერია STEM კურსდამთავრებულს კარიერულ შესაძლებლობებთან შედარებით.
 

ეს აზრი შეიძლება სულ არ იყოს უადგილო, რადგან როდესაც STEM ხარისხის პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი უშვებს კოდირების შეცდომას, შედეგი შეიძლება იყოს ძალიან დამღუპველი. სწორედ ამიტომ, დამატებითი დატვირთვა უნდა იგრძნობოდეს, როგორც სამზადისი უფრო მაღალი სტრესის ზონისთვის.  

 

#3. STEM ეხმარება სტუდენტებს მიუდგნენ განათლებას აქტიური გზით  

არავინ მიჰყვება STEM პროგრამას ბოლომდე, რომ პასიურად დარჩნენ თავიანთი „4-1-ში“ ხარისხით. ვგულისხმობ, რატომ უნდა ვისწავლო რობოტების მშენებლობა, თუ არ შემიძლია რობოტების შექმნა, რომლებიც ჩემს ბრძანებებს ემორჩილებიან?

 

ახლა თქვენ გაქვთ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს განათლებისადმი აქტიური მიდგომა, STEM ავარჯიშებს სტუდენტებს რეალურ ცხოვრებაში სამუშაოს აქტიური გზით, რაც მოიცავს დისციპლინასა და ოსტატობას.

 

STEM განათლების ბენეფიტები

განვიხილეთ STEM-ის ზოგიერთი მიზანი ჩვენს საზოგადოებაში, ამ დროისთვის შეგვიძლია განვიხილოთ STEM განათლების უპირატესობები. ზოგიერთი მათგანი მოიცავს შემდეგს:

 

#1. კრიტიკული აზროვნება

STEM სტუდენტს შეუძლია კრიტიკულად იმსჯელოს ნებისმიერ პრობლემაზე, დაბრკოლებაზე ან კითხვაზე, რომელიც შეიძლება წააწყდეს. ეს იმის გამო ხდება, რომ განათლების სასწავლო პროგრამა სპეციალიზირებულია სტუდენტების კვალიფიციურ მოაზროვნეებად გადაქცევაში, რომლებსაც შეუძლიათ საუკეთესო გადაწყვეტა უზრუნველყონ სადაც არ უნდა იყვნენ.

 

კრიტიკული აზროვნება იწვევს შემოქმედებითობას და ინოვაციებს, რომლებიც გამოყენებული იქნება პრობლემების გასაანალიზებლად, რომლებიც სასარგებლო იქნება ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტში საკლასო ოთახის მიღმა.

 

#2. ინოვაცია

STEM პროექტებს სჯერათ სტუდენტების გონების გამოწვევისა და ახალი რამეების ცდისკენ წახალისების. მიჩნეულია, რომ სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ პროექტი ან ახლა მუშაობენ ასეთზე, მართლაც მსჯელობენ ჩარჩოებს მიღმა, და არ არსებობს შეზღუდვა იმისა, რისი მიღწევაც შეუძლიათ.

 

სამყაროში, სადაც ყველა ფიქრობს გზებზე ახალი ინოვაციების გამოსაგონებლად, STEM განათლება ასწავლის სტუდენტებს იყვნენ ტექნოლოგიურად განათლებულები.

 

#3. პროექტის მართვა

STEM სტუდენტები სწავლობენ პროექტების მენეჯმენტის უნარებს პროექტებში და დავალებებში ჩართულობით. STEM პროგრამებში, სასკოლო პროექტის დასასრულს, სტუდენტები ეუფლებიან ლიდერობის, დროის მენეჯმენტისა და კომუნიკაციის უნარებს, რაც აუცილებელი უნარებია რეალურ სამყაროში დამკვიდრებისთვის.

 

ეს სტუდენტური პროექტები აყალიბებს ანგარიშვალდებულებას და თვითმოტივაციას, რაც მათ სარგებელს მოუტანს მათ მომავალ აკადემიურ საქმიანობასა და კარიერაში.

 

#4. გუნდური მუშაობა

STEM პროექტები უხვად მოიცავს გუნდურ მუშაობას, ვინაიდან მოსწავლეებს ერთად უწევთ მუშაობა პრობლემების გადასაჭრელად, ექსპერიმენტების ჩასატარებლად და საბოლოო პროდუქტის შესაქმნელად. ასევე, საკლასო დავალებები ეხმარება მოსწავლეებს აღმოაჩინონ ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეები. შედეგად, სტუდენტებს ახლა შეუძლიათ იმუშაონ თანაკლასელებთან, რომლებსაც აქვთ განსხვავებული ძლიერი მხარეები საერთო მიზნის მისაღწევად.

 

სტუდენტები ასევე სწავლობენ აქტიურად მოუსმინონ თანაგუნდელების იდეებსა და წინადადებებს და აფასებენ მათ მრავალფეროვან აზროვნებას. გუნდური მუშაობა ასწავლის სტუდენტებს კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია ჯგუფურ გარემოში განვითარებისთვის, როგორც კლასში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 

#5. თავდაჯერებულობა


პრობლემების გადაჭრის, პროექტების შესრულებისა და ახალი იდეების გამოკვლევის უნარი ანიჭებს მოსწავლეებს წარმატების მიღწევის ძლიერ განცდას. საბოლოო ჯამში, ამას მოაქვს წარმატების მიღწევისა და თავდაჯერებულობის გრძნობას.

 

STEM სტუდენტები თავდაჯარებულები არიან, რომ მათი იდეების განხორციელება ღირს. ეს არის აზროვნება, რომელიც ყველამ უნდა გამოიმუშავოს წარმატების მისაღწევად. STEM სასწავლო გეგმის გამოწვევების მიღებით, სტუდენტებს სხვა არჩევანი არ რჩებათ, გარდა იმისა, რომ ხელი შეუწყონ რწმენა ჩამოაყალიბონ საკუთარ თავში და თავიანთ შესაძლებლობებში, რაც მათ კარგად მოემსახურება რეალურ სამყაროში და საკლასო ოთახის მიღმა.

 

#6. შემოქმედითობა წახალისებულია STEM-ში

STEM განათლება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ფაქტების დამახსოვრება მათემატიკისა და მეცნიერების შესახებ და წინასწარ განსაზღვრული პროექტების შექმნა. STEM სასწავლო პროგრამა ხელს უწყობს სტუდენტის შემოქმედებითობას, რაც საშუალებას აძლევს მათ გამოიყენონ თავიანთი ფანტაზია და გამოიგონონ ორიგინალური იდეები.

 

გონების შტორმიდან მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ შემოქმედითობის ტექნიკები ახალი იდეების მოსაფიქრებლად და ახალი გზებით თავიანთი იდეების გასაცოცხლებლად. STEM განათლება აძლევს სტუდენტებს თავისუფლებას იფიქრონ ჩარჩოებს მიღმა და ექსპერიმენტი გაუკეთონ ახალ იდეებს, რაც იწვევს ინოვაციებს და საქმის კეთების გზებს.

 

#7. STEM განათლება ქმნის პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობებს

STEM-ში სტუდენტებს ურჩევენ გამოიყენონ თავიანთი შემოქმედითობა და შეიმუშაონ გზები, რათა მოიძიონ გადაწყვეტილებები არა მხოლოდ საკლასო სამუშაოებისთვის, არამედ რეალურ სამყაროში აპლიკაციებისა და ვნებიანი პროექტებისთვის.

 

სტუდენტებს აქვთ რამდენიმე პლატფორმა, რათა გამოსცადონ მათი განსხვავებული პრობლემის გადაჭრის მიდგომები, ისწავლონ შეცდომებიდან და განავითარონ გამძლეობა.

 

STEM განათლების შედეგად მიღებული გამოცდილება უბიძგებს სტუდენტებს მეტი იმუშაონ წარმატებების მისაღწევად. თქვენი მოსწავლეები გაიაზრებენ, რომ ბევრი შრომითა და არ დანებებით არ არსებობს გადაუჭრელი ამოცანა.

 

#8. სამეცნიერო წიგნიერება

STEM სასწავლო პროგრამა ასწავლის მეცნიერულ წიგნიერებას. სტუდენტები არა მხოლოდ გაეცნობიან მათემატიკურ ცნებებს, კოდირებას, სამეცნიერო მეთოდს და ციფრულ წიგნიერებას, არამედ ისინი ასევე ისწავლიან თუ როგორ უნდა ჩაატარონ კვლევა და შეაფასონ წყაროები ხარისხიანი ინფორმაციისთვის.

 

STEM განათლება ეხმარება სტუდენტებს შეიმუშაონ სტრატეგიები, რათა ჭკვიანურად გააანალიზონ მათ წინაშე მყოფი ნებისმიერი ამოცანა, რაც მათ საშუალებას აძლევს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება და მივიდნენ უკეთეს დასკვნებამდე. მეცნიერულად განათლებულობა არის მთავარი კომპონენტი, რომელიც საჭიროა, რომ გახდე პასუხისმგებელი მსოფლიო მოქალაქე და სტუდენტები მუდმივად აცნობიერებენ ამ ინფორმაციას ყოველდღიურ ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებენ ისინი საბოლოოდ.

 

#9. სოციალურ-ემოციური სწავლის კვეთები

სოციალურ-ემოციური სწავლება (SEL) ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აკადემიური სწავლება და STEM სასწავლო კურსში სტუდენტები იღებენ ორივეს. სხვებთან ეფექტური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის სწავლისას, STEM განათლება უბიძგებს სტუდენტებს არა მხოლოდ ჩაერთონ პიროვნულ ზრდაში, არამედ ისწავლონ როგორ იმუშაონ ერთმანეთთან და დააფასონ განსხვავებები და სხვა თვალსაზრისები.

 

STEM განათლება ქმნის დამხმარე გარემოს, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ დაეხმარონ ერთმანეთს თავიანთი ძლიერი მხარეების ჩამოყალიბებაში და სისუსტეების გადალახვაში. ერთი რამ, რასაც ეს გამოცდილება აკეთებს, არის მოსწავლეებში ემოციური ინტელექტის ჩამოყალიბება და ემოციური ინტელექტი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ინტელექტუალური ინტელექტი. ისინი სიცოცხლის ბოლომდე გამოიყენებენ სოციალურ-ემოციურ უნარებს, რომლებსაც STEM პროგრამიდან სწავლობენ, როგორც პროფესიულ სფეროში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 

#10. უნარები ცვალებადი სამყაროსთვის

აზროვნების მიდგომები და რბილი უნარები, რომლებსაც სტუდენტები მიიღებენ STEM კლასებში, დაეხმარება მათ ცხოვრებისთვის სამყაროში, სადაც ტექნოლოგია მუდმივად იცვლება და იხვეწება. რადგანაც გლობალური გამოწვევები გაგრძელდება მომდევნო წლებში, აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ მომავალი თაობა აღიჭურვოს მსოფლიოს ახალი და მიმდინარე პრობლემების გადაჭრის ინსტრუმენტებით.

ერთ დღესაც, თქვენი მოსწავლეები გაიაზრებენ, რომ მათ მიერ STEM სასწავლო პროგრამაში მიღებულმა უნარებმა მათ შესძინა თავდაჯერებულობა და უნარი დაუპირისპირდნენ საკუთარ გამოწვევებს და ისინი მადლიერი იქნებიან ამისთვის.

 

დასკვნა

STEM განათლება არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა კოლეჯის დასრულებისთანავე კარიერის მისაღებად. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ STEM განათლება მოიცავს თქვენს უზარმაზარ დროსა და შრომას, თუ გსურთ წარმატების მიღწევა. და რამდენადაც ეს ჩვენზეა დამოკიდებული თუ რა შესაძლებობა გვაქვს, რომ დავხარჯოთ მეტი დრო და ჩავდოთ მძიმე შრომა, STEM პროგრამაში წარმატების დიდი წილი დაკავშირებულია სტუდენტის უნართან, დარჩეს კონცენტრირებული, ცნობისმოყვარე და აქტიურად დაინტერესებული საგნით.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

მეცნიერება მაღალ ქუსლებზე: 8 ქალი მეცნიერი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გაიცანი 8 ლეგენდარული ქალი მეცნიერი, რომლებმაც ალგორითმებიდან და რადიოაქტიურობიდან კოსმოსურ ფრენებამდე, მსოფლიო რადიკალურად შეცვალეს და გზა გაუკვალეს თანამედროვე ტექნოლოგიურ რევოლუციას.

ისტორიის მანძილზე, მეცნიერება ხშირად აღიქმებოდა სფეროდ, სადაც მთავარ როლს კაცები ასრულებდნენ, თუმცა რეალობა სრულიად სხვაგვარია. 8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე კარგი შანსია იმისთვის, რომ გავიხსენოთ ის გენიალური ქალები, რომლებმაც საკუთარი ინტელექტით, შეუპოვრობითა და რევოლუციური აღმოჩენებით შეცვალეს ჩვენი ყოველდღიურობა. მათ დაამტკიცეს, რომ გონებას არ აქვს სქესი და მათმა მ

ШАГ логотип

შენ ქმნი სისტემას - Game Developer

აღმოაჩინე, რას ნიშნავს იყო Game Developer-ი და როგორ იქმნება ინტერაქტიული სამყაროები საკუთარი წესებითა და ისტორიებით. გაიგე, რა უნარებია საჭირო თამაშების ინდუსტრიაში წარმატებისთვის.

თამაშების დეველოპმენტი არ არის მხოლოდ კოდის წერა, ეს არის მთელი სამყაროს შენება, სადაც შენ ადგენ ფიზიკის კანონებს, წესებსა და ლოგიკას. როგორც Game Developer-ი, შენ ქმნი სისტემას, რომელიც ცოცხლდება მოთამაშის ყოველ ქმედებაზე და სთავაზობს მას უნიკალურ გამოწვევებსა და დაუვიწყარ ისტორიებს. ამ პროცესში ტექნიკური უნარები და კრეატიულობა ერთმანეთს ერწყმის, რათა შეიქმნას გარემო, რომელიც მ

ШАГ логотип

შენ ქმნი სისტემას - გრაფიკული დიზაინერი

აღმოაჩინე, როგორ გარდაქმნის გრაფიკული დიზაინერი იდეებს მძლავრ ვიზუალურ სისტემებად. გაიგე, რა როლს ასრულებს ლოგო, სიმბოლოები და ერთიანი სტილი ბრენდის ცნობადობისთვის და როგორ შეგიძლია დაეუფლო ამ უნარებს სტეპში.

გრაფიკული დიზაინი მხოლოდ ლამაზი სურათების შექმნა არ არის, ეს არის მრავალმხრივი პროცესი, სადაც შენ აშენებ სისტემას, რომელიც ბრენდს სუნთქვისა და კომუნიკაციის საშუალებას აძლევს. როდესაც მუშაობ ლოგოზე, სიმბოლოებსა თუ ფერების პალიტრაზე, შენ რეალურად ქმნი ვიზუალურ ენას, რომელმაც მომხმარებელს ბრენდის ღირებულებები სიტყვების გარეშე უნდა აუხსნას. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი

ШАГ логотип

შენ ქმნი სისტემას - Software Architect

კარგი არქიტექტურა სისტემის გადარჩენის გარანტიაა. ყველაფერი სწორი საზღვრების გავლებით იწყება, რათა ერთი დეტალის შეცვლამ მთლიანი სტრუქტურა არ ჩამოშალოს. იმისთვის, რომ პროექტი ბიზნესთან ერთად გაიზარდოს, მას მოქნილობა და კომპონენტების დამოუკიდებლობა სჭირდება. საბოლოო ჯამში, საუკეთესო სისტემა ისაა, რომელიც მუდმივად ვითარდება და დროსთან ერთად კი არ ძველდება, არამედ ახალ მოთხოვნებს მარტივად ეგუება.

საფუძველი: სწორი საზღვრების გავლება სისტემის არქიტექტურა არ არის მხოლოდ კოდის ორგანიზების გზა, ეს არის გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელთა შეცვლა მომავალში ძვირი და მტკივნეული იქნება. როდესაც იწყებ ფუნდამენტური სტრუქტურის პროექტირებას, შენი პირველი ამოცანაა არა ტექნოლოგიური სტეკის შერჩევა, არამედ იმ უხილავი საზღვრების გავლება, რომლებიც სისტემას ქაოსისგან დაიცავ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა