IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

რომელი უმჯობესია - იყო სოფტვეარ ინჟინერი თუ QA ინჟინერი?

1

პროგრამირება

06.04.2023

3947 დათვალიერება

ადრე ვამბობდი, რომ ხარისხის უზრუნველყოფას სოფტვეარ ინჟინერიის გამო არ მივატოვებდი. ამის მჯეროდა და თუ ვინმე მკითხავდა ვიქნებოდი თუ არა კარიერის ბოლომდე QA ინჟინერი, ვუპასუხებდი, რომ კი, ვიქნებოდი, რადგან ჩემი სამუშაო გულწრფელად მომწონდა. სამუშაოსადმი ჩემი სიყვარული გამოწვეული იყო იმ კმაყოფილების გრძნობით, რომელსაც შეცდომის აღმოჩენისას ვიღებდი. თუმცა, დღეს ამ ბლოგს უკვე ჯუნიორ სოფტვეარ ინჟინერის სახელით ვწერ

 

ახლა უკვე იმ ეტაპზე ვარ, როცა გარკვეული ცოდნა მაქვს და სხვადასხვა საკითხს ერთმანეთთან კარგად ვაკავშირებ. პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ საკმარისად კარგი სპეციალისტი ვარ. აღარც სხვისი ხელმძღვანელობა და დახმარება მჭირდება დავალებების შესასრულებლად. ამიტომ ვფიქრობ, რომ უკვე შემიძლია შევადარო QA ინჟინრის პროფესია სოფტვეარ ინჟინრის პროფესიას. ეს სუბიექტური აზრია; ყველას ჩვენ ჩვენი გამოცდილება გვაქვს. მაგრამ თუ ჩემი შეხედულებები გაინტერესებთ, გააგრძელეთ კითხვა. 

 

უპირატესობები და ნაკლოვანებები

ორივე პოზიციის ბევრ დადებით და უარყოფით მხარეზე შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ უმჯობესია თუ მათგან სამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრებ. ამ მხრივ, თქვენც უფრო დაბალანსებულ ინფორმაციას მოგაწვდით და ბევრსაც არ ვილაპარაკებ. 

უპირატესობები

 

1.დამოუკიდებლად შემიძლია რამის განხორციელება 

ათასობით თუ არა, ასობით შემთხვევა მაინც მქონია, როგორც QA-ს, როდესაც მიფიქრია „ნეტა ვიცოდე როგორ უნდა გავაკეთო, სხვას დახმარებას აღარ ვთხოვდი“. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მცირეოდენი ცვლილები იყო განსახორციელებელი, მაგ., ინდივიდუალური შეტყობინებები HTTP 404-ის მიღებისას და ა.შ. ახლა უკვე შემიძლია. 

 

2. ვარ უფრო თავდაჯერებული

მართლა არ ვიცი, როგორ გავხდი უფრო თავდაჯერებული. წარსულში არასდროს ვყოფილვარ ამ თვისებით გამორჩეული. ახლა კი თავს უფრო გათვიცნობიერებულად და უსაფრთხოდ ვგრძნობ იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ. ვფიქრობ ეს გამოწვეულია იმით, რომ აღარც მე და აღარც ჩემი ავტომატიზებული ტესტები მხოლოდ ხარისხის გარანტი აღარ ვართ. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს საქმე თავს არასაიმედოდ მაგრძნობინებდა, რადგანაც ტესტირებისას მიწევდა ბევრი რამის გათვალისწინება, განხორციელებული ტესტის წაკითხვა და შემდეგ შედეგების ადამიანებამდე მიწოდება. 

მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ უფრო მეტი ვისწავლე. როდესაც QA ვიყავი, სხვა თანამშრომლები გადაეშვებოდნენ ხოლმე 15+ წუთიან დისკუსიაში სხვადასხვა დეტალების განხორციელებაზე, მე კი გონება მეფანტებოდა, რადგან ვერ ვიგებდი რაზე საუბრობდნენ. ახლა უკვე მესმის და მსიამოვნებს, რომ მათიანი ვარ.

ასევე ვფიქრობ, რომ მაღალმა ანაზღაურებამ თავი უფრო დაფასებულად მაგრძნობინა. როდესაც პოზიცია შევიცვალე, ანაზღაურება არ გამზრდია, გამოუცდელი ბექ-ენდ ინჟინერიც იმავე ანაზღაურებას ვიღებდი, რასაც QA ინჟინერი. პროფესიულ ზრდასთან ერთად, ხელფასიც გაიზარდა. ვფიქრობ, შემოსავლის მატებამ ჩემი ეგოც აამაღლა და მეც უფრო მეტად თავდაჯერებული გავხდი.

 

3. თვითგანვითარება არის უფრო ხელმისაწვდომი

ეს ცოტა სადაო საკითხია, მაგრამ, მიმაჩნია, რომ სიმართლეა, რადგანაც არ ხარ ზედმეტად დამოკიდებული სხვა ადამიანებსა და ტესტის ფრეიმვორქზე.

თუ გსურს შენს კომპანიაში განახორციელო Pact ტესტი, მაშინ ჯერ უნდა გააჟღერო ეს იდეა, მიიღო თანხმობა და შემდეგ დაიწყო მის შესრულებაზე მუშაობა. შემდეგ მოგიწევს ჯგუფების ინფორმირება, რამდენიმე პრეზენტაციის გაკეთება და დარწმუნება, რომ იგი კარგად ადაპტირებულია... მგონი, ხვდებით სადაც მივდივარ. ძალიან ბევრი მოქნილი უნარი გჭირდება იმისთვის, რომ მწვანე შუქი აგინთონ. მართალია, პროცესის დასრულების შემდეგ დიდ ქებას დაიმსახურებ, მაგრამ მაინც ძალიან დამღლელია. 

ჩემი უახლესი გამოცდილებიდან, თუ გსურს გამოიყენო ახალი ბიბლიოთეკა, მაგალითად, pool კავშირების მენეჯმენტისთვის, აკეთებ შენს კვლევას, ამოწმებ პაკეტის სტაბილურობას, შეიძლება დაგჭირდეს სენიორ დეველოპერთან გასაუბრება, მაგრამ ეს არის და ეს. შემდეგ უკვე აგრძელებ პროცესს და იწყებ ახალი ბიბლიოთეკის გამოყენებას: არ გჭირდება მაღალი რგოლის ხელმძღვანელების თანხმობა, კომპანიის შიგნით შეხვედრები, Powerpoint-ის პრეზენტაციები და ადაპტაციის ფაზები. 

 

QA ინჟინერიის სამყაროში, თუ ერთ ფრეიმვორქს აირჩევ, მუდამ მისი გამოყენება მოგიწევს და ერთადერთი, რასთანაც მის გარდა შეხება გექნება, არის Assertion (დამოწმების) ბიბლიოთეკა. ეს, ალბათ, გამოწვეულია იმით, რომ არ გიწევს იმდენი საქმის კეთება, რამდენიც პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისას გიწევს და გასაგებიცაა. მაგრამ, საბოლოო ჯამში, იგი ხო მაინც გზღუდავს სენ?

 

დაიწყეთ სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

ნაკლოვანებები

  1. უფრო სტრესული სამუშაო

კარგი დრო იყო, როცა არ ვნერვიულობდი სად რა პრობლემა შეიძლება გაჩენილიყო. მე ვიყავი ის, ვინც მათ პოულობდა და ახდენდა მათ დელეგირებას სხვადასხვა ჯგუფზე. პრობლემის აღმოჩენისა და მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, ჩემი სტრესული მდგომარეობა სრულდებოდა. ცუდად არ გამიგოთ, მეც შევდიოდი ჯგუფის მდგომარეობაში და მაქსიმალურად ვცდილობდი დავხმარებოდი, როგორც შემეძლო, მაგრამ ეს საერთოდ არ იყო იმ დონის სტრესი, რასაც ახლა API-ის შეფერხებისას განვიცდი. 

თან ახლა მიწევს გამოვთვალო დაახლოებით რა დრო დამჭირდება რაღაც ფუნქციის დასაწერად. სხვა ადამიანები მენდობიან და თავიანთ გეგმებს ჩემი ვადების მიხედვით აწყობენ. რა თქმა უნდა, როდესაც დედლაინის ვადები იწურება, შემოწმებას იწყებენ. ეს კი ძალიან სტრესულია და საერთოდ ვერ ვიტყვი, რომ მომწონს. ისევე, როგორც წინადადება „არ ინერვიულო, უბრალოდ მითხარი დაახლოებით რა დრო დაგჭირდება“.

როგორც QA ინჟინერს, მარტივად შემეძლო გამომეთვალა დაახლოებით რა დრო დამჭირდებოდა თიქეთის ტესტირებისთვის ან  ავტომატიზებული ტესტის დასაწერად კონკრეტული ფუნქციისთვის. ახლა საერთოდ სხვა სიტუაციაა და იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში გამოსწორდება.

 

2. დრო და დრო ვკარგავ ენთუზიაზმს სამუშაოსადმი

ხანდახან ჩემი სამუშაოს მიზანმიმართულობის ნაკლებობას განვიცდი. მესმის, რომ ვაუმჯობესებ სოფტვეარის სხვადასხვა ფუნქციას, მაგრამ, ჩემი აზრით, პროგრამა ისედაც კარგია. ასეთი საქმე თავს გარიყულად მაგრძნობინებს და მიჭირს მისი შესრულება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას მხოლოდ შიდა დანიშნულებები აქვს. 

QA-სა და QA ინჟინრობის დროს საერთოდ საპირისპირო რამეს ვგრძნობდი. არ მინდოდა ადამიანებს შეშინებოდათ იმ პროგრამის, რასაც იყენებდნენ. ნამდვილად მქონდა ჩემი შინაგანი მისია, რომ არავის ეგრძნო თავი დაკარგულად ან არ გაეგო რა ხდებოდა აპლიკაციაში. 

ახლა, როცა უკვე API-ის გაუმჯობესებაზე ვმუშაობ, თითქოს ჩამოვშორდი მომხმარებლებს და ახლა მე ვარ იმის მიზეზი, რატომაც აპლიკაცია არ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა.

 

3. თავდაჯერებულობის ატრაქციონი

ზოგიერთ დღეს ისეთი აღმატებული განცდა მაქვს, თითქოს მსოფლიოს სათავეში ვარ, როდესაც ყველაფერი გამართულად მუშაობს. მაგრამ ხანდახან თავს ძალიან დაბლა ვგრძნობ, იმაზე დაბლა, ვიდრე QA-ად ყოფნისას. ადრე ასეთი ემოციური ატრაქციონი არასდროს განმიცდია, უფრო სტაბილური ვიყავი. ეს, ალბათ, გამოწვეული იყო იმ სირთულეების ნაკლებობით, რასაც ვეჭიდებოდი, განსაკუთრებით QA-ს კარიერის დასაწყისში. კომფორტის ზონიდან უფრო ნაკლებად მიწევდა გამოსვლა და უცაბედი პრობლემებიც ძალიან იშვიათად ჩნდებოდა. მარტივია დაიკარგო ყველა იმ შესაძლებლობაში, რაც ახლა გაქვს და ასევე მარტივია ზედმეტი აიღო შენს თავზე - აქედან გამომდინარე ხან მაღლა ხარ, ხან დაბლა, საიდანაც სწრაფად ვერ გამოხვალ. ამ საკითხთან გამკლავებას კი დროთა განმავლობაში ისწავლი.  

 

შეჯამება

თუ გსურს სპეციალობა შეიცვალო და გახდე დეველოპერი, მიმოიხედე და აირჩიე ისეთი მეგობრული ადამიანი ვინც ცოდნას გაგიზიარებთ, კარგი მენტორის პოვნა ძალიან მნიშვნელოვანია. მე არაჩვეულებრივი მენტორი მყავდა და მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩემს კომპანიაში აღარ მუშაობს, ჩვენ ისევ გვაქვს ერთმანეთთან კონტაქტი.

 

აქვე, მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ყოველთვის ვმუშაობდი მცირე ან საშუალო კომპანიაში, მაქსიმუმ 300 თანამშრომლიანი შემადგენლობით, არასდროს ვყოფილვარ კორპორაციების ფანი; ამიტომ ყველა ჩემი გამოცდილება მიღებულია მცირე და საშუალო ბიზნესში. ამას კი იმიტომ აღვნიშნავ, რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილი დადებითი და უარყოფითი მხარეები შესაძლოა კორპორაციულ სამყაროს არ შეესაბამებოდეს.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა