IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

რატომ არის გაცნობის აპლიკაციების ალგორითმი ჯერ ისევ უსარგებლო 2021 წელს?

12.09.2021

635 დათვალიერება

გაცნობის აპლიკაციების ჩამოტვირთვა გაათმაგდა პოსტ-პანდემიური აფეთქებით, თუმცა წარმატების მაჩვენებლები დრამატულად დაბალ ნიშნულზე რჩება

 

2 წლიანი "ლოკდაუნის" შემდეგ, როდესაც სამყარო კვლავ იხსნება და აქტიურდება, მარტოხელა ადამიანები კიდევ უფრო მეტად ეძალებიან ამგვარ აპლიკაციებს – Hinge აცხადებს, რომ 2019 წლიდან ჩამოტვირთვების 163%-იანი ზრდა განიცადა და 2020 წელს შემოსავალი მინიმუმ გაუსამმაგდა, აპლიკაცია Tinder კი მხოლოდ 2021 წლის მაისში 6,5 მილიონ ადამიანზე მეტმა ჩამოტვირთა

 

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ინტერესი რეკორდულად დიდია, ვისაც ამ აპლიკაციებზე დრო დაიუხარჯავს, ალბათ არ გაუკვირდება იმის მოსმენა, რომ Tinder და Grindr შედიან იმ რამოდენიმე ტოპ აპლიკაციის სიაში, რომელიც მომხმარებლებს სევდიანი შეგრძნებების ზღვას უტოვებს (ისევე როგორც გაცნობის სხვა აპლიკაციები)

 

გაცნობის ძირითად აპლიკაციებს აქვთ „მეჩინგის“ პროპრიეტარული ალგორითი, რომელსაც საიდუმლოდ ინახავენ, მაგრამ ფაქტია რომ უმეტესობა ეყრდნობა მითითებული პრეფერენციების კომბინაციას – ინფორმაციები, რომელსაც რეგისტრაციისას აპლიკაციაში თქვენ უთითებთ, შემდეგ ერთვება ე.წ. კოლაბორაციულ ფილტრაცია. ეს ნიშნავს, რომ აპლიკაცია ეძებს ტენდენციებს, იმის შესახებ, თუ რომელი მომხმარებელი „მოგეერგება“ და რომელი „არ მოერგება“ თქვენს ინტერესებს, ალგორითმი ცდილობს გაარკვიოს, თუ როგორ ჰგავხართ თქვენ საპირისპირო სქესის მომხმარებლებს, რათა გააკეთოს პროგნოზები იმის შესახებ, თუ ვის ვინ „მოეწონება“.

 

ეს ჰგავს TikTok-ის შესანიშნავ ალგორითმს, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით, ჯერ 20-მდე ტრენდულ ვიდეოს გიჩვენებთ, იმახსოვრებს სად შეჩერდით და რომელი ვიდეო მოიწონეთ, ამის შემდეგ წყვეტს, რომელ ტრენდს მიგაბათ და როგორი ვიდეოები გიჩვენოთ შემდეგ "რეფრეშზე", იგივე მიდგომა აქვს Amazon-ის ალგორითმს, რომელიც პირველ ვიზიტზე გიჩვენებთ თქვენს რეგიონში ტრენდული ნივთების სიას...

 

მაგრამ, როდესაც საქმე ადამიანის გაცნობას ეხება, ეს ალგორითმები დაკისრებულ ვალდებულებას ცუდად ასრულებენ. 2016-2020 პერიოდში ლონდონის დედოფალ მერის სახელობის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ „მეჩინგის“ მაჩვენებლებზე Tinder-ზე ყველა სექსუალური ორიენტაციის მომხმარებელში აჩვენა, რომ საპასუხო ინტერესის ადამიანის აღმოჩენის ალბათობა მიზერულია: „მეჩინგის“ მაჩვენებელი 10,5 პროცენტი იყო ქალებისათვის და მხოლოდ 0,6 პროცენტი მამაკაცებისთვის. როდესაც სარეკომენდაციო სისტემები ასე კარგადაა აწყობილი ჩვენი ცხოვრების ყველა სხვა სფეროს გასაჯანსაღებლად, რატომაა ასეთი რთული ისეთი გაცნობის აპლიკაციის შექმნა, რომელიც ადამიანებს რეალურად პეპლებს აუფორიაქებს მუცელში?

 

არ დაკარგოთ დრო! ჩვენი სასწავლო პროგრამა დაგეხმარებათ გახდეთ პროფესიონალი დიდი და მნიშვნელოვანი პროექტებით!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

“მანქანებს შეუძლიათ იმუშაონ მხოლოდ იმით, რასაც შენ მათ მისცემ”, - ამბობს სამანტა ჯოელი კანადის ვესტერნის უნივერსიტეტიდან, რომლის კვლევა ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებებს თავიანთი სასიყვარული ურთიერთობების შესახებ. ”ზოგიერთი რამ ძალზე პროგნოზირებადია, ზოგიერთი არა – და ჩვენ ჯერ არ გვიპოვნია სწორი ინფორმაცია, რომელიც დაგვეხმარება ადამიანებს შორის კავშირის დამყარების პროგნოზირებაში”. ამის მიზეზი უმეტესად არის ის, რომ პრეფერენციების კომპლექსური აწონ-დაწონა მაშინ, როდესაც ვცდილობთ გავარკვიოთ, მოგვწონს თუ არა ვინმე, არ არის გამჭვირვალე პროცესი: ადამიანებს შეიძლება ეთაკილებოდეთ იმის წარმოჩენა, რითიც არიან დაინტერესებული, ან შესაძლოა არც იცოდნენ, რომ პრეფერენციების მითითება შეუძლიათ.

 

ჯოელის განმარტებით, როდესაც ადამიანი რეგისტრირდება აპლიკაციაზე, შესაძლოა შეავსოს ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა სიმაღლე და განათლების დონე. ”მაგრამ როდესაც ისინი რეალურ ცხოვრებაში ხვდებიან ვინმეს, ეს არ არის ის კრიტერიუმები, რომლებსაც იყენებენ ერთმანეთის შესაფასებლად, თუ მათ შორის ნაპერწკალი ჩნდება”. თავსებადობა და სასურველობა შეიძლება იყოს სრულად სხვადასხვა პოლუსები.

 

პირველი „ციფრული მაჭანკლობის“ პროგრამა შეიქმნა ჰარვარდში 1965 წელს; მათემატიკის სტუდენტმა, სახელად ჯეფ ტარმა, იქირავა IBM პროცესორი, რომელიც იწონიდა სპლიყვის წონას, რათა დაემუშავებინა "პაემნის ქვიზის" პასუხები, რომელიც მან თანაკურსელებს დაურიგა. თითქმის ექვსი ათწლეულის შემდეგ ყველაფერი ბევრად უფრო დახვეწილად გამოიყურება. ასობით კითხვის წარდგენის შემდეგ, OkCupid გაძლევთ თავსებადობის პროცენტულ მაჩვენებელს თქვენს „მეჩთან“, ხოლო eHarmony-ს ფსიქომეტრული ტესტირება ირწმუნება, რომ აწყვილებს ადამიანებს "თავსებადობის 32 განზომილების" საფუძველზე, ექსტრავერსიის, ალტრუიზმისა და ადაპტირებადობის ჩათვლით. ამასთან, Hinge, მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო მარტივი „სვაიფინგ“ აპლიაკაციაა, ერთი ნაბიჯით ზემოთ იწევს, და გთხოვთ პაემნის შემდგომ უკუკავშირს, რომლის მიზანია თქვენი მომავალი „მეჩების“ შერჩევა. მაგრამ ჯოელისთვის ყველა ეს სახალისო მახასიათებელი წყლის ნაყვაა. "სულაც არ ვფიქრობ, რომ რაიმე გაუმჯობესებას მივაღწიეთ", - ამბობს ის.

 

2018 წელს, თამაშების დიზაინერებმა Mozilla-სთან ერთად სმარტფონებისთვის შექმნეს თამაში Monster Match, სადაც მოთამაშეები ქმნიან მონსტრის პროფილს და იწყებენ „სვაიფს“ სხვა მონსტრების პროფილებზე; „მეჩის“ შემთხვევაში, შესაძლებელია ჩატის დაწყება და ერთობლივად თამაში. თითოეული ნაბიჯის შემდეგ, თამაში აჩვენებს თქვენს ხასიათს, ვნებას და ჩვევებს, თამაში ცდილობდა ეჩვენებია გზები რომლითაც მომხმარებელი ისწავლიდა თუ როგორ შეიძლება მოგწონდეს ადამიანი თვისებებით და არა მისი ვიზუალით, თუმცა პროექტმა არ გაამათლა

 

სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ სიყვარული "ქაოტური პროცესია" და მისი გამარტივება ისევე შეუძლებელია, როგორც ადამიანის მოკვდავობის პრობლემის აღმოფხვრა, თუმცა, ბაზარზე მზარდი მოთხოვნაა გაცნობის აპლიკაციების მიმართულებით და ამ დრომდე ვერ ხერხდება მიწოდება, რაც ნიშნავს, რომ ახლა კარგი დროა აპლიკაციის შესაქმნელად, სწორი ალგორითმით და რაც მთავარია მარტივი ინტერფეისით

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა