რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში
„კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნად პირველი ნაბიჯი მარტივია - სთხოვეთ, გაჩვენოთ თავისი საყვარელი თამაში და აგიხსნათ, რა მოსწონს მასში.
Roblox სხვადასხვა მომხმარებლის მიერ შექმნილ თამაშებსა და ვირტუალურ სივრცეებს აერთიანებს. ამიტომ ბავშვის გამოცდილება იმაზეა დამოკიდებული, კონკრეტულად რას თამაშობს და ვისთან ურთიერთობს. თამაშისადმი ინტერესი შეიძლება ტექნოლოგიების შესასწავლად საწყისი მოტივაციაც გახდეს, თუმცა ამისთვის პრაქტიკული ნაბიჯებია საჭირო. სტეპის Junior IT აკადემიაში ბავშვები ეცნობიან პროგრამირებას, თამაშების შექმნას, დიზაინსა და 3D მოდელირებას და საკუთარ პროექტებზე მუშაობენ. თუ გინდათ გაიგოთ, რომელი მიმართულება დააინტერესებს თქვენს შვილს, გაეცანით პროგრამას.
უსაფრთხო თამაში შეთანხმებული წესებით იწყება
Roblox-ში ყურადღება უნდა მიაქციოთ როგორც თამაშის შინაარსს, ისე კომუნიკაციასა და შესყიდვებს. მშობლის კონტროლის პარამეტრებში შესაძლებელია ასაკის შესაბამისი შინაარსის შერჩევა, კონკრეტული თამაშების დაშვება ან დაბლოკვა და გარკვეული საკომუნიკაციო შეზღუდვების მართვა. ხელმისაწვდომი ფუნქციები ბავშვის ასაკზეა დამოკიდებული. ამიტომ ერთად გადაამოწმეთ ანგარიშში მითითებული დაბადების თარიღი და უსაფრთხოების პარამეტრები. მხოლოდ ფერადი ვიზუალი არ ნიშნავს, რომ ყველა თამაში თქვენი შვილის ასაკისთვის შესაფერისია.
წინასწარ შეთანხმდით, როდის იწყება და სრულდება თამაში და რა წესით შეიძლება თანხის დახარჯვა. აუხსენით ბავშვს, რომ უცნობ ადამიანს არ უნდა გაუზიაროს პაროლი, მისამართი, ტელეფონის ნომერი ან სკოლის შესახებ ინფორმაცია. თუ ვინმე საეჭვო ბმულს უგზავნის, საიდუმლოს შენახვას სთხოვს ან სხვა აპში გადასვლას სთავაზობს, შეუძლია მაშინვე მოგმართოთ. მნიშვნელოვანია იცოდეს: უსიამოვნო შემთხვევის მოყოლისთვის არ გაუბრაზდებით. ერთად ისწავლეთ მომხმარებლის დაბლოკვისა და დარღვევის შეტყობინების ფუნქციების გამოყენებაც.
როდესაც თამაშის წესებზე შეთანხმდებით, შემოქმედებით მხარეზეც ჰკითხეთ: „შენ რომ ქმნიდე ამ თამაშს, რას შეცვლიდი?“ პასუხი დაგანახებთ, პერსონაჟების გარეგნობა იზიდავს, სამყაროს მოწყობა თუ დავალებების ლოგიკა. პროგრამისტის საქმიანობაზე საუბრის გასაგრძელებლად შეგიძლიათ გაეცნოთ სტეპის ბლოგს - როგორ დაიწყო კარიერა IT-ში ნულიდან, გამოცდილების გარეშე? შემდეგ კი ბავშვს საკუთარი პატარა იდეის განხორციელება შესთავაზეთ. პირველი ნაბიჯის შესარჩევად მოითხოვეთ კონსულტაცია.
თამაშის ინტერესიდან პირველ საკუთარ პროექტამდე
Roblox-ის სამყაროში არსებობს Roblox Studio - უფასო ინსტრუმენტი, რომელშიც შესაძლებელია სივრცეების აგება, თამაშის ქცევის დაპროგრამება და შედეგის გამოცდა. დასაწყისისთვის ბავშვს პატარა ამოცანა შესთავაზეთ: მოიფიქროს დაბრკოლებების მარშრუტი, დახატოს მისი გეგმა და სცადოს პირველი მონაკვეთის აწყობა. შემდეგ ერთად შეამოწმეთ: გასაგებია, საით უნდა წავიდეს მოთამაშე? შესაძლებელია ყველა დაბრკოლების გადალახვა? რა სჭირდება შეცვლას? ასეთი კითხვები ეხმარება იდეის დაგეგმვასა და შედეგის გააზრებაში. თამაშის შექმნისას პროგრამირებისთვის Roblox Studio-ში Luau გამოიყენება, თუმცა დასაწყისში მთელი ენის ცოდნა საჭირო არ არის.
თამაშის სიყვარული ჯერ არ ნიშნავს, რომ ბავშვმა მომავალი პროფესია აირჩია. მიეცით შესაძლებლობა, მოსინჯოს შექმნის პროცესიც და თავად აღმოაჩინოს, რა აინტერესებს. დააფასეთ მცდელობა, ჰკითხე, რა გაუჭირდა და რა შეცვალა. ამასთან, შეუნარჩუნეთ დრო მოძრაობისთვის, ძილისთვის, მეგობრებისთვის და ეკრანის მიღმა საქმიანობისთვის. თქვენი ჩართულობა დაეხმარება, საკუთარ ინტერესს უფრო გააზრებულად მიუდგეს და ტექნოლოგიებთან ურთიერთობის სასარგებლო ჩვევები ჩამოიყალიბოს.
გახსოვდეს, სტეპში სწავლის ყველა ნაბიჯი დაგეგმილია. განვითარდი და განავითარე შენი მომავლის კარიერა
დაგვიკავშირდი:
● ქ. თბილისი // ალ. ყაზბეგის გამზ. N34/34ბ // ☎️ +995 (32) 215-55-51
● ქ. თელავი // ი. ჭავჭავაძის მოედანი N4 // ☎️ +995 577 538 549
გამოგვყევი სოციალურ ქსელებში, გამოიწერე გვერდი:
Facebook // Instagram // Linkedin // behance // TikTok // YouTube