IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

განათლების მომავალი

10.07.2020

535 დათვალიერება

განათლება მილიარდ დოლარიანი ინდუსტრიაა და კიდევ იზრდება! OECD-ის წევრი ქვეყნები ხანჯავენ 11,3%-ს განათლებაზე, ხოლო $10,493 თითოეულ სტუდენტზე. 2006 წლიდან, გაიზარდა მოსწავლეების სკოლაში გაგზავნის მაჩვენებელი.

იუნესკოს მდგრადი განვითარების მიზანი არის ის, რომ 193 წევრიდან ყოველივემ დახარჯოს 4-6% თავიანთი მშპ-სი და 15-20% მთლიანი სახელმწიფო ხარჯების განათლებისთვის.

ეს სფერო იზრდება, რადგან უფრო მეტი ახალგაზრდაა, რომელსაც სჭირდება განათლება და, ასევე, რადგან განათლების დონე მსოფლიო პოპულაციაში იზრდება. გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნები 2015 წლისთვის მიზნად ისახავს საყოველთაო დაწყებითი განათლების მიღებას.

2015 წლისთვის, განვითარებადი ქვეყნების ბავშვების 91% ირიცხებოდა სკოლებში, რაც 43 მილიონით მეტია, ვიდრე 2000 წელს.

 

ხალხი ხაზს უსვამს განათლების და ეკონომიკურ წარმატებას შორის კავშირს.

OECD აფასებს 72 სკოლის სასკოლო სისტემას PISA მიზნების გამოყენებით,15 წლის ბავშვების ტესტირებით მეცნიერებაში, მათემატიკაში კითხვასა და პრობლემების გადაჭრაში. მისი შეფასებით, თუ ყველა ბავშვი მიაღწევდა მიზნებს, ზედა საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნის მშპ 16% -ით მეტი იქნება მომდევნო 80 წლის განმავლობაში. ქვედა საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მშპ-ს საშუალო მაჩვენებელი 28% -ით მეტი იქნება მომდევნო 80 წლის განმავლობაში.

1970 წლიდან, მთელ მსოფლიოში უმაღლესი განათლების მასიური გაფართოება მოხდა.რაც უფრო ხელმისაწვდომი გახდა უნივერსიტეტები, ჩარიცხვები გაიზარდა. საშუალოდ, OECD- ს ქვეყნებში დღევანდელი ახალგაზრდების 36% იღებს უმაღლეს განათლებას ერთხელ მაინც, 30 წლის ასაკამდე.

ყველაზე დიდი გაფართოება მოხდა აზიაში. კორეას ჰყავს ყველაზე დიდი პროპორცია კურსდამთავრებულების: 67,7% 25-34 წლის ასაკის ადამიანების იღებენ უმაღლეს განათლებას.

 

განათლება უნდა ადაპტირდეს მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციასთან.

ტექნოლოგია ახდენს ჩვენი ცხოვრების სტილის, სამუშაოს, თამაშის და აზროვნების ტრანსფორმაციას. ეს ხდება უფრო სწრაფად და უფრო მასშტაბურად, ვიდრე სხვა რამ ადამიანთა ისტორიაში.

 

განათლებამ უნდა შეიარაღის ახალგაზრდები იმ უნარებით, რაც დასჭირდებათ ხვალინდელ მსოფლიოში. იმის მიუხედავად, ვიცით თუ არა ამის შესახებ ჯერ.

კომპიუტერები მხოლოდ ისე ვერ დაპროგრამდება, რომ ადამიანური სამუშაო შეასრულოს, არამედ - ისწავლოს როგორ შეასრულოს სამუშაო თვითონ.

World Econimics Forum’s Future of Jobs Survey-ს მიხედვით, პროფესიების ფართო სპექტრს დასჭირდება კოგნიტური შესაძლებლობების უფრო მაღალი ხარისხი - როგორც არის კრეატიულობა, ლოგიკური აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი.

 

“დღევანდელი სამუშაოს აქტივობების ნახევარი 2055 წელს იქნება ავტომატიზირებული”.

პროფესიების 5% შეიძლება მთლიანად ავტომატიზირებული გახდეს, 60% სამუშაოების 30% ნაწილი იქნება ავტომატიზირებული.

ეს მსოფლიო განსხვავდება იმისგან, რისთვისაც არის შექმნილი ჩვენი სკოლები და უნივერსიტეტები. ფორმალური განათლება შემოვიდა პირველი ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ, საწყისი კლასები ბავშვების ტვინებს აქცევდნენ პუნქტუალურ, დამჯერ კადრად სამუშაოებისთვის.

“თუ გადახედავთ ადრეული ქარხნების და ძველი საკლასო ოთახების სურათებს, არ არის დიდი განსხვავება”,- ამბობს სოციოლოგი და განათლების სპეციალისტი ჯონ ჰოლტი. “ბავშვები არიან რიგებად, იყურებიან წინ და ჩანან მოწყენილები”.

დღევანდელ საკლასო ოთახებში და სალექციო აუდიტორიებში სტუდენტები ისევ რიგებად სხედან და უსმენენ მასწავლებელს.

ეს “ინდუსტრიული საკლასო ოთახი” აღარ ემსახურება მიზნებს, ამბობს ერიკა მაკვილიამი, განათლების სპეციალისტი: “სკოლა, როგორც მომზადება მომავლისთვის, კვლავ განაგრძობს სოციალური წესრიგის მოლოდინს. ”

ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ 21 საუკუნეში.

 

როგორ ვასწავლოთ ციფრული ნარატივი, თუ უბრალოდ Google-ში მოძებნა არის შესაძლებელი?

 

“ახლა, როდესაც ინფორმაცია წვდომადია, სტუდენტები მართავენ თავიანთ სწავლებას და მასწავლებელი არის მენტორის როლში, აწვდის კონტექსტს გზადაგზა”,- ჯეისონ ლემბროკი.

ახლა აღარ გვჭირდება ფაქტების დაზეპირება. ბევრ რამეში, რაც ვისწავლეთ სკოლაში, ახლა აზრს ვეღარ ვხედავთ, მაგალითად გრამატიკა, უცხო ენები.

თუმცა, ჩვენ მაინც გვჭირდება ახალი უნარები. უნდა ვიცოდეთ, როგორი ინტერპრეტაცია მივცეთ შედეგებს, გავიგოთ ინფორმაციის ხარისხი და ვიმსჯელოთ ეთიკურად მის გამოყენებაზე, უნდა ვიფიქროთ კრეატიულად, რომ მოვიფიქროთ გლობალური პრობლემების გადაჭრის გზები.

 

მომავალში, სამუშაო სტრუქტურირებული იქნება პროექტების გარშემო, ეს მნიშვნელოვანი ტრენდია განათლებაშიც.

აქტიური ან პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება ითხოვს სტუდენტების ბუნებრივ ცნობისმოყარეობას და არა- უბრალოდ ინფორმაციის წარდგენას. ჯონ ჰოლტი ამბობს, რომ იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ვთქვათ, რა უნდა დაიმახსოვრონ, უნდა ვთქვათ “გადასაჭრელია ეს პრობლემა” და სტუდენტები ჩაერთვებიან მასში.

“როდესაც ჩემი შვილები ინტერესდებიან რამით, მიკვირს, რამდენი არასტრუქტურირებული ინფრომაცია შეუძლიათ აითვისონ. ორივეს შეუყვარდა Pokémon Go და მათ შეეძლოთ ეთქვათ 150 პატარა არსების თვისებები. იმიტომ, რომ ისინი არიან მოტივირებულნი. ჩვენ ვიცით, რომ თუ შევურევთ ინფრომაციის მიღების გზებს, ჩვენ უკეთეს შედეგს მივიღებთ”.

ეს ნიშნავს ტრადიციული სასწავლო გეგმის საზღვრების დაბინდვას.

სწავლების სხვადასხვა საგნებად დაყოფის მაგივრად, საკითხები ისწავლება ჰოლისტიკური, რეალურ სამყაროზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით. ვიკინგებზე გაკვეთილი შეიძლება მოიცავდეს ისტორიის ან გეოგრაფიის გაკვეთილს, ისტორიების დაწერას ან გუნდურ მუშაობას გემის ასაწობად.

ეს არის ”ფენომენზე დაფუძნებული სწავლება”. ეს საჭიროებს უნარებს, როგორიც არის კომუნიკაცია, კრეატიულობა და კრიტიკული აზროვნება და უკეთ ამზადებს სტუდენტებს 21 საუკუნის სამუშაო გარემოში ცოდნის გამომჟღავნებისთვის.

ეს საკითხი მნიშვნელოვანია ფინეთში. ცნობილია, რომ მათ აქვთ საუკეთესო განათლების მოდელი, იგი ატარებს ფენომენზე დაფუძნებულ სწავლებას სწავლების უმეტესო ნაწილი. 2016 წლის ეროვნული სასწავლო გეგმით, სტუდენტები ყოველწლიურად მიიღებენ მონაწილეობას მინიმუმ ერთ ინტერდისციპლინარულ მოდულში - რაც მათ დაეხმარება საკუთარი თავის დაგეგმვაში და შეფასებაში.

ახალ სამყაროში, მასწავლებელი ასრულებს განსხვავებულ როლს. დღეს, სტუდენტები არიან გაზრდილნი ინტერნეტთან ერთად და არიან განათლებულები მისი მეშვეობით. ეს გამოცდილება ახალია როგორც სტუდენტისთვის, ასევე, მასწავლებლისთვის, ასე რომ, როგორ უნდა იყოს მასწავლებელი ლიდერი?

ერიკა მაცვილიამი ახასიათებს მასწავლებლის როლის შეცვლას, როგორც სცენიდან გასვლა და გვერდით მყოფი მრჩეველის როლს და შუაში მყოფ შუამავალს. მასწავლებელი სწავლობს ბავშვებთან ერთად და მოუწოდებს მათ თავიანთი ჰორიზონტის გაფართოებისკენ.

 

შემდეგი თაობის სასწავლო ადგილები იქნება შებრუნებული.

შუამავალ მასწავლებელს არ სჭირდება წინ დგომა, რომ გადასცეს თავისი სიბრძნე და მოსწავლეებიც მხოლოდ მოსასმენად არ სხედან კლასში. მათ არ სჭირდებათ რიგებად სხდომა, რა საჭიროა საერთო რიგები?

მომავლის განათლების სისტემაში, საშინაო დავალება შესრულდება გაკვეთილამდე. “მასწავლებლებს შეუძლიათ ჩაწერონ სტრუქტურირებული კონტენტი თქვენთვის, რომ დაათვალიეროთ თქვენთვის”, ამბობს ჯონ ჰოლტი, “როდესაც მოდიხართ კლასში, ისინი დაგეხმარებიან პრობლემის გადაჭრაში”.

ეს არის “შებრუნებული” საკლასო ოთახი. ეს უფრო დიდია: ტრადიციულ მეხერხებს სჭირდებოდა 1 მეტრი თითო სტუდენტისთვის, აქტიურ სასწავლო სივრცეში იგი იზრდება 3 მეტრამდე. რამდენიმე მონიტორი საშუალებას აძლევს სტუდენტს გადახედონ კურსის მასალას და მოძებნონ რაიმე ინტერნეტში. ტრადიციული სწავლების და ონლაინ მედიის კომბინაციას ჰქვია “შერეული სწავლება”.

სკოლებს და უნივერსიტეტებს დასჭირდებათ ფართე სივრცე სწავლებისთვის, სივრცეები, სადაც დიდი ჯგუფები იმუშავებენ და კუთხეები კონცენტრაციისთვის.

კოლაბორაცია იქნება უმნიშვნელოვანესი უნარი

 რუტინული დავალებები შეიცვლება კომპიუტერებით, თანამშრომლებს დააფასებენ კრეატიულობით და ინტუიციის უნარით, რაც მხოლოდ ადამიანურ ტვინს შეუძლია. დაფასებული იქნება მათი ინოვაციურბის უნარი, კომუნიკაცია და კოლაბორაცია.

უნივერსიტეტებისთვის გადამწყვეტი იქნება ინოვაციურობა. სამუშაოს უმეტესობა შესრულდება უსაფრთხო ლაბორატორიებში. “თქვენ ქმნით სივრცეს, ზოგი მათგანი კოლაბორაციულია. ერთ ბოლოში, თქვენ შეიძება გქონდეთ უსაფრთხო ლაბორტორია, მეორე მხარეს, სოციალური სივრცე, სადაც სხვადასხვა მკვლევარები დასხდებიან და ისაუბრებენ. ჩვენ ვცდილობთ დავაკავშირონ ადამიანები ფიიზკურად და ვიზუალურად - ლონდონის კრიკის ინსტიტუტში ატრიუმი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს დაინახონ, რა ხდება. დერეფანში იდეები ჩნდეა თითქმის ისევე, როგორც ლაბორატორიაში. რაც არ არის სასურველი, არის შენობა, რომელიც სავსეა ჩაკეტილი ფართებით. ”

ეს არის ცნობილი თემა უნივერსიტეტის დიზაინისთვის.  HOK ამჟამად ქმნის  College of Computer Science and Engineering-ს University of Kuwait-ისთვის, რომ შეაერთოს ხუთი სხვადასხვა დეპარტამენტი. “უნივერსიტეტის მმართველობას ესმის, რომ ახლა ყველა მეცნიერება კომპიუტერული მეცნიერებაა. თუ ისინი აპირებენ უნივერსიტეტის წინსვლას, მათ იციან, რომ მათ უნდა შექმნან ახალი ჯვარედინი დისციპლინური კოლეჯი, რომელიც გავლენას მოახდენს კამპუსის ყველა დისციპლინაზე. ეს უნდა იყოს ახალი იდეების კატალიზატორი”.

ჰოლმი ამბობს, რომ უფრო მეტი სოციალური მოდელები, ასევე, მუშაობს უკეთ უმაღლესი განათლების გაფართოებასთან ერთად. “როდესაც ჩემი თაონა იყო უნივერსიტეტში, ლექციაზე იყო 60 ადამიანი და სემინარზე- 10-15. დღეს, შეიძება იყოს 300 ადამიანი ლექციაზეე და 60 სემინარზე. ადრე, ადამიანს დიდი ცოდნით შეეძლო ურთიერთობა ყველასთან. ახლა, სისტემების უმეტესობა არის ზედმეტად დიდი, რომ პირადმა ურთიერთ`ბამ იმუშაოს. ასე რომ, პატარა ჯგუფებში სწავლება გავლენას ახდენს იმის ცოდნაზე, რომ ძველებური სწავლების მეთოდი აღარ მუშაობს”.

 

ტექნოლოგია არის სასწავლო სივრცის შუაგულში მომავალში.

“როდესაც საკლასო ოთახში მოვიდა ტექნოლოგია, ის მხოლოდ აძლიერებდა დაფის ზედაპირს, ამბობს რონილ სინი, WSP-ს ტექნოლოგიების სიტემის დირექტორი ავსტრალიაში. გვინდოდა გვენახა, როგორ გაზრდიდა იგი კონტენტს ან მასწავლებლის როლს, ვიდრე მასწავლებელი მხოლოდ Starship Enterpr- ის მართვის პანელის მიღმა ყოფილიყო”.

2000 წლებში, სინი და თავისი გუნდი მუშაობდა სასწავლო სივრცეში ტექნოლოგიის შექმნისთვის. “გვინდოდა სწავლების მეთოდის შეცვლ, რომ იგი ყოფილიყო უფრო ინტერაქციული, რომ ხალხს უბრალოდ არ ესმინა ლექციისთვის, არამედ - ჩართულიყო თვითონაც პროცესში”.

ახალ სასწავლო სივრცეში სტუდენტები იყენებენ სხვადასხვა მედია წყაროებს, სხედან სხვადასხვა დისციპლინის ადამიანებთან ერთად, რომლებიც ჭრიან სხვადასხვა პრობლემას.

ჩვენ შევდივართ “სუპერლაბორატორიის” ეპოქაში. სუპერლაბორატორიები არის მულტიდისციპლინარული, სადაც შესაძლებელია ერთად მუშაობა როგორც პატარა, ასევე, დიდი  ჯგუფებისთვის სივრცის დანაკარგის გარეშე. პირველი მათგანი შეიქმნა ლონდონში 2006 წელს. იგი იტევდა 280 სტუდენტს.

სხვა სასწავლო სივრცეები პატარავდება, რადგან სტუდენტებს აღარ სჭირდებათ კლასში ყოფნა. WSP-მ შექმნა სამშენებლო სერვისი One Parramatta Square-სთვის, 14 სართულიანი ვერტიკალური კამპუსი Western Sydney University-სთვის.

ხელსაწყოები 3D მოდელირებისთვის და ვიზუალიზაციისთვის უკვე არსებობს, ახლა ჩვენ უბრალოდ უნდა ავამუშაოთ ისინი საკლასო ოთახში. “3D მოდელის ათვისება და მასთან ინტერაქცია იქნება ნორმა საკლასო ოთახისთვის”,- ამბობს სინი - “ჩვენ ვართ 5 ან 8 წლით უკან”.

 

ტრანსფორმაციული განათლება იქნება ძვირი. შევძლებთ გადახდას?

გვჭირდება უკეთესი ხარისხიანი განათლების შენობები, რომელიც დატვირთული იქნება უახლესი ტექნოლოგიებით. დასავლეთში განათლების გაფართოებასთან ერთად, საჭიროა სასწავლო სივრცეები. დასავლეთის სკოლები და უნივერსიტეტები საჭიროებენ ახალ გარემოს. მაგრამ ვინ გადაიხდის ამისთვის?

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნის მიზედვით, 2030 წლისთვის საჭირო იქნება 26 მილიონი მასწავლებელი.

 

1.გამოიყენეთ სტანდარტიზირებული შენობები

სტოკჰოლმი ევროპის სწრაფად ზრდადი ქალაქია. 2020 წელს გაიზრდება მისი მოსახლეობის რაოდნეობა 20%-ით. მოთხოვნა სკოლების სივრცეზეც იზრდება. ერთი პასუხი იყო სტანდარტული შაბლონი სკოლამდელ შენობებში, ერთიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომელთა კონფიგურაცია შესაძლებელია ხუთი, ექვსი ან რვა კლასისთვის. “ბევრი ელემენტი უკვე შექმნილია, ამიტომ ყოველ ჯერზე თავიდან დაწყება არ დაგვჭირდება”, ამბობს კლაეს მაგნუსონი, SISAB– ის აღმასრულებელი დირექტორი. “ჩვენ შეგვიძლია ავაშნეოთ უფრო სწრაფად და ეკონომიურად, უფრო ხარისხიანად,  რადგან როდესაც ჩვენ შევადგინეთ შაბლონი, საუკეთესო ნაწილები ავიღეთ ყველა იმ სკოლიდან, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ”

2.ობიექტების უფრო ეფექტური გამოყენება

სკოლებს და უნივერსიტეტებს შეუძლიათ თავიანთი ობიექტები ღია გახადონ. რესურსების კომბინირება დაეხმარებათ მათ წინსვლაში.

კიდევ ერთი აზრია, რომ სასკოლო აქტივობები იყოს კამპუსის გარეთ. ფრედრიკ ბერგსტრომი, WSP-ის ანალიტიკოსი და სტრატეგიული დირექტორი შვედეთში, ამბობს, რომ სკოლები იყენებენ უზრუნველყოფის ახალ მოდელს, კონკრეტულად, დამოუკიდებელ სექტორებში. “ძვირია სპორტ დარბაზის აშენება, ამის ნაცვლად, სტუდენტებმა შეიძლება გამოიყენონ ადგილობრივი ქალაქის სპორტ დარბაზი”.

2006 წლის ბრიტანეთის უნივერსიტეტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ საშუალო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი სწავლების კვირაში მხოლოდ 27% იყო. ოთახებს სასწავლო დროის ნახევარ მონაკვეთში იყენებდნენ და როდესაც იყენებდნენ, ისინი ნახევრად სავსე იყო.

3.მძლავრი კავშირების შექმნა ინდუსტრიასთან

კორპორაციულ ინტერესებთან ჩართვით, ინსტიტუტებს შეუძლიათ დაფინანსების და ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფა სტუდენტებისთვის. Warwick’s Manufacturing Group აშენებს  National Automotive Innovation Centre-ს, სადაც მათი სტუდენტები იმუშავებენ მკვლევრებთან ერთად ამ ინდუსტრიიდან. “ეს არის განსვლა “ჩვენ და ისინი” მიდგომისგან, ამბობს ჯონათან ჯონსი.

ხაზი კორტორაციულ და აკადემიურ ინტერესებს შორის გაქრება. ჩვენ ვნახავთ ახალ მოთამაშეებს, ახალ შეთანხმებებს, შესაძლოა, “კორპორაციული უნივერსიტეტების” გაფართოებას, რაც უზრუნველყოფილია ტექნოლოგიური გიგანტების მიერ, რომ ხელი შეუწყონ წარმატებულ კურსდამთავრებულებს.

4.გამოიყენონ საჯარო-კერძო პარტნიორობა

საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელში, კერძო კომპანია აშენებს შენობას და აქირავებს მას საჯარო სერვისის მიმწოდებელზე შეთანხმებული ფასით და დროით. ეს არის ინოვაციური გზა განათლების ყველასთვის მიწოდებისთვის.

5.გადაახდევინონ სტუდენტებს მეტი

ყველაზე გავრცელებული ტენდეციაა სტუდენტების უფასო სწავლებიდან ფასიანზე გადაყვანა.მთავრობა ეძებს ალტერნატივას საჯარო დაფინანსებისთვის, ბევრ ქვეყანაში წესების შემქმნელები ამბობენ, რომ მათ, ვინც ყველაზე მეტ სარგებელს იღებენ განათლებით - თავად ინდივიდები, - უნდა გაიღონ მეტი ხარჯები.

2010 – დან 2014 წლამდე, OECD– ს 25 ქვეყნიდან 10 – მა შემოიღო დაფინანსების მოდელები, რომლებიც ზრდის სწავლის საფასურს. OECD- ს ქვეყნებში, დაფინანსების 30% ახლა მოდის კერძო წყაროებიდან - გაცილებით მეტი წილი, ვიდრე განათლების დაბალ დონეზე. ორ მესამედს იხდის ოჯახები.

ახალ გლობალურ ბაზარზე, ინსტიტუტები შეეჯიბრებიან ერთამენთს სტუდენტებისთვის.

სტუდენტები არიან უფრო მობილურები, საერთაშორისო გამოცდილება დაფასებულია, პრესტიჟული ინსტიტუტის კვალიფიკაცია არის სასურველი. 1990 და 2014 წლებში, საზღვარგარეთ მიღებული განათლების მქონე სტუდენტების რაოდენობა გასამმაგდა.

საშუალოდ, უცხოელი სტუდენტები 8-10 000 აშშ დოლარით მეტს იხდიან, ვიდრე ადგილობრივი სტუდენტები. მათ მოსაზიდად, ინსტიტუტები ინვესტიციას დებენ ახალ შენობებში და აპირებენ თავიანთ თავს.

სტუდენტებისთვის პოპულარული ადგილი არის აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ავსტრალია. დასავლეთის უნივერსიტეტები ამ ვიზიტორების მზარდი კონკურენციის წინაშე აღმოჩნდებიან. აზია, ასევე, პოპულარული ხდება. 2012 წლის შემდეგ, ჩინეთში ინდონეზიის სტუდენტების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა.

უნივერსიტეტებიც მოგზაურობენ. ბევრს აქვს საერთაშორისო ფილიალი, ნაწილობრივ დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ. დღეს, 33 უნივერსიტეტს აქვს მსოფლიოს 76 ქვეყანაში ფილიალი.

ინტერნაციონალიზაციის ნაკლებად სარისკო გზები არსებობს. გლობალურ პარტნიორონას შეუძლია ინსტიტუტები უფრო მიმზიდველი გახადოს.

Sten Wetterblad არის უნივერსიტეტის შენობების შემქმნელი შვედეთში. მისი შვილი სწავლობდა სტოკჰოლმში, მაგრამ მისი დიპლომი მიიღო Stanford-მაც.

მომავალში ინსტიტუტებს ექნებათ კამპუსები მსოფლიოს მასთტაბით.

თუ შესაძლებელისა სახლიდან სწავლა, რატომ უნდა წახვიდეთ კამპუსში?

ინსტიტუტებს შეუძლიათ იყვნენ გლობალურები ონლაინ კურსების მეშვეობით. სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ სხლიდან გაუსვლელად. MOOCs არის დისტანციური სწავლების პროგრამა, სადაც არ არის არანაირი მოთხოვნა სწავლის დაწყებისთვის, სწავლა ხდება ინტერნეტით.

იგი შეიქმნა 2006 წელს. Stanford-მა მისი შემოთავაზება დაიწყო 2011 წელს. მას ჰყავს 90 მსოფლიო პარტნიორი და აქვს 1500 კურსი.

2016 წელს, 58 მილიონმა სტუდენტმა გაიარა ონლაინ კურსი, 700-ზე მეტი ქვეყნიდან. MOOC-ზე პირველად დარეგსიტრირდა 23 მილიონზე მეტი ადამიანი.

როგორ უნდა გაიწუიონ მას კონკურენცია ლოკალურმა ინსტიტუტებმა? ხაზი უნდა გაუსვან უნივერსიტეტში სიარულის გამოცდილებას. კარგი ატმოსფერო კამპუსში, არქიტექტურული დიზაინი, ხელმისაწვდომი მაგრამ ხარისხიანი საცხოვრებელი, კაფეები, ბარები, სპორტი და აკრგი სწავლება.

“თუ კოლაბორაციული კამპუსის გამოცდილება იქნება სურვილისამბერ და არა - ერთადერთი არჩევანი უნივერსიტეტში, ღია საუნივერსიტეტო მოდელი არ იქნება დომინირებული ბაზარზე?,-აბმობს ალექს სოლკი, Sheppard Robson-ის პარტნიორი.

“კამპუსი უნდა გავხადოთ მიმზიდველი, რომ სტუდენტებმა მიიღონ მეტი, ვიდრე ის, რასაც იღებენ კომპიუტერით,-ამბობს Wetterblad-ი. მომავალში, სირთულეები იქნება უნივერსიტეტებისთვის, რომლებიც არ იქნებიან მიმზიდველნი, რომელთაც არ აქვთ კარიგ რეპუტაცია ან კამპუსი”.



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

STEP კომპიუტერული აკადემიის რედაქცია

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა