IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

დისტანციური მუშაობა, როგორც ცხოვრების წესი - 2021 წლიდან

08.01.2021

1029 დათვალიერება

დამსაქმებლებს და მათ თანამშრომლებს აქვთ განსხვავებული რეალობა დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებით. კომპანიებისთვის ეს მუშაობისა და უწყვეტად ფუნქციონირების შესაძლებლობაა. მაშინ როცა თანამშრომლებისთვის ეს ყოველდღიური რუტინაა, დადებითი და უარყოფითი მხარეებით, რომლებიც ნებისმიერ ცხოვრების წესს ერგება.

 

დასაქმებულ ადამიანებს შორის, დისტანციურად ჩართული თანამშრომლების რიცხვი, ევროპასა და ამერიკაში 2005 წლიდან 2020 წლამდე 173% -ით გაიზარდა. Covid-19- მა კიდევ უფრო დააჩქარა ეს ცვლა, თუნდაც დიდი ბიზნესის გაურკვეველი რეაქციის ფონზე. მაშინ როდესაც Fujitsu და Twitter, თანამშრომლებს საშუალებას აძლევს სახლიდან გაურკვეველი დროის განმავლობაში იმუშაონ საკუთარი სურვილით და ეს კომპანიებს დისკომფორტს არ უქმნის, Netflix- ის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ რიდ ჰასტინგმა ცოტა ხნის წინ თქვა: ”დისტანციურად მუშაობაში, პოზიტივს ვერ ვხედავ”.

 

ასობით მილიონი ადამიანი გლობალურად ახლა უკვე დისტანციურად მუშაობს, რადგან მათ დამსაქმებლებს არჩევანი ჰქონდათ. არავინ იყო მომზადებული "ჯანმოს" რეკომენდაციების სრულყოფილად შესასრულებლად.

 

  • როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ პროდუქტიულობა სრულად დისტანციური გუნდით?
  • როგორ ჩავანაცვლოთ კოლეგებს შორის ჩვეულებრივი საუბრები ყავის აპარატთან?
  • როგორ დავიცვათ ტექნოლოგია და ინფრასტრუქტურა?
  • როგორ უნდა დავნერგოთ დისტანციური სამუშაო კულტურა?
  • საჭიროა თუ არა სტრუქტურული ცვლილებების შეტანა ჩვენი ორგანიზაციის შიგნით?

 

კომპანიები ცდილობენ მოერგონ ახალ რეალობას და განაგრძონ ფუნქციონირება თანამშრომლების დაკარგვის გარეშე ”ახალი მიდგომებით”, როგორც ამას ზოგიერთები უწოდებენ. ასეთ უზარმაზარ სამუშაო ცვლას დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ეს ვეღარ იქნება ძველებური ცხოვრების სტილი. კომპანიები ყურადღებას ამახვილებენ მუშაობაზე და სამუშაოს შესრულებაზე, მაგრამ თანამშრომლებისთვის დისტანციური მუშაობა ცხოვრებისეული რუტინის თავდაყირა დაყენებაა.

 

უთვალავი კვლევაა ჩატარებული დისტანციურად ჩართულ თანამშრომლებზე  და ტენდენცია აბსოლუტურად პოზიტიურია. დისტანციურად  მომუშავეებს მეტი დრო და ავტონომია აქვთ. ისინი უფრო ბედნიერები არიან და უკეთესად ასრულებენ საქმეს. მაგრამ ამას თან ახლავს იზოლაცია და მარტოობა, რაც აუარესებს ჯანმრთელობას გადაადგილებისა და სოციალიზაციის მხრივ. სამუშაოსა და ცხოვრებას შორის ზღვარი ირღვევა, რისი გაძლებაც ყველას არ შეუძლია, სახლიდან მუშაობისთვის საჭიროა მტკიცე დისციპლინა რომელიც ყველას არ მოეპოვება.

 

პანდემიამდე  ადრე იღვიძებდით, საუზმობდით ან ვერ ასწრებდით და მხოლოდ ყავას მიირთმევდით, მთელი დღეები მუშაობდით ქაოტურ გარემოში, შემდეგ დამსახურებულად მოგზაურობდით, რეალურ დროში ლანჩზე ესაუბრებოდით კოლეგებს და შემდეგ ხსნიდით ელ.ფოსტას. დისტანციური მუშაკების უმეტესობისთვის ახლა ეს პროცედურები მოიცავს გაღვიძებას გაურკვეველ დროს, ელ.წერილების გახსნას მარცვლეულის ჭამისას, საქმიან შეტყობინებებზე პასუხის გაცემას ყავის მომზადების დროს, ზუმში ტვინის ჭყლეტვას და ზოგჯერ ძილსაც კი გამორთული კამერის უკან.

 

უხალისო დამსაქმებლების მიერ გავრცელებული კლასიკური სტერეოტიპი ისაა, რომ დისტანციური მუშაობა ამცირებს პროდუქტიულობას, მათი აზრით თანამშრომლები მოდუნდებიან, როცა ისინი თვალს მოაცილებენ. თუმცა,სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები ერთხმად აჩვენებს, რომ დისტანციურად მომუშავეები უფრო პროდუქტიულები არიან, ვიდრე მათი ოფისებში მჯდომი კოლეგები.

 

             → დარეგისტრირდი ახლავე!

 

ჩაკეტვებამდე და ჯანმრთელობის შეზღუდვებამდე დიდი ხნით ადრე ვარაუდობენ, რომ მუშაობის მომავალი დისტანციური რეჟიმი იქნებოდა. Covid-19- მდე გლობალური კომპანიების 56% უშვებდა დისტანციურ მუშაობას, გლობალური თანამშრომლების 52% კვირაში ერთხელ მაინც მუშაობს სახლიდან. ბუფერმა გამოკითხა 2.500 დისტანციური მუშაკი მათი დისტანციური მუშაობის მდგომარეობის შესახებ - 99% -ს სურდა დისტანციურად მუშაობის გაგრძელება

 

დადასტურებულია, რომ დისტანციური მუშაობა ზრდის თანამშრომელთა ერთგულებას და ლოიალურობას. ასევე, ამცირებს კვების და გადაადგილების ხარჯებს, განსაკუთრებით საოფისე ფართის ხარჯებს

 

თუ მოვინდომებთ შეგვიძლია შევქმნათ მოქნილი განრიგების რეალობა, რაც გულისხმობს კომფორტს, როგორიც არის ნებისმიერი ადგილიდან მუშაობა, დაგეგმილად 11 საათზე დარბაზში ვარჯიში, შუადღის ძილი ან ბავშვის მოვლა, ელ.ფოსტის შემოწმება საღამოს 9 საათზე, ყველაფერი ეს ტრანსპორტირების გარეშე, სწრაფი კვების და ზედმეტი ხარჯების გარეშე.

 

ახალი რეალობა ჩვენგან ახალ უნარებს მოითხოვს, რომელიც განსხვავდება ოფისში მუშაობისგან, აუცილებელია გამოვიმუშაოთ დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და რკინის დისციპლინა.

 

როცა კომპანიებს დისტანციურ მუშაობასთან გარკვეული სირთულეები აქვთ, ისინი ადანაშაულებენ თანამშრომლების არასწორ სამუშაო კულტურას. მენეჯმენტს ხშირად ავიწყდება რომ ყოველი ადამიანი ინდივიდუალურია, ზოგისთვის დისტანციური სამუშაო იდეალური გამოსავალია, მაშინ როდესაც დასაქმებულ პირთა მცირე ნაწილი ოფისიდან გაცილებით მეტ საქმეს აკეთებს ვიდრე სახლიდან, ყოველ მათგანს სჭირდება ერთი სამუშაო კულტურის ქვეშ გაერთიანება.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.g



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

როგორ დავისვენოთ სწორად?

დასვენება პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ნაწილია. გაიგე, როგორ აღადგინო ენერგია სწორად, შეინარჩუნო ბალანსი სწავლას, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის და რატომ არის პაუზა განვითარების აუცილებელი ნაწილი.

დასვენება პროდუქტიულობის ნაწილია - რატომ გვჭირდება პაუზა? თანამედროვე სამყაროში, სადაც ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციას ვიღებთ, ვსწავლობთ, ვმუშაობთ და მუდმივად ვცდილობთ განვითარებას, დასვენება ხშირად მეორე ადგილზე გადადის. ბევრს ჰგონია, რომ რაც უფრო მეტ დროს დაუთმობს მუშაობას, მით უკეთეს შედეგს მიიღებს, თუმცა რეალობა განსხვავებულია. გადაღლილი გონება კარგავს კონცენტრა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

AI წიგნიერება ახალი უნარი, რომელიც ყველას სჭირდება

ხელოვნური ინტელექტი უკვე ცვლის ჩვენს ყოველდღიურობას და სამუშაო პროცესებს. გაიგე, რატომ გახდა AI წიგნიერება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მთავარი უნარი და როგორ დაგეხმარება მისი ცოდნა პროფესიულ განვითარებაში.

ტექნოლოგიური ცვლილებები ყოველთვის ცვლიდა ადამიანების ცხოვრებას, თუმცა ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ ეს პროცესი ძალიან დააჩქარა. ის, რაც რამდენიმე წლის წინ მხოლოდ მომავლის იდეად ჩანდა, დღეს უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია - AI გვეხმარება სწავლაში, მუშაობაში, ინფორმაციის დამუშავებაში, იდეების განვითარებასა და რთული პროცესების გამარტივებაში. დღეს ხელოვნური ინტელ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რა სჭირდება თანამედროვე მარკეტერს ფსიქოლოგია, ხელოვნური ინტელექტი და სხვა

თანამედროვე მარკეტინგი უკვე მხოლოდ რეკლამა აღარ არის. წარმატებულ მარკეტერს სჭირდება ფსიქოლოგიის ცოდნა, AI ინსტრუმენტების გამოყენება, კონტენტის შექმნის უნარი და აუდიტორიის ქცევის ანალიზი. გაიგე, რატომ გახდა ეს უნარები დღეს აუცილებელი და როგორ ცვლის ტექნოლოგია მარკეტინგის სფეროს.

მარკეტინგი მხოლოდ რეკლამა აღარ არის დღეს მარკეტინგი მხოლოდ ლამაზი პოსტის ან რეკლამის შექმნას აღარ ნიშნავს. თანამედროვე მარკეტერს უკვე სჭირდება იმის ცოდნა, როგორ ფიქრობს ადამიანი, რა იწვევს ინტერესს, რატომ იღებს მომხმარებელი გადაწყვეტილებას და როგორ მოქმედებს ტექნოლოგია ამ პროცესზე. სწორედ ამიტომ, მარკეტინგი აერთიანებს ფსიქოლოგიას, ანალიტიკას, კონტენტს და ხელოვნურ ინტ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

განვითარდი და განავითარე: რატომ არის ცოდნის გაზიარება წარმატების გასაღები

რატომ არის ცოდნის გაზიარება თანამედროვე სამყაროში წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღები? გაიგე, როგორ ეხმარება გამოცდილების გაცვლა ადამიანებს განვითარებაში, პროფესიული ურთიერთობების შექმნასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში.

ცოდნა, რომელიც მხოლოდ შენთან რჩება - არ იზრდება დღეს სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები და პროფესიები მუდმივად იცვლება, მხოლოდ ინფორმაციის მიღება უკვე საკმარისი აღარ არის. თანამედროვე გარემოში განსაკუთრებით ფასდება ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ თავად სწავლობენ, არამედ საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და იდეებს სხვებსაც უზიარებენ. სწორედ ამიტომ, ცოდნის გაზიარება დღეს ერთ-ერ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა