IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

ტოპ 10 ვიტალური უნარი, რომელიც დაგჭირდებათ სამუშაოს მომავლისთვის

11.07.2020

768 დათვალიერება

რადგან ჩვენ ვართ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ტრანსფორმაციული გავლენის შუაგულში, ახლა არის დრო, რომ მოვემზადოთ სამუშაოს მომავლისთვის. ხუთი წლის შემდეგ, ერთი მესამედი იმ უნარების, რომელიც გვჯერა, რომ აუცილებელია სამუშაოსთვის, შეიცვლება, World Economic Forum-ის მიხედვით. ტექნოლოგიური ცვლილებები მიუთითბს, რომ მალე მოგვიწევს სამუშაო გარემოს გაზიარება ხელოვნურ ინტელექტთან. უნდა მივეჩვიოთ მუდმივი სწავლების პროცესს, რომ შევიძინოთ ის  უნარები, რაც დაგვჭირდება მომავალში სამუშაოსთვის.

10 უნარი, რაც დაგჭირდებათ სამუშაოს მომავლისთვის

1.კრეატიულობა

ადამიანები უნდა იყვნენ კრეატიულები, რომ ბოლომდე გაიაზრონ ახალი რაღაცეების უპირატესობა მომავლისთვის - ახალი პროდუქტები, სამუშაო გზები და ტექნოლოგიები. რობოტები ამჟამად ვერ ეჯიბრებიან ადამიანებს კრეატიულობაში. სამომავლო სამსახურები მოითხოვს აზროვნების ახალ გზას, რისთვისაც მნიშვნელოვანია კრეატიულობა.

2.ემოციური ინტელექტი

ადამიანის ინტელექტი, რომ იცოდეს, აკონტროლებდეს და გამოხატავდეს თავიანთ ემოციებს, ასევე, სხვისი ემოციების შემეცნების უნარი აღწერს მათ ემოციურ ინტელექტს. თქვენ აჩვენებთ მაღალ ემოციურ ინტელექტს, თუ გაქვთ თანაგრძნობა, ინტეგრირებულობა და კარგად მუშაობთ სხვებთან. მექანიზმი ადვილად ვერ ჩაანაცვლებს ადამიანის უნარს სხვებთან კომუნიკაციის.

3.ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება

ადამიანს კრიტიკული აზროვნებით შეუძლია შესთავაზოს ინოვაციური გადაწყვეტილებები და იდეები, გადაჭრას კომპლექსური პრობლემები ლოგიკის გამოყენებით და არგუმენტების შეფასებით. კრიტიკული აზროვნების პირველი ნაბიჯი არის ინფორმაციის ანალიზი სხვადასვხა წყაროებიდან. დათვალიერების შემდეგ, ადამიანი, რომელიც არის ძლიერი ანალიტიკური მოაზროვნე დაეყრდნობა ლოგიკურ მსჯელობას და არა - ემოციურს, გაარჩევს უპირატესობას და ნაკლს. ძლიერი ანალიტიკური უნარის მქონე ადამიანები საჭირონი იქნებიან ადამიანური/მამქანური შრომის განყოფილების ნავიგაციისთვის.

4.აქტიური სწავლა ზრდადი აზროვნებით

სამუშაოს მომავალში ნებისმიერ ადამიანს დასჭირდება აქტიური სწავლა და ზრდა. ადამიანს ზრდადი აზროვნებით ესმის, რომ მათი შესაძლებლობები და ინტელექტი შეიძლება განვითარდეს და იციან, რომ მათი ძალისხმევა უნარების ათვისების შედეგად გამოიღებს მაღალ მიღწევებს. ისინი მიიღეენ გამოწვევებს და ისწავლიან შეცდომებიდან.

5.მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება

ადამიანის მიერ გადაწყვეტილების მიღება გახდება უფრო კომპლექსური მომავლის სამუშო გარემოში. მექანიზმებს და მონაცემებს შეუძლია ინფორმაციის დამუშავება, თუმცა ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც მოჰყვება დიდი შედეგები, რასაც გავლენა შეიძლება ჰქონდეს ბიზნესზე, პერსონალზე და ადამიანურ გრძნობებზე, მორალზე.

6.ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარები

ინფორმაცის გაცვლის უნარი და იქნება ვიტალური უნარი მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის დროს. ადამიანებს უნდა შეეძლოთ სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია, სწორი რაღაცეების თქმა, სწორი ტონის და სხეულის ენის გამოყენება, რომ მიაწოდონ თავისი მესიჯი.

7.ლიდერობის უნარები

თვისებები, რომელსაც აკავშირებთ ლიდერობასთან, როგორიც არის იყოთ შთამაგონებელი და დაეხმაროთ სხვებს კარგად წამოაჩინონ თავისი თავი, იქნება საჭირო მომავალი სამუშაო გარემოსთვის. ადამიანები აიღებენ ლიდერის როლს პროექტებზე მუშაობისას, სხვა თანამშრომლებთან მუშაობისას.

8.მრავალფეროვნება და კულტურული ინტელექტი

ჩვენი სამუშაო გარემო უფრო და უფრო მრავალფეროვანი და ღია ხდება, ვიტალურია უნარი, რომ ინდივიდებმა გაიგონ, პატივი სცენ და შეეძლოთ მუშაობა რასის, კულტურული განსხვავებულობის, ენის, ასაკის, სქესის მიუხედავად. სხვების გაგების და ადაპტაციის უნარი არამარტო კომპანიაში ადამიანების ურთიერთობას გააუმჯობესებს, არამედ - გახდის კომპანიის პროდუქტს და სერვისს უფრო ინკლუზიურს და წარმატებულს.

9.ტექნოლოგიური უნარები

მე –4 ინდუსტრიული რევოლუცია განაპირობებს ტექნოლოგიურ ინოვაციებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, დიდი მონაცემები, ვირტუალური რეალობა, ბლოკჩეინები და სხვა. ეს ნიშნავს, რომ ყველსა დასჭირდება რაღაც დონის კომფორტი ტექნოლოგიასთნ მიმართებაში. თანამშრომლებს უნდა შეეძლოთ მოცანემებთან მუშაობა. ეს მოითხოვს ზოგიერთ ტექნოლოგიურ უნარს. უფრო ფუნდამენტურ დონეზე, ყველას უნდა ესმოდეს ხალი ტექნოლოგიების პოტენციური გავლენა მათ ინდუსტრიაზე, ბიზნესზე და სამსახურზე.

10.ცვლილებების მიღება

ცვლილებების სიჩქარიდან გამომდინარე, ადამიანებს უნდა შეეძლოთ ცვლილებების მიღება. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ადაპტაცია ახალ სამუშაო გარემოსთან, უნარებთან და გამოცდილებებთან. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მთავარი უნარი არის ცვლილებების, როგორც შესაძლებლობების დანახვის უნარი.

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

შენ ქმნი სისტემას - კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი

დღეს კიბერუსაფრთხოება აღარ არის მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტი, ის ნებისმიერი ციფრული სისტემის ფუნდამენტური საყრდენია. სტატია დეტალურად აღწერს, თუ როგორ იქმნება მრავალშრიანი თავდაცვის მექანიზმები ნულოვანი ნდობის (Zero Trust) პრინციპითა და მონაცემთა კრიპტოგრაფიული იზოლაციით. გაიგე, როგორ უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიები და პროაქტიული მონიტორინგი მომხმარებლებისა და ინფორმაციის მაქსიმალურ დაცვას გარე შეტევებისგან.

თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში კიბერუსაფრთხოება აღარ განიხილება, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის დამატებითი კომპონენტი. ის წარმოადგენს სისტემის ფუნდამენტურ „დნმ“-ს, რომელიც არქიტექტურის დაგეგმვის საწყის ეტაპზევე უნდა განისაზღვროს. სისტემური დაცვის ძირითადი პრინციპი Defense in Depth (სიღრმისეული დაცვაა), რაც გულისხმობს მრავალშრიანი უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას. ამ სტ

ШАГ логотип

შენ ქმნი სისტემას - Product Owner

იყო Product Owner არ ნიშნავს მხოლოდ დავალებების მართვას, ეს არის სისტემის შექმნის ხელოვნება, სადაც მთავარი ამოცანა მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალური ბიზნეს-ღირებულების გენერირებაა. სტატიაში განვიხილავთ, როგორ უნდა განსაზღვრო პროდუქტის ხედვა, ჩამოაყალიბო პრიორიტეტების ეფექტური სტრატეგია და გაუძღვე გუნდს საერთო მიზნისკენ. გაიგეთ, როგორ აქციო ქაოსი მოწესრიგებულ და მომგებიან სისტემად.

იყო Product Owner (PO), არ ნიშნავს მხოლოდ Backlog-ის მართვას ან დეველოპერებისთვის დავალებების ჩამოწერას. ეს არის როლი, სადაც შენ ხდები პროდუქტის ხედვის მცველი და მთავარი ხიდი ბიზნესის ინტერესებსა და ტექნიკურ რეალობას შორის. შენ ქმნი სისტემას, რომელიც მომხმარებლის კონკრეტულ პრობლემას ჭრის და ბიზნესს რეალურ შედეგს აძლევს. მიზნის განსაზღვრა: "რატომ?" ყოველი წარმატებული პროდუქტი იწყება ფუ

ШАГ логотип

Society 5.0 – როცა პროფესია აღარ არის სტატუსი, არამედ წვლილი საზოგადოების განვითარებაში

საუკუნეების განმავლობაში პროფესიული იდენტობა წარმოადგენდა სოციალური სტატუსის ძირითად განმსაზღვრელს – "ვინ ხარ?" – ექიმი, იურისტი, ინჟინერი, მასწავლებელი. თუმცა, თანამედროვე 2025 წლის რეალობაში, Society 5.0-ის კონცეფცია გვთავაზობს პრინციპულად განსხვავებულ პერსპექტივას: პროფესია აღარ წარმოადგენს მხოლოდ ფორმალურ ტიტულს. ის გარდაიქმნება ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც ინდივიდს შეუძლია მოახდინოს რეალური გავლენა გარემომცველ საზოგადოებაზე.

საუკუნეების განმავლობაში პროფესიული იდენტობა წარმოადგენდა სოციალური სტატუსის ძირითად განმსაზღვრელს – "ვინ ხარ?" – ექიმი, იურისტი, ინჟინერი, მასწავლებელი. თუმცა, თანამედროვე 2025 წლის რეალობაში, Society 5.0-ის კონცეფცია გვთავაზობს პრინციპულად განსხვავებულ პერსპექტივას: პროფესია აღარ წარმოადგენს მხოლოდ ფორმალურ ტიტულს. ის გარდაიქმნება ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც ინდივიდს შ

ШАГ логотип

Cloud ინჟინერი - ვინც აშენებს ციფრულ ქალაქებს ცაში

გაინტერესებთ, როგორ ახერხებენ ისეთი გიგანტები, როგორიცაა YouTube ან ონლაინ ბანკები, მილიონობით ადამიანის შეუფერხებელ მომსახურებას? Cloud ინჟინერია სწორედ ის პროფესიაა, რომელიც ციფრულ სამყაროს "ცაში" აშენებს. გაიგეთ, როგორ იქმნება მასშტაბური ინფრასტრუქტურა AWS-ისა და Kubernetes-ის დახმარებით და რატომ არის Cloud ინჟინერი თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს მთავარი არქიტექტორი, რომელიც სისტემების სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

როცა YouTube-ს რთავთ, ფულს რიცხავთ ან ფოტოებს ინახავთ, ეს ყველაფერი ფიზიკურად თქვენს მოწყობილობაში არ არის. ის "ციფრულ ღრუბელშია" - კომპიუტერული ინფრასტრუქტურების უზარმაზარ ქსელში, რომელიც მიწაზე დგას, მაგრამ ვირტუალურ სივრცეში მუშაობს. ამ რთული სისტემის დაგეგმვა, აშენება და მართვა კი Cloud ინჟინერის საქმეა. რა არის Cloud და რატომ შეიცვალა სამყარო? წარსულში ყველა აპლიკაცია ერთ კონკრ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა