წარმატების ძირითადი ფაქტორია კოდის წერის უნარ-ჩვევების გამომუშავება. პროგრამირების სხვადასხვა ენები საკმაოდ კარგად უნდა იცოდეთ ჰაკერებთან დაპირისპირებაზე რომ იფიქროთ - საინტერესოა რომელი ენები უნდა გამოიყენოთ?
1. პითონი
პითონის სიმარტივე შეუდარებელია. შეგიძლიათ აითვისოთ ეს ენა და მეცადინეობიდან სამ თვეში შექმნათ ძლიერი აპლიკაციები. როცა საქმე ჰაკერობას ან ჰაკერებთან დაპირისპირებას ეხება, პითონი ყველაზე ნაყოფიერ საფუძველს შეგიქმნით ჰაკერების შემტევი ინსტრუმენტების შესაქმნელად.
პითონი საუკეთესო ენაა უსაფრთხოების სხვადასხვა ზომების შემოწმების და განვითარებისთვის. შეგიძლიათ დიდი შრომის გარეშე შეასრულოთ ჰაკერული მოქმედებები. პროგრამირების ენის პითონის მოქნილობა ამ საქმიანობას სასიამოვნოს გახდის ეთიკური ჰაკერებისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია ორივე შემთხვევაში ცალკეც და ვებ აპლიკაციებშიც. სწორედ ეს ენა გამოგადგებათ ბიოინფორმაციული აპლიკაციების შესაქმნელად. ჰაკერების უმეტესობა პითონის ენას ირჩევს, როგორც პროგრამირების პირველ ენას. ეს ამ ენის სიმარტივის და მრავალმხრივობის დამსახურებაა.
2. ჯავა
პროგრამირების ენას ჯავას ერთი გამორჩეული დამახასიათებელი თვისება აქვს -ის მრავალმხრივი ენაა. ამით აიხსნება ის ზოგადი ფრაზა, რომელიც ყოველთვის ამ ენასთან არის დაკავშირებული „ერთხელ დაწერე და ყველგან იმუშავებს“. ამ ენას ყველა ბარიერის გადალახვა შეუძლია. ის ნებისმიერ მანქანაზე და პლათფორმაზე მუშაობს. როგორც პერსპექტიულ ეთიკურ ჰაკერს, ეს ერთერთი ძირითადი დამახიათებელი თვისებაა, რაც პროგრამირების ენაში დაგჭირდებათ.
ჯავას პროგრამირების მოქნილობა სრულიად განსხვავებულ დონეზეა აყვანილი. მნიშვნელობა არ აქვს ჰაკერი ხართ თუ დეველოპერი, ამ ენას ძალიან დააფასებთ. ჯავის მყარი მომხმარებლის ბაზა კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის თუ რატომ უნდა ისწავლოთ ეს ენა, როგორც მონდომებულმა ეთიკურმა ჰაკერმა. უფრო მეტი შანსი გაქვთ აღმოაჩინოთ ისეთი აპლიკაციები, რომლებიც პროგრამირების სწორედ ამ ენაზეა დაფუძნებული.
ვებ და საწარმო აპლიკაციების გარდა, ჯავას ცოდნა ანდროიდის აპლიკაციების ჰექინგშიც დაგეხმარებათ. რადგან ანდროიდი მობილური მოწყობილობებისთვის ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემაა, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ გექნებათ მყარი კლიენტის ბაზა. ჯავას პოპულარობა იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ უამრავი წყარო მოიძიოთ ამ ენის შესწავლის და ტესტირებისთვის.
3. ჯავასკრიფტი
ჯავასკრიფტი ძირითადად ვებ აპლიკაციების განვითარებისთვის გამოიყენება. მას შეუძლია გააუმჯობესოს საიტის ფუნქციონალურობა და ამავე დროს გახადოს მეტად ინტერაქტიული. ვებ საიტების გარდა, ჯავასკრიფტი ასევე ფართოდ არის განთავსებული AppleScript-შიც.
თუ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ გახდეთ კიბერ დამნაშავე ან ჩაერთოთ ჰაკერებთან დაპირისპირებაში, ჯავასკრიფტი სერიოზულად უნდა აითვისოთ, რადგან ის არის ერთერთი აუცილებელი ენა, რომელიც ეთიკურმა ჰაკერმა უნდა იცოდეს. ამ ენის გამოყენება შეგიძლიათ ორივე შემთხვევაში, front-end და back-end ვებ აპლიკაციების შესწავლის დროს. როგორც ჰაკერს, ჯავასკრიფტი მობილური აპლიკაციების შესწავლის საშუალებასაც მოგცემთ.
4. C/C**
აესებობს რამდენიმე მყარი ვერსია, თუ რატომ მიმართავენ ყოველთვის C-ის, როგორც პროგრამირების ყველა ენის მშობელს. ბევრ სკოლაში და კოლეჯში მას ასწავლიან, როგორც პროგრამირების პირველ ენას. C** ენა მრავალმხრივი და უაღრესად პორტატულია. ის არის კროს-პლათფორმის ენა, რომელსაც სხვადასხვა პლათფორმებზე მუშაობა შეუძლია. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ, როგორც ჰაკერს, ეს ენა სხვადასხვა სისტემებთან წვდომაში დაგეხმარებათ.
C** პროგრამირების სწრაფი და ძლიერი ენაა. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰექინგისთვის სხვადასხვა იარაღების განსავითარებლად. მას გააჩნია დამატებითი რესურსები უსაფრთხოების ზომების განვითარების და ტესტირებისთვის. ის ასევე სარგებლობს დიდი სამომხმარებლო ბაზით, აქედან გამომდინარე დახმარების მიღება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
5. რუბი
რუბი პროგრამირების ენამ კომპიუტერის უსაფრთხოების სფეროში და ზოგადად ჰექინგში საკმაოდ კარგი სახელი მოიხვეჭა. მან შექმნა ბაზა Lisp, Perl, Ada და Eiffel, და Smalltalk ენებზე. რუბის და პითონის ენებს შორის გარკვეული მსგავსებაა. ერთერთი მსგავსება ის არის, რომ ორივე ენა ადვილად გასაგები და გამოსაყენებელია.
როცა საქმე ჰექინგს ეხება, შეგიძლიათ რუბი გამოიყენოთ, ძლიერი და ეფექტური სკრიფტების დასაწერად. რუბის მარტივი სინტაქსი ძალიან კარგი არჩევანია პროგრამირების ენებს შორის სისტემებსა და აპლიკაციებში ადვილად შესაღწევად. არსებობს უსაფრთხოების ფრეიმვორქების საკმაოდ ფართო სპექტრი, რომლებიც რუბიზეა შექმნილი.
6. PHP
ჯავასკრიფტი სხვადასხვა როლს ასრულებს ვებ აპლიკაციის front-end-ზე, ხოლო PHP გამოიყენება back-end-ის ან სერვერის მხარეს. როგორც ეთიკურმა ჰაკერმა, სერვერის მხარესაც უნდა მოიპოვოთ წვდომა. PHP-ის ცოდნა კრიტიკულ როლს შეასრულებს თქვენთვის, ამ მიზნის მისაღწევად. შეგიძლიათ PHP-ის იმედი გქონდეთ ვებ საიტზე შეჭრის დროს და მისი უსაფრთხოების შესამოწმებლად.
ის ფაქტი, რომ PHP ფართოდ გამოყენებადი პროგრამირების ენაა, ჰაკერებისთვის ის საუკეთესო არჩევანია. ვებ საიტების სულ მცირე 80%-ი ამ ენაზე მუშაობს. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ PHP მოგცემთ საშუალებას გახდეთ კარიერულად უფრო მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი, როგორც ეთიკური ჰაკერი.
7. SQL (Structured Query Language)
SQL ყველაზე პოპულარული ენაა მონაცემთა ბაზის პროგრამირებისთვის. ერთერთი რამ, რაც ჰაკერის მოქმედებებს მოტივაციას უწევს, არის მონაცემების მოპოვება. ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენ მონაცემთა ცენტრის მსოფლიოში ვცხოვრობთ. მონაცემების მნიშვნელობა არ შეიძლება სათანადოდ არ შეფასდეს.
როგორც ეთიკურ ჰაკერს, SQL-ის ცოდნა დაგეხმარებათ იმაში, რომ გაიგოთ თუ როგორ ხდება მონაცემთა ბაზების ჰექინგი და მონაცემების მოპარვა. მაშინ შეძლებთ აამუშაოთ მაღალი დონის დამცავი ზომები, რომელსაც გამოიყენებთ მონაცემების ჰექინგისგან დაცვის შეთავაზების დროს.
8. HTML/XML
სამართლიანი არ იქნება, რომ ვისაუბროთ მხოლოდ ჯავასკრიფტზე და არ ვახსენოთ მისი უახლოესი პარტნიორები – HTML და XML. ამ ენებს პროგრამირების ენებად არ თვლიან, მაგრამ ისინი world wide web-ის საფუძველია. ეს ენები გამოიყენება კლიენტის მხარეს ვებ აპლიკაციებში. შესაძლებელია მათი მანიპულირება, ისინი შეიძლება იყოს უსაფრთხოების საფრთხე. ნებისმიერმა ეთიკურმა ჰაჯერმა უნდა სცადოს ამ ორი ენის დაუფლება.
დასკვნა
და ბოლოს, როცა ხართ ზემოთ ხსენებული პროგრამირების ენების ექსპერტი, გაქვთ ძლიერი საფუძველი იმისთვის, რომ გახდეთ ჰაკერი ან ანტიჰაკერი, რომელიც პროგრამირების რამდენიმე ენის ცოდნას მოითხოვს. ამის მიზეზი ის არის, რომ სხვადასხვა სისტემები პროგრამირების სხვადასხვა ენებზეა შექმნილი. თუ იქნებით ექსპერტი ერთზე მეტ ენაში, ძალიან გამოგადგებათ.
როგორც იტყვიან, პრაქტიკა ადამიანს პროფესიონალს ხდის. გააგრძელეთ ვარჯიში ამ ენებში და გარკვეული დროის შემდეგ პროფესიონალი გახდებით. ჰექინგი ძლიერი ბუნების სფეროა, ამიტომ შეეცადეთ მუდამ აითვისოთ ახალი განვითარებები პროგრამირების აღნიშნულ ენებზე. ეს იმიტომ, რომ როგორც ეთიკურმა ჰაკერმა, თქვენ ყოველთვის უნდა გამოიყენოთ უსაფრთხოების ახალი აღმოჩენები
შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!
IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!