IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

რა არის მყარი უნარები ანუ Hard skills

30.01.2021

1320 დათვალიერება

ძირითადი მყარი უნარები (Hard Skills), რომლებსაც დამსაქმებლები ეძებენ

 

მყარი უნარების განმარტება

მყარი უნარები არის უნარების ნაკრები, რომელიც საჭიროა კონკრეტული სამუშაოს წარმატებით შესრულებისთვის. ისინი სამუშაოს მიმართ სპეციფიურია და, როგორც წესი, ჩამოთვლილია ვაკანსიის სამუშაოს აღწერილობაში.

მყარი უნარები მიიღება ფორმალური განათლებისა და სასწავლო პროგრამების, მათ შორის კოლეჯის, რეპეტიტორთან მომზადების, მოკლევადიანი ტრენინგების, ონლაინ კურსებისა და სასერთიფიკატო პროგრამების, აგრეთვე უშუალოდ სამუშაოზე ტრენინგის საშუალებით.

მყარ უნარებთან ერთად, ასევე გვინდა გამოვყოთ შრომითი უნარები (Employability skills) რომლებიც განსხვავდება სპეციალიზაციების მიხედვით, მარტივად რომ ავხსნათ მოვიტანთ მაგალითებს: სერთიფიცირებულ ბუღალტერს უნდა ჰქონდეს აუდიტის უნარები, მასწავლებლებს - გაკვეთილის დაგეგმვის უნარები, არქიტექტორებს სჭირდებათ CAD (კომპიუტერის დახმარებით დიზაინის შემუშავება) უნარები, მშენებლებმა უნდა იცოდნენ სხვადასხვა სამშენებლო ტექნოლოგიების გამოყენება, ხოლო სტილისტებმა უნდა იცოდნენ თმის შეღებვის ტექნიკები. 

შრომითი უნარები (Employability skills) ეს ის უნარები და თვისებებია, რომლებიც აუცილებელია ყველა სამუშაოში წარმატების მისაღწევად.  ზოგ შემთხვევაში ისინი  შეიძლება დაუპირისპირდეს გადაცემად უნარებს (Transferable Skills), როგორიცაა კომუნიკაცია, ორგანიზება, პრეზენტაცია, გუნდური მუშაობა, დაგეგმვა და დროის მართვა, რაც საჭიროა სამუშაოების ფართო სპექტრის შესასრულებლად.

მოვიყვანთ  გადაცემადი უნარების (transferable skills) რამოდენიმე მაგალითს და კატეგორიას, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი რეზიუმეს შედგენასა და გასაუბრებისთვის სპეციფიური მაგალითების მოფიქრებაში.

 

ზოგადი უნარები (General Skills)

ზოგადი უნარები არის სამუშაოსთვის საჭირო ძირითადი უნარები, რომლებიც აუცილებელია უმეტესობისთვის და მოიცავს შემდეგს:

  • მოსმენის უნარები
  • წერილობითი მითითებების გაგება და შესრულება
  • საკუთარი და სხვების მუშაობის დაკვირვება და შეფასება
  • წერითი კომუნიკაციის უნარი
  • საბაზისო მათემატიკური უნარები
  • საჯარო გამოსვლა
  • პუნქტუალურობა

 

ინტერპერსონალური უნარები (Interpersonal Skills)

სამუშაო პოზიციების უმეტესობა მოითხოვს სხვებთან ერთად მუშაობას. თქვენ შეიძლება მუშაობდეთ კოლეგებთან, მართავდეთ თანამშრომლებს, ან გქონდეთ საზოგადოებასთან ურთიერთობა. გადაცემადი  ინტერპერსონალური უნარები მოიცავს შემდეგს:

  • კონსტრუქციული კრიტიკის გაცემა და მიღება
  • სხვების მოტივაცია
  • მომხმარებელთა საჩივრების განხილვა
  • ახალი თანამშრომლების მომზადება
  • დელეგირება
  • თანამშრომლების კონსულტაცია
  • კლიენტებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება
  • სხვებთან თანამშრომლობა
  • ნაკლებად გამოცდილი კოლეგების სწავლება
  • კოლეგებს და/ან მომხმარებელს შორის კონფლიქტის მოგვარება
  • მომწოდებლებთან პოზიტიური ურთიერთობების განვითარება
  • კლიენტების ან მომხმარებლების ნდობის მოპოვება

 

მართვის უნარები (Management Skills)

მართვა ასევე არის საკუთარი უნარების ნაკრები. მაღაზიის, დეპარტამენტის ან ფილიალის მართვას მთელი რიგი უნარები ესაჭიროება, მათ შორისაა შემდეგი:

  • ბიუჯეტის შემუშავება და ზედამხედველობა
  • პერსონალის დაქირავება
  • რეზიუმეების განხილვა
  • კანდიდატებთან გასაუბრება
  • ახალი თანამშრომების შერჩევა
  • თანამშრომლების ზედამხედველობა
  • პერსონალისთვის გრაფიკის შედგენა
  • პროდუქტიული შეხვედრების წარმართვა
  • კონტრაქტებისთვის მოლაპარაკება
  • თანამშრომლების შეფასება
  • პრობლემების იდენტიფიცირება და წარდგენა ზედა რგოლის მენეჯმენტისთვის

 

ადმინისტრაციული უნარები (Clerical Skills)

უმეტეს დარგებში საჭიროა ადმინისტრაციული უნარები. ამ სფეროში გადაცემადი უნარები მოიცავს შემდეგს:

  • კორესპონდენციისა და ანგარიშების შემუშავება და მართვა
  • ჩანაწერების მართვა
  • Microsoft Office პროგრამების ცოდნა
  • მონაცემთა შეყვანის შესრულება
  • მისაღები ანგარიშების, გადასახდელი ანგარიშების, ბილინგისა და სხვა სააღრიცხვო დავალებების წარმოება
  • სატელეფონო ზარების სკრინინგი და გადაცემა
  • სტუმრების მიღება
  • საოფისე ტექნიკის გამოყენება, როგორიცაა პრინტერები, ქსეროქსის და ფაქსის აპარატები

 

კვლევის და დაგეგმვის უნარები (Research and Planning Skills)

დამსაქმებლებს სურთ თანამშრომლები, რომლებსაც შეუძლიათ ინიციატივის გამოჩენა. თქვენი კვლევისა და დაგეგმვის უნარების გამოვლენა ცხადყოფს, რომ ხართ მოტივირებული. ეს უნარები მოიცავს შემდეგს:

  • პრობლემების წარმოქმნის ან მათი განმეორების პროგნოზირება და თავიდან აცილება
  • კრიტიკული აზროვნების უნარების გამოყენება გადაწყვეტილების მისაღებად ან პრობლემების შესაძლო გადაჭრის შესაფასებლად
  • პრობლემების გადაჭრა
  • ორგანიზაციის ან დეპარტამენტის საჭიროებების განსაზღვრა
  • მიზნების დასახვა
  • ამოცანების პრიორიტეტულობის განსაზღვრა
  • მომწოდებლების ან ქვეკონტრაქტორების მოძიება და მათთან დაკავშირება
  • ინფორმაციისა და პროგნოზის შედეგების ანალიზი
  • თქვენი დროის მართვა და ვადების დაცვა
  • ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება
  • ახალი პოლიტიკისა და პროცედურების შექმნა და განხორციელება
  • პროგრამების კოორდინაცია და განვითარება
  • პროცედურების და შედეგების დოკუმენტირება
  • კვლევის ჩატარება ინტერნეტისა და საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენებით

 

კომპიუტერული და ტექნიკური უნარები (Computer and Technical Skills)

შეუძლებელია კომპიუტერული და ტექნიკური უნარების, ციფრული წიგნიერების, მნიშვნელობის დაკნინება დღევანდელ სამუშაო ბაზარზე. იმის შესაძლებლობა, რომ დაეუფლო ერთ კონკრეტულ პროგრამას, აჩვენებს იმას, რომ შეგიძლიათ გაარჩიოთ და შეისწავლოთ სხვა პროგრამებიც. გადაცემადი კომპიუტერული და ტექნიკური უნარები მოიცავს შემდეგს:

  • სამსახურთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება
  • სამსახურთან დაკავშირებული აღჭურვილობისა და ტექნიკის გამოყენება
  • კომპიუტერზე პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია
  • ტექნიკისა და პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება
  • აღჭურვილობის დაყენება
  • აღჭურვილობის ტექნიკური უზრუნველყოფა
  • აღჭურვილობის შემოწმება პრობლემების დასადგენად
  • ვებ-გვერდების შექმნა და მართვა

ტექნოლოგიურმა ტრანსფორმაციამ გამოიწვია შრომითი ბაზრის გადალაგება და  მოთხოვნილება გაიზარდა ჰიბრიდულ უნარებზე, რომლებიც არის მყარი და მოქნილი უნარების ერთობლიობა, რაც აუცილებელი პირობაა მაღალანაზღაურებადი სამუშაოს მაძიებელთათვის.

 

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა