IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

რა არის ურთიერთქმედების დიზაინი?

12.12.2020

818 დათვალიერება

ინტერაქციული დიზაინი არის მნიშვნელოვანი კომპონენტი მომხმარებლის გამოცდილების დიზაინის. ამ სტატიაში ჩვენ ავხსნით რა არის ინტერაქციული დიზაინი, მის რამდენიმე მნიშვნელოვან მოდელს და იმას თუ რას აკეთებს ინტერაქციული დიზაინი.

 

ინტერაქციული დიზაინის მარტივი გაგება

ინტერაქციული დიზაინი შეიძლება გავიგოთ მარტივი ტერმინით: ეს არის ინტერაქციის დიზაინი მომხმარებლებს და პროდუქტს შორის. ხშირად, როდესაც ადამიანები საუბრობენ ინტერაქციულ დიზაინზე პროდუქტი არის სოფთვეარ პროდუქტი, როგორიცაა აპლიკაცია ან საიტი. ინტერაქციული დიზაინის მიზანი არის პროდუქტის შექმნა რომელიც მომხმარებელს მისცემს საშუალებას მიაღწიოს თავის მიზანს მაქსიმალურად.

ინტერაქცია მომხმარებელს და პროდუქტს შორის ხშირად მოიცავს ელემენტებს როგორიცაა ესთეტიკა, მოძრაობა, ხმა, სივრცე და სხვა. რა თქმა უნდა, ყოველი ელემენტი მოიცავს სპეციფიკურ სფეროებს, როგორიცაა ხმის დიზაინი.

ინტერაქციულ დიზაინსა და მომხმარებლის გამოცდილებას შორის დიდი ურთიერთდამოკიდებულებაა. მომხმარებლის გამოცდილება მოიცავს გამოცდილების ფორმირებას პროდუქტის გამოყენების, ხოლო გამოცდილება მოიცავს ინტერაქციას მომხმარებელს და პროდუქტს შორის. თუმცა მომხმარებლის გამოცდილება უფრო მეტია, ის მოიცავს მომხმარებლის კვლევას, მომხმარებლის პერსონას შექმნას, მომხმარებლის ტესტირებას და გამოყენებადობის ტესტირებას.

 

ინტერაქციული დიზაინის 5 განზომილება

ეს არის მნიშვნელოვანი მოდელი რომ გაიგოთ რას მოიცავს ინტერაქციული დიზაინი. გილიან კრამპტონ სმიტმა, ინტერაქციული დიზაინის აკადემიკოსმა პირველად გაგვაცნო 4 განზომილების კონცეპტი ინტერაქციული დიზაინის ენის, რომელსაც კევინ სილვერმა დაუმატა მეხუთე.

 

1D: სიტყვები

სიტყვები: განსაკუთრებით რომლებიც დაკავშირებულია ინტერაქციასთან, უნდა იყოს აზრობრივი და მარტივად გასაგები. მან უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს, მაგრამ ზედმეტად ბევრი არა, რომ არ გადაღალოს მომხმარებელი.

2D: ვიზუალური რეპრეზენტაცია

ეს მოიცავს გრაფიკულ ელემენტებს როგორიცაა ფოტოები, ტაიპოგრაფია და აიქონები რომლებთანაც ინტერაქციაში არიან მომხმარებლები. ეს ჩვეულებრივ შეავსებს მომხმარებლებს ინფორმაციის კომუნიკაციისთვის გამოყენებულ სიტყვებს.

3D: ფიზიკური ობიექტები ან სივრცე

რა ფიზიკური ობიექტებით შედიან ინტერაქციაში მომხმარებლები პროდუქტთან: ლეპტოპით, მაუსით თუ თაჩპადით? რა ფიზიკური სივრცით აკეთებს ამას მომხმარებელი? მაგალითად, დგას მომხმარებელი გადატვირთულ მატარებელში აპლიკაციის გამოყენების დროს თუ მაგიდასთან ზის ოფისში? ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ინტერაქციაზე მომხმარებელს და პროდუქტს შორის.

4D: დრო

ეს განზომილებები აბსტრაქტულად ჟღერს, მაგრამ ეხება მედიას, რომელიც იცვლება დროთა განმავლობაში (ანიმაციები, ვიდეოები, ხმები). მოძრაობა და ხმები თამაშობს გადამწყვეტ როლს ვიზუალურ და აუდიო უკუკავშირის მიწოდებაში მომხმარებლის ინტერაქციისთვის. ასევე მინსვნელოვანია რა დროს უთმობს მომხმარებელი პროდუქტთან ინტერაქციას.

5D: ქცევა

ეს მოიცავს პროდუქტის მექანიზმს: როგორ ახორციელებენ მომხმარებლები ქმედებას ვებსაიტზე? როგორ ოპერირებენ პროდუქტით? სხვა სიტყვებით, როგორ ახსნის წინა განზომილებები პროდუქტის ინტერქციას. ეს მოიცავს რეაქციებსაც, ემოციურ პასუხს ან უკუკავშირს.

 

 

მნიშვნელოვანი კითხვები რომლებსაც ინტერაქციული დიზაინის სპეციალისტები სვამენ

როგორ მუშაობენ ინტერაქციული დიზაინერები 5 განზომილებაზე რომ შექმნან მნიშვნელოვანი ინტერაქცია? ეს რომ გავიგოთ, გადავხედოთ ზოგიერთ მნიშვნელოვან კითხვას რომელსაც სვამენ ინტერაქციული დიზაინერები.

 

  • რა შეუძლია გააკეთოს მომხმარებელმა თავისი მაუსით, თითებით, რომ პირდაპირ ინტერაქციაში შევიდეს ინტერფეისთან? ეს ეხმარებათ გაიგონ შესაძლო მომხმარებლის ინტერაქცია პროდუქტთან
  • ვიზუალი (ფერი, ფორმა, ზომა და სხვა) აძლევს თუ არა მომხმარებელს მინიშნებას როგორ მუშაობს იგი? ეს ეხმარება მომხმარებელს გაიგოს რა ქმედებაა შესაძლებელი
  • იძლევა თუ არა შეცდომის შეტყობინებები მომხმარებლის პრობლემის გამოსწორების საშუალებას ან ახსნის თუ არა რატომ მოხდა შეცდომა?
  • რა უკუკავშირს მიიღებს მომხმარებელი როდესაც შეასრულებს ქმედებას? ეს გვარწმუნებს რომ სისტემა აწვდის უკუკავშირს მიზანშეწონილ დროში მომხმარებლის ქმედების შემდეგ
  • არის თუ არა ინტერფეისის ელემენტები მიზანშეწონილი ზომის ინტერაქციისთვის? ასეთი კითხვები გვეხმარება ვიფიქროთ სტრატეგიულად ყოველ ელემენტზე
  • გამოიყენება სტანდარტული თუ ფამილიარული ფორმები? სტანდარტული ელემენტები და ფორმატები გამოიყენება პროდუქტის შესწავლის გამარტივებისთვის.

 

რას აკეთებენ ინტერაქციული დიზაინის სპეციალისტები?

თუ კომპანია არის საკმარისად დიდი და აქვს ბევრი რესურსი, შესაძლოა ჰქნდეს ცალცალკე სამუშაო UX დიზაინერებისთვის და ინტერაქციული დიზაინერებისთვის. დიდ დიზაინის გუნდში შესაძლოა იყოს UX მკვლევარი, ინფორმაციის არქიტექტორი, ინტერაქციული დიზაინერი და ვიზუალური დიზაინერი. პატარა კომპანიებში UX სამუშაოებს ასრულებს 1-2 ადამიანი. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი დავალება რასაც ასრულებს ინტერაქციის დიზაინერი

 

დიზაინის სტრატეგია

ეს ეხება იმას თუ რა მიზანი აქვს მომხმარებელს და რა ინტერაქციაა საჭირო ამ მიზნების მისაღწევად. ინტერაქციულ დიზაინერებს შეიძლება დასჭირდეთ მომხმარებლის კვლევის ჩატარება რომ გაიგონ რა არის მომხმარებლის მიზნები სანამ შექმნიან სტრატეგიას.

 

Wireframes და პროტოტიპები

ეს დამოკიდბეულია სამუშაოს აღწერილობაზე კომპანიის, მაგრამ ინტერაქციულ დიზაინერებს ავალებენ Wireframes-ის შექმნას. ზოგჯერ ინტერაქციული დიზაინერები ქმნიანინტერაქციულ პროტოტიპებს და high-fidelity პროტოტიპებს რაც გამოიყურება ზუსტად ისე როგორც ნამდვილი საიტი ან აპლიკაცია.

 

ინტერაქციულ დიზაინში სიღრმისეულად ჩაძიება

თუ გაინტერესებთ მეტის გაგება ინტერაქციულ დიზაინზე, შეგიძლიათ ნახოთ Interaction Design – brief intro Jonas Lowgren-ის მიერ. ეს მოიცავს ავტორიზირებულ გაცნობას სფეროსი, ისევე როგორც რეფერენსებს სადაც შეგიძლიათ გაიგოთ მეტი.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

Cloud ინჟინერი - ვინც აშენებს ციფრულ ქალაქებს ცაში

გაინტერესებთ, როგორ ახერხებენ ისეთი გიგანტები, როგორიცაა YouTube ან ონლაინ ბანკები, მილიონობით ადამიანის შეუფერხებელ მომსახურებას? Cloud ინჟინერია სწორედ ის პროფესიაა, რომელიც ციფრულ სამყაროს "ცაში" აშენებს. გაიგეთ, როგორ იქმნება მასშტაბური ინფრასტრუქტურა AWS-ისა და Kubernetes-ის დახმარებით და რატომ არის Cloud ინჟინერი თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს მთავარი არქიტექტორი, რომელიც სისტემების სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

როცა YouTube-ს რთავთ, ფულს რიცხავთ ან ფოტოებს ინახავთ, ეს ყველაფერი ფიზიკურად თქვენს მოწყობილობაში არ არის. ის "ციფრულ ღრუბელშია" - კომპიუტერული ინფრასტრუქტურების უზარმაზარ ქსელში, რომელიც მიწაზე დგას, მაგრამ ვირტუალურ სივრცეში მუშაობს. ამ რთული სისტემის დაგეგმვა, აშენება და მართვა კი Cloud ინჟინერის საქმეა. რა არის Cloud და რატომ შეიცვალა სამყარო? წარსულში ყველა აპლიკაცია ერთ კონკრ

ШАГ логотип

შენ ქმნი სისტემას DevOps – ის, ვინც აკავშირებს კოდს რეალურ სამყაროსთან

გაიგე, როგორ იქცევა სტატიკური კოდი ცოცხალ ციფრულ პროდუქტად DevOps მეთოდოლოგიის დახმარებით. ეს მნიშვნელოვანი პროფესია თანამედროვე ტექნოლოგიების ხერხემალია, სადაც Docker-ის, Kubernetes-ისა და Cloud სისტემების მართვა უწყვეტ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. აღმოაჩინე ის უნარები, რომლებიც დამწყებ სპეციალისტს საერთაშორისო ბაზარზე წარმატების მისაღწევად სჭირდება.

ხშირად გვგონია, რომ დეველოპერის მთავარი ამოცანა მხოლოდ კოდის დაწერაა, თუმცა რეალობაში ეს მხოლოდ დასაწყისია. იმისათვის, რომ პროგრამამ გამართულად იმუშაოს, განახლდეს შეფერხების გარეშე და რეალურ მომხმარებელზე სწორი ზემოქმედება მოახდინოს, საჭიროა სპეციალური მიდგომა. სწორედ აქ ჩნდება DevOps-ის როლი. ეს არის დეველოპმენტისა (Development) და ოპერაციების (Operations) ჰარმონიული სინთეზი - მეთოდოლოგი

ШАГ логотип

QA ტესტერი - ვინც დარწმუნებულია, რომ ყველაფერი მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს

QA ტესტერი - პროგრამის უხილავი მცველი და ხარისხის მაკონტროლებელი. სანამ აპლიკაცია თქვენს ეკრანზე გამოჩნდება, მან რთული და საინტერესო შემოწმების გზა უნდა გაიაროს. გაეცანი QA ტესტერის პროფესიას: როგორ ეძებენ ისინი დამალულ შეცდომებს, რა როლს ასრულებენ დეველოპერულ გუნდში და რატომ არის ხარისხის კონტროლი გადამწყვეტი ნებისმიერი წარმატებული სისტემის შესაქმნელად.

QA ტესტერი - ადამიანი, რომელიც ხარისხზე აგებს პასუხს სანამ მომხმარებელი ვებგვერდს ეწვევა, ღილაკს დააჭერს ან აპლიკაციას გამოიყენებს, არსებობს ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი უკვე დეტალურად გადაამოწმა. ამ პროფესიას QA ტესტერი ჰქვია. აბრევიატურა QA (Quality Assurance) ხარისხის უზრუნველყოფას ნიშნავს და მისი მთავარი მიზანია, პროგრამა მუშაობდეს შეცდომების გარეშე, არ გაითიშოს და მომხმარებლი

ШАГ логотип

შენ ქმნი სისტემას მონაცემთა ბაზების სპეციალისტი ვინც ინახავს ყველაფერს, რაც ვებსივრცეში არსებობს

გაიგე, როგორ მუშაობს ციფრული სამყაროს მეხსიერება და რა როლს ასრულებს მონაცემთა ბაზების სპეციალისტი თანამედროვე ტექნოლოგიებში. სტატიაში მიმოხილულია ინფორმაციის შენახვისა და მართვის პრინციპები, SQL და NoSQL სისტემებს შორის განსხვავება და ის გზა, რომელსაც სტუდენტები IT აკადემია STEP-ში ამ მოთხოვნადი პროფესიის დასაუფლებლად გადიან.

ვინ ინახავს შენს პროფილს სოციალურ ქსელში, შენს ფოტოებს თუ კალათაში გადადებულ პროდუქტებს? ყველაფერი, რაც ვებსივრცეში „არსებობს“, სინამდვილეში კარგად ორგანიზებულ ციფრულ საცავებში - მონაცემთა ბაზებში ინახება. სწორედ ამ სისტემების შექმნაზე, განახლებასა და ოპტიმიზაციაზე მუშაობს მონაცემთა ბაზების სპეციალისტი, რომელიც ციფრული ინფორმაციის უსაფრთხოებასა და ხელმისაწვდომობას

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა