IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

რას გულისხმობს მოქნილი უნარები (Soft Skills)?

05.02.2021

2350 დათვალიერება

მოქნილი უნარების განმარტება და მაგალითები

მოქნილი უნარები არის არატექნიკური უნარები, რომლებიც უკავშირდება იმას, თუ როგორ მუშაობთ. მათ შორის, როგორ ურთიერთობთ კოლეგებთან, როგორ აგვარებთ პრობლემებს და როგორ მართავთ თქვენს საქმეს.

რას გულისხმობს მოქნილი უნარები?

 

მოქნილი უნარები უკავშირდება იმას, თუ როგორ მუშაობთ, მოიცავს ინტერპერსონალურ (ადამიანებთან ურთიერთობის) უნარებს, კომუნიკაციისა და მოსმენის უნარებს, დროის მართვას და ემპათიას და სხვას.

დამსაქმებლები, როგორც წესი, ეძებენ მოქნილი უნარების მქონე კანდიდატებს, რადგან ისინი უფრო მეტ წარმატებას აღწევენ სამუშაო ადგილზე. ზოგიერთს შესაძლოა ჰქონდეს შესანიშნავი ტექნიკური, სამუშაოსთვის სპეციფიური უნარები, თუმცა თუ მათ არ შეუძლიათ დროის მართვა ან გუნდში მუშაობა, ეს  ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი გახდება სამსახურში წარმატების მიღწევაში.

 

როგორ მუშაობს მოქნილი უნარები

 

მოქნილი უნარები ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებელთა უმრავლესობის წარმატებისთვის, ვინაიდან თითქმის ყველა სამუშაო მოითხოვს, თანამშრომლებს შორის ჯანსაღ გარემოს, გუნდურობას და გამართულ  კომუნიკაციას.

კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ ეძებენ  დამსაქმებლები მოქნილი უნარების მქონე კანდიდატებს არის ის, რომ მოქნილი უნარები არის გადაცემადი უნარები (transferable skills), რომელთა გამოყენება შესაძლებელია დასაქმებულის სამუშაო პოზიციის მიუხედავად, რაც მათ ადაპტირებად და მულტიფუნქციურ თანამშრომლებად აქცევს.

მაგალითისთვის მოვიყვანთ  პროფესიებს, რომლებიც სერვისულ მომსახურებაზე არიან ორიენტირებული, ისინი უშუალო კონტაქტში შედიან მომხმარებლებთან, მათ უნდა შეძლონ მომხმარებლის მოსმენა და შემდეგ შესაბამისი თავაზიანი მომსახურების გაწევა, რისთვისაც მათ სჭირდებათ მთელი რიგი მოქნილი უნარების, რომლებიც  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი წარმატებისთვის.

 

მოქნილი უნარების ტიპები

 

მოქნილი უნარები მოიცავს პიროვნულ თვისებებს და კომუნიკაციის შესაძლებლობებს, რომლებიც საჭიროა წარმატების მისაღწევად სამსახურში. ძირითადად მოქნილი უნარები ახასიათებს იმას, თუ როგორ ურთიერთქმედებს ადამიანი სხვებთან.

მოქნილი უნარები მოიცავს შემდეგს:

  • კრიტიკული აზროვნება (Critical Thinking)
  • ანალიტიკური უნარები (Analytical Skills)
  • ადაპტირებადობა (Adaptability) 
  • კომუნიკაცია (Communication)
  • კრეატიული აზროვნება (Creative thinking)
  • საიმედოობა (Dependability)
  • სამუშაო ეთიკა (Work ethic)
  • გუნდური მუშაობა (Teamwork)
  • პოზიტიურობა (Positivity)
  • დროის მართვა (Time Management)
  • მოტივაცია  (Motivation)
  • პრობლემის გადაჭრა  (Problem-solving )
  • კრიტიკული აზროვნება (Critical Thinking)
  • კონფლიქტის გადაწყვეტა (Conflict Resolution)

 

როგორ შევიძინოთ მოქნილი უნარები

 

მყარი უნარებისგან განსხვავებით, რომლებიც ისწავლება, მოქნილი უნარები ემოციებს ან გამჭრიახობას ჰგავს, რაც ხალხს სხვების „წაკითხვის“ საშუალებას აძლევს. ამის სწავლა გაცილებით რთულია, ყოველ შემთხვევაში, ტრადიციულ საკლასო ოთახში. ასევე გაცილებით რთულია მათი გაზომვა და შეფასება.

ამასთან, პროფესიული და პიროვნული უნარების ზოგიერთი ტესტი გვაძლევს საშუალებას გაზომონ მოქნილი უნარები, რაც სამუშაოს მაძიებლებს საშუალებას აძლევთ სწორად ხაზგასმიტ გამოყონ მათი მოქნილი უნარები რეზიუმეში.

თუ უკვე გიმუშავიათ რაღაც პერიოდი, დიდი შანსია იმისა, რომ უკვე განავითარეთ კონკრეტული მოქნილი უნარები. მაგალითად, თუ საცალო ვაჭრობის ბიზნესში გიმუშავიათ, მაშინ გუნდურ გარემოში მუშაობდით. თუ უკმაყოფილო მომხმარებლებს დახმარებიხართ პრობლემის მოგვარებაში, მაშინ გამოგიყენებიათ კონფლიქტის მოგვარების და პრობლემების გადაჭრის უნარები.

თუ ახალი ხართ სამსახურში, იფიქრეთ სხვა საქმიანობებზე, რაც თქვენ გაგიკეთებიათ, სკოლის ან მოხალისეორბივ დონეზე. დიდი შანსია იმისა, რომ გიწარმოებიათ კომუნიკაცია, მოგიხდენიათ ცვლილებებთან ადაპტაცია და გადაგიჭრიათ პრობლემები.

  • თქვენ ასევე შეგიძლიათ იფიქროთ მოქნილ უნარებზე, რომელთა განვითარებაც გჭირდებათ. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ განიხილოთ პრობლემები თქვენს მენეჯერთან, შესთავაზეთ ამ პრობლემების გადაჭრის გზები.
  • თუ ხედავთ, რომ თქვენი კოლეგა წვალობს რაიმე საქმეში, შესთავაზეთ თანამონაწილეობა და დახმარება.
  • თუ არსებობს პროცესი, რამაც შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი სამუშაო ადგილი, შესთავაზეთ იგი თქვენს მენეჯერს.

ასეთი საქციელი დამსაქმებელს დაანახებს თქვენს მოქნილ უნარებს.

გასაუბრების გავლისას HR მენეჯერების  როგორც წესი, პირდაპირ არ გეკითხებიან, გაქვთ თუ არა მოქნილი უნარები. ამის ნაცვლად, ისინი წარმოადგენენ სიტუაციებს და გეკითხებიან, რას გააკეთებდით ამ სიტუაციებში იმის შესაფასებლად, გაქვთ თუ არა მოქნილი უნარები.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა