IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

რას გვთავაზობს ხელოვნური ინტელექტი და ავტომატური მომსახურება?

23.09.2020

1487 დათვალიერება

თანამედროვე ტექნოლოგიური ინდუსტრია ხელოვნურ ინტელექტთან კავშირის გარეშე წარმოუდგენელია. მეტიც, ამ მიმართულების განვითარება სრულად ხელოვნურ ინტელექტს და ავტომატურ მომსახურებას ემყარება. იცვლება, როგორც მარტივი საწარმოო დავალებების შესრულების ფორმა, ისე რთული ამოცანების გადაწყვეტის გზები. ეს ყველაფერი კი, ხელოვნურ ინტელექტის გარეშე, ადამიანური ძალისთვის გადაუჭრელი პრობლემა იქნებოდა

 

მსოფლიო განვითარებასთან ერთად, იხვეწება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებიც. ის ახლა გაცილებით ჭკვიანია ვიდრე 1 წლის წინ იყო. თუმცა, სადამდე შეგვიძლია განვავითაროთ ხელოვნური ინტელექტი? არსებობს კი რაიმე ზღვარი? 

 

2001 წელს ჰოლივუდელმა რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა გადაიღო ფილმი "ხელოვნური ინტელექტი". ფილმის სიუჟეტი კლიმატური ცვლილებების შემდგომ სამყაროში ვითარდება, სადაც წყალმა ხმელეთის დიდი ნაწილი დაფარა, წყლის ქვეშ აღმოჩნდა მრავალი ცნობილი ქალაქი და ადამიანთა რაოდენობაც მნიშვნელოვნად შემცირდა. დარჩენილი მწირი რესურსების გამო, კაცობრიობა იძულებული გახდა შეეზღუდა გამრავლების პროცესი. სწორედ ამიტომაც შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი - პატარა ბიჭუნა სახელად დევიდი, რომელიც იმდენად განვითარებულია, რომ მისი ჩვეულებრივი ადამიანისგან გარჩევა შეუძლებელია და ამავდროულად, სიყვარულიც კი შეუძლია. დევიდი იყო რობოტი, რომელსაც შეეძლო მშობლებისთვის შვილი ჩაენაცვლებინა, გამოეხატა სიყვარული და მოეხმარა გაცილებით ნაკლები რესურსი ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს. სწორედ აქ იბადება მორალური კითხვა: რა პასუხიმსგებლობა ექნება ადამიანს ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტის წინაშე? ან გავრცელდება თუ არა მათზე კონსტიტუცია? რა პასუხისმგებლობა ექნებათ მათ საზოგადოების წინაშე? შეიძლება იფიქროთ, რომ ამ კითხვებს შორეულ მომავალში გადავყავართ და ჯერ ამაზე ფიქრი ადრეა, მაგრამ თუ გვაითვალისწინებთ იმას, თუ რამდენად სწრაფად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, ფილმის სცენარში აღწერილი რეალობა სამეცნიერო ფანტასტიკა სულაც აღარაა.

 

2020 წელს გამოყენების მაგალითები

დღეს ხელოვნურ ინტელექტს მომსახურების და წარმოების ყველა სფეროში ვიყენებთ, ისეთებში, როგორიცაა ტრანსპორტი, სწავლა, ქარხნები, ონლაინ ვაჭრობა, კომუნიკაცია, ჯანმრთელობა, დაზღვევა, ფინანსები და მრავალი სხვა. ეს შეუქცევადი პროცესი რამდენიმე მაგალითზე დაკვირვებითაც ნათელია:

 

  • ტრანსპორტირება — თვითმართვადი ავტომობილები, რომლებიც მძღოლის ძალისხმევის გარეშე გადაადგილდებიან ჩვენი დროის რეალობა არ არის, თუმცა ყველა ახალი თაობის მანქანა იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, იქნება ეს ხმოვანი ასისტენტი თუ ნახევრად თვითმართვის ფუნქცია. გადაადგილების სფეროსთვის ხელოვნური ინტელექტი განუყოფელ ნაწილად იქცა.
  • ჯანმრთელობა — ხელოვნური ინტელექტი გადამწყვეტ როლს ასრულებს თანამედროვე მედიცინაში. ის ტექნოლოგიურად რთული, დახვეწილი გადაწყვეტებით, ახალ შესაძლებლობებს ხსნის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. სულ მცირე ხნის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ იარსებებდა ავტომატური ქირურგი რობოტი, ვირტუალური ასისტენტი, რომელიც პაციენტზე იზრუნებდა, ან ტომოგრაფიული სურათის ავტომატური შემსწავლელი, რომელსაც დიაგნოზის დასმა შეუძლია.
  • წარმოება — ეს ის სფეროა, რომელიც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ხელოვნურ ინტელექტზე და ავტომატურ მომსახურებაზე. მაღალი ხარისხის რობოტებს ბევრად სწრაფად და დიდი დროის განმავლობაში შეუძლიათ მუშაობა, თანაც შეჩერების გარეშე. მთავარი კვების წყაროა და ისინი ბევრად პროდუქტიულები არიან ვიდრე ადამიანები.
  • ხელოვნური ინტელექტის ბევრად მასშტაბურ გამოყენებას შეიძლება ველოდოთ გადაზიდვების სფეროში, კლიმატის ცვლილების, ღრმა წყლების და გალაქტიკის შესწავლის კუთხით.

 

ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ ფაქტს, რომ ხელოვნური ინტელექტი 2021 წლისთვის ბევრი ინდუსტრიის მთავარ ღერძად იქცევა. ამ დროისთვის კი, ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა შემდეგია — აღნიშნულ ტექნოლოგიას რა სარგებლის მოტანა შეუძლია პანდემიის დროს? შეუძლია გაწეული ხარჯების შემცირება და მსოფლიო ეკონომიკის რყევებისგან სწრაფი გამოსავლის პოვნა?

 

ხელოვნური ინტელექტი და ავტომატური მომსახურება კორონავირუსის პერიოდში

პანდემიისას ჩინეთმა დაამტკიცა, რომ ხელოვნური ინტელექტი კრიზისის მართვის პერსპექტიული ალტერნატივაა. ტექნოლოგიების დახმარებით, ქვეყანამ ზღვა ინფორმაციიდან საერთო მახასიათებლების მიგნება, ჯანდაცვის სფეროს დახმარება და გავრცელების კონტროლი შეძლო. წარმატების ერთ-ერთი მაგალითი ხელოვნური ინტელექტის ჩართვაა რადიოლოგიაში, რამაც დიაგნოზის დასმის სისწრაფე გაზარდა და დიდი ოდენობით მოქალაქეების მცირე დროში კვლევა შესაძლებელი გახადა.

 

სხვა ქვეყნებმა ცოდნა გააერთიანეს, რათა ინტელექტის ახლანდელი შესაძლებლობები ვირუსის წინააღმდეგ მიემართათ. რამდენიმე იდეაზე მუშაობა უკვე დაიწყო და უფრო მეტის გაგება რამდენიმე მეთოდზეც შეგვიძლია, რომელთა მეშვეობითაც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით კრიზისის მართვას შევძლებთ:

 

დაავადებაზე დაკვირვება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით

გლობალიზაციამ ადამიანთა მიგრაციის მასშტაბები მნიშვნელოვნად გაზარდა, რამაც ვირუსის სწრაფი ტემპით მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელება გამოიწვია. ეს გავრცელების დონის შესწავლას ართულებს. Bluedot კანადაში დაფუძნებული სტარტაპია, რომელმაც მონაცემების შეგროვების ელექტრონული მოდელი შემოგვთავაზა, ის ამოიცნობს და აგროვებს ინფორმაციას ვირუსის გავრცელების შესახებ.

 

ჯანმრთელობაზე ზრუნვის ვირტუალური ასისტენტი

ჩატბოტები სიახლე არ არის, თუმცა მათი ჯანდაცვის ინდუსტრიაში გამოყენება ინოვაციაა. გადატვირთული ჯანდაცვის სისტემის დასახმარებლად, კანადურმა სტარტაპმა Stallion.ai მრავალენოვანი ვირტუალური ასისტენტი შექმნა, რომელსაც შეუძლია ვირუსთან დაკავშირებულ კითხვებზე გიპასუხოთ, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რეკომენდაციები ვირუსისგან თავის დასაცავად, ასევე, შეამოწმოს და აკონტროლოს სიმპტომები.

 

ხელოვნური ინტელექტი ტემპერატურის გასაზომად და სახის იდენტიფიცირებისთვის

ხელოვნური ინტელექტის ეს სარგებელი აქტიურად გამოიყენება აეროპორტებში და სასაზღვრო კონტროლის დაწესებულებებში. აღნიშნული ფუნქციონალი კამერის გამოყენებით მყისიერად ზომავს ტემპერატურად და ამოიცნობს ადამიანს, რომელიც პირბადეს არ იყენებს.

 

ავტომატური დეზინფექცია

რობოტების (ნივთების ინტერნეტი (IoT) და ხელოვნური ინტელექტი), დახმარებით ნივთების, ავეჯის და ბინის დეზინფექცია სრულად ავტომატურ რეჟიმშია შესაძლებელი, ადამიანის ჩარევის გარეშე.

 

ხელოვნური ინტელექტი ინფორმაციის ვალიდურობის დასადგენად

ახლო მომავალზე თუ დავფიქრდებით, სტაბილურობის მოლოდინს შეიძლება წყალი შეუდგეს, რაც მედიაში მითების და ყალბი ინფორმაციის გავრცელების შედეგია. ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიც გუგლი და ფეისბუკია ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს მითების და კონსპირაციების დიდი ტალღის სამართავად იყენებენ.

 

რას შეიძლება ველოდოთ პოსტ-პანდემიის ჟამს?

მსოფლიოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მრავალი სიცოცხლის გადარჩენისა და ვირუსის საზიანო გავლენის შემცირების მიზნით, რობოტები იხვეწება და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსაც სულ უფრო და უფრო ითვისებენ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მალე ადამიანების დამხმარე რობოტები აქამდე არნახულ დონეზე განვითარდეს.

 

ჩინეთში, ერთ-ერთი სასტუმრო კარანტინში მყოფებს საკვებს რობოტების დახმარებით აწვდის. ესპანეთში, რობოტების ფლოტილია ვირუსის ტესტირებაში დასახმარებლად მოამზადეს. გზავნილების მიტანის მიზნით დრონებს ქმნიან ისეთი კომპანიები, როგორიც UPS და ამაზონია, რათა ადამიანური სამუშაო ძალა შეამცირონ.

 

თუმცა ტექნოლოგიურ ცვლილებები და ადამიანური რესურსის ჩანაცვლება უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას აჩენს: რა პროცესები შეიძლება გახდეს ავტომატური? რამდენად სანდო იქნება ავტომატური მომსახურება? რა საწყისი კაპიტალია საჭირო და რამდენია მოგება? რა ელით დასაქმებულებს, რომელთაც ავტომატური მანქანები ან პროგრამები ჩაანაცვლებენ?

 

ხელოვნური ინტელექტისადმი ინტერესი მხოლოდ ადამიანური რესურსების ჩანაცვლების გამო არ იზრდება — უმთავრესი მაინც ადამიანების ყოველდღიურ საქმეში დახმარებაა. საოფისე სამუშაოს უდიდესი ნაწილის წარმართვა უკვე სახლიდან არის შესაძლებელი. პროცესების ელვისებური "გაციფრულება" სახლიდან მუშაობის კულტურას ამკვიდრებს, რასაც ახალი საჭიროებები სდევს თან.

 

მიუხედავად იმისა, გავითვალისწინებთ თუ არა პანდემიას და მის გავლენას კომპანიების სტრატეგიებზე, ნათელია, რომ მზარდმა, კომპლექსურმა ბიზნეს-მონაცემებმა და მოთხოვნებმა წამყვანი კომპანიები ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აუცილებლობაში დაარწმუნა. ეს ყველაფერი კი ზრდის და ბაზარზე დარჩენის წინაპირობად იქცა.

საინვესტიციო სიახლეების უდიდესი პლატფორმის Learn Bonds-ის მიერ შეკრებილი მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, ხელოვნური ინტელექტის ბაზარი, რომლის ღირებულება 2020 წლისთვის 22.6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, 2025 წლისთვის 126 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. ამ მიმართულებით ლიდერი ინდუსტრია ჩრდილოეთ ამერიკას აქვს, მეორე ადგილზე აზია-ოკეანეთის რეგიონია.

 

კორონავირუსმა განაპირობა ხელოვნური ინტელექტის და ავტომატური მექანიზმების კიდევ უფრო სწრაფი განვითარება. ვითარდება როგორც საბაზისო ტექნოლოგიური ხედვები, ისე ახალი იდეების განხორციელების ტემპები.

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 95 ფილიალით!


გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

 

თბილისი,

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23.

 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა