IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

შემოგვიერთდით!

19.03.2020

793 დათვალიერება

გრძელდება აბიტურიენტთა მიღება IT აკადემია STEP- ში

უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საკმაოდ მყარი ნიშა დავიმკვიდრეთ ინოვაციურ-ტექნოლოგიურ სფეროში, საქართველოს თითქმის მთელმა მოსახლეობამ გაგვიცნო, ამ წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი ღონისძიება ჩავატარეთ, ჩვენს თაობას ვაჩვენეთ თუ რა შეგვიძლია, გავუზიარეთ ჩვენი სამომავლო გეგმები, მიღწევები, სწავლების უნიკალური პროგრამა და რაც მთავარია, ახალგაზრდებს და მოზრდილებს გავაცანით ჩვენი #სტეპერი სტუდენტების მეგობრობა, რომელსაც ასე ძალიან აფასებენ ჩვენი სტუდენტები და ლექტორები.

ჩვენთან ჩარიცხვის შემდეგ

თქვენ ხდებით არა მხოლოდ აკადემიის სტუდენტი, არამედ ჩვენი უზარმაზარი ოჯახის წევრი, სადაც ყველა პირობას მიიღებთ არა მხოლოდ სწავლისთვის, არამედ სოციალურ საზოგადოებაში განვითარებისთვის, რის დახმარებითაც ურთიერთობის წრეს გააფართოებთ, ბევრ საინტერესო მეგობარს შეიძენთ, გახდებით ინტელექტუალური მექანიზმის ნაწილი, რომლის დროც დიდი სისწრაფით და პროგრესიით მიგვაქროლებს, გადაგვაქცევს უფრო მყარ, გამძლე და განვითარებულ ადამიანად, ჩაგვითრევს თავის ბუნებრივ, შეუქცევად პროცესებში, რომლებშიც აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ და ვეცდებით გავაუმჯობესოთ და გავუადვილოთ ცხოვრება მთელს კაცობრიობას.

ჩვენ შეგვიძლია ამ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა

შეგვიძლია შევქმნათ  და დავნერგოთ უნიკალური, ტექნოლოგიური პროგრამები, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ზუსტი მეცნიერებების წარმომადგენლებთან ერთად გამოვიგონოთ ყველაფერი ის, რაც ხალხის და მთელი მსოფლიოს საკეთილდღეოდ იმუშავებს.

ნუ დაჯდებით უსაქმოდ, თქვენ მთელ მსოფლიოს სჭირდებით

თქვენი დაფარული უნარ-ჩვევები სჭირდება კაცობრიობის განვითარებას, მობრძანდით და ყველას დაუმტკიცეთ, რომ თქვენ გახდებით გენიალური პროგრამისტი, განუმეორებელი გრაფიკული დიზაინერი, მხვილი ქსელების ადმინისტრატორი, დადგებით კიბერ უსაფრთხოების სადარაჯოზე, გახდებით მოდელირების ვირტუოზი,  ყველაფრის ჩამოთვლა შეუძლებელია, გახდებით შეუცვლელი სპეციალისტი, რომელიც სახელს გაუთქვამს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ საკუთარ პროექტებს და მიღწევებს, საკუთარ იდეებს, რომლებიც მატერიალიზებული და განხორციელებული იქნება და მთელ კაცობრიობას სარგებელს მოუტანს.

სირთულეების ნუ შეგეშინდებათ

გვერდზე გადადეთ საკუთარი კომპლექსები, თუ გაქვთ და წინსვლაში ხელს გიშლით, დაეყრდენით საკუთარ ინტუიციას, მოიკრიბეთ მთელი თქვენი ძალისხმევა და მობრძანდით ჩვენთან, სტეპერებთან და თქვენ გაიგებთ და იგრძნობთ, რომ თქვენი ადგილი იპოვეთ, თქვენი მეორე სახლი იპოვეთ, რადგან ჩვენ ვართ

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!
გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34ბ



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI შენს სამსახურს არ წაგართმევს? - 5 ნიშანი, რომ შენი პროფესია უკვე იცვლება

ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება საფრთხეს არ უქმნის ადამიანის შრომას, თუმცა რადიკალურად ცვლის პროფესიების შინაარსს. სტატიაში განხილულია ის 5 ძირითადი ნიშანი, რომელიც აჩვენებს, რომ თქვენი საქმიანობა უკვე ტრანსფორმაციას გადის და რატომ არის მნიშვნელოვანი ახალი უნარების დროულად ათვისება.

ხელოვნური ინტელექტი და შრომის ბაზარი: რადიკალური ცვლილებების ეპოქა ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმმა მთელი მსოფლიო და მათ შორის შრომის ბაზარი სრულიად ახალ რეალობაში აცხოვრა. ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ინერგება ავტომატიზაცია სხვადასხვა სფეროში, თუმცა მთავარი კითხვა დღეს ის კი არ არის, წაიღებს თუ არა AI ჩვენს სამსახურებს, არამედ ის, თუ როგორ ცვლის ის ჩვენი ყოველდღიური საქმიან

ШАГ логотип

რომელი პროფესიის სწავლა ღირს დღეს, რომ 5 წლის შემდეგ არჩევანი არ ინანო

დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება გამოწვევაა, რადგან ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტი მუდმივად ცვლის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სტატიაში განხილულია, თუ რომელი სფეროების შესწავლაა მიზანშეწონილი დღეს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში შენი არჩევანი სტაბილური და მოთხოვნადი დარჩეს.

ხვალინდელი დღის გამოწვევები: როგორ შევარჩიოთ სწორი პროფესია? დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება ერთ-ერთ ყველაზე პასუხისმგებლიან ნაბიჯად იქცა. ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის განვითარება იმ ტემპით მიმდინარეობს, რომ იმ პროფესიებმა, რომლებიც რამდენიმე წლის წინ პოპულარობის პიკში იყვნენ, შესაძლოა მალე დაკარგონ აქტუალობა. ა

ШАГ логотип

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა