IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

ციფრული ტრანსფორმაციის ტრენდი განათლების სფეროში

13.06.2020

901 ხედი

განვიხილოთ რა გავლენა აქვს ციფრულ ტრანსფორმაციას განათლებაზე. განათლების სისტემა ნელ-ნელა ითვისებს ტექნოლოგიების უპირატესობებს სასწავლო ოთახებში. განათლების სფერო არის ერთ-ერთი ბოლო სფერო, რომელიც ცვლილებებს ნერგავს, იგი ეჭიდება ძვლელ მეთოდებს. მაგრამ ციფურლი ტრანფორმაციის და სასწავლო ტექნოლოგიების განვითარებით, მასწავლებლებმა შეცვლაეს ინსტრუქციები, დავალებები და საკლასი ოთახის ვიზუალიც კი. ეს ტრენდები არის  მთავარი განათლებაში იმ გავლენის გამო, რაც  მათ აქვთ სტუდენტთა სწავლებაზე:

 

Augmented Reality (დამატებითი რეალობა) ვირტუალური რეალობა / შერეული რეალობა

აღარ არის ის დრო, როდესაც სტუდენტი ჩუმად უნდა მჯდარიყო მერხთან, სასწავლო ტექნოლოგიები წარმატებას აღწევს და სწავლების პროცესს ინტერაქციულს ხდის. Augmented Reality (დამატებითი რეალობა) ვირტუალური რეალობა / შერეული რეალობა არის ტრანსფორმაცული ტექნოლოგიების მაგალითი, რომელიც ზრდის მასწავლების ქმედითუნარიანობას, ამავდროულად ქმნის სახალისო და ჩართულ გაკვეთილებს ბავშვებისთვის.

ვირტუალურ რეალობას აქვს შესაძლებლობა შემოიტანოს გარე სამყარო საკლასო ოთახში და პირიქით

აპლიკაციებს, როგორიც არის Unimersiv, შეუძლიათ ამოგზაურობ ბავშვები ძველ საბერძნეთში, როცა Cospaces-ი საშუალებას აძლევს სტუდენტებს გააზიარონ თავიანთი ვირტუალური შემოქმედება მსოფლიოსთან. უილკსის უნივერსიტეტის პროფესორი და დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ტექნოლოგი, კატი შროკი ასკვნის, რომ ვირტუალურ რეალობას აქვს შესაძლებლობა გაზარდოს ვიზუალური წიგნიერება, ტექნოლოგიის წიგნიერება და აუდიტორიის ყურადღება. AR/VR/MR-ის გაერთიენბის იდეა მოსალოდნელია.  მაგალითისთვის ავიღოთ კერძო კომპანია Magic Leap. იგი შეფასებულია 4,5 მილიარდ დოლარად. ეს საუბრობს საკლასო ოთახების ტქნოლოგიებით დაპროექტები უსაზღვრო შესაძლებლობაზე.

 

მოწყობილობების საკლასო კომპლექტი

სკოლებს შემოაქვთ თავიანთი მოწყობილებები და სტუდენტებს აღარ სჭირდებათ კომპიუტერულ ლაბორატორიაში წასვლა კომპიუტერის წვდომისთვის. ბოლო წლებში გაიზარდა საკლასო კომპლექსი მოწყობილობების, რაც ფედერაციული დაინანსებით მოხდა. ზოგმა სკოლამ მიიღო დაფინანსება „The Every Student Succeeds Act“-ის მეშვეობით, ზოგი გრანტმა და შემოწირულობამ უზრუნველყო საკლასო ოთახები აიპედებით და ლეპტოპებით. მოწყობილობების ნახევარზე არის Google Chromebooks ექაუნთი. 3 მილიონზე მეტი ქრომბუქი იქნა გამოყენებული განათლების ინსტიტუტებში. რიცხვი იზრდება და, ასევე, იზრდება ფოკუსირება პროგრამებზე, რომელიც ასწავლის ციფრული მოქალაქეობის უნარებს. დღევანდელი გავრცელებული ონლაინ გარემო საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის, რაც აუცილებელის ხდის, რომ  სტუდენტებმა სწორად მიიღონ განათლება კიბერ უსაფრთხოებაზე და ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე

 

შეცვლილი დიზაინის სასწავლო სივრცე

დღეს ვეღარ ნახავთ გრძელ მერხებს, რომლებიც მიმართულია წინ. მიხვდნნე, რომ სასწავლო გარემო უნდა შეესაბამებოდეს სამუშო გარემოს, რამაც უბიძგა მათ კოლაბორაციული და მეგობრული სივრცის შექმნისკენ, სტუდენტების სწავლის გასამარტივებლად. ტექნოლოგიებმა ხელი შეუწყო ამ მცდელობას. 21 საუკუნის საკლასო ოთახებში არის ჭკვიანი დაფები ჩვეულებრივი დაფის ნაცვლად და ჭკვიანი მერხები ცალკეული მერხების ნაცვლად. სტუდენტები მიდიან ვირტუალურ ექსკურსიებზე და მხოლოდ წიგნიდან არ კითხულობენ, ისინი ქმნიამ მედიას. შეცვლილი დიზაინის მქონე საკლასო ოთახი დატვირთულია ინტეგრირებული ტექნოლოგიით, რაც ნიშნავს, ორმ სტუდენტები უბრალოდ კი არ იყენებენ მას, არამედ გამოიგებენ, როგორ გამოიყენონ ისინი მიზნის მისაღწევად. ზოგიერთი ეს სასწავლო სივრცე  საკლასო ოთახი არ არის. კოლეჯები და უნივერსიტეტები ქმნიან უფრო არაფორმალურ კამპუსების სასწავლო სივრცეებს, რადგან მათ ესმით შექმნის და კოლასბორაციის მნიშვნელობა 24/7-ის განმავლობაში და არა მხოლოდ საკლასო ოთახში.

 

ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტის განათლებაში გამოყენება უკვე დადასტურებულია საჭიროდ. ავსტრალიის დიკენ უნივერსიტეტმა შექმნა სტუდენტების ვირტუალური მრჩეველი, რომელიც აქტიურია 24/7. პირველ სემესტრში 30,000 მეტი შეკითხვა მიიღო, იმის გამო, რომ chatbots აღჭურვილია ბუნებრივი ენის პროგრესირებით, როგორც Siri– ში ნახავთ, მათ აქვთ ადამიანის შესაძლებლობები უპასუხონ კითხვებს საშინაო დავალებებთან დაკავშირებით, დაეხმარონ სტუდენტებს დოკუმენტაციის პროცესში, როგორიცაა ფინანსური დახმარება ან გადასახადების გადახდა, და იმ ადამიანების დატვირთვების შემსუბუქება, რომლებიც ჩვეულებრივ ემსახურებიან ამ საკითხებს. სხვა აპპლიკაციები ხელოვნური ინტელექტის განათლებაში მოიცავს: პერსონალიზირებულ სწავლებას, ცხრილის ხარისხის შეფასება. ტექნოლოგია არ ცდილობს მასწავლებლების შეცვლას, არამედ - მათ შევსებას.

 

გემიფიკაცია

თამაში და სწავლა ერთდება, როდესაც საკლასო ოთახებში იყენებენ თამაშს, როგორც სასწავლო ინსტრუმენტს გეიმინგ ტექნოლოგია სასწავლო პროცესს სახალისოს და მიმზიდველს ხდის. როგორც ტექნოლოგია პროგრესირებს, იგი სწრაფად გამოიყენება საგანმანათლებლო თამაშების გასაძლიერებლად ყველა დისციპლინაში. სუსან ალდრიჯი, დრექსელის უნივერსიტეტის ონლაინ სწავლების ვიცე პრეზიდენტი, ქმნის ამ თამაშებს რეალური ცხოვრების პრობლემებით, რაც სტუდენტებისგან მოითხოვს ღირებული უნარების გამოყენებას მათ ამოსახსნელად. „ეს ვირტუალური თამაშების სამყაროები გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ახალი ცოდნის მიღების და მისიაზე ორიენტირებული გადაწყვეტილების მიღების დაბრკოლებების დადგენით, მრავალი პერსპექტივის გათვალისწინებით და სხვადასხვა რეაგირების განმეორებით“. ეს თამაშები შექმნილია სწრაფი უკუკავშირისთვის, სტუდენტები არიან მოტივირებულნი, რომ ითამაშონ ისინი.

 

ახალი ტექნოლოგიები და ახალი სასწავლო მეთოდები არის ამაღელვებელი და დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, მაგრამ ის მოითხოვს მუდმივ აიტი საფორთს. საგანმანათლებლო ინსტიტუტები აგრძელებენ ციფრული ტრანსფორმაციების ტრენდების მიღებას, უნდა გადავხედოთ ტექნოლოგიური განათლების პარადიგმას და გადავიდეთ გუნდურ მიდგომაზე.

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!

გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34ბ



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ხელოვნური ინტელექტის როლი დასაქმების სფეროში შესაძლებლობები და გამოწვევები

თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი (AI) აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა, ის აქტიურად ცვლის შრომის ბაზარს, ქმნის ახალ პროფესიებს და გარდაქმნის არსებულ სამუშაო პროცესებს. გაეცანი, თუ რა შესაძლებლობებს უხსნის AI დასაქმებულებს, რა გამოწვევების წინაშე აყენებს მათ და როგორ უნდა მოვემზადო მომავლის კარიერისთვის, სადაც ტექნოლოგია და ადამიანი ერთად მუშაობენ.

ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სამუშაო ადგილებზე რევოლუციურ ცვლილებებს იწვევს. ავტომატიზაცია საშუალებას აძლევს კომპანიებს, ოპტიმიზაცია გაუკეთონ რუტინულ დავალებებს, რაც თანამშრომლებს უფრო კრეატიული და სტრატეგიული საკითხების გადაჭრისთვის ათავისუფლებს. ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება შესაბამისი ცოდნის შეძენა.  IT აკადემია Step-ის AI – ხელოვნური ინტელექტის ინ

ШАГ логотип

AI

პროფესიები რომლებიც გაქრება (გადაშენების პირას) რა გავლენას ახდენს AI და ავტომატიზაცია?

გაიგე, რომელი პროფესიები დგას გადაშენების პირას AI-სა და ავტომატიზაციის ეპოქაში. ტექნოლოგიური გავლენა შრომის ბაზარზე გარდაუვალია, ამიტომ მნიშვნელოვანია იმ სფეროების ცოდნა, რომლებსაც ჩანაცვლება ემუქრებათ. აღმოაჩინე გზები, რომლებიც მომავლის კარიერის შენარჩუნებასა და განვითარებაში დაგეხმარება.

ციფრული ერა და შრომის ბაზრის ტრანსფორმაცია თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი (AI) და ავტომატიზაცია აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი. ისინი ჩვენი ყოველდღიური სამუშაო გარემოს განუყოფელი ელემენტები გახდნენ. ტექნოლოგიური პროგრესი რადიკალურად ცვლის შრომის ბაზარს, რაც გარკვეული ტრადიციული პროფესიების გაქრობას ან მათ სრულ ტრანსფორმაციას იწვევს. პროც

ШАГ логотип

AI

Generative AI-ს გავლენა კრეატიული პროფესიების შემცირებაზე

ტექნოლოგიური პროგრესი მუდმივად ცვლის შრომის ბაზარს, თუმცა Generative AI-ს გამოჩენამ კრეატიულ სფეროში განსაკუთრებული კითხვები გააჩინა. რეალურად, ემუქრება თუ არა საფრთხე დიზაინერებსა და ქოფირაითერებს, თუ ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ ახალი ეპოქის დამხმარე ხელსაწყოა, რომელიც შემოქმედებით პროცესს უფრო ეფექტურს ხდის.

საფრთხე თუ ახალი შესაძლებლობა? ბოლო პერიოდში Generative AI (გენერაციული ხელოვნური ინტელექტი) ტექნოლოგიურ სამყაროში ნამდვილ რევოლუციად იქცა. ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა Midjourney და ChatGPT, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ადამიანის ექსკლუზიურობა კრეატიულ პროცესებში. ბევრი ფიქრობს, რომ ალგორითმები, რომლებსაც წამებში შეუძლიათ რთული ილუსტრაციების შექმნა, ჩაანაცვლებენ სპეციალისტებს და

ШАГ логотип

ძირითადი უნარების გარდაქმნა რა ცოდნას ითხოვს მომავალი

ნოლოგიური ევოლუცია ჩვენს თვალწინ ცვლის სამუშაო გარემოსა და მოთხოვნად უნარებს. გაიგე, რა ცოდნას ითხოვს მომავალი, როგორ უნდა გარდაქმნა შენი ძირითადი უნარები ახალ რეალობასთან მოსარგებად და რატომ არის უწყვეტი განათლება წარმატების მთავარი ფორმულა ციფრულ ეპოქაში.

ეპოქალური ცვლილება შრომის ბაზარზე ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება ფუნდამენტურად ცვლის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ის, რაც გუშინ უალტერნატივო უნარად ითვლებოდა, დღეს შესაძლოა ავტომატიზებულმა სისტემამ ჩაანაცვლოს. სწორედ ამიტომ, გადამწყვეტი ხდება არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნა, არამედ ადაპტაციის უნარი და ახალი ეპოქის მოთხოვნებზე მორგება. მ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა