IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

განვითარების ახალი შესაძლებლობები და 2020-ის ტენდენციები

29.07.2020

777 დათვალიერება

გლობალურად, პოსტ-პანდემიური ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად ეკონომისტები სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემს განიხილავენ. გარდა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დონისა, ერთ-ერთი სტატისტიკური მონაცემი, რაც ეკონომისტთა და, ასევე, საზოგადოების ყურადღებას იქცევს, უმუშევრობის გაზრდილი მაჩვენებელია, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება და ეკონომიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დანაკარგებს იწვევს

განვიხილოთ დამსაქმებლის მიმდინარე ძირითადი ტენდენციები, გლობალურ კვლევებზე დაყრდნობით

 

ტენდენცია #1: მიუხედავად უპრეცედენტოდ გაზრდილი უმუშევრობისა, სასურველი კანდიდატის მოძიება და შერჩევა გართულდა:

პირველი და ყველაზე მნიშვნელვანი მიზეზი ისაა, რომ დამსაქმებლის მადა იზრდება, თუმცა კანდიდატები ნაკლებად რისკავენ დღეს და არ სურთ სამსახურის ცვლილება

 

ამავდროულად, კოვიდამდე პერიოდს თუ შევადარებთ, ვაკანსიაზე გაცილებით დიდი რაოდენობის მაღალკვალიფიციური კანდიდატის მოზღვავება შეინიშნება - ეს ქართველი დამსაქმებლებისთვისაც თვალსაჩინოა. მეორე სირთულე სწორედ შერჩევის პროცესია - არაერთი ორგანიზაცია დღეს ცვლის შერჩევის პოლიტიკას და აქცენტს აკეთებს არა იმაზე, თუ რა იცის კანდიდატმა, არამედ პროფესიული ცოდნა-გამოცდილების პარარელურად ტექნიკური მიმართულებით რისი სწავლის უნარი აქვს, რამდენად არის კანდიდატი მომართული, რომ მუდმივად აითვისოს ახალი უნარები და შეიძინოს ცოდნა ტექნიკური მიმართულებით,

 

სიახლის და მრავალფეროვნების მიმღებლობა - ალბათ ყველაზე ადეკვატური შესატყვისი და ძირითადი ფაქტორია, ეს ორი მამოძრავებელი, როგორც ხედავთ, არ ეხება მხოლოდ შეხედულებებს ან ღირებულებათ სისტემას, არამედ ადაპტირების და სხვადასხვა გარემოში მუშაობის უნარს. დღევანდელ სიტუაცაში არცაა გასაკვირი, რომ კომპანიების მთავარი საზრუნავია, არ შეფერხდეს შემოქმედებითი პროცესი და ცხადია, ზემოთ აღნიშნული ადამიანური ფაქტორები ინოვაციების განვითარებისთვის ახლა სასიცოცხლოა.

 

ტენდენცია #2: სტარტაპები, როგორც ტალანტების მიზიდულობის ცენტრი, კარგავს პოზიციებს

ადამიანები ეძებენ მომავლის პროფესიებს, ეძებენ სტაბილურობას, ნაკლებრისკიანი გარემო ახლა მნიშვნელოვანია. Uber-ის მიერ თანამშრომელთა 25%იანი შემცირებისა და Airbnb-ს საპროგნოზო წლიური მოგების განახევრების ფონზე, სტარტაპების მიმართ დამოკიდებულება ამ ეტაპზე სხვაგვარია. მსხვილი კომპანიები ტალანტების "გადმობირებას" წარმატებით ახერხებს ახლა - მათი 70% სტარტაპებს იყენებს პირველად სამიზნედ. თუკი 2018-2019 წლებში სტარტაპები მსხვილი კომპანიების მთავარი კონკურენტი იყო (38% ასე ფიქრობდა) , ახლა ეს მაჩვენებელი 17%-მდეა შემცირებული.

 

ტენდენცია #3: დისტანციურად შრომა და მაღალგანვითარებული ტექნოლოგიები

ახლა ტრენდშია დისტანციურად შრომა, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს კონკრეტული პროფესიეები, მაგალითად, ციფრული მარკეტინგი და სოც-მედია, პროგრამირება, გრაფიკული და 3D დიზაინი, ფინანსისტი და სხვა....

 

დღევანდელ რეალობაში ყველაფრის შემქმნელები IT პროფესიონალები არიან. შესაბამისად მათი საჭიროება როგორც ბიზნესში, ისე სამთავრობო სტრუქტურებში ძალიან მაღალია. IT პროფესიონალებზე მაღალ მოთხოვნას Linkedin-ის 2020 წლის ივნისის თვის მონაცემებიც ადასტურებს, რომლის მიხდვითაც მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესია IT დეველოპერია

 

კრიტიკულად მზარდმა მოთხოვნამ IT პროფესიონალების ხელფასების ზრდაც გამოიწვია. Glassdor-ის მონაცემების მიხედვით:

  • IT დეველოპერის მინიმალური ანაზღაურება 79,526$-ია.
  • შემდეგ მოდის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი 71,082
  • გრაფიკული და 3D დიზაინი 66,952$

ცნობილია ის ფაქტიც, რომ მსოფლიოში ქალების ანაზღაურება მამაკაცების ანაზღაურებაზე 19%-ით დაბალი იყო. 2020 წლის Business Insider-ის კვლევის მიხედვით განსხვავება ქალების საშუალო ხელფასსა და მამაკაცების საშუალო ხელფასს შორის 2 პროცენტია. შესაბამისად, დისტანციურად დასაქმების შესაძლებლობამ ამ მხრივაც დადებითი ბალანსი შეგვიქმნა

 

დისტანციურად შრომა ტრენდშია როგორც არასდროს, უფრო მეტიც, ყველა იმ კომპანიამ რომელსაც სჭირდებოდა ახალი რესურსი, თანამშორმლების შერჩევის პროცესიც სწრაფად გადაიტანა ვირტუალურ სივრცეში, ბიზენს გამოცემებში კი  „ზუმ გასუბრების“ რჩევები გაჩნდა, რომლებიც რეკრუტერებს და სამუშაოს მაძიებლებს ურჩევდნენ, როგორ უნდა წარმართონ კომუნიკაცია დისტანციაზე. შედეგად, გაზრდილია განვითარებადი ქვეყნებიდან პროფესიონალების დასაქმების მაჩვენებელი და სახეზეა რეალობა, რომელშიც დასაქმების შესაძლებლობები დღითიდღე იზრდება – საჭირო უნარებს თუ ფლობ, ონლაინ პლატფორმების გამოყენებით, მარტივად არის შესაძლებელი ჩაება შრომის გლობალურ ბაზარზე და დასაქმდე გიგანტურ კომპანიაში

 

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!


გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

სამსახური გაქვს, მაგრამ ვეღარ ვითარდები - როდის არის პროფესიის შეცვლის დრო

სამსახური გაქვს, მაგრამ გრძნობ, რომ ერთ ადგილზე გაჩერდი? გაეცანი, როგორ განასხვავო სამუშაო გარემოთი უკმაყოფილება პროფესიის შეცვლის სურვილისგან, როგორ შეამოწმო ახალი მიმართულების მიმართ ინტერესი და როგორ დაგეგმო სწავლა არსებული სამსახურის პარალელურად.

როცა სამსახურში ყველაფერი ნაცნობია და ახალი აღარაფერი გხვდება დილით სამსახურში მიდიხარ, დავალებებს ასრულებ, დღის ბოლოს კი გრჩება განცდა, რომ კიდევ ერთი დღე გავიდა და ახალი არაფერი გისწავლია. იცი, როგორ მოაგვარო ყოველდღიური საკითხები, კოლეგებიც შენს გამოცდილებას ენდობიან, მაგრამ ის, რაც ადრე გამოწვევა იყო, ახლა ავტომატურ მოქმედებად იქცა. სტაბილურობა სასიამოვნოა, თუმცა შáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ დაიწყო კარიერა IT-ში ნულიდან, გამოცდილების გარეშე?

გაიგე, როგორ შეგიძლია დაიწყო კარიერა IT სფეროში ნულიდან და რა ეტაპები უნდა გაიარო სწორი მიმართულების შესარჩევად, პრაქტიკული პორტფოლიოს შესაქმნელად და სასურველ პოზიციაზე დასასაქმებლად გამოცდილების გარეშე.

მიმართულების შერჩევა და პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიურ სამყაროში ტექნოლოგიური სფერო დღეს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ, მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მიმართულებად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ IT ინდუსტრია ბევრისთვის მიმზიდველია, დამწყებების უმრავლესობას ერთი და იგივე კითხვა აწუხებს: „როგორ დავიწყო, როდესაც არც ტექნიკური განათლება მაქვს და არც სამუშაო გამოცდილება?“ სინამ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ახალი პროფესიის სწავლა სამსახურთან ერთად - რამდენად რეალურია?

გაიგე, რამდენად რეალურია ახალი პროფესიის ათვისება სრულ განაკვეთზე მუშაობის პარალელურად და აღმოაჩინე დროის მენეჯმენტის ეფექტური სტრატეგიები წარმატებული კარიერული ცვლილებისთვის.

პროფესიული ზრდის გამოწვევები და სწორი დაგეგმვა დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ახალი პროფესიის ათვისება და კარიერული ცვლილება ბევრისთვის პრიორიტეტული ამოცანაა. თუმცა, მთავარი გამოწვევა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას აჩერებს, არსებულ სამსახურსა და ყოველდღიურ რუტინასთან სწავლის შეთავსებაა. ხშირად ჩნდება კითხვა: რეალურია თუ არა სრულფასოვანი პროფესიის შესწა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა