IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

გსურს გაიგო, როგორ გახდე კარგი პროგრამისტი?

29.04.2021

923 დათვალიერება

მე ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი ცდილობს პროფესია "პროგრამისტის" ათვისებას, გეგმავს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით კარიერის აწყობას და ეტაპობრივ ფინანსურ განვითარებას, ზედა ეშელონში გადასვლას..

 

 

John Sonmez-ი: მოგესალმებით, დეველოპერი simpleprogrammer.com -დან. დღეს ვფიქრობდი, რომ ჩამეწერა ვიდეო თემაზე, თუ როგორ შეიძლება გახდე კარგი პროგრამისტი, თუმცა 37 დუბლის ცდის შემდეგ სათქმელი მხოლოდ ერთი მაქვს - ამ საქმეში მთავარია მონდომება!

 

 

გარდა ამისა, რისი თქმაც თქვენთვის შემიძლია, მეგობრებო, ვისაც მაღალ საფეხურებზე ასვლა და 10,000 $ თვიური ანაზღაურება გსურთ, მუდმივად უნდა ისწავლოთ, წიგნები იკითხოთ. სულ უნდა იკითხოთ პროგრამული უზრუნველყოფის დეველოფმენთისა და სფეროში სიახლეების შესახებ წიგნები და სტატიები. მახსოვს, როცა მართლა სერიოზულად განვეწყვე და ვცდილობდი მომეპოვებია ხარისხიანი ცოდნა, გამომემუშავებია საჭირო უნარ-ჩვევები, თვეში დაახლოებით ორ წიგნს ვამუშავებდი. ახლა გაცილებით მეტ წიგნს ვკითხულობ და წინ სვლის პროცესი მაბედნიერებს

 

მნიშვნელოვანია 24/7 კითხულობდე, ნვითარდებოდე, მუდმივად წიგნებში, ბლოგებში, YouTube-ბზე იყო ჩაეფული. სიზმარშიც კი ტექნოლოგიებით დაინტერესდით, წარმატებისთვის უწყვეტ რეჟიმში განაგრძეთ სწავლა - ეს არის ნომერ პირველი საქმიანობა!

 

შემდეგი, რასაც ვიტყოდი, არის ის, რომ თქვენც გჭირდებათ და ესეც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ისწავლოთ მასალა, არამედ ასწავლოთ სხვა ადამიანებს, გახდეთ მენტორი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ნაყოფიერი რამ, რამაც ჩემს კარიერას და წინსვლას სხვაზე მეტად შეუწყო ხელი, გარდა იმისა, რომ პოპულარული გავხდი ჩემი ბლოგით და აღნიშნული მასალით, სასიამოვნო იყო სხვების სწავლება და მხარდაჭერა. ამიტომ, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების უმეტეს ნაწილში, არ ვიცოდი რას ვაკეთებდი. მივდიოდი სხვების მაგიდისკენ და ვეხმარებოდი მათ თავიანთ საქმეში. ყველა ტიპის ადამიანს ვეხმარებოდი. ყოველთვის მინდოდა გამეგო და გადამეჭრა სხვების პრობლემები.რამაც უფრო რთული დაბრკოლებების წინაშე დამაყენა, სწორედ ასე, ყველანაირი პრობლემის პირისპირ დგომით შევისწავლე მე იმ დაბრკოლებების გადალახვა, რომლებსაც ვაწყდებოდი...

 

კვლავ ფიქრობ თუ რომელია მომავლის პროფესია?
→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

მესამე, გარკვეულწილად ეხება პირველს, არის ის, რომ უნდა იყოთ კონცენტრირებული იმაზე, რასაც სწავლობთ. ნუ შეეჭიდებით ყველაფერს ერთად. მე ვფიქრობდი, რომ პროგრამირების 10 ენის შესწავლა გასაოცარი იქნებოდა. საბოლოო ჯამში, პროგრამირების 10-ზე მეტი ენა ავითვისე. მაგრამ სინამდვილეში რაც დამეხმარა იყო ერთი კონკრეტული პროგრამირების ენის სიღრმისეული შესწავლა

 

აქვე, მინდა გაჩვენოთ ბიჭი, რომელიც მართლაც წარმატებული გახდა და სწორი პროექტების შექმნით მიატოვა კიდეც სამუშაო, აქ უნდა დავიკვეხნო რომ ის ჩემი მოსწავლე იყო, სულ რაღაც 928,000 გამომწერი ჰყავს ახლა თავის არხზე. მისი სახელია Gregory.  არ ვაპირებ ვისაუბრო მის პირად ფინანსებზე. მისი მიმართულებაა შეასწავლის საშულო კლასის დეველოპერებს ბლოკჩეინის დეველოპმენტი. გრეგორი წლებია ჩაერთო ბლოკჩეინის განვითარებაში, ძირითადად dApps- ის და Ethereum- ის ბილინგში, მან შეძლო საკუთარი თავისთვის გარანტირებულად უზარმაზარი შემოსავლების შეექმნა ისე, რომ არასოდეს არსად აღარ დასჭირდება საკუთარი რეზიუმეს გადაგზავნა

 

ასე რომ, თუ გსურთ გახდეთ წარმატებული, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი, უნდა დახელოვნდეთ ერთი მიმართულებით

 

ბოლოს რაც მინდა ვთქვა, ნამდვილად კარგი პროგრამისტი რომ გახდე ამისთვის, თავად მუდმივად უნდა ქმნიდე რაღაცეებს. ასე რომ, ნებისმიერ კარგ დეველოპერს, თუ ვინმეს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პოზიციაზე გასაუბრებისთვის დავიბარებ, შევეკითხები, დამატებით რა პროექტებზე მუშაობს ან რაზე უმუშავია ადრე? ეს გარკვეულ ინფორმაციას მომაწვდის. თუ დამატებით რამეზე მუშაობთ, მე მეცოდინება, რომ მუდმივად სწავლობთ და ანვითარებთ თქვენს უნარებს და გატაცებული ხართ ამ საქმით

 

რომ შევაჯამოთ

  • დახელოვნდით ერთი ან ორი პროგრამული ენის მიმართულებით
  • იკითხეთ წიგნები, უყურეთ ვიდეოებს
  • დაიწყეთ ბლოგის ან იუთუბ არხის წარმოება
  • მონახეთ თემატური ჯგუფები, ფორუმები და დაეხმარეთ სხვებს პროგრამირების მიმართულებით ბარიერების გადალახვაში
  • შეადარეთ საკუთარი თავი მხოლოდ საკუთარ თავს
  • იყავით შრომის მოყვარული, თუ არ მოეშვებით, პროფესია ამას დაგიფასებთ!

 

გსურთ გახდეთ კარგი დეველოპერი? წარმატება ამ გზაზე გადის, თუ უფრო და უფრო მეტ დროს ჩადებთ მუშაობაში და ნამდვილად გეყვარებათ საკუთარი საქმე ნუ მოეშვებით, პროფესია ამას დაგიფასებთ!

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

სამსახური გაქვს, მაგრამ ვეღარ ვითარდები - როდის არის პროფესიის შეცვლის დრო

სამსახური გაქვს, მაგრამ გრძნობ, რომ ერთ ადგილზე გაჩერდი? გაეცანი, როგორ განასხვავო სამუშაო გარემოთი უკმაყოფილება პროფესიის შეცვლის სურვილისგან, როგორ შეამოწმო ახალი მიმართულების მიმართ ინტერესი და როგორ დაგეგმო სწავლა არსებული სამსახურის პარალელურად.

როცა სამსახურში ყველაფერი ნაცნობია და ახალი აღარაფერი გხვდება დილით სამსახურში მიდიხარ, დავალებებს ასრულებ, დღის ბოლოს კი გრჩება განცდა, რომ კიდევ ერთი დღე გავიდა და ახალი არაფერი გისწავლია. იცი, როგორ მოაგვარო ყოველდღიური საკითხები, კოლეგებიც შენს გამოცდილებას ენდობიან, მაგრამ ის, რაც ადრე გამოწვევა იყო, ახლა ავტომატურ მოქმედებად იქცა. სტაბილურობა სასიამოვნოა, თუმცა შáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა