IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

დამოუკიდებელი აღმასრულებელი დირექტორი, მითი თუ რეალობა?!

21.09.2020

725 დათვალიერება

როგორი უნდა იყოს ლიდერი, აღმასრულებელი დირექტორი? რა ფუნქციები და ვალდებულებები უნდა ჰქონდეს მას უპირველესად?

  • ის განსაზღვრავს კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებას;
  • წარმოადგენს კომპანიის სახეს

 

მაგრამ, ის ერთპიროვნულად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს?

ნებისმიერ კომპანიაში, რომელიც ზრდაზეა ორიენტირებული, აღმასრულებელ დირექტორს სჭირდება მასზე გამოცდილი მრჩეველები, თუმცა მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე პირების არჩევამდე, დირექტორებმა ჯერ უნდა აითვისონ საუკეთესო პრაქტიკა, რათა შექმნას ეფექტური საბჭო, რომელიც ხელს შეუწყობს მისი სტრატეგიით განვითარებას და უხელმძღვანელებს ორგანიზაციას

 

ერთერთი ონლაინ თამაშების მწარმოებელი სტარტაპ კომპანიის გენ-დირექტორი მოთამაშეებისთვის მომავალი გეიმ ჰაბის განვითარების გზაზეა. პროდუქტის სრულყოფის უზრუნველსაყოფად, მუშაობის ხარისხის შემოწმება და თანამშრომლების ჩართულობის ზრდა რეგულარულად ხორციელდება, რაც მეტს მუშაობს გუნდი, გასაკეთებელი საქმის და შეკითხვების რაოდენობაც უფრო სწრაფად იზრდება

 

აქ დგება გუნდის გაზრდის აუცილებლობა და აღმასრულებელი დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას კომპანიის საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ. როგორც პირველი ნაბიჯი, ისინი განსაზღვრავენ და აღწერენ ბიზნესის ყველა ხარვეზს, ისევე როგორც კონკრეტულ კითხვებს, რომლებიც ბოლო შეხვედრებზე გაჩნდა, თანამშრომლებს ხომ მიუკერძოებელი პასუხები სჭირდებათ

 

კომპანიის წარმატება დამოკიდებულია არამხოლოდ ფინანსებსა და იდეებზე, არამედ, უპირველეს ყოვლისა ადამიანების სწორად შერჩევაზე, სწორ შეკითხვებს რომ დასვამენ და კვალიფიციურ პასუხს გასცემენ, ხარვეზების შესახებ რჩევას მისცემენ ერთმანეთს, განვითარდებიან და კომპანიასაც განავითარებენ

 

ეფექტური საბჭოს შექმნა ნიშნავს, რომ CEO– ები თავისუფლად უნდა იღებდნენ რჩევებს მწვრთნელების და ხელმძღვანელობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციაში მრჩეველთა საბჭო არ არის სავალდებულო, ტექნიკურმა აღმასრულებელმა დირექტორებმა შეიძლება მნიშვნელოვნად ისარგებლონ საბჭოს არსებობით, რადგან თითოეულ წევრს შეუძლია შემოგთავაზოთ ინფორმაცია, იდეები და სტრატეგიული რჩევები აღმასრულებელი დირექტორის ექსპერტიზის მიღმა. სტარტაპერებისთვის, მრჩეველთა საბჭოს შექმნამ შეიძლება გადამწყვეტი როლი შეასრულოს მათ კორპორაციულ განვითარებაში.

 

ბიზნესის საჭიროებები

აღმასრულებელი დირექტორები ხშირად იწყებენ მრჩეველთა საბჭოს წევრების ძებნას ორგანიზაციის საჭიროებების და სუსტი მხარეების გაცნობამდე. როგორც პირველი ნაბიჯი, პრობლემების აღმოსაფხვრელად, აღმასრულებელმა დირექტორებმა უნდა განსაზღვროს მკაფიო გზა. იფიქრეთ ბიზნესის ისეთ სფეროებზე, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს და იპოვნეთ ხარვეზები ცოდნაში, უნარებსა და გამოცდილებაში.

 

არ შეუშინდეთ სირთულეებს

მცირე და საშუალო ბიზნესში ადამიანების შერჩევა ხშირად ურთიერთობების, სამეგობრო ქსელის ან რჩევებისს აფუძველზე ხდება, ნაცნობები და ახლობლები კი ყოველთვის ყოყმანობენ CEO- სთვის საწინააღმდეგო არგუმენტის შეთავაზებაზე, ეს უჩინარი მაგრამ მწვავე პრობლემაა

 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - ეფექტური გუნდის შექმნა ნიშნავს, რომ დამფუძნებელი ხარ თუ დირექტორი მზად უნდა იყო რჩევების მისაღებად, არ უნდა შეუშინდეთ ახალ ინიციატივებს

 

იცოდეთ რა არის კარგი

მრჩეველთა საბჭო უნდა შედგებოდეს გამოცდილი კადრებისგან, რომლებსაც აქვთ ინტერესი კომპანიის მიმართ და მზად არიან წვლილი შეიტანონ მის განვითარებაში. გადახედეთ მათ ისტორიას და გამოცდილებას, რათა გამოავლინოთ ის უნარები, რომლებიც თითოეულმა პიროვნებამ შემოგთავაზათ. აღმასრულებელმა დირექტორებმა უნდა შეინარჩუნონ წევრთა მინიმალური რაოდენობა ისე, რომ ჯგუფი მართვადი გახდეს, მაგრამ საკმარისად მაქსიმალური, რომ საჭირო ნიჭი მიიღონ. რაც უფრო დიდია მრჩეველთა საბჭო, მით უფრო მეტ ყურადღებას და რესურსს მოითხოვს ის.

 

თითოეულ მრჩეველს უნდა შეეძლოს შემდეგი ატრიბუტების შემოთავაზება:

  • ინდუსტრიის ცოდნა
  • მომხმარებელთა კონტაქტები
  • ციფრულ მედიაში და პრესასთან კონტაქტები
  • კაპიტალზე ხელმისაწვდომობა
  • მენეჯმენტის პოტენციურ წევრებზე და მრჩევლებზე ხელმისაწვდომობა
  • პარტნიორობის ხელშეკრულებებზე მუშაობა
  • M&A გამოცდილება
  • ზოგადი მენეჯმენტის გამოცდილება

 

მოერიდეთ კონფლიქტებს და მიეცით მოტივაცია გუნდის წევრებს

და ბოლოს, მრჩეველთა წახალისება უნდა მოხდეს სწორი კომპენსაციის საშუალებით, როცა ეს შესაძლებელია, საკუთარი კაპიტალის, ფულის ან სხვა ხარჯების მეშვეობით, რომ წევრები იყვნენ ჩართულები. კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინეთ პერსპექტიული როლი, ამჟამინდელი პოზიცია, ძლიერი მხარეები და ის, რაც მათ შედეგად მოაქვთ.

 

აღმასრულებელი დირექტორები, რომლებიც სათანადოდ აფასებენ ადამიანებს და თავიანთ კომპანიას, ქმნიან განწყობას და მუხტს, გუნდს რომელიც უძლეველი და შეუჩერებელია, ორგანიზაცისს წარმატების მიღწევის გზაზე

 

დამოუკიდებელი აღმასრულებელი დირექტორი არ არსებობს, ეს მითია, წარმატებას ქმნის გუნდი!

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 95 ფილიალით!


გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

 

თბილისი,

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

უნივერსიტეტის გარეთაც არის ცხოვრება: სად და როგორ ვისწავლოთ მომავლის პროფესიები?

სად და როგორ ვისწავლოთ მომავლის პროფესიები უნივერსიტეტის გარეშე? გაიგე, რატომ კარგავს აქტუალობას ტრადიციული დიპლომები ციფრულ ეპოქაში, რომელი მიმართულებებია ყველაზე მოთხოვნადი შრომის ბაზარზე და როგორ გეხმარება IT აკადემია Step პრაქტიკული უნარების ათვისებასა და მაღალანაზღაურებადი კარიერის დაწყებაში, მოკლე დროში.

ტრადიციული განათლების კრიზისი და ციფრული ეპოქის გამოწვევები დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში, ტრადიციული  საუნივერსიტეტო განათლება ხშირად ვეღარ ეწევა ტექნოლოგიურ პროგრესს. სანამ სტუდენტი თეორიულ პროგრამას ასრულებს, ბაზარზე მოთხოვნადი ინსტრუმენტები და პროგრამირების ენები უკვე ახლდება. სწორედ ამიტომ, სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ უნივერსიტეტის კედლებ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

თუ შვილმა სტუდენტის სტატუსი ვერ მოიპოვა - 3 ნაბიჯი, როგორ დავეხმაროთ მას კრიზისის დაძლევაში

თუ შვილმა სტუდენტის სტატუსი ვერ მოიპოვა, ეს სამყაროს დასასრული არ არის. გაიგეთ, როგორ დაეხმაროთ მას კრიზისის დაძლევაში, შეინარჩუნოს მოტივაცია და ეს პერიოდი საკუთარი განვითარების შესაძლებლობად აქციოს.

ერთი შედეგი არ განსაზღვრავს მთელ მომავალს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ ბევრი ოჯახი სიხარულთან ერთად იმედგაცრუებასაც ხვდება. თუ აბიტურიენტმა სტუდენტის სტატუსი ვერ მოიპოვა, ეს ხშირად მთელი ოჯახის ემოციურ მდგომარეობაზე აისახება. ახალგაზრდისთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს არა მხოლოდ გამოცდის წარუმატებლობას, არამედ საკუთარი შესაძლებლობების ე

ШАГ логотип

მშობლებისთვის

როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლობა და კრიტიკული აზროვნება

როგორ ეხმარება სკოლის პარალელურად პროფესიის სწავლა ბავშვს დამოუკიდებლობის, კრიტიკული აზროვნებისა და პასუხისმგებლობის განვითარებაში? გაიგეთ, რატომ არის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია მისი მომავლისთვის.

დამოუკიდებლობა იწყება მაშინ, როცა ბავშვი რეალურ პასუხისმგებლობას იღებს ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვის მთავარი მოვალეობა მხოლოდ სკოლაში კარგად სწავლაა. თუმცა, თანამედროვე რეალობაში მაღალი ქულები და კარგი ატესტატი წარმატებული მომავლის გარანტიას აღარ წარმოადგენს. ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება და შრომის ბაზრის ცვლილება სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ისეთ უნ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ შევცვალოთ პროფესია 6 თვეში და დავიწყოთ სრულიად ახალი კარიერა IT-ში

პროფესიის შეცვლა 6 თვეში რეალურია, თუ სწავლა პრაქტიკაზე, სწორ მიმართულებასა და რეალურ პროექტებზეა დაფუძნებული. გაიგე, როგორ შეგიძლია დაიწყო ახალი კარიერა IT სფეროში და გამოიმიშავო ის უნარები, რომლებიც თანამედროვე შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია.

პროფესიის შეცვლა აღარ ნიშნავს ყველაფრის თავიდან დაწყებას რამდენიმე წლის წინ პროფესიის შეცვლა ბევრისთვის რთულ და თითქმის მიუღწეველ გადაწყვეტილებად ითვლებოდა. ადამიანებს ჰქონდათ განცდა, რომ ახალი კარიერის დასაწყებად აუცილებლად სჭირდებოდათ წლები, უნივერსიტეტში ხელახლა ჩაბარება და დიდი გამოცდილება. დღეს რეალობა შეიცვალა. შრომის ბაზარი ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება, ხ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა