IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

დისტანციური შრომა და განუზომელი ახალი შესაძლებლობები

14.07.2020

817 დათვალიერება

2019 წლის მიწურულს, ზამთრის სუსხიან ორშაბათ დღეს, მეგობარს შევხვდი ლანჩზე, რომელიც ბრიუსელში ცხოვრობს და მუშაობს. თუმცა, ეს ხელს არ უშლიდა, ლანჩზე თბილისში ყოფილიყო. დღემდე კვირაში რამდენიმე დღე მუშაობს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან: შეუძლია საქართველოში იყოს, დღის განმავლობაში სახლიდან ან საყვარელი კაფე ბარიდან წაიმუშაოს, მეგობრებთან გაატაროს დრო


მსოფლიოში სამუშაო ადგილის თავისუფლების ტენდენციაა, ჯერ კიდევ 2018 წლის კვლევის თანახმად, ევროპის მაშტაბით დასაქმებულთა 52% კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც მუშაობს დისტანციურად.*


ჩემთვის, როგორც ე. წ. მილენიალი სტეპერისთვის, დისტანციურად მუშაობა ყოველთვის მიმზიდველი თემა იყო, ცხოვრების ამ ეტაპზე კი - განსაკუთრებით, იმის გამო, რომ პანდემიამ ჩვენი ცხოვრებისა და გადაადგილების გეგმები არია


ჩემი მეგობარი კი, რომელიც ბელგიაში საკმაოდ დიდი ორგანიზაციის პროდუქტების განვითარების მენეჯერია, იმით არის უკმაყოფილო, რომ მისი მენეჯერი საშუალებას არ აძლევს თვეში 2 კვირაზე მეტი იმუშაოს დისტანციურად და მარწმუნებს, რომ სახლიდან მუშაობის დროს ყველაზე პროდუქტიულია

 

გადავხედოთ საერთაშორისო კვლევებს

აღმოჩნდა, რომ ამერიკელების უმეტესობა (78%) უაღრესად დადებით შეფასებას აძლევს პანდემიის პერიოდში სახლიდან მუშაობას და ამბობს, რომ ეს კარგად აისახა მათ ჯანმრთელობაზე (70%) და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაზე (მეტი დრო გამიჩნდა ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის - 69%) და თან ისე, რომ პროდუქტულობა არ შემცირებულა.

მონაცემები კვლევითმა ორგანიზაცია Morning Consult-მა გამოაქვეყნა, 2020 წლის გაზაფხულზე ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით. სახლიდან მუშობის დადებითი ფაქტორებად გამოიკვეთა:

  • დრო დამეზოგა სხვა საქმეებისთვის;
  • კომფორტულად ვგრძნობ თავს სახლში;
  • შესრულებული სამუშაოს ხარისხი გაიზარდა

აღმოჩნდა, რომ სულ უფრო მეტ ამერიკელს სურს, ჰქონდეს სამუშო გრაფიკისა და ადგილის შერჩევის თავისუფლება: 75% თუნდაც ერთ დღეს გაატარებდა ოფისიდან გარეთ, ხოლო 60% ამბობს, რომ იმ ვაკანსიას უფრო მიანიჭებენ უპირატასობას, რომელიც დისტანციური მუშაობის შესაძლობელობას ითვალისწინებს.

ორად იყოფა თვალსაზრისი ონლაინ შეხვედრების ეფექტურობასთან დაკავშირებით: 50% ფიქრობს, რომ ვირტუალური თათბირი იგივენაირად ეფექტიანია, როგორც პირისპირ, თუმცა 31% შეხვედრის ამ ფორმას ნაკლებად შედეგიანს უწოდებს.

საინტერესოა დასაქმებულების თვალსაზრისი ოფისში დაბრუნებასთან დაკავშირებით: მათი უმეტესობა ამჯობინებს სახლიდან მუშაობას, ვიდრე ვაქცინა ხელმისაწვდომი არ გახდება

 

ამ და სხვა კვლევებით, ერთი რამ ცხადია: მოქნილი გრაფიკი და ადგილის შერჩევის შესაძლებლობა საქართველოშიც მნიშვნელოვანი იქნება დასაქმებულებისთვის და სამუშაოს მაძიებლებისთვის და ეს დამოკიდებულებები რადიკალურად შეცვლის როგორც მუშაობის სტილს მომავალში, ისე კანდიდატების მოზიდვის პროცესს, თუ რა მოდელს მოირგებენ ან განავითარებენ ორგანიზაციები დაზუსტებით არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ დისტანციაზე ყოფნით გაპირობებული ცვლილებები აუცილებლად დაგვრჩება. რჩევები და პროგნოზები უამრავია, ორგანიზაციის აღმასრულებლები გვირჩევენ პროფესიებს რომელიც კარგად მოერგება მოვლენების განვითარების ნებისმიერ სცენარს

 

  • გახდი ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი – უკვე დიდი ხანია ტრადიციულ მარკეტინგულ აქტივობებს ციფრული მარკეტინგი უსწრებს და თუ საწყის ეტაპზე სარეკლამო კამპანიებს ზოგადი მარკეტინგის სპეციალისტები უძღვებოდნენ, დღეს უკვე სახეზეა ციფრული მარკეტინგის მაღალ ანაზღაურებადი სპეციალისტები, რომლებიც მართავენ სარეკლამო კამპანიებს
  • გახდი ვებ პროგრამისტი  – რაც დრო გადის, ადამიანები უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ ონლაინ, შესაბამისად, კომპანიებისთვის აუცილებელია ჰქონდეთ ვებსაიტი და მობილური აპლიკაციები, რომელსაც ცხადია, სჭირდება როგორც დეველოპერი პროგრამული ნაწილის უზრუნველსაყოფად, ასევე დიზაინერი. ამ ორი სპეციალისტის სამუშაო ფაქტობრივად გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და ორივეს მიმართ მზარდი ინტერესი არსებობს
  • გახდი პროფესიონალი 3D დიზაინსა და მოდელირებაში – თუ თქვენ გაქვთ საინტერესო ხედვა, მაგრამ არ იცით ეს უნარები გამოგადგებათ თუ არა, ამ შემთხვევაში ჩვენი პროგრამა თქვენთვისაა. წარმატების მისაღწევად თქვენგან საჭიროა მხოლოდ სუვლილი, შრომა და დისციპლინა

 

ასე მოვხვდი მეც სტეპში და გავხდი სტეპერი, მალე შემოვა 5G ინტერნეტი და კიდევ უფრო მარტივი გახდება დისტანციური შრომა, ფაქტები სახეზეა, სამყარო წარმატებულ მომავალს გვიქადის

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!


გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34

 

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა