IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

2020 წლის ინტერიერის დიზაინის ტოპ ტრენდები

27.06.2020

845 დათვალიერება

ეძებთ უახლეს ინტერიერის დიზაინის ტრენდებს თქვენი დეკორაციული სქემებისთვის 2020 წელს? აქ მოცემულია ტოპ 20.

გადავხედოთ მომავლის ინტერიერის დიზაინის ტრენდებს. ამ სტატიაში მომცემულია ტოპ 20 თემები და სქემები ინტერიერის დიზაინის. ასევე, მოცემულია გარკვეული რჩევები, რომ დაგეხმაროთ ოთახის დიზაინის შექმნაში თქვენი საყვარელი ტრენდების მიხედვით.

1.ლურჯი არის ახალი ნაცრისფერი

ჩვენ არ გვეგონა თუ ეს მოხდებოდა, მაგრამ ჩვენი სიყვარული ნაცრისფერის მიმართ შეცვალა ლურჯმა. თუ ჩვენი არ გჯერათ, დაუჯერეთ Pantone-ს. 2020 წლის ფერს ქვია კლასიკური ლურჯი. ის არის სუფთა და ელეგანტური და მარტივია ოთახის დიზაინში გამოსაყენებლად.

2.ჩვენ ისევ გვიყვარს ვარდსფერი

ვარდისფერი ფერი ისევ აქტუალურია. თუმცა, არის რამდენიმე წესი მისი გამოყენების. თავი აარიდეთ კაშკაშა ვარდისფერის გამოყენებას.

3.TRANQUIL HUES

მოდით გადავხედოთ  Dulux 2020 წლის ფერს, Tranquil Dawn.ეს არის მწვანე! ის მაქსიმალურად რბილი და ბუნებრივია, როგორიც მწვანე. ეს დაკავშირებულია ტექნოლოგოების განვითარებასთან და ჩვენს გრძნობასთან, თითქოს ერთმანეთს ვშორდებით. ეს ფერი თავის ცივ მხარეს აჩენს ნაცრისფერთან შეხამებისას, ხოლო თბილია კრემისფერთან და ღია ვარდისფერთან.

4.ტექსტურა

2020 წლის ტრენდები მხოლოდ ფერებს არ ეხება, ტექსტურა ხშირად გამოიყენება იმისთვის, რომ ოთახი უფრო საინტერესო გახდეს. ეს კარგია, თუ ხართ ნატურალისტი და გჭირდებათ სხვადასხვა ფერით ოთახის გაფორმება. მისაღებ ოთახში გამოიყენება ხალიჩები, სხვა ოთახებში კი გამოიყენება ტექსტურა მცენარეებით.

5.თანამედროვე სივრცეში ტრადიციული პრინტები

ჩვენ არ ვადგენთ ტრენდს, ამიტომ უკაცრავად, თუ ვინმეს არ მოეწონება ეს ტრენდი. ეს არსებითად ტრადიციული ნიმუშია მსუბუქ ფონზე. და იცი რა? ჩვენ მოგვწონს ეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის თანამედროვე ნიმუშებს შეესაბამება.

6.CONCEALED KITCHENS

შეიძლება გიფიქრიათ მაცივრის ან კარის ჩაშენებაზე სამზარეულოში, მაგრამ ვიფიქრიათ მთელი სამზარეულოს ჩაშენებაზე? ეს ხდება ცნობილი დიზაინერული ტრენდი.

საცხოვრებელი ადგილების დაპატარავებათან ერთად, მინიმალისტური სამზარეულოები ახალი ტრენდია. ნივთები, როგორც არის დანა, ონკანი და სხვა, რაც ადრე ჩვენს თვალწინ იყო, ახლა შეიძლება გაქრეს სხვადასხვა კაბინებში, რომ მეტი სივრცე გამოჩნდეს. პოპულარულია ღია სამზარეულოები, პატარა სამზარეულოს დიზაინები და თანამედროვე სტილის სამზარეულოები.

7.უფრო სოციალური სივრცის შექმნა

ჩვენ სახლებზე გავენას ახდენს სახლში დარჩენის ტენდენცია. ვუყურებთ ბარებს და რესტორნებს ჩვენს სახლში დასასვენებელი გარემოს შესაქმნელად.

8.პასუხისმგებლობითა და წარმატებით შეძენა

ადამიანები ცდილობენ უფრო პასუხისმგებლობით და წარმატებულად ივაჭრონ, ინტერიერის სამყაროში ეს ნიშნავს ავეჯის შეძელბას, რომელიც დამზადებულია ადგილობრივი მასალით ან დამზადებულია გადამუშავებული მასალით. რაც უფრო მეტად ვზრუნავთ ეკოლოგიაზე, უფრო მეტად გვესმის ჩვენი ნივთების გადამუშავების მნიშვნელობა. არის ბევრი კაი საიტი, მაგალითად Gumtree და Freecycle.სადაც შეგიძლიათ იყიდოთ ან გაყიდოთ მეორეული ავეჯი.

9.ცხოველების პრინტები

როგორც ჩანს, ჩვენი საყვარელი ტრენდი ცხოველების პრინტებზე ჩვენ სახლშიც გადმოდის 2020 წელს. უნდა დაიწყოთ პატარა დეტალებით და აქსესუარებით და თუ მოგეწონებათ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბალიშებსა და ხალიჩებზე.

10.ორ ტონში გაკეთებული სამზარეულოს კაბინები

დაემშვიდობეთ თეთრ სამზარეულოს, ფერები ისევ მოდაში შემოდის. ეს არ არის მხოლოდ ერთი ფერი, ჩვენ ვხედავთ ტრენდს ორი ფერის გამოყენების შესახებ. გამოიყენება მუქი ფერი ქვედა კაბინისთვის და ღია ფერი თაროებისთვის და ზედა კაბინებისთვის. მაგალითად, ნეიტრალური ფერების ან კრემისფერი თაროები ზევით და მუქი ფერის კაბინები ქვევით.შეგიძლიათ გამოიყენოთ კონტრასტული მასალები. ეს ტრენდი შეგილიათ გამოიყენოთ როგორც თანამედროვე, ასევე, ტრადიციული სტილის სამზარეულოსთვის.

11.მაქსიმალიზმი

ჩანს, თითქოს ინტერიერის სამყარო დომინირებულია მინიმალისტური სკანდინავიური დიზაინით, მაგრამ ყველა ნიშანი მიუთითებს სუფთა ინტერიერიდან უფრო ნათელ დეკორამდე. საუბარია ბევრ პატერნზე, მკვეთრ ფერებზე და შეუსაბამო ავეჯზე .

12.CRITTALL STYLE WINDOWS AND DOORS

CRITTALL STYLE ფანჯრები და მუქი ფერის ჩარჩოები, რომლითაც ვავსებდით ჩვენი პინტერესტის გვერდს დაბრუნდა. მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ მას იყენებენ არამარტო ფანჯრებსა და კარებზე, არამედ გაფართოებების, ოთახების გამყოფებისა და თუნდაც საშხაპე ეკრანებისთვის. მარტივია იმის გაგება, თუ რატომ მოსწონს ის ყველას - გრაფიკული სტილი ინდუსტრიალურ ტრენდში აბიჯებს, რაც ჯერ კიდევ ძლიერი ტრენდია, ასევე, ისინი კარგი საშუალება ოთახში სინათლის შემოტანისთვის.

13.ბეტონის აბაზანები

შარშან მოდაში იყო სპას მსგავსი აბაზანები, 2020 წელს კი მოდაშია აბაზანები, რომლებიც არის მკაცრი და ფუნქციური. ამის მიღწევა შეიძლება მიკრო ბეტონით, რაც ქმნის ეფექტს სრული ბეტონის , რაც ფარავს კედლებს და იატაკს.

14.CURVED SOFAS

პოპულარული შუასაუკუნეების დიზაინი, სკულპტურული დიზაინით. მაღალი ზურდიანი სავარძლები მდიდრული ვილვეტით აძლევს მოდურ შეხედულებას ოთახს. რამდენადაც არ უნდა გვიყვარდეს ვინტაჟური ნივთები და ანტიკური მაღაზიები, რეალურად ეს ძვირია.

15.SCALLOPED EDGES

მოდა და სილამაზის სფეროში აქტუალური ქალთევზას ტრენდი ეხებოდა კანფეტების ფერებს და პასტელებს,ინტერიერის სამყარომ გამოიყენა უფრო ზრდასრული გზა და ჩვენ მოგვწონს ეს.

16.TERRAZZO

ეს ტრენდი არამარტო იატაკს ეხება, არამედ გადადის კედლებზეც და აბაზანაზეც კი. მთელი აბაზანის ამ სტილში გკეთება შეიძლება არარეალურია, მაგრამ მისი ქცენტები არის სხვადასხვა ფორმით, ხალიჩებით, სანათებით, შეგილიათ ჩართოთ ეს სტილი თქვენს დიზაინში.

17.70-იანებში

მოდაში შემოდის თბილი ფერები, ნარნჯისფერი, ყვითელი, წითელი. ასევე, მცენარეები, ლეოპარდის პრინტი, ეს ყველაფერი 70-იანების სტილს ემსგავსება. ეს რეტროს შეგრძნება ცვლის შუასაუკუნეების თანამედროვეს და და ბოჰო სტილის ინტერიერსაც კი. წარმოუდგენელია აბაზანის დეკორაცია ყვითელ ფერებში, მაგრამ ფერებში, ფორმებში და ტექსტურაში არის ნოსტალგია, რაც ჩვენზე მოქმედებს.

18.სკანდინავიური სტილი მუქ ფერებში

ოდესმე დასრულდება ჩვენი ნორვეგიული ინტერიერების სიყვარული? ალბათ არა. მაგრამ, რგოორც ყველა ტრენდი, რომელიც რამდენიმე წელი პოპულარულია, ჩვენ ვიგონებთ ახალ სახელს იმისთვის, რაც ფაქტობრივად იგივეა, ცოტათი შეცვლილი ელემენტებით. მაგალითად, ახალი ნორვეგიული.ეს ცოტათი მუქია, ვიდრე კლასიკური სკანდინავიური სტილი, მაინც იყენებს იგივე ტექსტურას და ღია ხის ავეჯს, უფრო გოთიკური აქცენტით.

19.STATEMENT CEILINGS

როდესაც ჭერის შეღებვას გადაწყვიტავთ, შეღებეთ იგი ისეთ ფერში, რომელიც თქვენ კედელთან კონტრასტულია. თუ პატარა ოთახში მუშაობთ, სცადეთ ფერის იმავე ფერში შეღებვა, იმის მიუხედავად, რასაც სინათლეზე ამბობენ, ეს ნამდვილად მუშაობს.

20.ვილვეტი

ეს ტრენდი გავრცელებული იქნება 2020-ში. ჩვენი საყვარელი აღომჩენა - ვილვეტის დივანი.



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

რომელი პროფესიის სწავლა ღირს დღეს, რომ 5 წლის შემდეგ არჩევანი არ ინანო

დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება გამოწვევაა, რადგან ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტი მუდმივად ცვლის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სტატიაში განხილულია, თუ რომელი სფეროების შესწავლაა მიზანშეწონილი დღეს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში შენი არჩევანი სტაბილური და მოთხოვნადი დარჩეს.

ხვალინდელი დღის გამოწვევები: როგორ შევარჩიოთ სწორი პროფესია? დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება ერთ-ერთ ყველაზე პასუხისმგებლიან ნაბიჯად იქცა. ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის განვითარება იმ ტემპით მიმდინარეობს, რომ იმ პროფესიებმა, რომლებიც რამდენიმე წლის წინ პოპულარობის პიკში იყვნენ, შესაძლოა მალე დაკარგონ აქტუალობა. ა

ШАГ логотип

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა