IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი? რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

16.06.2020

941 ხედი

ჯერ არ იცნობთ ინფლუენსერ მარკეტინგს? თქვენ არ ხართ ერთადერთი - ინფლუენსერ მარკეტინგი პირდაპირ კავშირშია სოციალურ მედია მარკეტინგთან და კონტენტ მარკეტინგთან

ადამიანებს, რომლეთაც აქვთ განსაკუთრებული ურთიერთობა და ნდობა გარკვეულ აუდიტორიასთან, ინფლუენსერები ეწოდებათ, ინფლუენსერ სააგენტოებში ეძებენ ასეთ სოციალურად აქტიურ ადამიანებს, რომ ზუსტ სეგმენტზე დაარეკლამონ ბრენდი ან პროდუქტი.

ძველებური მეთოდით, მომმარებლების დიდ ჯგუფთან, პირდაპირი, უხეში მარკეტინგის განხორციელების საპირწონედ, ინფლუენსერები იწერენ ქულებს, რადგან გაზრდილი კონკურენციის, ალგორითმების შეცვლის და სოციალურ მედიაში კომერციული შეტყობინებების დაბლოკვის სიმარტივის გამო, კომპანიებისთვის სულ უფრო ძნელდება სამიზმე აუდიტორიაზე გასვლა ტრადიციული რეკლამის გაშვებით

 

ინფლუენსერები, ხშირად ჩანან, როგორც ექსპერტები გარკვეულ სფეროში (მოდა, ფიტნესი, კვება), მათ აქვთ მაღალი რეპუტაცია. ასეთ პირთან კოლაბორაცია გაძლევთ წვდომას მის მიმდევრებზე, რომლემსაც ინფლუენსერი სანდო ადამიანად მიაჩნიათ.

 

ზემოთ ნახსენები ელემენტების დაცვით, ინფლუენსერები კამპანიის დროს თვითონ ქმნიან კონტენტს, რომ შეიქმნას ავთენტური საუბარი და ჩართულობა თქვენს პროდუქტს და შეტყობინებას შორის.ინფლუენსერის წრფელი აზრის დამატება თქვენი პროდუქტის შსახებ ზრდის სანდოობას და ჩართულობას. რასაც დიდი გავლენა აქვს ლიდების გენერაციაზე, გაყიდვებზე და ზოგად ზრდაზე თქვენი ბიზნესის.

 

ინფლუენსერ მარკეტინგის სტრატეგია?

ინფლუენსერ მარკეტინგი არ არის ახალი მარკეტინგული სტრატეგია. სოციალური მედიის, Adblock ტექნოლოგიების  გაზრდით და მომხმარებლების სკეტპიკურობით, მარკეტოლოგები მეტ ბიუჯეტს უთმობენ ინფლუენსერ მარკეტინგს, ვიდრე ტრადიციულ მეთოდებს.

ბრენდების ჯამური რაოდენობა, რომელიც ჩართულია ინფლუენსერ მარკეტინგში ამტკიებს იმას, რომ ეს სტრატეგია მუშაობს. კონტენტი და რეკომენდაციები ინფლუენსერისგან არის უფრო სანდო. თუნდაც, ისეთ ინფლუენსერებს, ვისაც ჰყავთ ნაკლები მიმდევარი, მაგრამ აქვთ მაღალი სანდოობა, შეუძლიათ კარგი შედეგები მოუტანონ თქვენს ბრენდს.

 

დაიწყეთ საუკეთესო ინფლუენსერ მარკეტინგის სტრატეგიის შექმნა თქვენთვის! ეს თქვენი ინფლუენსერ მარკეტინგის კამპანიისთვის მნიშვნელოვანია.

 

განვსაზღვრეთ რა მუშაობს და რა - არა. თქვენი მიზნების შესაბამისად, სტრატეგია შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი. თუ თქვენ ბრენდს უნდა ახალ აუდიტორიაზე გასვლა, ჩვენ ზედმეტ ყურადღებას ვამახვილეთ ინფლუენსერის აუდიტორიის მრავალფეროვნებაზე. თუ გსურთ, რომ ბრენდის სანდოობა გაზარდოთ, უნდა ფოკუსირდეთ ავთენტურობასა და ნდობის გაზრდაზე. შედეგების გასაზომად შეიძლება გამოვიყენოთ შთაბეჭდილებები, მიმდევრები, დაკლიკვის რაოდენობა, ლიდები, საუბრები. თქვენი მიზნების შესაბამისად, შეგიძლიათ შექმნათ კამპანია, რომ მიაღწიოთ მიზნებს.

 

ინფლუენსერ მარკეტინგის უპირატესობა

როდესაც გინდათ სცადოთ ნაკლებ აგრესიული სახის მიდგომა, ინფლუენსერ მარკეტინგი არის მომგებიანი თქვენთვის. ბრენდები აცნობიერებენ რომ ეს არის ტრადიციული მარკეტინგის ალტერნატივა. ტრადიციული რეკლამა შეიძლება იყოს ძვირი და არაეფექტური, მომხმარებლებსაც აღარ მოსწონთ, როდესაც მას პირდაპირ აჩვენებ სხვადასხვა რეკლამას, აჩვენებ ათასჯერ, რეკლამას დღეს ნაკლები სანდოობა აქვს.

ინფლუენსერ მარკეტინგის პლუსი ისაა, რომ აუდიტორია უკვე არის, თუ სწორად გამოიყენებთ მას

ეს აუდიტორია არ აღიქვამს კონტენტს, როგორც რეკლამას. თქვენ უნდა მიაღწიოთ პარტნიორობას ინფლუენსერთან, მან უნდა გაცნობიეროს თქვენი მარკეტინგული სტრატეგია და გადაწყვიტოს როგორ დაიწყოთ თქვენი ახალი ინფლუენსერ მარკეტინგის კამპანია.

 

მაღალი ხარისხის კონტენტი

არასოდეს დაგავიწყდეთ კარგი კონტენტის ღირებულება და ის, თუ როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია ინფლუენსერს. მან იცის, რა კონტენტი აინტერესებს მიმდევრებს. მათ ზუსტად იციან როგორ გაართონ და ინფორმაცია მიაღოდონ თავიანთ აუდიტორიას პროდუქტის ან სერვისის შესახებ.

ბრენდის ცნობადობა

ინფლუენსერს შეუძლია გააცნოს თქვენი ბრენდი ათასობით ადამიანს. როდესაც ინფლუენსერს ჰყავს აუდიტორია, თქვენ აღარ გჭირდებათ თქვენი აუდიტორიის მოძებნა. რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს თქვენი ბრენდის და თქვენი ისტორიის, ვინ ხართ თქვენ და რას სთავაზობთ, მით უფრო მეტია თქვენი პროდუქტის გაყიდვის შანსი.

 

ინფლუენსერებს უკვე აქვთ დამყარებული ურთიერთობა აუდიტორიასთან. მათი მიმდევრები პატივს სცემენ მის რეკომენდაციებს და ხედავენ მას, როგორც ავთენტურს. უფრო მეტად ავთენტურს, ვიდრე ზოგიერტი ბრენდი.

 

ინფლუენსერ მარკეტინგი გავლენას ახდენს ხალხზე, კვლევები აჩვენებს, რომ ხალხმა შეიძინა 10 დან 7 ნივთი ინფლუენსერის რეკომენდაციის შემდეგ. ინფლუენსერ მარკეტინგს აქვს მაღალი ROI - რეკლამის ტრადიციულ ფორმებთან შედარებით. მომხმარებლებს ძალიან სჭირდებათ შეფასებები, ქულების მინიჭება და სიტყვიერი რეკომენდაციები პროდუქტი შესახებ.

 

 

ინფლუენსერობის დადებითი მხარე

ინფლუენსერად ყოფნა ბევრის ოცნებაა, მათ აქვთ

  • უფასო პროდუქტი
  • ბრენდებთან კოლაბორაცია, პოსტზე თანხის გადახდა
  • შესაძლებლობა, გახდეთ ლიდერი
  • მოქნილი სამუშაო საათები
  • ავთენტურობა და ინტეგრირებულობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თქვენ არ უდნა დაწეროთ კონტენტზე, რომელიც არ გიზიდავთ.
  • შესაზლებლობა, რომ გქონდეთ კომუნიკაცია ადამიანებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

ინფლუენსერობის უარყოფითი მხარე

  • ეს არის 24/7 სამუშაო
  • მიმდევრების მოძეიბა არ არის ადვილი.
  • გაპარული ცუდი პოსტები აუდიტორიას 30% ამცირებს

 

ინფლუენსერ მარკეტინგის სტატისტიკა

  • ახალგაზრდები ინფლუენსერებს უფრო ენდობიან, ვიდრე ცნობილ ადამიანებს
  • თუ მომხმარებელი ენდობა ინფლუენსერის რეკომენდაციებს, დიდი შანსია, რომ მათ შეიძინონ პროდუქტი
  • უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს Adblock ტექნოლოგიებს, ინფლუენსერის კონტენტი არ არის დაბლოკილი.

 

ინფლუენსერ მარკეტინგის ბაზრის სიდიდე

2020 წლისთვის, ინფლუენსერ მარკეტინგის ინდუსტრიამ მიაღწია 10$ მილიარდს, 2017 წელს ის ღირდა 2 მილიარდი.

 

ბრენდის სტრატეგებს და მარკეტოლოგებს შორის ჩატარებული კვლევის შედეგად,  Statista-ს მიხედვით, მომხმარებლების 58% ამბობს, რომ სჯერა ინფლუენსერ მარკეტინგი იქნება ინტეგრირებული ყველა მარკეტინგულ აქტივობაში მომდევნო სამ წელიწადში.

 

ინსტაგრამ მარკეტინგის ტრენდები 2019 წელს

ინფლუენსერ მარკეტინგი არის ყველაზე დიდი ტრენდი მსოფლიოში, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება. 2018 იყო საინტერესო წელი ინფლუენსერ მარკეტინგისტვის. ის სწრაფად აღემატება სხვა ტრადიციულ მარკეტინგულ არხებს Adblock ტექნოლოგიის მზარდი გამოყენების ფონზე.

ინსტაგრამის ინფლუენსერები 2019 წელს:

  1. Instagram | @instagram | 298 million
    2. Cristiano Ronaldo | @cristiano | 165 million
    3. Ariana Grande | @arianagrande | 154 million
    4. Selena Gomez | @selenagomez | 149 million
    5. Dwayne Johnson | @therock | 142 million
    6. Kim Kardashian West | @kimkardashian | 137 million
    7. Kylie Jenner | @kyliejenner | 134 million
    8. Beyoncé | @beyonce | 127 million
    9. Lionel Messi | @leomessi | 118 million
    10. Taylor Swift | @taylorswift | 117 million

 

საინტერესო ფაქტები ინსტაგრამის შესახებ

 

აქტიური მომხმარებლები

1 მილიარდი აქტიური თვიური მომხმარებლების რაოდენობით, ინსტაგრამი არის  მესამე ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის ქსელი, ფეისბუქის (2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი თვიურად) და YouTube-ის (2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი თვიურად) შემდეგ. 500 მილიონი იყენებს მას ყოველდღიურად.

ისტორიები

2019 წელს, ინსტაგრამმა გამოაცხადა, რომ ყოველდღიურად ინსტაგრამის ისტორიას იყენებდა 500 მილიონი მომხმარებელი, რაც მას ხდის ინსტაგრამის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მახასიათებლად.

Statista-ს მიხედვით, ინსტაგრამის მომხმარებლების 15% არის ქალი 18-24 წლის ასაკის. მთლიანი ინსტაგრამის პოპულაციის მიხედვით, ნახევარი არის 34 წლის ან ნაკლები.

ახალგაზრდებისთვის ინსტაგრამი არის მთავარი პლატფორმა, მან გაასწრო Snapchat-ს 2018 წელს.

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!
გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

რა არის კომპიუტერული აზროვნება?

კომპიუტერული აზროვნება არის უნარი, რომელიც ბავშვს ეხმარება პრობლემების ლოგიკურად დანაწილებაში, ალგორითმულ აზროვნებასა და სამუშაო პროცესების სწორად გააზრებაში. ტექნოლოგიური სამყაროს პირობებში ეს უნარი აუცილებელი ხდება კარიერული განვითარებისთვის.

კომპიუტერული აზროვნება: უნარი, რომელიც ყველა ბავშვს სჭირდება კომპიუტერული აზროვნება არის აზროვნების პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი იყენებს ციფრულ ლოგიკაზე დაფუძნებულ სტრატეგიებს, ამოცანის ნაწილებად დაყოფას, შაბლონების ამოცნობას, აბსტრაქციას და ალგორითმული ნაბიჯების დაგეგმვას. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა გახდე პროგრამისტი - ეს ნიშნავს იმას, რომ შენ შეგიძლია გა

ШАГ логотип

გლობალური რეალობა, სადაც ტექნოლოგია უკვე ძალაუფლების ფორმაა

ტექნოლოგია გახდა თანამედროვე ძალაუფლების ფორმა - ის განსაზღვრავს ეკონომიკას, პროფესიებს, ინფორმაციის მოძრაობასა და ადამიანების შესაძლებლობებს. გაიგე, როგორ ცვლის ეს გლობალური რეალობა შენს კარიერას და რატომ არის ტექნოლოგიური განათლება დღეს უკვე აუცილებელი პირადი უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის.

ტექნოლოგიური ძალაუფლება - ახალი მსოფლიო წესრიგი დღეს, როცა გლობალური პროცესები რეკორდული სიჩქარით ცვალებადია, ძალაუფლება მხოლოდ პოლიტიკისა და ეკონომიკის ხელში აღარ არის. ტექნოლოგია გადაიქცა მძლავრ ბერკეტად, რომელსაც შეუძლია ქვეყნის, კომპანიის და კონკრეტული ადამიანის მომავალი განსაზღვროს. ვინც უკეთ ფლობს ტექნოლოგიურ ცოდნას, მას აქვს მეტი გავლენა, მეტი შესაძლებლობა და

ШАГ логотип

ტექნოლოგიური აზროვნება - პრივილეგია თუ საჭიროება?

ტექნოლოგიური აზროვნება დღეს აღარ არის პრივილეგია, ის აუცილებლობაა, რომელიც განსაზღვრავს კარიერულ წარმატებას, თვითგანვითარებას და კონკურენტულ გარემოში სწორად გადაადგილებას.

დღეს ტექნოლოგია აღარ არის მხოლოდ წვდომა კომპიუტერზე, პროგრამაზე ან მოწყობილობაზე - ის აზროვნების სტილია, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს სწავლაზე, მუშაობაზე და იმაზე, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. განათლების სფეროში, ბიზნესებში, ბანკებში, სამედიცინო სისტემაშიც კი ტექნოლოგიური ცოდნა ახდენს გავლენას იმაზე, თუ რამდენად სწრაფად, ეფექტურად და დამოუკიდებლად ვიმოქმედებთ. სამ

ШАГ логотип

შენ თუ არ ფლობ ტექნოლოგიურ ცოდნას - სხვამ შენზე მეტი იცის

სტატიაში ვსაუბრობთ იმაზე, რატომ ნიშნავს დღეს ფრაზა „ტექნოლოგიებში ვერ ვერკვევი“ იმას, რომ სხვამ შენზე მეტი იცის შენი კარიერისა და შესაძლებლობების შესახებ. ერთად ვნახავთ, რას შეიძლება აკეთებდე მაშინაც, როცა „დრო არ გაქვს, მაგრამ განვითარება გჭირდება“, და რატომ არის „ტექნოლოგიების ენაზე“ სწავლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ ხვალინდელ პროფესიულ საუბარშიც აქტიურად ჩაერთო.

რატომ ნიშნავს „არ ვიცი ტექნოლოგიები“ იმას, რომ სხვამ შენზე მეტი იცის? ციფრულ სამყაროში, სადაც შენი ყველა მოქმედება - საძიებო სიტყვიდან ონლაინ შეძენამდე – მონაცემად იქცევა, ტექნოლოგიური ცოდნა უბრალოდ „დამატებითი პლიუსი“ აღარ არის. თუ შენ არ იცი, როგორ მუშაობს ალგორითმები, როგორ აგროვებენ და აანალიზებენ მონაცემებს, როგორ ცვლის AI პროფესიებს, პრაქტიკულად ნიშნავს, რომ შენი კარ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა