IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

კიბერბულინგის 10 ფორმა

19.06.2020

5146 დათვალიერება

სანამ დაიწყებთ კითხვას, უნდა იცოდეთ, რომ მსხვერპლი პირველი იწყებს გახმაურებასა და მოძალადის გამოაშკარავებას, ამ ქვეყნად არაფერი იმალება

 

კიბერბულინგი კომპლექსური ფორმაა, მტანჯველი ქცევით, მოქმედების გრძელი ჯაჭვითა და მძიმე შედეგებით

კიბერბულინგის განმახორციელებელი ადამიანები, საკმაოდ გონიერი, ლატენტური და მზაკვრულნი არიან, შემდეგ თანდათან ხდებიან უფრო კომფორტული და გახსნილნი, ნელნელა იწყება მათი მიზანმიმართული ბულინგიც...

 

რა არის კიბერბულინგი?

ეს მარტივია: ბულინგის ნებისმიერი ფორმა, რომელიც იყენებს ინფრომაციას და ციფრულ კომუნიკაციას, ცნობილია კიბებრულინგის სახელით.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩამოვთვალოთ კიბერბულინგის გავრცელებული ფორმები, რომ თქენ ამოიცნოთ ისინი და იმოქმედოთ, თუ მოხვდებით ამ სიტუაციაში.

 

       1. გამორიცხვა

ამაში ვგულისხმობთ მიზანმიმართულ სოციალურ გარიყვას. მეგობრის არ დაპატიჟება ფეისბუქის ივენთზე შიეძლება ჩაითვალოს გარიყვად. მართალია ეს არ არის ყველაზე ცუდი რამ, მაგრამ მაინც საშიშია, არ ვიცით ვისზე როგორი გავლენა ექნება ასეთ ქმედებას. სოციალურ გარიყვაზე პირველმა რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი გარიყვა და ამ პირის "ბულინგი" სხვების მიერ

        2. გასვლა

ეს ნიშნავს ვინმეს საჯაროდ შერცხვენას სენსეტიური ინფრომაციის ონლაინ დაპოსტვით, მათი ნებართვის გარეშე. თანხმობის არ არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება ჰქონდეს იურიდიული შედეგები. გააჩნია ქვეყანას, ეს შეიძლება იყოს მცირე სასჯელი ან „ჯობდა არასოდეს გაგეკეთებინა ეს“ სასჯელიც კი!

        3. ტროლინგი

ჩვენ არ ვსაუბრობთ სკანდინავიურ მითოლოგიურ არსებაზე. ჩვენ ვსაუბრობთ ონლაინ ტროლზე! თუმცა, ონონიმი არ არის შემთხვევითი. ონლაინ ტროლს სიამოვნებას ანიჭებს საზოგადოებასთან ურთიერთობის არევა აგრესიული და პროვოცირებელი შეტყობინებების დაპოსტვით, რაც გამოიწვევს ხალხისგან ემოციურ პასუხებს. ეს არის ჰობი ადამიანების 25%-ის, რომელიც აქტიურად იყენებს თუნდაც ერთ სოფიალურ ქსელს.

        4. შევიწროვება

შევიწროვება არის ბულინგის ერთ-ერთი სერიოზული ფრომა. ეს ეხება ბულინგის მუდმივ, განზრახ და ძლიერ ფორმას, რაც ძირითადად მსხვერპლისთვის ძალადობის, სასტიკი და მუქარის მესიჯების საშუალებით ვლინდება. Pew Research-ის მიხედვით, 10 ადამიანიდან 4 შევიწროვებას განიცდის.

        5. კიბერ დევნა

როდესაც კიბერბულინგის ზოგიერთი ფორმა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ ჩვენგანის მიერ, კიბერ დევნა არ არის ერთ-ერთი მათგანი. ის შეიძლება განხორციელდეს არასტაბილური ადამიანის მიერ. ეს არის ინტერნეტის გამოყენება ვინმესთვის ზიანის მიყენების ან დევნის მიზნით. მას შეიძლება ჰქონდეს სხვადასვხა ფორმა: ყალბი ბრალდება, ცილისწამება, პირადობის ქურდობა, მუქარა, ვანდალიზმი და სექსუალური შევიწროვება.

        6. FRAPING

დღეს დაუშვებელია ხუმრობა მეგობრის სახელით სოციალურ მედიაზე დაპოსტვის სახით. დღეს ეს დაკავშირებულია სხვისი რეპუტაციის შელახვასთან. ირანელი ბიჭი დაჯარიმდა 2,700$-ით თავისი შეყვარებულის ფეისბუქ ექაუნთზე უხერხული სტატუსის დაპოსტვის გამო. დღს ამას ქვია “Fraping”, ამ ორი სიტყვის კონსტრუქცია “Facebook” და “raping“.

        7. ყალბი პროფილი

ყალბი პროფილები ხშირად გამოიყენება მსხვერპლის ბულინგისთვის. ზოგჯერ ბულიმ შეიძლება თავი გაასაღოს მსხვერპლად, რომელიც ითხოვს დახმარებას, რომ მიაღწიოს თავის მსხვერპლამდე. ბულინგის მსხვერპლისთვისაც დამახასიათებელია ყალბი პროფილის უკამ დამალვა. 2018 წელს ფეისბუქმა თქვა, რომ გააუქმა 583 მილიონი ყალბი ექაუნთი.

         8. „Dissing“

მავნე ინფრომაციის გაგზავნა ან დაპოსტვა, თქვენი ან თქვენი ახლობლების რეპუტაციის შელახვის მიზნით. ხშირად, ბული გიცნობთ თქვენ და ცდილობს შეგარცხვინოთ ფოტოების ან ვიდეოების დადებით.

         9. მოტყუება

მოტყუება ან, იგივე, დარწმუნების ხრიკი, ეს ხდება, როდესაც ვიღაც თქვენს ნდობას მოიპოვებს, რომ გაგამჟღავნებინოთ საიდუმლო ან სენსეტიური ინფორმაცია და გამოიყენოს თქვენს წინააღმდეგ მისი დაპოსტვის გზით.

         10. Catfishing

ეს არის სხვისი იდენტობის მიტაცება. ეს შეიძლეაბ მოხდეს იდენტობის მოპარვით, სურათების დაპოსტვით ან ყალბი სოციალური მედიის პროფილის შექმნით. ასეთ ადამიანს უნდა დამალოს თავისი ნამდვილი იდენტობა. იგი შეისწავლის თქვენი ან თქვენი შვილის სოციალური მედიის პროფილს, რომ მოიპაროს ინფრომაცია და შექმნას დამაჯერებელი ყალბი იდენტობა. ის, თუ რატომ აკეთებს ზოგი ამას, არ არის ამრტივი კითხვა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამას შეუძლია თქვვენი რეპუტაციის შელახვა.



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

2027 წელს სამსახურის ძებნას აპირებ? - აი, რისთვის უნდა მოემზადო დღესვე

2027 წლის შრომის ბაზარი პრაქტიკულ უნარებს, ძლიერ პორტფოლიოსა და ციფრული ხელსაწყოების ფლობას ითხოვს. სტატიაში გაიგებ, რა კრიტერიუმებით არჩევენ დამსაქმებლები კანდიდატებს და რომელი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყო დღესვე, რომ ახალ წელს სასურველი სამსახურისთვის მზად შეხვდე.

რას ითხოვენ დამსაქმებლები 2027 წლის შრომის ბაზარზე? 2027 წელი სულ რაღაც რამდენიმე კვირაში დადგება და შრომის ბაზარი უკვე სრულიად სხვა წესებით თამაშობს. დღეს დიპლომი ან მხოლოდ თეორიული ცოდნა დამსაქმებლისთვის საკმარისი აღარ არის - კომპანიები ეძებენ ადამიანებს, რომლებსაც რეალური ამოცანების გადაჭრა, ციფრული ხელსაწყოების თავისუფლად გამოყენება და სწრაფად ადაპტაცია შეუძლიათ. გან

ШАГ логотип

AI შენს სამსახურს არ წაგართმევს? - 5 ნიშანი, რომ შენი პროფესია უკვე იცვლება

ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება საფრთხეს არ უქმნის ადამიანის შრომას, თუმცა რადიკალურად ცვლის პროფესიების შინაარსს. სტატიაში განხილულია ის 5 ძირითადი ნიშანი, რომელიც აჩვენებს, რომ თქვენი საქმიანობა უკვე ტრანსფორმაციას გადის და რატომ არის მნიშვნელოვანი ახალი უნარების დროულად ათვისება.

ხელოვნური ინტელექტი და შრომის ბაზარი: რადიკალური ცვლილებების ეპოქა ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმმა მთელი მსოფლიო და მათ შორის შრომის ბაზარი სრულიად ახალ რეალობაში აცხოვრა. ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ინერგება ავტომატიზაცია სხვადასხვა სფეროში, თუმცა მთავარი კითხვა დღეს ის კი არ არის, წაიღებს თუ არა AI ჩვენს სამსახურებს, არამედ ის, თუ როგორ ცვლის ის ჩვენი ყოველდღიური საქმიან

ШАГ логотип

რომელი პროფესიის სწავლა ღირს დღეს, რომ 5 წლის შემდეგ არჩევანი არ ინანო

დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება გამოწვევაა, რადგან ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტი მუდმივად ცვლის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სტატიაში განხილულია, თუ რომელი სფეროების შესწავლაა მიზანშეწონილი დღეს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში შენი არჩევანი სტაბილური და მოთხოვნადი დარჩეს.

ხვალინდელი დღის გამოწვევები: როგორ შევარჩიოთ სწორი პროფესია? დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება ერთ-ერთ ყველაზე პასუხისმგებლიან ნაბიჯად იქცა. ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის განვითარება იმ ტემპით მიმდინარეობს, რომ იმ პროფესიებმა, რომლებიც რამდენიმე წლის წინ პოპულარობის პიკში იყვნენ, შესაძლოა მალე დაკარგონ აქტუალობა. ა

ШАГ логотип

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა