IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

კიბერუსაფრთხოების კარიერა: გაიგეთ კიბერუსაფრთხოების სამსახურების შესახებ

04.07.2020

576 დათვალიერება

რაც უფრო მეტი ორგანიზაცია და სამხელმწიფო ინსტიტეტები ხდება ციფრული, კიბერუსაფრთხოების დარღვევის საფრთხე დიდია. ამის შედეგი ნათელია - ამ სპეციალობის ადამიანებზე მოთხოვნა იზრდება და ბევრი ირჩევს ამ პროფესიას

 

კიბერუსაფრთხოება არის სენსეტიური ბაზების დაცვის პროცესი ჰაკერებისგან, კიბერთაღლითები ყველასთვის დიდი საფრთხეა. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის საქმეა ციფრული მოწყობილობების დაცვა: კომპიუტერების, მობილურების, ქსელების, სერვერის, სისტემის. კიბერუსაფრთხოების სინონიმია ინფრომაციული ტექნოლოგიების დაცვა.

ძლიერი კიბერუსაფრთხოების სისტემა უნდა მოიცავდეს რამდენიმე დაცვის ფენებს, რაც გავრცელებულია მთელ კომპიუტერულ ქსელებზე. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი მნიშვნელოვანი რამ. მაქსიმალური დაცვისთვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების დაცვა ითხოვს ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ სწორი გადაწყვეტილებების მიღება მონაცემების დასაცავად. ყველას შეუძლია ისწავლოს, როგორ ამოიცნოს კიბერ საფრთხე და თავი აარიდოს მას.

 

რატომ არის კიბერუსაფრთხოება მნიშვნელოვანი?

ჯოშ ფლეინბუმის, DigitalOcean-ის CSO-ს თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ უპრეცენდენტო კავშირის მსოფლიოში. ყოველ წელს არის ახალი მოწყობილებები, რომლებიც დაკავშირებულია ინტერნეტთან. ამის მეშვეობით, ჩვენ ვაწვდით მეტ ინფრომაციას ჩვენს შესახებ, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებას, თუმცა ეს რისკის წინაშე გვაყენებს.

პირადი ინფრომაცია გავრცელებულია ქსელებში, Gartner-ი, მსოფლიოს წამყვანი კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია, თავის სტატიაში ამბობს, რომ მსოფლიოს ინფრომაციის დაცვა ჯდება 124 ბილიონი დოლარი. ეს მოიცავს cloud-ს, მონაცემებს, იდენტობის წვომას და სხვა დაცვის სერვისებს.

კიბერთაღლითების მიერ შეიძლება დაზარალდეს არამარტო ბიზნესკომპანიები. სამთავრობო ინსტიტუტები, პოლიტიკა, დიპლომატია და სოციალური კეთილდღეობაც შეიძლება დაზარალდეს. Cambridge Analytica-ს მსგავსი სკანდალები ხდება კიბერუსაფრთხოების დარღვევების გამო და, შედეგად, ისინი გავლენას ახდენენ არჩევნებზე, ყოფენ ხალხს და ეწევიან პროპაგანდას.

კიბერუსაფრთხოება გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი ზომა თანამედროვე მსოფლიოში.

სანამ დაიწყებთ

მათთვის, ვისაც უნდა კიბერუსაფრთხოების სფეროში მოღვაწეობა, საჭიროა შეაფასოთ ამჟამინდელი უნარები. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს გადამწყვეტი მოთხოვნები, რომ დაიწყოთ კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების შესახებ სწავლის დაწყება, ამის გაკეთება ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია:

  • საბაზისო ცოდნა კომპიუტერების. ინფრომაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოება არის კომპიუტერის გარშემო. თუ არ იცით, როგორ მართოთ იგი წარმატებულად, ძნელი იქნება კიბერუსაფრთხოების სწავლა და იმის გაგება, თუ როგორ მუშაობს იგი. თუ გაინტეერესებთ სამუშაოები კიბერუსაფრთხოებაში, ალბათ, უკვე იცით, როგორ მუშაობს კომპიუტერი.
  • ძირითადი კიბერუსაფრთხოების ზომების გაგება. ამის ცოდნა გაამარტივებს სწავლის პროცესს.
  • მარტივი კიბერუსაფრთხოების ცოდნა. როგორც უკვე ვახსენეთ, კარგი იქნება გამოიკვლიოთ თქვენი მომავალი კარიერა და მისი თავისებურებები.უნდა იცოდეთ მარტივი ინფორმაციული ტექნოლოგიური ტერმინები, როგორიცაა: ვირუსი, „Trojan, phishing, ransomware“ და სხვა.

ეს არის მაარტივი საფეხურები, რაც დაგეხმარებათ, რომ ამ სფროში სექსპერი გახდეთ, ყველაზე მთავარი არის  მოტივაცია. კიბერუსაფრთხოება არის კომპლექსური სფერო, თუ მზად ხართ დაუთმოთ დიდი დრო სწავლებას, თქვენ მიაღწევთ მიზანს.

 

დაწყება

კიბერუსაფრთხოების კარიერის დაწყებამდე, უნდა იცოდეთ, რომ ეს სფერო ჰგავს ინჟინერიის ან ჯანდაცვის სფეროს. არის სამუშაოს მრავალი განხრა და ყოველი მათგანი მოითხოვს განსხვავებულ უნარს.

Akshay Sharma-ს ამბის მიხედვით, დეველოპერად მუშაობის წების შემდეგ, მან გადაწყვიტა კიბერუსაფრთხოებაში მუშაობა. მას ეგონა, რომ თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ექსპერტად გახდომა არ წაიღებდა დროს. თუმცა, ეს არ იყო მარტივი. კიბერუსაფრთხოების კარიერა არის ახალი გამოცდილება.

 

რეკომენდაციები

ყველას სჭირდება დრო ადაპტაციისთვის, დაწყებამდე კარგი იქნება, თუ გადახედავთ კიბერუსაფრთხოების საფუძვლებს:

  • კოდირება. კოდირების ძირითადი ცოდნა დაგეხმარებათ ვებ გვერდის სხვადასხვა კუთხიდან დანახვაში და აპლიკაციის შექმნაში. იმის ცოდნა, თუ როგორ არიან ისინი შექმნილნი, ადვილად გაიგებთ რა ქმნის პრობლემას. კარგი იქნება დაიწყოთ შემდეგი ენებით: Python, HTML, და Javascript. ისინი შეგიძლიათ ნახოთ BitDegree-ს კურსებზე.
  • ოპერატიული სისტემები. კიბერუსაფრთხოების ყველაზე ცნობილი კომპიუტერული სისტემები არის  Linux და Windows-ი. დაიწყეთ Linux-ის გამოყენებით და ისწავლეთ მისი მართვა Command Line Interface-ით.
  • აპლიკაციები. კიბერუსაფრთხოების კარიერა მოიცავს ისეთი ზოგადი კომპიუტერული პროგრამების  კონფიგურაციას და გაშვებას, როგორიც არის: მონაცემთა ბაზები, ვებ სერვერი და DNS სერვერი.

დაიწყეთ სწავლა მარტივით და ეცადეთ გაზარდოთ თქვენი უნარები დრო და დრო.

 

კიბერუსაფრთხოებაში მუშაობა

კიბერუსაფრთხოების სამსახურები მრავალმხირივა და იღებს ხალხს, როგორც ტექნიკური ცოდნით, ასევე, მის გარეშეც. როდესაც ფიქრობთ ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტის სამსახურზე, ალბათ გგონიათ, რო კომპიუტერული მეცნიერებები უნდა იცოდეთ. ეს ბოლომდე მართალი არაა. ტექნოლოგიუეირ ბექგრაუნდის არ არსებობა არ არის ნაკლი, არამედ შესაძლელობა. მოდით, გამოვყოთ კიბერუსაფრთხოების კარიერის გზები:

ტექნოლოგიური ბექგრაუნდის შესაძლებლობები

გამოცდილება დეველოპმენტში, პროგრამირებაში და კომპიუტერულ მეცნიერებებში არის უპირატესობა. ამ უნარების ტრანსფორმირება კიბერუფრთხოების კარიერისთვის მარტივია. პროგრამირების გამოცდილება ბევრს ეხმარება, როდესაც საქმე მავნებელი კოდის გამოვლენას და მისი დაცვას ეხება. 

სამუშაოები, რომლის შოვნაც შესაძლებელია კიბერუსაფრთხოებაში ტექნოლოგიური ბექგრაუნდით:

ვირუსის ტექნიკოსი - ეს სამუშაო მოითხოვს ბოლო ვირუსების ცოდნას, ვირუსის ტექნიკოსი ქმნის სოფთვეარს, რომ დაიცვას ვირუსისგან ქსელი.

უსაფრთხოების ინჟინერი - აკონტროლებს ქსელის უსაფრთხოების დარღვევას, ქმნის უსაფრთხოების გეგმას.

კრიპტოგრაფერი - მისი საქმეა შექმნას დაშიფვრის ალგორითმები, რომ დაიცვას მონაცემები. ამის მიზეზი მარტივია - თუ ჰაკერი მოიპარავს მონაცემებს, ის ვერ შეძლებს მის გახსნას და ბოროტად გამოყენებას.

შეღწევადობის ტესტერი - ეს განსხვავდება სხვა კიბერუსაფრთხოების სფეროებისგან. ეს არის ჰაკერი, რომელიც დაქირავებულია, რომ შეამოწმოს მისი დაცვსი სისტემა. ისინი მიყვებიან ეთიკურ წესებს, რომელიც შეთანხმებულია კლიენტ კომპანიასთან და ეძებს დარღვევებს, რომელიც ხვდება სისტემაში.

 

არატექნოლოგიუერი ბექგრაუნდის შესაძლებლობები:

გამოცდილების ქონა არის უპირატესობა, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გზა კიბერუსაფრთხოებაში მუშაობისთვის. ზოგიერთი პოზიცია შეიძლება იყოს ათვისებული იჯმ უნარებით, რაც გაქვთ. მაგალითად:

ტექნიკური მწერალი - თუ ხართ კარგი მწერალი, შეგიძლიათ დაწეროთ ტექნოლოგიური სტატიები კიბერუსაფრთხოების კომპანიებისთვის. ამ სტატიების მიზანია ინფრომაციის გავრცელება, როგორ მიაღწიოთ კონკრეტულ მიზანს ან ისწავლოთ რაღაც, რაც დაკავშირებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროსთან.

ქსელების ადმინისტრატორი - ამ სამუშაოს მიზანია ქსელის დაცვა და წვდომის მიწოდება ხალხისთვის, რომელიც ნებადართულია. ქსელების ადმინისტრატორი აკონტროლებს აქტივობებს. გამოცდილება, რომლის შეძენაც შესაძლებელია ამ საქმიანობით, გამოსადებია უფრო მაღალი კიბერუსაფრთხოების სამუშაოს ძებნისთვის.

უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის ანალიტიკოსი - ეს ადამიანი, ჯგუფთან ერთად, მუშაობს 24/7 და რეფორთს აკეთებს ყველა ინციდენტის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის მთავრობის უსაფრთხოებას. SOC აკეთბს რეფორთს და რეკომენდაციებს სთავაზობს შესაძლო კიბერშეტევის თავიდან აცილებისთვის.

დაუცველობის ანალიტიკოსი - ისევე, როგორც SOC ანალიტიკოსის, დაუცველობის ანალიტიკოსის საქმეა იპოვოს ხარვეზები სისტემაში ან აპლიკაციაში. მნიშვნელოვანია იცოდეთ ბოლო საფრთხეები და როგორ გაუმკლავდეთ მათ.

კიბერ პოლიტიკის ანალიტიკოსი - ქმნის პროცედურებს და მოთხოვნებს სამთავრობო ან საჯარო კომპანიებისთვის, კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.კიბერ პოლიტიკის ანალიტიკოსი ეხმარება კომპანიებს, რომ დანერგონ კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა თავიანთ სტრუქტურაში.

 

როგორც ხედავთ, კიბერუსაფრთხოების სფერო ბევრ შესაძლებლობებს გაძლევთ, ყველა პოზიცია შესაძლებელია, რომ დაიკავოთ, თუ გაქვთ ამის სურვილი.

 

კიბერუსაფრთხოების ტრენინგი

თუ გაინტერესებთ, როგორ დაიწყოთ კიბერუსაფრთხოების კარიერა, BitDegree გაძლევთ ამის შესაძლებლობას.

  1. Cyber Security Training: From Zero to Hero - ეს კურსი, რომელიც წარმართულია  Gautam Kumawat-ი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის მიერ, არის მარტივი გზა პრაქტიკის მიღებისთვის.
  2. Networking Basics: The Complete Guide - ეს კურსი წარდგენილია Abishek Sagar-ის მიერ. კურსი მოიცავს ყველაფერს, რაც გჭირდებათ ქსელის შექმნისთვის და დაცვისთვის.

 

დასკვნა

ინფრომაციული ტექნოლოგიების სფერო კვლავ იზრდება და გვთავაზობს ბევრ შესაძლებლობას მათთვის, ვინ მზადაა დაუთმოს დიდი დრო კიბერუსაფრთხოებაში კარიერის შექმნას. მოთხოვნა ექსპერტებზე მაღალია, მიჰყევით რჩევებს და დაიწყეთ ბრძოლა კიბერკრიმინალებთან.



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

Cloud ინჟინერი - ვინც აშენებს ციფრულ ქალაქებს ცაში

გაინტერესებთ, როგორ ახერხებენ ისეთი გიგანტები, როგორიცაა YouTube ან ონლაინ ბანკები, მილიონობით ადამიანის შეუფერხებელ მომსახურებას? Cloud ინჟინერია სწორედ ის პროფესიაა, რომელიც ციფრულ სამყაროს "ცაში" აშენებს. გაიგეთ, როგორ იქმნება მასშტაბური ინფრასტრუქტურა AWS-ისა და Kubernetes-ის დახმარებით და რატომ არის Cloud ინჟინერი თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს მთავარი არქიტექტორი, რომელიც სისტემების სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

როცა YouTube-ს რთავთ, ფულს რიცხავთ ან ფოტოებს ინახავთ, ეს ყველაფერი ფიზიკურად თქვენს მოწყობილობაში არ არის. ის "ციფრულ ღრუბელშია" - კომპიუტერული ინფრასტრუქტურების უზარმაზარ ქსელში, რომელიც მიწაზე დგას, მაგრამ ვირტუალურ სივრცეში მუშაობს. ამ რთული სისტემის დაგეგმვა, აშენება და მართვა კი Cloud ინჟინერის საქმეა. რა არის Cloud და რატომ შეიცვალა სამყარო? წარსულში ყველა აპლიკაცია ერთ კონკრ

ШАГ логотип

შენ ქმნი სისტემას DevOps – ის, ვინც აკავშირებს კოდს რეალურ სამყაროსთან

გაიგე, როგორ იქცევა სტატიკური კოდი ცოცხალ ციფრულ პროდუქტად DevOps მეთოდოლოგიის დახმარებით. ეს მნიშვნელოვანი პროფესია თანამედროვე ტექნოლოგიების ხერხემალია, სადაც Docker-ის, Kubernetes-ისა და Cloud სისტემების მართვა უწყვეტ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. აღმოაჩინე ის უნარები, რომლებიც დამწყებ სპეციალისტს საერთაშორისო ბაზარზე წარმატების მისაღწევად სჭირდება.

ხშირად გვგონია, რომ დეველოპერის მთავარი ამოცანა მხოლოდ კოდის დაწერაა, თუმცა რეალობაში ეს მხოლოდ დასაწყისია. იმისათვის, რომ პროგრამამ გამართულად იმუშაოს, განახლდეს შეფერხების გარეშე და რეალურ მომხმარებელზე სწორი ზემოქმედება მოახდინოს, საჭიროა სპეციალური მიდგომა. სწორედ აქ ჩნდება DevOps-ის როლი. ეს არის დეველოპმენტისა (Development) და ოპერაციების (Operations) ჰარმონიული სინთეზი - მეთოდოლოგი

ШАГ логотип

QA ტესტერი - ვინც დარწმუნებულია, რომ ყველაფერი მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს

QA ტესტერი - პროგრამის უხილავი მცველი და ხარისხის მაკონტროლებელი. სანამ აპლიკაცია თქვენს ეკრანზე გამოჩნდება, მან რთული და საინტერესო შემოწმების გზა უნდა გაიაროს. გაეცანი QA ტესტერის პროფესიას: როგორ ეძებენ ისინი დამალულ შეცდომებს, რა როლს ასრულებენ დეველოპერულ გუნდში და რატომ არის ხარისხის კონტროლი გადამწყვეტი ნებისმიერი წარმატებული სისტემის შესაქმნელად.

QA ტესტერი - ადამიანი, რომელიც ხარისხზე აგებს პასუხს სანამ მომხმარებელი ვებგვერდს ეწვევა, ღილაკს დააჭერს ან აპლიკაციას გამოიყენებს, არსებობს ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი უკვე დეტალურად გადაამოწმა. ამ პროფესიას QA ტესტერი ჰქვია. აბრევიატურა QA (Quality Assurance) ხარისხის უზრუნველყოფას ნიშნავს და მისი მთავარი მიზანია, პროგრამა მუშაობდეს შეცდომების გარეშე, არ გაითიშოს და მომხმარებლი

ШАГ логотип

შენ ქმნი სისტემას მონაცემთა ბაზების სპეციალისტი ვინც ინახავს ყველაფერს, რაც ვებსივრცეში არსებობს

გაიგე, როგორ მუშაობს ციფრული სამყაროს მეხსიერება და რა როლს ასრულებს მონაცემთა ბაზების სპეციალისტი თანამედროვე ტექნოლოგიებში. სტატიაში მიმოხილულია ინფორმაციის შენახვისა და მართვის პრინციპები, SQL და NoSQL სისტემებს შორის განსხვავება და ის გზა, რომელსაც სტუდენტები IT აკადემია STEP-ში ამ მოთხოვნადი პროფესიის დასაუფლებლად გადიან.

ვინ ინახავს შენს პროფილს სოციალურ ქსელში, შენს ფოტოებს თუ კალათაში გადადებულ პროდუქტებს? ყველაფერი, რაც ვებსივრცეში „არსებობს“, სინამდვილეში კარგად ორგანიზებულ ციფრულ საცავებში - მონაცემთა ბაზებში ინახება. სწორედ ამ სისტემების შექმნაზე, განახლებასა და ოპტიმიზაციაზე მუშაობს მონაცემთა ბაზების სპეციალისტი, რომელიც ციფრული ინფორმაციის უსაფრთხოებასა და ხელმისაწვდომობას

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა