IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

სამყარო პანდემიის შემდეგ - ახალი ტექნოლოგიები 2021 წლისთვის

25.11.2020

911 დათვალიერება

2020 წელს მეცნიერებაში და ტექნოლოგიურ სექტორში ახალი ათწლეული დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობა კიდევ უფრო მეტი აღმოჩენის და ინოვაციური ტექნოლოგიის მომსწრე უნდა გამხდარიყო, თუმცა, ცნობილმა COVID-19 პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა ერთი წლით გადაავადა რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლე, რომელსაც ახლა უკვე 2021 წელს ვიხილავთ
 

თვითმართვადი ავტომობილების გაყიდვა იწყება

Honda გახდა პირველი კომპანია, რომელმაც მიიღო ნებართვა იაპონური რეგულატორისგან გაყიდოს Level 3-ის ავტონომიური ავტომობილი - მსოფლიოს მასშტაბით პირველი პრეცენდენტი

მსგავსი ტექნოლოგია 2019 წელს, მოდელ A8L-ში Audi-მაც გამოიყენა, თუმცა, კომპანიას მანქანის Level 2-ზე დატოვება მოუხდა, რეგულატორებმა მისი წარმოება დაბლოკეს. ავტომწარმოებლების ამ რბოლაში Honda დაწინაურდა და შექმნა პრეცედენტი - სამომხმარებლო თვითმართვადი მანქანების ერა 2021 წლის მარტიდან დაიწყება!

 

ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ჩიტის სახლი

ფრინველებისთვის განკუთვნილი "ჭკვიანი სახლი" ჩიტებს საკვებს სთავაზობს და მათ ფოტოებს უღებს. ასე ერთგვარი ბიბლიოთეკა იქმნება და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით კი, ამ ჩიტების სახეობების ამოცნობაა შესაძლებელი

 

რობოტი ძაღლები

ამერიკული კომპანიის Boston Dynamics მიერ წარმოებული რობოტი ძაღლის შეძენა უკვე ყველა მსურველს შეუძლია. Spot გაყიდვაში ჩაეშვა და მისი ფასი 74,500 აშშ დოლარს შეადგენს. იმის მიუხედავად, რომ რობოტი უკვე წლებია არსებობს, აქამდე ის მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის, კვლევითი ორგანიზაციებისთვის, ცალკეული ბიზნესებისა და რამდენიმე კერძო პირისთვის იყო ხელმისაწვდომი


ოთახის დეკორატიული მცენარე LED ნათებით

Fluora მსოფლიოში პირველ ოთახის დეკორატიული მცენარეა, LED ნათებით. აქვს 300-მდე პროგრამირებადი LED ნათურა და ანიმაციისა და ფერების კომბინაციის მართვა ტელეფონით, აპლიკაციის დახმარებით შეიძლება.

ახალი თაობის ელექტრო სკუტერი

BMW-მ ახალი ელექტრო სკუტერი წარადგინა, გამოირჩევა არაორდინალური პროპორციებით და დიზაინით

 

გახდი მოთხოვნადი პროგრამისტი, ისწავლე პრაქტიკოსებისგან

ჩვენი სასწავლო პროგრამა "პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება" მათთვის არის შექმნილი, ვისაც სურს გახდეს პროფესიონალი პროგრამისტი და მათთვის, ვინც მხოლოდ ახლა იწყებს პროგრამისტის საქმიანობის ათვისებას.

აკადემია სტეპის მთავარი მიზანია - თითოეული კურსდამთავრებულის სამსახურით უზრუნველყოფა.

2021-2022 წელს პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, მოემზადეთ, შექმენით Linkedin, შექმენით პორტფოლიო, გაიარეთ უცხოურ კომპანიებში გასაუბრებები ონლაინ, დღეს ეს ყველაზე მარტივია, ხელოვნური ინტელექტის დეველოპერები ყველას სჭირდება

             → დარეგისტრირდი ახლავე!
 

 

ჭკვიანი მტვერსასრუტი, შესაძლოა, გამოიძახოთ და მიკროფონად ან ხმის აუდიო სისტემად გამოიყენოთ

ახალი თაობის მტვერსასრუტი Lidar ტექნოლოგიას იყენებს — იგი ლაზერის სხივს ანათებს ოთახის გარშემო და არეკლილი სინათლის სიგნალებს იყენებს ოთახის რუკის შესადგენად, რომ არაფერს შეეჯახოს, მოძრაობის დროს.

 

Visa B2B გადახდების გაციფრულება ვირტუალური ბარათებით

Visa Commercial Pay ბიზნესებს მრავალრიცხოვანი ბარათების მართვის შესაძლებლობას შესთავაზებს, რომელიც მოიცავს ვირტუალური ბარათების შექმნას დასაქმებულებისთვის.

"დროა დავაჩქაროთ B2B ფულის მოძრაობა, ახალი, დაცული ციფრული გადახდებით, რაც ბიზნესებს მისცემს თავიანთი ფინანსების გაკონტროლების უკეთეს საშუალებას“, — ამბობს კევინ ფალენი, Visa Business Solutions.-ის გლობალური ხელმძღვანელი. 

 

 

ველოსიპედის ჩაფხუტი ლედ განათებით

FARO-ს ჩაფხუტი ნამდვილად არ ჰგავს ჩვეულებრივ ველოსიპედის ქუდებს, ის ერთდროულად მოდური და უსაფრთხოა

ისეთ ქალაქებში, როგორიც თბილისია, სადაც ცალკე ველობილიკები მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზეა, ველოს მართვისას ჩაფხუტი აუცილებელია.

 

შეიძლება ჩვენ არ ვცხოვრობთ მარსზე ან შინიდან სამსახურში თვითმფრინავების გამოყენებით არ გადავაადგილდებით, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ მომავალი ბევრ საინტერესო ტექნოლოგიურ მიღწევას მოიტანს

კომპანიებს პანდემიის შემდეგ ხარჯები გაუორმაგდათ, შესაბამისად, მათ დაიწყეს პროგრამისტების მოზიდვა განვითარებადი ქვეყნებიდან - ეს თქვენი შანსია დასაქმდეთ სხვადასხვა ზომისა და მოცულობის კომპანიაში შინიდან გაუსვლელად!

             → დარეგისტრირდი ახლავე!

 

 

დრონი, რომელიც მანქანასთან მიფრინდება და საწვავის ავზს შეავსებს

"ავტომატურ დრონში" გათვალისწინებულია საწვავის 20ლ ავზი, გადატანის მექანიზმი და ცენტრალური მაკონტროლებელი. ის აღჭურვილია მანძილის სენსორებით, GPS-ითა და ავტომატიზირებული საწვავის პორტებით

 

ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ქვედა კიდურების პროთეზი

ორთოპედიულ მასალებსა და დამხმარე საშუალებების შექმნა ახალ საფეხურზე გადადის, ამ მიმართულებითაც უკვე ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ

BionicM-მა თავისი ახალი, ქვედა კიდურების რობოტიზებული პროთეზი შექმნა, რომლის საშუალებითაც მოძრაობა ძალიან მარტივია და ამისთვის ზედმეტი ძალისხმევა საჭირო აღარ არის

 

დეველოპერებზე მოთხოვნა იზრდება

ამ ჩამონათვალიდან მარტივია იმის დანახვა, თუ რამდენად ფართოა მოთხოვნა პროგრამისტებზე, ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტებზე... თუმცა,  რობოტების, ხელოვნური ინტელექტის და უპილოტო სისტემების რეალიზაცია, მოითხოვს ტექნიკის, მომხმარებლის ინტერფეისების და პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალურ ჯგუფს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ავტონომიის მოთხოვნა გაიზრდება. ბუნებრივია, ეს ნიშნავს, რობოტების დეველოპერებზე დიდი მოთხოვნა იქნება და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

მშობლებისთვის

თუ შვილმა სტუდენტის სტატუსი ვერ მოიპოვა - 3 ნაბიჯი, როგორ დავეხმაროთ მას კრიზისის დაძლევაში

თუ შვილმა სტუდენტის სტატუსი ვერ მოიპოვა, ეს სამყაროს დასასრული არ არის. გაიგეთ, როგორ დაეხმაროთ მას კრიზისის დაძლევაში, შეინარჩუნოს მოტივაცია და ეს პერიოდი საკუთარი განვითარების შესაძლებლობად აქციოს.

ერთი შედეგი არ განსაზღვრავს მთელ მომავალს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ ბევრი ოჯახი სიხარულთან ერთად იმედგაცრუებასაც ხვდება. თუ აბიტურიენტმა სტუდენტის სტატუსი ვერ მოიპოვა, ეს ხშირად მთელი ოჯახის ემოციურ მდგომარეობაზე აისახება. ახალგაზრდისთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს არა მხოლოდ გამოცდის წარუმატებლობას, არამედ საკუთარი შესაძლებლობების ე

ШАГ логотип

მშობლებისთვის

როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლობა და კრიტიკული აზროვნება

როგორ ეხმარება სკოლის პარალელურად პროფესიის სწავლა ბავშვს დამოუკიდებლობის, კრიტიკული აზროვნებისა და პასუხისმგებლობის განვითარებაში? გაიგეთ, რატომ არის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია მისი მომავლისთვის.

დამოუკიდებლობა იწყება მაშინ, როცა ბავშვი რეალურ პასუხისმგებლობას იღებს ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვის მთავარი მოვალეობა მხოლოდ სკოლაში კარგად სწავლაა. თუმცა, თანამედროვე რეალობაში მაღალი ქულები და კარგი ატესტატი წარმატებული მომავლის გარანტიას აღარ წარმოადგენს. ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება და შრომის ბაზრის ცვლილება სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ისეთ უნ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ შევცვალოთ პროფესია 6 თვეში და დავიწყოთ სრულიად ახალი კარიერა IT-ში

პროფესიის შეცვლა 6 თვეში რეალურია, თუ სწავლა პრაქტიკაზე, სწორ მიმართულებასა და რეალურ პროექტებზეა დაფუძნებული. გაიგე, როგორ შეგიძლია დაიწყო ახალი კარიერა IT სფეროში და გამოიმიშავო ის უნარები, რომლებიც თანამედროვე შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია.

პროფესიის შეცვლა აღარ ნიშნავს ყველაფრის თავიდან დაწყებას რამდენიმე წლის წინ პროფესიის შეცვლა ბევრისთვის რთულ და თითქმის მიუღწეველ გადაწყვეტილებად ითვლებოდა. ადამიანებს ჰქონდათ განცდა, რომ ახალი კარიერის დასაწყებად აუცილებლად სჭირდებოდათ წლები, უნივერსიტეტში ხელახლა ჩაბარება და დიდი გამოცდილება. დღეს რეალობა შეიცვალა. შრომის ბაზარი ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება, ხ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რას ნიშნავს უწყვეტი განათლება (Lifelong Learning) XXI საუკუნეში?

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ეპოქაში ერთი პროფესიის ან ერთხელ მიღებული ცოდნის იმედად ყოფნა აღარ არის საკმარისი. გაიგე, რას ნიშნავს უწყვეტი განათლება (Lifelong Learning), რატომ გახდა ის XXI საუკუნის ერთ-ერთი მთავარი უნარი და როგორ გვეხმარება მუდმივი სწავლა კარიერულ განვითარებაში.

ცოდნა, რომელიც არასდროს ჩერდება ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ცვლილებები ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ავტომატიზაცია და ახალი ციფრული ინსტრუმენტები მუდმივად ცვლიან იმას, თუ როგორ ვსწავლობთ, ვმუშაობთ და ვქმნით მომავალს. ცოდნა, რომელიც რამდენიმე წლის წინ საკმარისი იყო კონკრეტულ სფეროში წარმატებისთვის, დღეს შეიძლება განახლებას საჭიროე

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა